четверг, 5 ноября 2020 г.

წითელი გიგანტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            წითელი გიგანტი

მზის ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავისა და წითელი გიგანტის სტრუქტურა იზოთერმული ჰელიუმის ბირთვით და ფენიანი ნუკლეოსინთეზის ზონით (არ არის მასშტაბური)
დაბალი ან საშუალო მასის (0,3—8 მზის მასა) კაშკაშა გიგანტური ვარსკვლავი, რომელიც ვარსკვლავური ევოლუციის მიწურულ ფაზაშია. მისი გარე ატმოსფერო გამობერილი და გათხელებულია, რის გამოც მისი რადიუსი უზარმაზარი ხდება, ხოლო ზედაპირის ტემპერატურა — დაბალი, რომელიც არის 5000K და ქვემოთ. წითელი გიგანტის გარეგნობა ყვითელი-ნარინჯისფერი და წითელია და მოიცავს სპექტრულ ტიპებს, K-სა და M-ს, ასევე S კლასისა და ნახშირბადის ვარსკვლავების უმეტესობას.
ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკლავური დიაგრამა

ყველაზე გავრცელებული წითელი გიგანტები არის ის ვარსკვლავები, რომლებიც უახლოვდება ე.წ. წითელი გიგანტის განშტების (წგგ) დასასრულს, მაგრამ წყალბადს კვლავ გარდაქმნის ჰელიუმად გარსში, რომელიც გადაგვარებული ჰელიუმის ბირთვს გარს აკრავს. სხვა წითელი გიგანტებია: ერთად შეჯგუფებული ვარსკვლავები ჰორიზონტალური განშტოების გრილ ნახევარში, რომლებიც ბირთვში ჰელიუმს ნახშირბადად გარდაქმნის სამმაგი ალფა პროცესით; და ასიმპტოტური გიგანტური განშოების (აგგ) ვარსკვლავები, რომლებიც ჰელიუმს წვავს ნახშირბად-ჟანგბადის გადაგვარებული ბირთვის გარეთ.


                                                   სპექტრული კლასი ვარსკლავების

დედამიწასთან მდებარე უახლოესი წითელი გიგანტი არის Gamma Crucis, რომელიც 88 სინათლის წელიწადითაა დაშორებული, თუმცა, ნარინჯისფერ გიგანტ „არქტურს“ ზოგი წითელ გიგანტად აღწერს. ეს უკანასკნელი დედამიწიდან 36 სინათლის წლითაა დაშორებული.

იხ. ვიდეო

წითელი გიგანტი ის ვარსკვლავია, რომელმაც თავის ბირთვში წყალბადის მარაგი ამოწურა და ბირთვის გარშემო არსებული გარსის წყალბადის თერმობირთვულ სინთეზზე გადაერთო. ასეთი ვარსკვლავების რადიუსი ათობით და ათასობით დიდია, ვიდრე მზისა. თუმცა, მათი გარსის ტემპერატურა დაბალია, რის გამოც მოწითალო-ნარინჯისფერი იერი აქვს. მათი გარსის დაბალი ენერგიის სიმკვრივის მიუხედავად, წითელი გიგანტები მზეზე ბევრად კაშკაშაა თავიანთი უზარმაზარი ზომის გამო. წითელი გიგანტის განშტოების ვარსკვლავების სიკაშკაშე მზისაზე (L☉) ასჯერ ან რამდენიმე ასეულჯერ მეტია, K და M სპექტრალური ტიპის ვარსკვლავების ზედაპირის ტემპერატურა 3000-4000K-ია, ხოლო დიამეტრი მზისას (R☉) 20-100-ჯერ აღემატება. ჰორიზონტალურ განშტოებაზე მდებარე ვარსკვლავები უფრო ცხელია, ხოლო ასიმპტოპურ გიგანტურ განშოებაზე 10-ჯერ უფრო კაშკაშა, მაგრამ ეს ორივე ტიპი ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე წითელი გიგანტური განშტოების ვარსკვლავები.

ასიმპტოტურ გიგანტურ განშტოებას შორის ვარსკვლავები მიეკუთვნება C-N და გვიანდელ C-R ტიპის ნახშირბადის ვარსკვლავებს, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როცა ნახშირბადი და სხვა ელემენტები ზედაპირზე კონვექცირდება. პირველი ამოსვლა ხდება წყალბადის გარსის წვისას წითელი გიგანტის განშტოებაზე, მაგრამ არ წარმოქმნის დომინანტ ნახშირბადს ზედაპირზე. მეორე, ზოგჯერ მესამე, ამოსვლა ხდება ჰელიუმის გარსის წვისას ასიმპტოტურ გიგანტურ განშტოებაზე და ნახშირბადის კონვექცია ხდება საკმაოდ მასიური ვარსკვლავების ზედაპირზე.

წითელი გიგანტის ვარსკვლავური დისკო მკვეთრად გამოხატული არაა, რომელიც ეწინააღმდეგება მის გამოხატვას მრავალ ილუსტრაციაში. გარსის დაბალი მასის სიმკვრივის გამო ასეთ ვარსკვლავებს კარგად განსაზღვრული ფოტოსფერო არ აქვს და მათი სხეული თანდათანობით გადადის „გვირგვინში“. ყველაზე ცივ წითელ გიგანტებს რთული სპექტრი აქვს მოლეკულური ხაზებით, მაზერებითა და ზოგჯერ ემისიით.

წითელი გიგანტების სხვა საყურადღებო ნიშანი ისაა, რომ, მზის მსგავსი ვარსკვალვებისგან განსხვავებით, რომელთა ფოტოსფეროს აქვს მცირე კონვექციური უჯრედების (მზიური გრანულები) უზარმაზარი რიცხვი, წითელი გიგანტების ფოტოსფეროს, ასევე წითელი ზეგიგანტებისას, აქვს ძალიან მცირე რაოდენობის დიდი უჯრედები, რომლებიც იწვევს სიკაშკაშის ცვალებადობას ორივე ტიპის ვარსკვლავში

იხ. ვიდეო









Комментариев нет:

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...