понедельник, 23 ноября 2020 г.

ხაჭაპური

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ხაჭაპური

იმერული ხაჭაპური

 ქართული სამზარეულოს კერძი. ქართული ეროვნული ცომეული ნაწარმი. შესაძლოა ადრე ხაჭოს შერევით მზადდებოდა. ხაჭაპური წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერულიაჭარულიმეგრულიგურულისვანურირაჭულიხევსურულიფენოვანი. განსაკუთრებით ცნობილია იმერული ხაჭაპური. ხაჭაპურის ნაირსახეობას წარმოადგენს თუშური „კოტორი“. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათიწყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოსკვერცხსკარაქსა და სხვა ინგრედიენტებს. ხაჭაპური ეროვნული საკვები კულტურის მონაპოვარია.

2019 წლის 22 იანვარსსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. იმავე წელს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019“, სადაც სხვა ქართულ კერძებთან ერთად ხაჭაპურიც წარადგინეს.

იხ. ვიდეო

                                                   იმერული ხაჭაპური 

ქართული სამზარეულოს ცომეული, ხაჭაპურის ერთ-ერთი სახეობა.

არსებობს ხაჭაპურის ცომის მომზადების მრავალფეროვანი რეცეპტი. დაწყებული ჩვეულებრივი საფუარიანი ცომით და დამთავრებული მაწვნის ცომით.

                                             ინგრედიენტები

                                         მომზადების წესი

გავხსნათ საფუარი თბილ წყალში და დავამატოთ შაქარი. მიღებული მასა მოათავსეთ თბილ ადგილას და დაელოდეთ მის აფუებას. შემდეგ შევურიოთ ერთმანეთში ათქვეფილი კვერცხის გული, ლიმონის მჟავა, წყალი, მარილი, გამდნარი და შეგრილებული კარაქი ან მარგარინი და შევურიოთ მიღებული მასა საფუარის, წყლის და შაქრის ნაზავს. გაცრილი ფქვილი მოვათავსოთ ჭურჭელში, გავუკეთოთ შუაში ჩაღრმავება და დავასხათ მიღებული იგრედიენტების მასა. მოვზილოთ ცომი, რომელიც არ ეკრობა ხელის გულებსა და დავასვენოთ თბილ ადგილას 15 წუთის განმავლობაში. ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცომის ზედაპირზე გახეხილი ყველი, მოუჭრათ თავი და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. გაბრტყელებული ხაჭაპური მოვათავსოთ გაცხელებული ღუმელის ტაფაზე და გამოვაცხოთ ის 220 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოვიღოთ ტაფა ღუმელიდან და გადავუსვათ ხაჭაპურს კარაქი. ოდნავ შევაგრილოთ და მოვათავსოთ თეფშზე

იხ. ვიდეო ჟარონის ხაჭაპური




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...