четверг, 12 ноября 2020 г.
ვენერა-ექსპრესსი
среда, 11 ноября 2020 г.
ჰალეის კომეტა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ინგლისელი ასტრონომი, დაუცხრომელი მოგზაური და ფართო ინტერესების მკვლევარი ე. ჰალეი ორი წლის განმავლობაში (1680-1682) აკვირდებოდა კომეტებს და დაინტერესდა მათი შემდგომი ბედით. 1704 წელს გამოქვეყნდა მისი შრომა „კომეტური ასტრონომიის მიმოხილვა“, რომელსაც ავტორმა მოკლე ისტორიული ნარკვევი წაუმძღვარა.
ე. ჰალეის მიზანი იყო შეემოწმებინა 1680 წლის კომეტის მაგალითზე ნიუტონის მიერ დადგენილი მოსაზრება, რომ კომეტები მოძრაობენ ძალზედ გაწელილ ელიფსებზე, მათზეც ვრცელდება მსოფლიო მიზიდულობის კანონი და ისინიც ცთომილების მსგავსად მოძრაობენ კეპლერის კანონების შესაბამისად. ამისთვის ე. ჰალეიმ შეაგროვა მისთვის ხელმისაწვდომი 24 კომეტის დაკვირვებანი, რაც მოიცავდა 1337-1698 წლების პერიოდს. მკვლევარი თვლიდა, რომ კომეტები პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე.
ე. ჰალეიმ კომეტებისთვის შეადგინა ორბიტების ელემენტთა ცხრილები. ამ ღონისძიებას, მისი აზრით, დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა კომეტების პერიოდულობის საბოლოოდ დასადგენად. რაკი შთამომავლობას ხელთ ექნებოდა აღნიშნული ცხრილები, ყოველი ახალი კომეტის ორბიტის ელემენტების ცხრილთან შეჯერება ძნელი არ იქნებოდა, ხოლო მსგავსების მიგნების შემთხვევაში პერიოდის გამოთვლა და მისი შემდეგი გამოჩენის წინასწარმეტყველების სიზუსტეც გარანტირებული იქნებოდა.
იხ. ვიდეო
1682 წელს კომეტაზე დაკვირვებით მიღებული ორბიტის ელემენტების შედარებამ მის მიერვე შედგენილი ცხრილის მონაცემებთან მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ 1531 და 1607 წლებში ცრილში ფიქსირებული ორი კომეტის ორბიტის ელემენტები თითქმის იდენტური იყო ახლად გამოჩენილი კომეტის ორბიტის ელემენტებისა. პერიოდში უმნიშვნელო განსხვავებამ (პირველად უდრიდა 76 წელს და 2 თვეს, ხოლო მეორე — 72 წელსა და 10 თვეს), რაც მკვლევარმა სრულიად სამართლიანად დიდ ცთომილთა შემაშფოთებელ მოქმედებას მიაწერა, ვერ შეარყია მისი რწმენა, რომ აქ სამივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ერთსა და იმავე კომეტასთან. ე. ჰალეიმ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ამ კომეტის შემდგომი გამოჩენა უნდა მომხდარიყო 1758 წელს. თუ ეს წინასწარმეტყველება ახდება, მაშინ ეჭვი აღარ იქნება, რომ სხვა კომეტებიც დაბრუნდება და აქ ასტრონომებისათვის გადაიშლება კვლევის უფრო დიდი ასპარეზიო.
კომეტა მართლაც „დაბრუნდა“. იგი ასტრონომიის მოყვარულმა გერმანელმა პალიჩმა პირველმა შენიშნა 1758 წლის დეკემბერში, მაგრამ ამ დროისთვის ჰალეი უკვე ცოცხალი აღარ იყო. ე. ჰალეის საპატივცემულოდ კომეტას ჰალეის სახელი ეწოდა.
ჰალეის კომეტის მზის ირგვლივ მიმოქცევის პერიოდი მერყეობს 74-79 წლებს შორის. XIX საუკუნესის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ისტორიული ქრონიკების გადასინჯვამ გამოავლინა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხს მოეპოვება დაკვირვება აღნიშნულ კომეტაზე.
понедельник, 9 ноября 2020 г.
Bayraktar TB2
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
Bayraktar TB2
(ქართ. ბაირაქტარი) — თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი, რომლის შესაძლებელია დისტანციურად მართვა ან ავტონომიურად ოპერირება. წარმოებულია თურქული კომპანია ბაიქარის მიერ, ძირითადად თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის. საფრენი აპარატი კონტროლდება და იმართება სახმელეთო კონტროლის სადგურში მყოფი ეკაპაჟის მიერ, მათ შორის იარაღის გამოყენებაც. ბაირაქტარი თურქულიდან ითარგმნება, როგორც „დროშას“ ან „დროშის მატარებელს“. აპარატის შექმნა და განვითარება დიდწილად სელჩუკ ბაირაქტარის სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტია. საფრენი აპარატი შედგება იმპორტირებული და რეგულირებული კომპონენტებისა და ტექნოლოგიებისგან, სადაც ძრავები წარმოებულია ავსტრიაში, სარაკეტო საკიდარი წარმოებულია დიდ ბრიტანეთში და ოპტოელექტრონიკა იმპორტირებულია კანადასა და გერმანიიდან. დღეისთვის იმპორტირებული კომპონენტების რიგი ნაწილი შეჩერებულია ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაგალითად, კანადას შეჩერებული აქვს სენსორების მიწოდება და ეს საკითხი ახლა კანადის მთავრობის განხილვის ქვეშაა.
იხ. ვიდეო როგორც მოგეხსენებათ ამ აპარატს აზერბაიჯანი მასიურად იყენებს ამ აპარატს
„Bayraktar TB2“ პირველი გაფრენა შედგა 2014 წლის აგვისტოში. 2015 წლის 18 დეკემბერს ბაირაქტარის სარაკეტო ცდების ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა.
ბაიქარმა 2018 წლის მარტში კატართან გააფორმა ხელშეკრულება კატარის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ექვსი საფრენი აპარატის წარმოების შესახებ. 2018 წლის იანვარში, ბაიქარმა „Ukrspetsproject“–თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უკრაინის არმიისთვის 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 12 თურქული „Bayraktar TB2“ და 3 სახმელეთო კონტროლის სადგურის მიყიდვის შესახებ. უკრაინამ უპილოტო თვითმფრინავების პირველი პარტია 2019 წლის მარტში მიიღო
ჰეტეროტროფული ორგანიზმები
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჰეტეროტროფული ორგანიზმები
ორგანიზმები, რომლებიც კვებისთვის იყენებენ მზა ორგანულ ნივთიერებებს. ჰეტეროტროფულ ორგანიზმებს განეკუთვნება ყველა ცხოველი, ადამიანი, აგრეთვე ზოგიერთი მცენარე (პარაზიტი მცენარეები და საპროფიტი ფარულთესლოვნები) და მიკროორგანიზმების დიდი უმრავლესობა. ორგანიზმების დაყოფა ავტო- და ჰეტეროტროფებად პირობითია, რადგან ტიპიურ ავტოტროფულ ორგანიზმსაც კი შეუძლია ნიადაგიდან შეითვისოს ორგანულ ნივთიერებათა გარკვეული რაოდენობა. ჰეტეროტროფულ და ავტოტროფულ ორგანიზმთა დიფერენცირება ხდება სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის წყაროს მიხედვით. აქედან გამომდინარე ჰეტეროტროფებს მიაკუთვნებენ ისეთ ორგანიზმებს, რომლებისთვისაც ნახშირბადის წყაროა რთული ორგანული შენაერთების (ნახშირწყალბადი, ცხიმები, ცილები) დაჟანგვა. ჰეტეროტროფები შლიან რთულ ორგანულ ნაერთებს და ახდენენ მათ მინერალიზაციას.
воскресенье, 8 ноября 2020 г.
ეკზომარს
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ეკზომარს
პროტოპი მარსახოდის პროგრამა ,, ეკზომარსი'' (2015წ)
ვერგილიუსი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ვერგილიუსი Amor omnia vincit - ყველაფრეზე იმარჯვებს სიყვარული ვერგილიუსი ,, ბუკოლიკი''(ლათ. Publius Vergilius Maro; დ. 15 ოქტომბერი, ძვ. წ. 70 — გ. 21 სექტემბერი, ძვ. წ. 19)— რომაელი პოეტი, რომის ძლიერებისა და ბატონობის მეხოტბე. დღემდე მოღწეულია მისი სამი თხზულება: „ბუკოლიკები“, „გეორგიკები“ და „ენეიდა“. ამ უკანასკნელი პოემით ვირგილიუსი შეეცადა შეექმნა ჰომეროსის „ილიადისა“ და „ოდისეის“ რომაული პარალელი. იხ. ვიდეო
ტრირი
(გერმ. Trier, ლუქსემ. Tréier, ფრანგ. Trèves) — გერმანიის საოლქო დაქვემდებარების ქალაქი.
ქალაქი მდებარეობს რაინლანდ-პფალცის დასავლეთ ნაწილში, მაგრამ იგი აგრეთვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უკიდურესი დასავლეთით მდებარე ქალაქიცაა.
ტრირში განთავსებულია შემდეგი დაწესებულებები:
- უნივერსიტეტი,
- უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი, ანუ ე. წ. ფახჰოხშულე (იხ. ასევე ტრირის ფახჰოხშულე),
- ტრირ-ზაარბურგის რაიონის ადმინისტრაცია,
- საზედამხედველო და სამომსახურებო დირექცია, [შემოკლ. ADD 'ა-დე-დე'] (1999 წლამდე ტრირის ადმინისტრაციული ოლქი),
- მხარის საგამოძიებო სამსახურის [შემოკლ. LUA 'ელ-უ-ა'] სხვადასხვა აპარატი და
- რომის კათოლიკური ეპარქია (ტრირის საეპისკოპოსო).
ქალაქი ტრირი სახელწოდებით ავგუსტა ტრევერორუმ დაარსდა 2000-ზე მეტი წლის წინ (მე-3 საუკუნის მეორე ნახევრიდან ეწოდა ტრევერისი (Treveris)). გამომდინარე აქედან ქალაქ ტრირს აქვს პრეტენზია ერქვას გერმანიის უძველესი ქალაქი.
რომაულ ტრირში არსებული მდებარეობს არაერთი საინტერესო ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელთა მნიშვნელოვნებას ხაზს უსვამს მათი ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ესენია;
- ამფითეატრი,
- ბარბარას აბანო,
- კეისრის აბანო,
- კონსტანტინეს ბაზილიკა,
- იგელის სვეტი,
- პორტა ნიგრა,
- რომაული ხიდი,
- წმ. პეტრეს ტაძარი,
- ღვთისმშობლის ეკლესია.
ალაქი ტრირი მდებარეობს შუა მოზელის ხეობის ერთ-ერთ გაშლილ ხევში, რომლის მთავარი ნაწილი მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ტყიანი და ნაწილობრივ ზვრებით დაკავებული ფერდობები სამხრეთში ჰუნსრუკის მაღლობს, ხოლო ჩრდილოეთში აიფელს ერთვის.
საზღვარი ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან დაახლოებით 15 კილომეტრითაა (ვასერბილიგი) დაშორებული. ტრირთან ახლომდებარე მოდიდო ქალაქები სამხრეთ-დასავლეთით ზაარბრჲუკენი, დაახლ. 80 კილომეტრის, ჩრდილო-აღმოსავლეთით კობლენცი , დაახლ. 100 კილომეტრის, ხოლო დასავლეთით კი ლუქსემბურგის დედაქალაქი ლუქსემბურგი სულ რაღაც 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ქალაქის მცხოვრებნი ლაპარაკობენ მოზელის ერთ-ერთ ფრანკული დიალექტზე, რომელსაც ტრირის დიალექტი ჰქვია.
ტრირის მეზობელი თემები
საოლქო დაქვემდებარების ქალაქ ტრირს ტრირ-ზაარბურგის რაიონი აკრავს ირგვლივ. გარდა ამისა, სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ბიტბურგ–პრიუმისა და ბერნკასტელ-ვიტლიხის რაიონები.
მეზობელი თემები (ჩრდილოეთიდან მოყოლებული) საათის ისრის მიმართულებით :
- შვაიხი, კენი და ლონგუიხი – (შვაიხის სათემო კავშირის ფარგლებში).
- მერტესდორფი, კაზელი, ვალდრახი, მორშაიდი, კორლინგენი, გუთვაილერი, ზომერაუ და გუსტერათი – (რუვერის სათემო კავშირის ფარგლებში).
- ჰოკვაილერი და ფრანცენჰაიმი – (ტრირის სათემო კავშირის ფარგლებში).
- კონცი – (კონცის სათემო კავშირის ფარგლებში).
- იგელი, ტრირვაილერი, აახი, ნეველი, კორდელი და ცემერი – (ტრირის სათემო კავშირის ფარგლებში).
- იხ. ვიდეო ყველაზე ძველი ქალაქი გერმანიაში
пятница, 6 ноября 2020 г.
სირიუსი (ფილმი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სირიუსი (ფილმი)
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...