суббота, 12 декабря 2020 г.

ფარშავანგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ფარშავანგი

(ლათ. Pavo) — ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მოიცავს 2 სახეობასჩვეულებრივი ფარშავანგი (ლათ. Pavo cristatus), გავრცელებულია ინდოსტანის ნახევარკუნძულზე და შრი-ლანკაშილურჯფრთიანი ფარშავანგი (ლათ. Pavo maticus) — ინდოჩინეთშიმალაკასა და სუმატრაზე. ლურჯფრთიანი ფარშავანგის დედალ-მამალი თითქმის ერთნაირასაა შეფერილი, უფრო ღია ფერისაა.

ჩვეულებრივი ფარშავანგი რომელიც, ძირითადად, მოლურჯო-მომწვანო ფერებშია შეფერილი და თავის გრძელ, 150-სანტიმეტრიან ბოლოსთან ერთად სიგრძეში 200—235 სანტიმეტრს აღწევს. მას აქვს მომწვანო-მოოქროსფრო „მარაო“, რომელიც მოლურჯო-ბრინჯაოსფერი კოპლებითაა დამშვენებული, თავად ეს კოპლები კი მოხატულობით თვალებს წააგავს. სხეულის ბუმბული მეტწილად მბზინავ მოლურჯო-მომწვანო ფერებში გადადის. მამლები კუდის გაშლით ცდილობენ დედლების მოხიბვლას.

ფარშავანგები საკვებს წარმოადგენს: მწერებიხვლიკები, ზოგჯერ პატარა გველები, ასევე თესლეულიმარცვლეულიოსპი და ნათესების რბილი ფესვები.

გრძელი ბოლო არ ანელებს ფარშავანგის მოძრაობას მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის აფრენის დროს, ერთი შეხედვით, მოუხერხებელი ტვირთის შთაბეჭდილებას ტოვებს. აფრენის შემდეგ ფარშევანგი დიდი სისწრაფით მიფრინავს და ფრთებსაც ძალიან სწრაფად აბარტყუნებს.

იხ. ვიდეო



რვა თვის მართვეებს უკვე შეუძლიათ მშობლების მიტოვება და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. მათი წასვლა დედას სულის მოთქმისა და ძალების აღდგენის საშუალებას აძლევს, რათა მომავალი თაობის აღსაზრდელად და „ფეხზე დასაყენებლად“ მოემზადოს. ახალგაზრდა მამლებს დაახლოებით რვა თვიდან ეწყებათ ბოლოს ზრდა, მაგრამ მისი სრული სილამაზით ისინი მხოლოდ მაშინ დაიკვეხნიან, როდესაც ოთხი წლის გახდებიან. ამ დროს ისინი უკვე მზად არიან საკუთარი ოჯახის შესაქმნელად.

ფარშავანგი ბინადრობს ბუჩქნარში, მდინარეთა ნაპირებზე, ტყის ჭრის ადგილებში. პოლიგამური ფრინველებია: ერთ გუნდში 1 მამალი და 3-5 დედალია. იკვებებიან მცენარეული და ცხოველური საკვებით. ფარშავანგი ფართოდ არის გავრცელებული როგორც დეკორატიული ფრინველი, ინდოეთში ინახავენ ნახევრად მოშინაურებული სახით. ევროპაში (საბერძნეთში) შენოყვანილია V საუკუნეში.

იხ. ვიდეო



მისი მოშინაურება ადვილად შეიძლება. ზოგს ფარშევანგი წმინდა ფრინველად მიაჩნია. ამ მოსაზრების გამო ინდოეთის სოფლების მოსახლეები ზოგჯერ მოთმინებით იტანენ ფარშევანგების პარპაშს, როდესაც ისინი მათ ნათესებს აოხრებენ.

ფარშავანგები ამშვენებდნენ ძველი საბერძნეთისრომისა და ინდოეთის ბაღებს. ინდოეთის სამეფო კარზე მათ ათასწლეულების განმავლობაში ხატავდნენ და ძერწავდნენ. ფარშავანგის ტახტი კი ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას განძად ითვლებოდა. როგორც იტყობინებიან, უამრავი ბრილიანტის გარდა, ის 108 ლალისა და 116 ზურმუხტის თვლით იყო შემკული. ჩარდახის ზემოთ მას ოქროს ფარშავანგი ჰქონდა დამაგრებული, რომლის გამოც ტახტს ასეთი სახელი ეწოდა. ტახტს მხოლოდ მნიშვნელოვანი ცერემონიებისთვის იყენებდნენ.

იხ. ვიდეო

                   ჩვეულებრივი ფარშავანგი

ფარშევანგის ყველაზე მრავალრიცხოვანი სახეობა. ეს არის მონოტიპური სახეობა, ანუ არ იყოფა ქვესახეობებად, მაგრამ მას აქვს მთელი რიგი ფერის ვარიაციები (მუტაციები). შინაური ადამიანი
იხ. ვიდეო
მამალი დამახასიათებელი თვისება არის ზედა ფარდების ძლიერი განვითარება, შეცდომით კუდი. სხეულის სიგრძე 100-125 სმ, კუდი 40-50 სმ, მოგრძო, მორთულია ზედა კუდის "თვალების" ბუმბულით 120-160 სმ. მამაკაცის წონაა 4-4,25 კგ. თავი, კისერი და გულმკერდის ნაწილი ლურჯია, უკანა მხარე მწვანეა, ქვედა სხეული შავია. ქალი უფრო პატარაა, უფრო მოკრძალებულად შეფერილი და არ აქვს მოგრძო ზემოთა ბუმბული
მიტოქონდრიული დნმ-ის ერთ-ერთი გენის, 12S ნაწილობრივი თანმიმდევრობის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი ფარშევანგი ფილოგენეტიკურად უფრო ახლოსაა ინდაურთან (Meleagris gallopavo) ვიდრე ქათამთან (Gallus gallus). შემუშავებულია მოლეკულური დიაგნოსტიკური მეთოდი PCR და შეზღუდვის ფერმენტების გამოყენებით (PCR-RFLP), რაც საშუალებას იძლევა ზუსტად განვასხვაოთ დნმ-ის ნიმუშები ამ სამი ფრინველის სახეობისგან



საირმე (წყალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      საირმე (წყალი)

კურორტუ საირიმე

 ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მ, ბაღდათიდან 25 კმ. ჰავა რბილია. იცის მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვარში საშუალო ტემპერატურა — 1,0°C) და ზომიერად თბილი ზაფხული (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0°C). ნალექების რაოდენობა 900 მმ წელიწადში.
იხ. ვიდეო
 ნახშირორჟანგიანი ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წაბლარისწყალის (მდინარე ხანისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, კურორტ საირმესთან

საირმის წყლების შესახებ პირველი ცნობები XIX საუკუნის საუკუნის 90-იან წლების წყაროებში გვხვდება. იმერეთში ტყეებში მონადირეებმა შენიშნეს, რომ ირმებს ამოჩემებული ჰქონდათ ერთი ადგილი, სადაც ხშირად მიდიოდნენ. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად, საირმის წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა მონადირე ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გაწითლებულ ქვებზე მიედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. სწორედ მათი სიმრავლის გამო უწოდეს ამ ადგილს საირმე.

საოცარი მოვლენების გამო აქაურობას მწყემსებმაც მიაქციეს ყურადღება: მათ შეამჩნიეს, რომ ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანედ ბიბინებდა, თოვლს არ დებდა, მიწა კი წვიმის გადაღებიდან რამდენიმე წუთში მშრალი იყო. „ჯადოსნური ველის“ საიდუმლოს 20-იან წლებში აეხადა ფარდა, როდესაც გეოლოგებმა მიწაში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.

საირმის წყლების მეცნიერული შესწავლის პირველი მცდელობა ვინმე ექიმ კელენჯერაძის სახელს უკავშირდება ბაღდათელი კელენჯერაძე იმხანად ჯერ ისევ სტუდენტი იყო. სწორედ მან წაიღო 1912 წელს პეტერბურგში გამოსაკვლევად ნიმუშები. მათ პეტერბურგის სამხედრო აკადემიის პროფესორმა ცვეტმა პირველი ქიმიური ანალიზი ჩაუტარა. აღმოჩნდა რომ წყალი სამკურნალო თვისებებით იმ დროისთვის სახელგანთქმულ „ნარზანს" სჯობდა, თავად ერისთავის სამფლობელოდან გაგზავნილი ნიმუშებით პეტერბურგში დაინტერესდნენ, მომდევნო წლებში საირმის წყლების შესწავლით ლატვიელი მეცნიერი რობერტს კუპცისი დაკავდა. იგი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ბრძანებით იკვლევდა კავკასიის, კერძოდ კი საქართველოს მინერალურ წყლებს.

რობერტს კუპცისმა შესწავლა იმ დროისათვის არსებული სამეცნიერო მიღწევების შესაბამის მაღალ დონეზე აწარმოა, რაც იოლი საქმე სულაც არ იყო - მთებში საცალფეხო ბილიკებით, საჭირო მოწყობილობის და ინსტრუმენტების ატანა ზოგჯერ წარმოუდგენელ ძალისხმევასაც მოითხოვდა. კუპცისის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებს, სინჯების ქიმიურ ანალიზს და მათ შედარებას პოპულარულ ევროპულ წყლებთან, ახლდა რაოდენობრივი გაანგარიშებები იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო წყლის სამრეწველო ათვისებ

საირმის წყლების შესახებ პირველი ცნობები XIX საუკუნის საუკუნის 90-იან წლების წყაროებში გვხვდება. იმერეთში ტყეებში მონადირეებმა შენიშნეს, რომ ირმებს ამოჩემებული ჰქონდათ ერთი ადგილი, სადაც ხშირად მიდიოდნენ. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად, საირმის წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა მონადირე ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გაწითლებულ ქვებზე მიედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. სწორედ მათი სიმრავლის გამო უწოდეს ამ ადგილს საირმე.

                                                               



საოცარი მოვლენების გამო აქაურობას მწყემსებმაც მიაქციეს ყურადღება: მათ შეამჩნიეს, რომ ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანედ ბიბინებდა, თოვლს არ დებდა, მიწა კი წვიმის გადაღებიდან რამდენიმე წუთში მშრალი იყო. „ჯადოსნური ველის“ საიდუმლოს 20-იან წლებში აეხადა ფარდა, როდესაც გეოლოგებმა მიწაში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.

საირმის წყლების მეცნიერული შესწავლის პირველი მცდელობა ვინმე ექიმ კელენჯერაძის სახელს უკავშირდება ბაღდათელი კელენჯერაძე იმხანად ჯერ ისევ სტუდენტი იყო. სწორედ მან წაიღო 1912 წელს პეტერბურგში გამოსაკვლევად ნიმუშები. მათ პეტერბურგის სამხედრო აკადემიის პროფესორმა ცვეტმა პირველი ქიმიური ანალიზი ჩაუტარა. აღმოჩნდა რომ წყალი სამკურნალო თვისებებით იმ დროისთვის სახელგანთქმულ „ნარზანს" სჯობდა, თავად ერისთავის სამფლობელოდან გაგზავნილი ნიმუშებით პეტერბურგში დაინტერესდნენ, მომდევნო წლებში საირმის წყლების შესწავლით ლატვიელი მეცნიერი რობერტს კუპცისი დაკავდა. იგი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ბრძანებით იკვლევდა კავკასიის, კერძოდ კი საქართველოს მინერალურ წყლებს.

რობერტს კუპცისმა შესწავლა იმ დროისათვის არსებული სამეცნიერო მიღწევების შესაბამის მაღალ დონეზე აწარმოა, რაც იოლი საქმე სულაც არ იყო - მთებში საცალფეხო ბილიკებით, საჭირო მოწყობილობის და ინსტრუმენტების ატანა ზოგჯერ წარმოუდგენელ ძალისხმევასაც მოითხოვდა. კუპცისის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებს, სინჯების ქიმიურ ანალიზს და მათ შედარებას პოპულარულ ევროპულ წყლებთან, ახლდა რაოდენობრივი გაანგარიშებები იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო წყლის სამრეწველო ათვისება

იხ.ვიოდეო



ფსორიაზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ფსორიაზი

ფსორიაზით დაავდებული ადამიანის ზურგი და ნხრები
(ბერძნ. psoriasis — ქავილი, მუნი) — ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადება 
ზუსტი ცნობები საქართველოში დაავადების გავრცელების შესახებ არ არსებობს, მაგრამ 1998-2000 წლებში კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ანალიზით დერმატოზებს შორის მისი ხვედრითი წილია 3,0-3,5%. აშშ-ში მოსახლეობის 2% არის ფსორიაზით დაავადებული. იგი თანაბრად გვხვდება კაცებსა და ქალებს შორის და ვლინდება 10-დან 40 წლამდე ასაკში, თუმცა მისი საწყისი გამოვლენა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში. 
დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს აზრი, რომ იგი განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორით (გენეტიკური განწყობილება). იმუნოსუპრესული პრეპარატების დადებითი ეფექტის გამო ვარაუდობენ, რომ დაავადების პირველადი პათოგენეზური ფაქტორი შეიძლება იმუნოლოგიური იყოს. გარემო ფაქტორებს შეუძლია ფსორიაზის პროვოცირება ან გამწვავება. მაგალითად, იგი შეიძლება განვითარდეს ტრავმის ადგილზე (კებნერის ფენომენი), როგორიცაა განაკაწრი, ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ განვითარებული ჭრილობა, დამწვრობა, აგრეთვე, ვირუსული ინფექციის, წამლისმიერი ალერგიული რეაქციის, ზოგიერთი ადგილობრივი და სისტემური მედიკამენტების (მაგ. ანტიმალარიული პრეპარატები, ლითიუმი, ბეტა-ბლოკატორები, ინტერფერონ-ალფა). სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

ზოგიერთ პაციენტს (განსაკუთრებით ბავშვებს) ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება გაუჩნდეს ზედა სასუნთქი გზების სტრეპტოკოკული ინფექციების გადატანის შემდეგ. სხვა ფაქტორებს, რომელთაც შეუძლიათ ფსორიაზის გამწვავება, მიეკუთვნება სტრესი, მუდმივი ემოციური დაძაბულობა, ალკოჰოლიზმი.

იხ. ვიდეო

აავადებას სხვადასხვა კლინიკური ფორმა ახასიათებს. ყველაზე ხშირია ბალთოვანი ფსორიაზი. ტიპური ფსორიაზული ბალთა წარმოადგენს შემოსაზღვრულ წრიულ ან ოვალურ ინფილტრირებულ ჰიპერემიულ გამონაყარს, რომელიც დაფარულია მოვერცხლისფრო-თეთრი ქერცლით. იგი ლოკალიზებულია თავის თმიან მიდამოში (ყურების უკან), კიდურების მომხრელ ზედაპირებზე (უპირატესად იდაყვებზე და მუხლებზე), დუნდულებზე, გავის არეში და სასქესო ასოზე. შეიძლება დაზიანება აღინიშნებოდეს ფრჩხილებზე, წარბებზე, იღლიებში, ჭიპისა და ანოგენიტალურ მიდამოებში.

იშვიათად დაავადება განიცდის გენერალიზაციას. ქავილი არ არის დამახასიათებელი. ფრჩხილების დაზიანება აღენიშნება პაციენტთა 30-50% და კლინიკურად წააგავს სოკოვან ინფექციას. ფრჩხილის დაზიანება ხშირად წინ უსწრებს კანზე გამონაყარს და შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფრჩხილის ფირფიტაზე სათითესმაგვარი ჩანაჭდევებით, ონიქოლიზისით (ფრჩხილის ფირფიტის აცლა ფრჩხილის საწოლიდან), ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზით, დაზოლვით, სისხლჩაქცევებით და სხვ.

სხვა კლინიკური ფორმებიდან მნიშვნელოვანია ფსორიაზული ართრიტი, რომელიც პაციენტთა 5-10% აღენიშნება და შეიძლება გამოხატული იყოს ერთი ან რამდენიმე სახსრის ანთებით. ერითროდერმული ფსორიაზის (ექსფოლიაციური ფსორიაზული დერმატიტი) შემთხვევაში კანის მთელი საფარი წითელია და დაფარულია ნაზი ქერცლებით. ტიპური ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება არც იყოს. მას შეიძლება თან ახლდეს ზოგადი სისუსტე და საჭირო იყოს სტაციონარული მკურნალობა.

პუსტულოზური ფსორიაზი ხასიათდება სტერილური პუსტულებით ხელის და ფეხის გულებზე (ბარბერის ფსორიაზი), ან მთელ სხეულზე (ვონ ცუმბუშის ტიპი), ტიპური ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება არ იყოს.

ნაოჭების ფსორიაზი აზიანებს ინტერტრიგინოზულ არეებს იღლიის, საზარდულისა და სარძევე ჯირკვლის არეების ჩათვლით. იგი ჩვეულებრივ უფროსი ასაკის ავადმყოფებში გვხვდება. ხელისა და ფეხის გულების ფსორიაზი შესაბამისი ლოკალიზაციისაა და გამოხატულია ჰიპერკერატოზით, ან შეიძლება შედგებოდეს პუსტულების ლოკალური ჯგუფებისაგან. წვეთისებური ფსორიაზი გვხვდება ახალგაზრდა ასაკში, ვითარდება მწვავედ, განსაკუთრებით ყელის მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის შემდეგ. იგი ლოკალიზებულია სხეულზე და კიდურებზე გაფანტულად მდებარე მცირე ზომის პაპულების სახით.

იხ. ვიდეო

იპიურ შემთხვევაში დიაგნოზის დასმა ადვილია მხოლოდ დათვალიერებით. კანის ბიოფსია არ იძლევა სპეციფიურ დამაჯერებელ დასკვნას. დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ფსორიაზული ტრიადის განსაზღვრა, ოჯახური ანამნეზის არსებობა და კებნერის დადებითი რეაქცია კანის ტრავმირების დროს. დაზიანებული ფრჩხილები უნდა შემოწმდეს თანდართულ სოკოვან ინფექციაზე.

გამომდინარე იქიდან რომ ფსორიაზის გამომწვევ მიზეზებზე მეცნიერები დღემდე დაობენ, მისგან სრული განკურნება შეუძლებელია. თუმცა სწორი მკურნალობით შესაძლებელია მისი გაკონტროლება და ხანგრძლივი რემისიული პერიოდების მიღწევა.

ცდა ბედის ნახევარია - მინდა გასწავლოთ საშუალება, რ-თც განიოკურნა თმოვანი ნაწილის ფსორიაზი. ეს მეთოდი უკარნახა კრეიპის წიგნმა ,, წყლით მკურნალობა'' თავს ვყოფდი ცივი წლით სავსე ჭურჭელში და დაახლოებით ერთ წუთს ვაჩარებდი. შემდეგ თმას ვიწურავდი, მაგრამ არ ვიმშრალებდი, ხოლო მხრებზე ვიფენდი პირსახოცს, რ-იც ჩამოწრეტილ  წყალს იწოვდა. ასე დავდიოდი სახლში თმის გაშრობამდე. ვიაიდან ინკანიდან წამოსულ წყალში თავის შეშვერა მიჭირდა თავიდან თმას ანადუღარ გრილ წყალში ვისველებდი დამერე ვამატებდი ცივ წყალს. ასე ვიქცეოდი ერთი თვის განმავლობაში მეტი არარ დამჭირვებია. ეს მეთოდი საფრთხილოა და თუ მაინც გადაწყვეთ აუცილებლად უნდა თბილოდეს დაუშვებელია ორ პირ ქარში და ნელნელა უნდა მიეჩვიოს ორგანიზმი. 


ალუბალი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ალუბალი                                                        

 (ლათ. Prunus cerasus) — მერქნიანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარისა. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად. ნაყოფი წვნიანია, კურკიანა.

ალუბალი ყინვაგამძლეა, ადრემსხმოიარე (მოსავსლა იძლევა დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს). ყოველწლიურად მაღალმოსავლიანი (დაახლოებით 10 ტ ჰა-ზე). ალუბლის ნაყოფი გემრიელია, შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჯავას, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას. 

ალუბლის ყვავილი

 

იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (მურაბაჯემიკომპოტინაყენისაკონდიტრო ნაწარმი). ალუბალი გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ველური ფორმები არ გვხვდება. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ქონდარა ბალამწარას ბუნებრივი შეჯვარებით. კულტურის ფორმებში განასხვავებენ 2 ჯგუფს — ბუჩქოვანსა და ხისებრს. ბუჩქოვანთა ნაყოფი მუქი ფერისაა, თითქმის შავი (ასეთ ნაყოფს მორელი ანუ გრიოტი ეწოდება). ცნობილია მათი გავრცელებული ჯიშები — ვლადიმირისა, ლიუბსკაია და სხვა. საქართველოში კულტივირებულია ესპანურა, ვლადიმირისა და ლიუბსკაია. დარაიონებულია — ქართული ალუბალი და პოდბელსკი.

არადამუშავებული ნაყოფი შეიცავს: საკვები ღირებულება 100გრ. პროდიქტიდან ენერგეტიკული ღირებულება - 52კკალ. 217კჯ, წყალი - 84,4გრ, ცილა - 0,8გრ, ცხიმი - 0,2გრ, ნახშირწყლები - 10,6გრ, რეტინოლი  (A ვიტ.) - 17მკგ, რიბოლავინი (B2) - 0,03მგრ, ფოლაცია (B9) - 6მგ, ასკორბინის მჟავა (ვიტ.C) - 15 მგრ, კალციუმი - 37მგრ, რკინა- 0,5მგრ, მაგნიუმი  - 26მგრ, ფოსფორი - 30მგრ, კალიუმი 256მგრ, სპილენძი 100მკგ

ალუბალს ამრავლებენ თესლით, ფესვის ამონაყარითა და საძირეზე მყნობით. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულსა და თიხნარ ნიადაგზე. ალუბლის მავნებლებია: ალუბლის ხერხიაალუბლის ხვატარიალუბლის ბუზი. დაავადებებია: ნაყოფის სიდამპლე, კლასტეროსპორიოზი, ვერტიცილიოზი

იხ. ვიდეო

როოგორც ბუნებრივი წამალი, ანთების საწინაამღდეგოდ შეიძლება იმოქმედოს ანუ ითვლება ანთების საწინაამღდეგო თვისებები. ამის დასამტკჯიცებლად ჩატარდა ექსპერიმენტი კერძოდ მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა 90 დღის განმავლობაში თაგვებს ჯერ დასავლური საკვები შემდეგ კი ალუბლის ფხვნის მთლიანი საკვების 1% ოდენობით. აღმოჩნდა, რომ ალუბლის ჭამა არამარტო ამცირებს შინაგანი ორგანოების ანთების მარკერების დონეს, არამედ ამცირებს გულის დაავადების რისკ ფაქტორებს.



ყელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   

                                 ყელი  

კისრის ნაწილი ზურგის სვეტის წინ
ზედა საზღვარი არის ჰიოიდური ძვალი, ქვედა არის sternum და clavicle- ის სახელური. ტერმინი "ყელი" ჩვეულებრივია, მაგრამ არა ანატომიური. იგი 1997 წლის ანატომიური უახლესი ტერმინოლოგიის ჩამონათვალში არ არის შეტანილი . ყელის მოძველებული სიტყვაა ვენტი . უამრავი სასიცოცხლო ორგანო და სისტემა ყელში გადის: საძილე არტერიები ვაგუსი და სხვა ნერვები საყლაპავი მილი ტრაქეა ხორხი ფარინგეალური და კისრის კუნთები ყელს ასევე უწოდებენ მწერების თავის ქვედა ნაწილს კისერსა და პირებს შორის.
იხ. ვიდეო
ყელის ტკივილი - თუ გვიძელდებაა ყლაპვა და გვაქს სუსტი ყელი ყელის ძლიერი ტკივილი  გვირილაც კარგია, ანისულისგან მიმზადებული წამალიც 
უნდა აიღოთ ჭიქანახევარი ანისულის თესლი და დაასხათ იმავე რაოდენობის ცივი წყალი, აადუღოთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი, რომ შეგრილდება დავუმატოთ ერთი ჭიქა ცაცხვის თაფლი ,გაფილტროთ და კიდევ ერთხელ წამოადუღოთ.ვიდრე გაცივდება ერთი სადილის კოვზი კონიაკი.
სწრაფი ეფექტისათვის უნდა მიიღოთ თითო სადილის კოვზი ყოველ ნახევარ საათში. ამ წამლის სმა შეიძლება 10 დღ., ვიდრე სიწითლე არ გაგივლის.





пятница, 11 декабря 2020 г.

ოსმოსური წნევა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - 

                      ოსმოსური წნევა

ოსმოსური წნევა. მარჯვენა დიაგრამაზე სითხის სვეტების სიმაღლეებს შორის განსხვავება ოსმოსური წნევის შედეგია. ამ სვეტის წნევა კი ოსმოსური წნევას უდრის

 (იგივე ტურგორი) — ძალა, რომელიც ოსმოსის დროს ნახევრადგამტარ მემბრანაზე მოქმედებს და მიმართულია უფრო კონცენტრირებული სხნარიდან უფრო განზავებულისკენ. იგი ტოლია იმ წნევისა, რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ კონცენტრირებულ ხსნარზე, რათა მასში სითხის გადასვლა შეჩერდეს.

ოსმოსური წნევა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. მაგალითად, ოსმოსური წნევის საშუალებით მცენარე ფესვებით მიწიდან წყალს იწოვს და მცენარის წვენი ფესვებიდან ხის წვერამდე ადის. მცენარის წვენი გლუკოზას შეიცავს, ოსმოსის საშუალებით მას ფესვებიდან წყალი ემატება, მისი მოცულობა მატულობს და ხის კენწეროს აღწევს. თუკი კონცენტრირებული ხსნარი დახურულ სივრცეში იმყოფება, მაგალითად სისხლის უჯრედში, მაშინ ოსმოტურმა წნევამ შეიძლება ამ უჯრედის გასკდომა გამოიწვიოს.

იხ. ვიდეო

სწორედ ამიტომ წამლები, რომლებიც სისხლში შეჰყავთ, იზოტონურ ხსნარში მზადდება, რომელიც ზუსტად იმდენ ნატრიუმის ქლორიდს (სუფრის მარილს) შეიცავს, რომ უჯრედის ციტოპლაზმის ოსმოსური წნევა გააწონასწოროს. წამლებში მარილის კონცენტრაცია თუ უფრო დაბალი იქნა, ოსმოსურ წნევათა სხვაობა წარმოიშობა, რომლის შედეგად სისხლის უჯრედებში წყლის შესვლა მოხდება, რაც მათ გასკდომას გამოიწვევს. და პირიქით: თუ სისხლში დიდი რაოდენობით ნატრიუმის ქლორიდს შევიყვანთ, სისხლის უჯრედებიდან წყალი გამოიდევნება და ისინი მოიჭმუჭნება.


                                             ოსმოსური წნევის გავლენა ერითროციტებზე

ხსნარის ოსმოსური წნევა მასში გახსნილ ნივთიერებათა რაოდენობაზეა დამოკიდებული, და არა მათ ქიმიურ თვისებებზე. რაც უფრო კონცენტრირებულია ხსნარი, მით მეტია მისი ოსმოსური წნევა. ეს წესი, რომელსაც ოსმოსური წნევის კანონი ჰქვია, გამოიხატება მარტივი ფორმულით, რომელიც ძალიან ჰგავს იდეალური აირის კანონს.

ოსმოსური წნევის კანონის გამოყენება შეიძლება მოცემული ნივთიერების მოლეკულური მასის გამოსათვლელად


среда, 9 декабря 2020 г.

ზარმაცასებრნი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ზარმაცასებრნი

(ლათ. Bradypodidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი არასრულკბილიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 50-64 სმ, წონა 4-7 კგ. წინა კიდურები უკანაზე გრძელი აქვთ. თითები ცელისმაგვარი ბრჭყალებით ბოლოვდება. სხვა ძუძუმწოვრებისაგან განსხვავებით, ზარმაცასებრნს კისრის 6-9 მალა და 14-24 წყვილი ნეკნი აქვთ. სხეული დაფარულია მორუხო-მურა ბეწვით და ხშირად მომწვანო ელფერი დაჰკრავს, რადგან ბეწვში ბინადრობენ ლურჯ-მწვანე მიკროსკოპული წყალმცენარეები.

იხ. ვიდეო



ზარმაცასებრნს კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და მხედველობა, უფრო ნაკლებად — სმენა. ისინი ზურგით მუდამ ქვემოთ არიან დაკიდებული ხეებზე, რის გამოც შინაგანი ორგანოები ძუძუმწოვრებისათვის უჩვეულოდ აქვთ განლაგებული: ღვიძლი ზურგისკენაა შებრუნებული და მუცლის კედელს არ ეხება; ელენთა და პანკრეასი მარჯვნივაა, საშარდე ბუშტი დიდია და თითქმის ეხება დიაფრაგმას, ტრაქეა ორ ხვეულს ქმნის და ა.შ. ოჯახში 7 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 2 გვარში: სამთითა ზარმაცასებრნი (Bradypus) და ორთითა ზარმაცასებრნი (Choloepus).

გავრცელებული არიან სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ტყეებში. ცხოვრობენ ერთეულებად, იშვიათად წყვილებად. წელიწადში ერთხელ შობენ ერთ ნაშიერს. იკვებებიან ფოთლებით, ნორჩი ყლორტებით, ხილით. ნადირობის ობიექტია — იყენებენ ხორცსა და ტყავს

იხ. ვიდეო

                        არასრულკბილიანები

ამერიკული არასრულკბილიანები (ლათ. Xenarthra ან Edentata) — ძუძუმწოვარი ცხოველების რიგი. უმრავლესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული, ზოგს კი — ძვლოვან-რქოვანი ჯავშნით. კბილები მარტივი (ერთი ტიპის, უმინანქრო) და მუდმივი აქვთ, თუმცა ზოგი სახეობა (ჭიანჭველიჭამია) სულ უკბილოა; არასრულკბილიანების მეტი ნაწილი მიწაზე ბინადრობს, ნაწილი — სოროებში; ზოგიერთი სახეობა კი (ზარმაცები, მეხეური ჭიანჭველიჭამიები) — ხეებზე. იკვებებიან მცენარეებითა და ცხოველებით (მწერებით, პატარა ხერხემლიანებით). უმრავლესობა 1-2 ნაშიერს შობს, ზოგი — 3-12-ს. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ცნობილია თანამედროვე არასრულკბილიანთა სამი ოჯახი: ზარმაცასებრნიჭიანჭველაჭამიასებრნი და ჯავშნოსნისებრნი.
იხ. ვიდეო







უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...