ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჯოან როულინგი
(ინგლ.J. K. Rowling; დ. 31 ივლისი, 1965) — ინგლისელიმწერალი, ავტორი ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიისა. მისი გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება[23]. 2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტი) შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა. 2007 წლის „სანდი ტაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი — ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის. ჯოანი აგრეთვე ქველმოქმედია და გაწევრიანებულია ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
დღესდღეობით „ჰარი პოტერი“ ეგრეთ წოდებული „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. სერიის უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. წიგნების სერიათა სრული 4 195 გვერდი ნათარგმნია მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზე.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ირლანდიის დიდი შიმშილობა
on Corta mor
ბრიჯეტ ო დონელი ორ გოგოსთან ერთად შომშილობის პერიოდი 1849წ
(ირლ.an Gorta Mór) — პერიოდი ირლანდიის ისტორიაში, რომელიც გამოირჩეოდა მასობრივი შიმშილით, ავადმყოფობითა და ემიგრაციით, 1845-დან 1852 წლამდე. ის ირლანდიის ფარგლებს გარეთ ასევე ცნობილია, როგორც ირლანდიის კარტოფილის შიმშილობა.ირლანდიურ ენაზე მას ეწოდება an Gorta Mór (დიდი შიმშილობა) ან Drochshaol (ცუდი დრო).
შიმშილობის განმავლობაში გარდაიცვალა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი და მილიონზე მეტი წავიდა ემიგრაციაში., შედეგად ირლანდიის მოსახლეობამ იკლო 20-25%-ით. შიმშილობის უშუალო მიზეზი იყო კარტოფილის დაავადება — ფიტოფტოროზი. თუმცა ამ დაავადებამ კარტოფილის მოსავალი მთელ ევროპაში გაანადგურა 1840-იან წლებში, ირლანდიაში განსაკუთრებით მწვავე გამოდგა, რადგან მოსახლეობის 30% მთლიანად დამოკიდებული იყო კარტოფილზე, როგორც მთავარ საკვებ პროდუქტზე, ამას ამწვავებდა შიდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური
ფაქტორებიც.
თავდასხმა დუნგარვანში საცხობზე 1846წ-ს შიმშილობის დროს
დიდი შიმშილობა იყო ირლანდიის ისტორიის გამყოფი.მან მთლიანად შეცვალა ირლანდიის დემოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ლანდშაფტი. შიმშილობა, როგორც ადგილობრივი ირლანდიელების, ასევე მათი დიასპორების ფოლკლორში აისახა და გახდა გამაერთიანებელი წერტილი სხვადასხვა ეროვნული მოძრაობების მთელს კუნძულზე, რომელიც მაშინ დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი იყო. თანამედროვე ისტორიკოსები ირლანდიის ისტორიას დიდი შიმშილობით ყოფენ და მანამდე არსებულ პერიოდს მოიხსენიებენ, როგორც — „შიმშილობამდელი“.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჯონათან სვიფტი
ინგლ.Jonathan Swift; დ. 30 ნოემბერი1667 – გ. 19 ოქტომბერი1745) — ირლანდიელიმწერალი და საზოგადო მოღვაწე. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ფანტასტიკური ტეტრალოგიის „გულივერის თავგადასავლების“ ავტორი. მასში სვიფტი სატირული მეთოდებით დასცინის ადამიანსა და საზოგადოებაში გამეფებულ მანკებს. მწერალი აგრეთვე აქტიურად იცავდა ირლანდიის მოქალაქეთა უფლებებს და მათი მხრიდან დიდი პატივისცემა დაიმსახურა.
სფიფტმა თავისი გვარი მხოლოდ ერთ პროშურაზე მოწერა. გაუმჯობესებული და გამაგრებული ინგლისური ენის " (1712 წ.), მისი სიცოცხლის განმავლობაში ყველა სხვა ნაშრომი ანონიმურად ან სავარაუდო სახელებით გამოიცა ბრიტანეთში.
იხ. ვიდეო
ინფორმაციის ძირითადი წყარო სვიფის ოჯახის შესახებ და მისი ადრეული წლების შესახებ არის ავტობიოგრაფიული ფრაგმენტი, რომელიც სვიფტმა დაწერა 1731 წელს და მოიცავს 1700 წლამდე მოვლენებს. მასში ნათქვამია, რომ სამოქალაქო ომის დროს სვიფტის ბაბუის ოჯახი, სოფელ გუდრიჩის მღვდელი (ჰერფორდშირი, დასავლეთი ინგლისი), საცხოვრებლად ირლანდიაში გადავიდა. მომავალი მწერალი დაიბადა ირლანდიის ქალაქ დუბლინში, ღარიბ პროტესტანტულ ოჯახში. მისი მამა (ასევე ჯონათან სვიფტი, 1640-1667), მცირეწლოვანი სასამართლო ოფიცერი, გარდაიცვალა ვაჟის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე, რის გამოც მისი ოჯახი (ცოლი, ქალიშვილი და ვაჟი) გასაჭირში იყო. ამიტომ, მამამისის შეძლებული ბიძა გოდვინი ბიჭის აღზრდით იყო დაკავებული, ჯონათანი დედას თითქმის არ შეხვედრია. სკოლის დასრულების შემდეგ, 14 წლის ბიჭი შევიდა დუბლინის უნივერსიტეტის (1682) სამების კოლეჯში, რომელიც მან დაამთავრა 1686 წელს. სწავლის შედეგად, სვიფტმა მიიღო ბაკალავრის დიპლომი და მთელი ცხოვრების განმავლობაში სკეპტიციზმი სამეცნიერო სიბრძნისადმი.
სურათზეა გარეკანი კოლექციის ნამუშევრები (1735წ) : ირლანდია მადლობას უხდის სფიფტს და ანგელოზემბმა მას დაფნის გვირგვინი დაადგეს
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ოსკარ უაილდი
(ინგლ.Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde; დ. 16 ოქტომბერი, 1854 — გ. 30 ნოემბერი, 1900) — ირლანდიური წარმოშობის ინგლისელიდრამატურგი, მწერალი და პოეტი. გვიანდელი ვიქტორიანულილონდონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრამატურგი, უაღრესად პოპულარული თავის თანამედროვეთა შორის, ცნობილი ენამახვილობითა და მჭევრმეტყველებით, თუმცა დრამატული კრახის განცდის შემდეგ პატიმრობაში გაატარა რამდენიმე წელი ჰომოსექსუალურ აქტში მხილების გამო. დიდი გავლენა მოახდინა სალიტერატურო ინგლისური ენის განვითარებაზე.
იხ. ვიდეო
ოსკარ უაილდი მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდა ყოველივე ოფიციალურს, არ ეგუებოდა საზოგადოებრივ აზრს და ღიად ასილაქებდა კიდეც დრომოჭმულ დოგმებს. ტრივიალურს ვერ იტანდა, უაზროს გაურბოდა. თავმომაბეზრებელი ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის გზას უაილდი ხელოვნებაში ხედავდა (ამ სიტყვას ყოველთვის მთავრული ასოთი წერდა). ხელოვნებას ბრძოლის საშუალებად არასდროს იყენებდა, მასში ჭვრეტდა „სილამაზის ერთგულ სავანეს, სადაც ყოველთვის არის უამრავი გასართობი და საამო, სადაც ცოტა ხნით მაინც შეგვიძლია ამქვეყნიური სიავისა და საშინელების დავიწყება“.
ოსკარის მამა სერ უილიამ რობერტ უაილდი არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ მთელს გაერთიანებულ სამეფოში სახელმოხვეჭილი ოფთალმოლოგი და ოტოლარინგოლოგი იყო. განათლებული უილიამ უაილდი არქეოლოგიითა და ირლანდიური ფოლკლორითაც იყო დაკავებული. ოსკარის დედა — ლედი ჯეინ ფრანჩესკა უაილდი (ქალიშვილობისას ელჯი) — ირლანდიელი, მაღალი წრის, ცნობილი ქალბატონი იყო. ის თეატრის გულმხურვალე თაყვანისმცემელი და პოეტი იყო, და პატრიოტულ ლექსებსაც წერდა ფსევდონიმით სპერანცა (იტალ. Speranza — იმედი). მამისგან ოსკარს საოცარი შრომისმოყვარეობა დაჰყვა, დედამ კი მეოცნებე და ოდნავ ეგზალტირებული ბუნება დააყოლა. მისგანვე გამოჰყვა მხურვალე ინტერესი იდუმალებისა და ფანტასტიკურისადმი, ასევე უჩვეულო ამბების მოგონებისა და მოყოლის უნარი. ოსკარ უაილდზე დიდი გავლენა იქონია დედამისის ლიტერატურულმა სალონმაც, სადაც მომავალმა მწერალმა სიყრმის წლები გაატარა. პოზისადმი ვნება და ხაზგასმული არისტოკრატიზმი უაილდს ბავშვობიდან ჩაუნერგეს. ლედი ფრანჩესკამ კარგად იცოდა უძველესი ენები, შესაბამისად, დედანში იცნობდა ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს. ელინური ღვთაებრივიენისადმი სიყვარულიც სწორედ მან ჩაუნერგა თავის ვაჟს.
1864—1871 წწ. დუბლინთან ახლოს, დაბა ენისქილენში, პორტორის სამეფო სკოლაში სწავლობდა. ვუნდერკინდი არ ყოფილა, თუმცა სწრაფი და მკაფიო კითხვა ეხერხებოდა. ოსკარი მკვირცხლი და მჭევრმეტყველი იყო, უყვარდა უბრალო სასკოლო ამბების იუმორისტულ მოთხრობებად ქცევა. სკოლაში მას განსაკუთრებული პრემიაც კი მისცეს ახალი აღთქმის ბერძნული ორიგინალის ცოდნისათვის. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებამ ოსკარ უაილდს საშუალება მისცა სტიპენდია მიეღო დუბლინის თრინითი-კოლეჯში (სამების კოლეჯი) სწავლის გასაგრძელებლად.
თრინითი-კოლეჯში ოსკარი (1871—1874) ანტიკურისტორიასა და კულტურას სწავლობდა, სადაც ძველი ენებისადმი მიდრეკილებით თავი არაერთხელ ისახელა. პირველად აქ მოისმინა ესთეტიკის სალექციო კურსი, თავის კურატორთან — ანტიკური ისტორიის პროფესორ ჯ. პ. მაჰაფისთან ახლო ურთიერთობამ მომავალ მწერალს მნიშვნელოვანი ელემენტები შესძინა კარიერის შესაქმნელად. (საზოგადოდ მიღებული მორალის ზოგიერთი ასპექტის ზიზღი, დენდიზმი ჩაცმულობაში, მსუბუქი თვითირონია და მისწრაფება ელინიზმისადმი).
1874 წელს უაილდმა ოქსფორდის მაგდალენას კოლეჯში კლასიკურ განყოფილებაზე სწავლის სტიპენდია მოიგო. ინგლისის ინტელექტუალურ ციტადელში მან საკუთარი თავი შექმნა. გამოიმუშავა სუფთა ინგლისური აქცენტი: „ჩემი ირლანდიური აქცენტი ერთ-ერთია მრავალთაგან, რომელიც მე ოქსფორდში დავივიწყე“. უაილდმა უნივერსიტეტში ნიჭიერი ადამიანის სახელი მოიხვეჭა, რომელსაც ყველაფერი იოლად გამოუდის. გარდა ამისა, ოქსფორდში ლეგენდები დაირხა „უაილდს ადამიანის შინაგანი სამყაროს დანახვა შეუძლიაო“.
სასწავლებელში უაილდი თეორეტიკოს ჯონ რესქინისა და მისი მოწაფის ოულტერ პეიტერის განუმეორებელ ლექციებს ისმენდა. ორივე მათგანი სილამაზეს აღმერთებდა, თუმცა რესქინი მას სიკეთესთან სინთეზში ხედავდა, პეიტერი კი სილამაზეში ბოროტების ნაზავსაც აღიარებდა. რესქინის ხიბლი უაილდზე მთელი მისი ოქსფორდში ყოფნისას იგრძნობოდა. მოგვიანებით მწერალი პედაგოგს ასეთ წერილს მისწერს: „თქვენშია რაღაც წინასწარმეტყველის, მღვდლისა თუ პოეტის, თანაც ღმერთებს მჭევრმეტყველების ისეთი დიდი ნიჭი დაუნათლებიათ თქვენთვის, როგორიც არავისთვის. თქვენი სიტყვები, სავსენი მხურვალე ვნებით, ჩვენს შორის უსმენოთა მიერაც შეისმინებოდა, უსინათლოთ კი თვალის ჩინად ეფინებოდა“.
ადამიანის სული სოციალიზმში (1891; პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ფორთნაითლი რევიუში“)
კრებული „ჩანაფიქრები“ (1891):
სიცრუის ხელოვნების დაცემა (1889; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნაინთინს სენჩურიში“)
ფუნჯი, კალამი და სამსალა (1889; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ფორთნაითლი რევიუში“)
კრიტიკოსი როგორც მხატვარი (1890; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნაინთინს სენჩურიში“)
ნიღაბთა სიმართლე (1885; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნაინთინს სენჩურიში“ სათაურით „შექსპირი და სცენური კოსტიუმი“)
წერილები
De Profundis (ლათ. „სიღრმიდან“, ანუ „პატიმრის აღსარება“; 1897) — წერილი-აღსარება, რომელიც მგოსანმა თავის მეგობარსა და შეყვარებულს ალფრედ დუგლასს მიუძღვნა. ამ წერილზე უაილდი რედინგის ციხეში ყოფნის ბოლო თვეებში მუშაობდა. 1905 წ. ბერლინურ ჟურნალ „დი იონე რუნდშაუში“ დაიბეჭდა. უაილდის მეგობარმა და დამფასებელმა რობერტ როსმა აღსარების შემცირებული ვარიანტი გამოაქვეყნა. როსის ანდერძის თანახმად, წერილ-აღსარების სრული ვარიანტი მკითხველმა საზოგადოებამ მხოლოდ 1962 წელს იხილა.
„ოსკარ უაილდი. წერილები“ — სხვადასხვა წლებში დაწერილი 214 წერილია შეკრებული.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
Lockheed AC-130 Spectre
AC- 130
AC-130H Spectre 4 საესკადრილიო სპეციალური ოპერატიული სსძ აშშ-ს ფლორიდასთან
სახმელეთო ძალების პირდაპირი მხარდაჭერის მფრინავი ბატარეა ბრძოლის ველზე.Lockheed C-130 სატრანსპორტო თვითმფრინავის საფუძველზე.შეიარაღება და დამატებითი ტექნიკა დაამონტაჟა ბოინგმა.იგი აქტიურად მონაწილეობდა ვიეტნამის ომში.
იხ. ვიდეო მარიკა ცდის ყველაზე მძლავრ სატანკო თვითმფრინავს ვიდრე ოდესმე შექნილა
ზოგადი მონაცემები - შეიმუშავა - Locheed Martin, აწარმოებს - Lockheed Aircraft Co (კალიფორნია), პირველი ფრენა - 1967წ-ის 6 იანვარი, ექსპუტაციის დაწყება - 1968წ, ექპლუტაციის დასრულება - 1995წ, რაოდენობა ერთეული - 47, საბრძოლო მოდელი -Loched C-130Hercules
Lockheed C-130 Hercules
C-130 Hercules
ამერიკული სამხედრო-სანტრასპორტო თვითმფრინავი, საშუალო და შორეული მანძილზე. ძირითადი სამხედრო-საატრასნპორტო თვითმფრინავი აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების. 2014წ-სთვის ითვლება ყველაზე გავრცელებული თვითმფრინავი მსოფლიოში. მომხრაებელი ქვეყნებია - ალჟირი, ანგოლა, არგეტინა, ავსტრალია, ავსრტია, ბანგლადეში, ბელგია, ბოლივია, ბოცვანა, ბრაზილია. ნაწარმოებია - 2600 ერთეული, ღირებულება - $30,1მლნ(C-130N 1998).
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ფოლკსვაგენი
(გერმ. Volkswagen [ˈfɔlksˌvaːɡən] „სახალხო მანქანა“) — გერმანული საავტომობილო კომპანია. მისი სათავო ოფისია ქვემო საქსონიის ქალაქ ვოლფსბურგში. „ფოლკსვაგენი“ კონცერნ „ფოლკსვაგენ ჯგუფის“ საბაზო და ძირითადი ბრენდია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელია. „ფოლკსვაგენის“ გარდა, კონცერნს ეკუთვნის „აუდი“, „ბენტლი“ (Bentley), „ბუგატი“ (Bugatti), „ლამბორგინი“, „სეატი“ (Seat), „შკოდა“ (Škoda) და სხვა ცნობილი ბრენდები. დევიზი - Das Auto, დაფუძნდა 1937წ-ის 28 მაისს, ბრუნვა €197 007 მლრდ (2013), თანამშრომელთა რაოდენობა - 369 928 ადამიანი (2008წ-ის 31 დეკემბრისთვისთვის)
იხ. ვიდეო
1930-იან წლებში ავტომობილი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და 50 გერმანელიდან მხოლოდ ერთს ჰყავდა. უბრალო ხალხს, ძირითადად, მოტოციკლეტის ყიდვა შეეძლო. ამ ბაზრის ათვისება რამდენიმე კომპანიამ ერთდროულად განიზრახა. საქმე წინ ნელა მიიწევდა.
1934 წელს ადოლფ ჰიტლერი დაინტერესდა საკითხით. ფიურერმა კონსტრუქტორებს მოსთხოვა გერმანული ოჯახებისთვის იაფი, ჭეშმარიტად სახალხო მანქანის შექმნას, რომელშიც ორი ზრდასრული და სამი ბავშვი დაეტეოდა. ახალ მანქანას 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა უნდა შეძლებოდა და 62 ცხენის ძალა ჰქონოდა. ჰიტლერი ოცნებობდა, რომ გერმანიის მოქალაქეებისთვის ისევე ხელმისაწვდომი გამხდარიყო ოჯახური ავტომობილი, როგორც ეს ამერიკელებისთვის იყო. მესამე რაიხის ბელადის ბრძანების თანახმად, „სახალხო მანქანის“ ფასი 990 რაიხსმარკა (იმდროინდელი კურსით, სულ რაღაც 396 აშშ დოლარი) უნდა ყოფილიყო. ზუსტად ამდენი ღირდა პატარა მოტოციკლეტი. ეს ფასი მისაღები იქნებოდა ბევრი გერმანელისთვის, რადგან საშუალო შემოსავალი 32 რაიხსმარკა იყო კვირაში.
ფოლსვაგენის ლოგოს ევულუცია (1937 - 2019წწ)
ადოლფ ჰიტლერის უშუალო დავალებით, 1937 წლის 28 მაისს გერმანელ მუშათა ფრონტმა (Deutsche Arbeitsfront) ბერლინში დააარსა ფირმა, რომელსაც 1938 წლის 16 სექტემბერს „ფოლკსვაგენი“ ეწოდა. მალე აშკარა გახდა, რომ შეუძლებელი იყო მოტოციკლეტის ფასად მანქანის გამოშვება. ფიურერი უკან დახევას არ აპირებდა. მან ხალხისთვის შეიმუშავა თანხის დაზოგვის სქემა: „კვირაში 5 მარკა უნდა გადადოთ, საკუთარი მანქანის ტარება თუ გსურთ“. წმინდა წყლის პროპაგანდა არარეალისტურ პროექტს ლობირებდა, მაგრამ ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერით, ლეგენდარული ფოლკსვაგენი 336 ათასი მოქალაქის ოჯახის სამსახურში ჩადგა. 1938 წელს ქალაქ შტუტგარტში გამოვიდა ავტომობილ KdF-Wagen-ის პროტოტიპი.
1973 წელს „ფოლკსვაგენმა“ პირველი პასატი გამოუშვა, 1974 წელს კი – გოლფ-1 (Golf I).
1975 წელს გამოვიდა პირველი თაობის პოლო, ხოლო 1978 წლიდან – ჯეტა-1 (Jetta I).
1980 წელს გერმანიაში „ხოჭოს“ გამოშვება დასრულდა, მაგრამ მექსიკის ქარხანაში მისი წარმოება კიდევ დიდხანს გაგრძელდა. 1981 წელს გამოვიდა მეოცმილიონე „ხოჭო“. ბოლო ეგზემპლარი 2003 წლის 30 ივლისს გამოუშვეს და ის იყო 21 529 464-ე „ხოჭო“, რაც ერთი კონკრეტული მოდელისთვის ნამდვილი მსოფლიო რეკორდია. 1981 წელს მეორე თაობის პოლო გამოუშვეს ბაზარზე. 2007 წელს ააწყვეს 25-მემილიონე გოლფი.
დღეს ფოლკსვაგენი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბრენდია. 2008 წლის მონაცემებით, ევროპაში ყოველი მეხუთე მსუბუქი ავტომობილი ფოლკსვაგენია.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ღიმილი
სახის გამომეტყველება, რომელიც პირის ორივე მხარეს წარმოიქმნება კუნთების მოხვრით. ღიმილი თვალების გარშემოც წარმოიქმნება. ადამიანებში, ესაა გამომეტყველება, რომელიც გამოხატავს ბედნიერებას ან სიამოვნებას, მაგრამ ზოგჯერ არის შფოთვის უნებლიე გამოხატვა; ამ შემთხვევაში ცნობილია როგორც სახის მანჭვა. ღიმილი კულტურის, რასისა და რელიგიის მიუხედავად ყველასთვის გასაგებია და საერთაშორისოდაა ცნობილი. კროს-კულტურულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში ღიმილი კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა,მაგრამ კულტურათა მიხედვით დიდი განსხვავებაა. ეს ასევე შეიძლება იყოს სპონტანური და ხელოვნური.
ცხოვრებაში, სულ მცირედ, ერთხელ მაინც ყველას გაუღიმია და ეს არაა რაღაც, რასაც დავისწავლით — არამედ პოზიტიური გამოცდილების ბუნებრივი რეაქციაა