пятница, 27 ноября 2020 г.

გეოფიზიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           გეოფიზიკა


ზღვის ფსკერის ასაკი დათარიღების შესახებ ინფორმაციის უმეტესობა მოდის მაგნიტური ანომალიებიდან

 მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის მთლიანად დედამიწის ფიზიკურ თვისებებსა და მის მყარ, თხევად და აირის გარსებში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს. გეოფიზიკა განეკუთვნება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ჯგუფს და ფართოდ სარგებლობს კვლევის ფიზიკური და მათემატიკური მეთოდებით. გეოფიზიკა იყოფა სამ დიდ ნაწილად: დედამიწის ფიზიკა (იგულისხმება დედამიწის მყარი ნაწილი), ჰიდროფიზიკა, ატმოსფეროს ფიზიკა, რომლებიც თავის მხრივ, მოიცავენ ცალკეულ გეოფიზიკურ დისციპლინებს; გამოყენებით გეოფიზიკას განეკუთვნება ძიების გეოფიზიკური მეთოდები, რომლებითაც ბუნებრივ და ხელოვნურ ფიზიკურ ველებზე დაკვირვების გზით იკვლევენ დედამიწის ქერქისა და მისი შიგნეთის აგებულებას, სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს და საინჟინრო გეოლოგიის საკითხებს.

თანამედროვე გეოფიზიკა დიდი როლს თამაშობს დედამიწის შინაგანი აგებულებისა და ფიზიკური თვისებების შესწავლის საქმეში. დედამიწის შედარებით დიდი სიღრმეები უშუალო დაკვირვებისათვის (სამთო გამონამუშევრებით, ბურღვით) პრაქტიკულად მიუწვდომელია. გეოფიზიკური დაკვირვებები კი ისეთ მასალას გვაწვდის, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა საკმაოდ სარწმუნო წარმოდგენა ვიქონიოთ დედამიწის შინაგან აგებულებასა და მასში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებზე.

იხ. ვიდეო

დედამიწის ფიზიკის ძირითადი დარგებია: დედამიწის მაგნეტიზმი, რომელიც შეისწავლის დედამიწის მაგნიტურ ველს, მის სივრცობრივ განაწილებას და დროში ვარიაციებს; სეისმოლოგია სწავლობს მიწისძვრების წარმოქმნის მიზეზებსა და პირობებს, მათ გამოვლინებას დედამიწის ზედაპირზე, სეისმური (დრეკადი) ტალღების ბუნებასა და დედამიწის წიაღში მათ გავრცელებას, მიწისძვრის კერებში მიმდინარე პროცესებს, დედამიწის ქერქის სუსტ რყევებს, ანუ მიკროსეისმებს.

                                                                       

აჩქარების გადახრები დედამიწის ზედაპირზე გრავიტაციის გამო

მიწისძვრების თანამგზავრ მოვლენებს, სეისმოლოგიური დაკვირვებები ძირითადად სტაციონარულ სეისმურ სადგურებში მიმდინარეობს, ხოლო ცალკეულ მძლავრ მიწისძვრებს, მათ ნგრევით მოქმედებას და დედამიწის ქერქში მომხდარ დეფორმაციებს საგანგებოდ სწავლობენ.


მაგნიტოსფერო მზისმიერი ქარის გადახრა



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...