четверг, 12 ноября 2020 г.

ვენერა-13

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                 ვენერა-13


     
ვენერას მიერ გადაცემული ვენერას ზედაპირის ფერადი ფოტოსურათი 13. მოწყობილობა ნიადაგის მექანიკური თვისებების გაზომვისთვის (კიბის სახით), სტანდარტული ფერის მასშტაბი. Venera-13 პანორამაზე შესამჩნევია, თუ როგორ დაფარა დამსხვრეულმა ნიადაგმა მსუბუქად დაღმავალი მანქანის სიჩქარის ჩარჩო

 (რუს. Венера-13) — სსრკ-ის მიერ პლანეტა ვენერის გამოკვლევისათვის გაგზავნილი უპილოტო კოსმოსური ხომალდი.

„ვენერა-13“ გაშვებულ იქნა 1981 წლის 30 ოქტომბერს ბაიკონურის კოსმოდრომიდან რაკეტა-მატარებლით „პროტონი“. ხომალდების მასა იყო 760 კგ.

„ვენერა-13“ დაყენებული იყო სამეცნიერო ხელსაწყოები, რომლის შექმნაშიც მონაწილეობას იღებდნენ საბჭოთა, ავსტრიელი და ფრანგი სპეციალისტები. „ვენერა-13“ გაშვებიდან, 5 დღის შემდეგ, კოსმოსში გაშვებული იქნა კოსმოსური ხომალდი „ვენერა-14“, ეს დრო მეტად ხელსაყრელი იყო ვენერისკენ გასაფრენად.

ოთხი თვის შემდეგ, „ვენერა-13“-მა მიაღწია პლანეტა ვენერას. კოსმოსურ ხომალდს გამოეყო დასაშვები აპარატი, რომელიც 1982 წლის 1 მარტს რბილად დაეშვა ვენერის ზედაპირზე. თვითონ „ვენერა-13“ განაგრძობდა მოძრაობას ჰელიოცენტრულ ორბიტაზე.

დამუხრუჭების შედეგად დასაშვები აპარატი შევიდა ვენერის ატმოსფეროში, მისი სიჩქარე შემცირდა ბგერის სიჩქარემდე და ამის შემდეგ გაიხსნა სამუხრუჭე პარაშუტი. 47 კმ სიმაღლეზე პარაშუტი ჩამოშორდა დასაშვებ აპარატს, რომელმაც ამის შემდეგ დაშვება გააგრძელა აეროდინამიკური დამუხრუჭების ხარჯზე. იგი დაეშვა ვენერის ზედაპირზე სამხრეთ განედის 7°30’ და აღმოსავლეთ გრძედის 303°, დაშვების ადგილს სახელად „ფობე რეჯიო“ (Phoebe Regio) ეწოდებოდა. რაც შეეხება „ვენერა-14“ დასაშვებ აპარატს, იგი „ვენერა-13“ დასაშვები აპარატისგან 950 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთში დაეშვა. „ვენერა-13“ დასაშვები აპარატის დაშვების ადგილას დახვდა გაშიშვლებული კლდოვანი ქანები, რომელიც გარშემორტყმულნი იყვნენ წვრილმარცვლოვანი მუქი ფერის ნიადაგით.

იხ. ვიდეო



დაშვების შემდეგ „ვენერა-13“ დასაშვებმა აპარატმა პლანეტა ვენერის ზედაპირის პანორამული სურათები გადმოსცა. სპეციალური მოწყობილობების საშუალებით აღებული იქნა ვენერის ზედაპირის სინჯები, რომლებიც შემდეგ გამოსაკვლევად საგანგებო კამერაში მოთავსდნენ, რომელშიც წნევა 0,05 ატმოსფეროს, ხოლო ტემპერატურა 30°C აღწევდა. ვენერის ზედაპირის გრუნტის ნიმუშების ქიმიური შემადგენლობა გამოკვლეულ იქნა რენტგენული ფლუორესცენციული სპექტრომეტრის მეშვეობით.

„ვენერა-13“ დაყენებულ იქნა ხმისჩაწერი მოწყობილობა, რომელმაც ჩაიწერა ქუხილის ხმა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სხვა პლანეტაზე ქუხილი ხმა ჩაიწერეს.

„ვენერა-13“ დასაშვები მოწყობილობა მოქმედებდა 127 წუთის განმავლობაში (თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ მას 32 წუთის განმავლობაში უნდა ემოქმედა) 84 ატმოსფერო წნევის და 457°C ტემპერატურის პირობებში.



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...