пятница, 27 ноября 2020 г.

ექვსდღიანი ომი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        ექვსდღიანი ომი

ებრეელი დესანტიკები გოდების კედელთან 1967წ-ის 10 ივნისი
არაბეთ-იზრაელის კონფლიქტი ივრ. מלחמת ששת הימים‏‎, - სამხედრო კონფლიქტი ისრაელსა და არაბული ქვეყნების გაერთიანებას შორის. ომი დაიწყო ისრაელის მიერ ეგვიპტეზე თავდასხმით. მოგვიანებით ომში იორდანიასირია და ერაყიც ჩაერთვნენ. გრძელდებოდა 1967 წლის 5 ივნისიდან 10 ივნისამდე. 
                                                                         
ებრეელი ჯარისკაცების მიერ ჩამოგდებული არაბული თვითმფრინავი
მდბარებოა ახლო აღმოსავლეთი, შედეგი - იზრაელი გამარჯვება, ტერიტორიები - ისრაელმა დაპყრო ღაზას სექტორი, ცვლილებები - და სინა ნახევარ კუნძული ეგვიპტისგან. სადასველთ სანაპირო იორდანიიდან, გოლანის მაღლობი სირიისგან.
მხარეები ისრაელი, მეორე მხარე - ეგვიპტე, სირია, იორდანია, ერაყი. ძალები - ისრაელის 264 000 (241 000 რეზერვისტის ჩათვლით) 300 თვითმფრინავი, 800 ტანკი.
ეგვიპტე - 240 000 , სირია იორდანია და ერაყი - 307 000, 957 თვითმფრინავი, 2 504 ტანკი.
იხ. ვიდეო
მის მთავარი მიზეზი იყო დაძაბულობა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის. განუწყვეტლივ ხდებოდა ისრაელში მალულად შემოპარვა და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმა, მუდმივი მუქარა არაბული ქვეყნებისა, რომლებსაც სურდათ ისრაელის განადგურება. მნიშვნელოვანი იყო ეგვიპტის პრეზიდენტის ნასერის ბრძანება 6 მაისს, რომელიც მოითხოვდა ნახევარკუნძულ სინაიდან საერთოშორისო ძალების გაყვანას, რის შემდეგაც ეგვიპტემ ისრაელს წითელი ზღვის მისადგომი გადაუკეტა, რაც ელათის პორტის გაჩერებას ნიშნავდა. ეს მას შემდეგ, რაც 1957 წლიდან თავისუფლად მოძრაობდა ისრაელის საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო ძალების დაკვირვებით წითელ ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა წითელი ზღვის ნეიტრალობა, ეგვიპტის პრეზიდენტმა ნასერმა განაცხადა, რომ ყოველივე გარღვევა ამ ბლოკადისა, იქნება ეგვიპტისთვის ომის დაწყების მიზეზი, სიტუაციას უფრო ამწვავებდა საბჭოთა კავშირის მასიური დახმარება არაბულ ქვეყნებზე, რაც უფრო მატებდა მათ თავდაჯერებულობას იმაში, რომ ისინი ძლევდნენ ისრაელს, შედეგად ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასხმოდა თავს მოულოდნელად
                                                                         
ექვსდღიანი ომის დროს სამხედრო მოძრაობებისა და ტერიტორიული ცვლილებების რუკა. ისრაელის ტერიტორია ამ რუკაზე სამეფო ლურჯად არის შეფერილი, ხოლო ისრაელის მიერ ომის დროს აღებული ტერიტორიები გამოსახულია მწვანე ფერის სხვადასხვა ფერებში

5 ივნისის დილას ისრაელის გამანადგურებელი თვითმფრინავები აფრინდნენ ჰაერში და პირველი დარტყმა მიაყენეს სინაის ნახევარკუნძულს, სადაც გაანადგურეს სამხედრო აეროდრომები. დარტყმა იმდენად მოულოდნელი და ძლიერი იყო რომ ეგვიპტის საჰაერო ძალები მთლიანად გამოვიდნენ წყობიდან, რის შემდეგადაც ომში ჩაერთო იორდანიაც. მიუხედავად ხუსიენ მეფის გაფრთხილებისა ისრაელის მიერ, რომ შეეწყვიტა ომი, მან განაგრძო თავდასხმა. ამის შემდეგ ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს იორდანიის წინააღმდეგაც ოპერაცია და გაათავისუფლეს აღმოსავლეთი იერუსალიმი და მიმდებარე ტერიტორიები. ასევე სირიამ პირველივე დღეებში დაიწყო მასიური არტილერიული სროლა ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებზე, რამაც განაპირობა ისრაელის საპასუხო დარტყმა, რომელმაც გაანადგურა სირიის მეტი წილი საჰაერო ძალები, მთლიანობაში არაბულმა ქვეყნებმა პირველი დღის ომში დაკარგეს 400 მეტი სამხედრო თვითმფრინავი.

                                                                     

ოპერაცია ცინას ნახევარკუნძულზე

ომის შემდეგ დღეებში ისრაელის ჯარმა განაგრძო ქვეითი ძალებით შეტევა და მესამე დღის ბოლოს უკვე დაიპყრო ნახევარკუნძული სინაი, (მაშინ, როცა მარტო ეს ტერიტორია 3 ჯერ დიდია ისრაელზე) ,ამის მერე საერთაშორისო ერებმა მოითხოვეს ცეცხლის შეწყვეტა. მიუხედავად წარმატებისა ისრაელი პირველი იყო ვინც დაეთანხმა ამ პირობას მაგრამ სირიამ განაგრძო ებრაული დასახლებების დაბომბვა და ასევე სცადა წარუმატებლად დაეპყრო კიბუც დანი (კიბუცი ებრაული სოფლის ტიპის დასახლებაა, სადაც მაცხოვრებლებს საერთოა ქონება აქვთ). ამის შემდეგ ისრაელმა თავი მოუყარა ძალებს და გადავიდა კონტრშეტევაზე გოლანის მაღლობებისკენ, სადაც სირიის ძალები იყვნენ განლაგებული. ამ ბრძოლაში ისრაელმა დაიპყრო გოლანის მაღლობები

                                                                       

Загрузка файла (загружено байтов: 343880 из 343880)…


ოპერაცია იოარდანიის ფრონტზე

შედეგი - 10 ივნისს ომი ისრაელის გამარჯვებით დამთავრდა. ამ დღისათვის უკვე განადგურებული იყო მტრის 400-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი, აქედან 60 ჰაერში. აგრეთვე განადგურდა 500-ზე მეტი ტანკი, რაც მოწინააღმდეგე მხარის მთელი მძიმე სამხედრო ტექნიკის 70%-ზე მეტს წარმოადგენდა. ამ ომში დაიღუპა 15,000 მეტი ეგვიპტელი, 5000 ტყვედ ჩავარდა, 6000 იორდანიის ჯარისკაცი და სირიის 1000 ჯარისკაცი. ისრაელია მხრიდან კი 700 მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და 2500 დაიჭრა.

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...