среда, 11 ноября 2020 г.

ჰალეის კომეტა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              ჰალეის კომეტა
ჰალეის კომეტა 1986წ-ს

(ოფიციალურად დასახელება — 1P/Halley) — ყველაზე ცნობილი პერიოდული კომეტა, რომელიც 74-79 წელიწადში ერთხელ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწიურად არაერთი უფრო ხანგრძლივად მნათი კომეტა ჩნდება ზეცაში, ჰალეის კომეტა ყველაზე ხილვადია შეუიარაღებელი თვალით. მზის შიდა სისტემაში მისი ბრუნვადობის გამო კომეტა ძვ. წ. 240 წლიდან ფიქსირდება, მაგრამ ამ კომეტას პერიოდულად არ აღიარებდნენ მანამ, სანამ მეთვრამეტე საუკუნეში ედმუნდ ჰალეიმ მისი ორბიტა არ გამოიანგარიშა. სწორედ მისი სახელის მიხედვით ეწოდა ჰალეის კომეტა. ჰალეის კომეტა უკანასკნელად 1986 წელს გამოჩნდა მზის შიდა სისტემაში და მის ხელახალ გამოჩენას 2061 წლის შუა პერიოდში უნდა ველოდოთ.
                                                                                
ედმუნდ ჰალეა

ინგლისელი ასტრონომი, დაუცხრომელი მოგზაური და ფართო ინტერესების მკვლევარი ე. ჰალეი ორი წლის განმავლობაში (1680-1682) აკვირდებოდა კომეტებს და დაინტერესდა მათი შემდგომი ბედით. 1704 წელს გამოქვეყნდა მისი შრომა „კომეტური ასტრონომიის მიმოხილვა“, რომელსაც ავტორმა მოკლე ისტორიული ნარკვევი წაუმძღვარა.

ე. ჰალეის მიზანი იყო შეემოწმებინა 1680 წლის კომეტის მაგალითზე ნიუტონის მიერ დადგენილი მოსაზრება, რომ კომეტები მოძრაობენ ძალზედ გაწელილ ელიფსებზე, მათზეც ვრცელდება მსოფლიო მიზიდულობის კანონი და ისინიც ცთომილების მსგავსად მოძრაობენ კეპლერის კანონების შესაბამისად. ამისთვის ე. ჰალეიმ შეაგროვა მისთვის ხელმისაწვდომი 24 კომეტის დაკვირვებანი, რაც მოიცავდა 1337-1698 წლების პერიოდს. მკვლევარი თვლიდა, რომ კომეტები პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე.

ე. ჰალეიმ კომეტებისთვის შეადგინა ორბიტების ელემენტთა ცხრილები. ამ ღონისძიებას, მისი აზრით, დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა კომეტების პერიოდულობის საბოლოოდ დასადგენად. რაკი შთამომავლობას ხელთ ექნებოდა აღნიშნული ცხრილები, ყოველი ახალი კომეტის ორბიტის ელემენტების ცხრილთან შეჯერება ძნელი არ იქნებოდა, ხოლო მსგავსების მიგნების შემთხვევაში პერიოდის გამოთვლა და მისი შემდეგი გამოჩენის წინასწარმეტყველების სიზუსტეც გარანტირებული იქნებოდა.

იხ. ვიდეო



1682 წელს კომეტაზე დაკვირვებით მიღებული ორბიტის ელემენტების შედარებამ მის მიერვე შედგენილი ცხრილის მონაცემებთან მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ 1531 და 1607 წლებში ცრილში ფიქსირებული ორი კომეტის ორბიტის ელემენტები თითქმის იდენტური იყო ახლად გამოჩენილი კომეტის ორბიტის ელემენტებისა. პერიოდში უმნიშვნელო განსხვავებამ (პირველად უდრიდა 76 წელს და 2 თვეს, ხოლო მეორე — 72 წელსა და 10 თვეს), რაც მკვლევარმა სრულიად სამართლიანად დიდ ცთომილთა შემაშფოთებელ მოქმედებას მიაწერა, ვერ შეარყია მისი რწმენა, რომ აქ სამივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ერთსა და იმავე კომეტასთან. ე. ჰალეიმ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ამ კომეტის შემდგომი გამოჩენა უნდა მომხდარიყო 1758 წელს. თუ ეს წინასწარმეტყველება ახდება, მაშინ ეჭვი აღარ იქნება, რომ სხვა კომეტებიც დაბრუნდება და აქ ასტრონომებისათვის გადაიშლება კვლევის უფრო დიდი ასპარეზიო.

კომეტა მართლაც „დაბრუნდა“. იგი ასტრონომიის მოყვარულმა გერმანელმა პალიჩმა პირველმა შენიშნა 1758 წლის დეკემბერში, მაგრამ ამ დროისთვის ჰალეი უკვე ცოცხალი აღარ იყო. ე. ჰალეის საპატივცემულოდ კომეტას ჰალეის სახელი ეწოდა.

ჰალეის კომეტის მზის ირგვლივ მიმოქცევის პერიოდი მერყეობს 74-79 წლებს შორის. XIX საუკუნესის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ისტორიული ქრონიკების გადასინჯვამ გამოავლინა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხს მოეპოვება დაკვირვება აღნიშნულ კომეტაზე.

ავსტრალიელმა ასტრონობემა ინფრაწითელი ტალღების დაკვირებისას ტელესკოპით კომეტა ,,  ვილსონზე აღმოჩინეს ორგანული ნაერთები. ეს იყო პირველი აღმოჩენა, აქედან აზრიც დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. ორგანული ნივთიერებათა ქიმიური შეადგენლობა რამდენადმე სხვანაირია ვიდრე კომეტა ჰალეაზე და სხვა კომეტებზეც ნაპოვნია ეს ნივთიერებებბი.


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...