суббота, 14 ноября 2020 г.

ვერცხლისწყალი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                       ვერცხლისწყალი

თხევადი ვერცხლიწყალი ამპულაში

(ლათ. Hydrargyrum) — II რიგისა და მე-6 პერიოდის ქიმიური ელემენტი. ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში მისი აღმნიშვნელი სიმბოლოა Hg, ატომური ნომერი - 80, ხოლო ატომური მასა - 200,59. ვერცხლისწყალი ერთადერთი ლითონია, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში თხევადი სახით გვხვდება.

ძველ წყაროებში ვერცხლისწყლის სინონიმად ხშირად იხმარება არაბულიდან ნასესხები სინდიყი.

                                                                         

ვერცხლისწყლის ატომის სქემა

მარტივი ნივთიერება ვერცხლისწყალის (CAS რეგისტრაციის ნომერია: 7439-97-6) — გარდამავალი ლითონი, წარმოადგენს მძიმე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის თხევად (ოთახის ტემპერატურა) ლითონს, რომლის ორთქლი ძალიან საწამლავია. ვერცხლისწყალი - ერთ-ერთი (სულ ორი ელემენტია) ქიმიური ელემენტია (ერთადერთი ლითონი), რომლის მარტივი ნივთიერება ნორმალურ პირობებში იმყოფება თხევად აგრეგატულ მდგომარეობაში (მეორე ელემენტია — ბრომი).

ბუნებაში არსებობს როგორც თვითნაბადი ვერცხლისწყალი, ისე ქმნის მთელ რიგ მინერალებს. ყველაზე ხშირად ვერცხლისწყალს იღებენ მისი მინერალიდან - კინოვარიდან მისი აღდგენით. გამოიყენება საზომი ხელსაწყოების

იხ. ვიდეო

ვერცხლისწყალი და მისი შენაერთები გამოიყენება ტექნიკაში, ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში.

ყვითელი ვერცხლისწყლის ოქსიდი (II) შედის თვალის მალამოს და კანის სამკურნალო მალამოების შემადგენლობაში.

წითელი ვერცხლისწყლის ოქსიდი (II) გამოიყენება საღებავების დასამზადებლად.

ვერცხლისწყლის ქლორიდი (I), რომელსაც კალომელი ეწოდება, გამოიყენება პიროტექნიკაში, ასევე გამოიყენება როგორც ფუნგიციდი. ზოგ ქვეყანაში კალომელს ხმარობენ როგორც კუჭის ამშლელ საშუალებას.

ვერცხლისწყლის ქლორიდი (II), რომელსაც ეწოდება სულემა, არის ძალიან ტოქსიკური. სუემა გამოიყენება მედიცინაში როგორც სადეზინფექციო საშუალება, ტექნიკაში ის გამოიყენება ხეების დასამუშავებლად, ზოგიერთი სახის მელანის მისაღებად, ფოლადის დამუშავებაში. სოფლის მეურნეობაში ის გამოიყენება როგორც ფუნგიციდი.

ვერცხლისწყლის ამიდოქლორიდი (ვერცხლისწყლის თეთრი პრეციპიტატი) შედის ზოგიერთი მალამოს შემადგენლობაში. ვეტერინარიაში ის გამოიყენება როგორც კანის პარაზიტული დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება.

ვერცხლისწყლის ნიტრატი (II) გამოიყენება ბეწვეულის დამუშავებაში და ამ ლითონის სხვა შენაერთების მისაღებად. მისი ტოქსიკურობა ისეთივეა, როგორც სულემის. ვერცხლისწყლის ბევრი ორგანული ნაერთი გამოიყენება როგორც პესტიციდი და მცენარეთა თესლების დასამუშავებლად.

იხ. ვიდეო

ტოქსიკურება - NFPA 704 four-colored diamond 

ვერცხლისყლის ბევრი შენართი ტოქსიკურია. ვერცხლისწყლის ზემოქმედებამ - თუნდაც მცირე რაოდენობით - შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და საფრთხე შეუქმნას ნაყოფის განვითარებას და ბავშვის ადრეულ განვითარებას. ვერცხლისწყალს შეუძლია ტოქსიკური გავლენა მოახდინოს ნერვულ, საჭმლის მომნელებელ და იმუნურ სისტემებზე, ასევე ფილტვებზე, თირკმელებზე, კანზე და თვალებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მერკური იდენტიფიცირებულია, როგორც ათი ძირითადი ქიმიური ნივთიერება ან ქიმიკატების ჯგუფები, რომლებიც მნიშვნელოვნად აწუხებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

საშიშროების კლასის მიხედვით ვერცხლისწყალი მიეკუთვნება პირველ კლასს (ძალიან საშიში ქიმიური ნივთიერება). გარემოს საშიში დამბინძურებელი, განსაკუთრებით საშიშია მისი მოხვედრა წყალში, რადგანაც ფსკერზე არსებული მიკროორგანიზმების მოქმედებით მიმდინარეობს წყალში ხსნადი ტოქსიკური მეთილვერცხლისწყლის წარმოქმნა.
  • ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთები (მეთილვერცხლისწყალი და სხვა) განსაკუთრებულად ტოქსიკურია ვიდრე არაორგანული ნაერთები, უპირველეს ყოვლისა მათი ლიპელფილობის გამო და ორგანიზმის ფერმენტატიული სისტემების ელემენტებთან უფრო ეფექტიანი ურთიერთქმედების უნარის გამო.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...