четверг, 8 апреля 2021 г.

ლაკშმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ლაკშმი

ლაკშმი სიმდიდრის და ბედნიერებას წყალობს

(სანსკ. लक्ष्मी lakṣmī „ბედნიერების მომტანი“) — ინდუისტური ბედნიერების ქალღმერთი, ღვთაება ვიშნუს მეუღლე და მარადიული თანამგზავრი.

ლაკშმი მფარველ ღმერთს მუდმივად ფეხთით უზის და მას მაშინაც არ შორდება, როდესაც ვიშნუ თავისი მისიის აღსასრულებლად ქვეყანას ერთ-ერთ ავატარად ევლინება. ლაკშმი მეუღლეს ყოველთვის თან ახლავს: რამასთან იგი სიტააკრიშნასთან — რადჰა.

მშვენიერი ქალღმერთი განისვენებს ლოტოსის ყვავილზე და აწეული ხელით ლოცავს თავის თაყვანისმცემლებს, ხოლო უბეში მყოფი ოქროთი სავსე ქოთნიდან მას მონეტები უცვივა.

ლაკშმის ერთგულება და მეუღლის დაუღალავი მსახურება ახლადგათხოვილთათვის მაგალითად მოჰყავთ ინდოეთში, ხოლო მისი უხვად შემკული ტაძრები ყოველთვის სავსეა სიმდიდრის და ბედნიერების მრავალრიცხოვანი მაძიებლებით

იხ. ვიდეო

ლაკშმი იყო მნიშვნელოვანი ქალი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ჯაინიზმში. ადრე ლაკშმი იყო ბუდიზმში სიმრავლისა და კეთილდღეობის ქალღმერთი. ტიბეტის, ნეპალისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბუდისტურ სექტებში ლაკშმის როლს ასრულებს ქალღმერთი ვასუდჰარა. ლაქშმი ასოცირდება სვასტიკის სიმბოლოსთან, ტკბილ საკვებთან, წიწიბურასთან (ბარდა) და პარასკევს, როდესაც ქალღმერთი ასრულებს პუჯას. ინდოეთის შუქების ფესტივალი, რომელიც ცნობილია როგორც Diwali ან Deepavali, აღინიშნება ოქტომბერში ან ნოემბერში და ეძღვნება ლაკშმს. ლაკშმის თაყვანისმცემლები ქალღმერთს სთავაზობენ საკვებს, ფულს, ტანსაცმელს და სამკაულებს. ქალები სახლს ამშვენებენ ანთებული ნათურებით, ლაქშმის ნათურებით და სიმბოლოებით, კაცები ფულზე თამაშობენ, რადგან ლაქშმი ბედის ქალღმერთია. თანამედროვე ინდურ საზოგადოებაში, სანსკრიტზე სიმბოლო "შრი" გამოიყენება როგორც ხელსაყრელი ემბლემა შენობებზე, წიგნებზე, პროდუქტებზე და ა.შ. უფალი ”
აშტაკლშმი - ლაქშმის რვა ფორმა



ბრაჰმა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                     ბრაჰმა

 (სანსკრ. ब्रह्मा brahmā „შემოქმედი“) — ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაება, ინდუისტური სამების ტრიმურტის შემოქმედი ღმერთი — მფარველ ვიშნუსა და გამანადგურებელ შივასთან ერთად.

ბრაჰმას კულტი უნდა წარმოშობილიყო გვიანდელ ვედურ პერიოდში ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კლასობრივი საზოგადოების გაჩენისა და ქურუმთა პრივილეგიური კასტის ბრაჰმანების გაბატონებასთან ერთად.

ჩვეულებრივ ბრაჰმას გამოხატავენ გედზე მჯდომს ოთხი სახითა და ოთხი ხელით.

ვინაიდან ბრაჰმამ მსოფლიოს შექმნა უხსოვარ დროში უკვე დაასრულა, ინდუიზმის მიმდევრებში მის მიმართ ინტერესი იმდენად დაიკარგა, რომ ტაძრებით მოფენილ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრაჰმასთვის მიძღვნილი ორი უძველესი მოუვლელი ტაძარიღა არსებობს. ბრაჰმას კულტი საუკუნეების განმავლობაში შეცვალეს სხვა ღმერთებმა — კრიშნამრამამგანეშამ და სხვა.

ბრაჰმას ცოლია სარასვატი, მეცნიერებისა და ხელოვნების ქალღმერთი.

იხ. ვიდეო

მაჰაბჰარატაში (1.1.20) ბრაჰმას უწოდებენ „გამოვლენილ და გამოვლენილ, არარსებულ და არსებულს, რაც არის მთელი სამყარო, რომელიც განსხვავდება არსებული და არარსებულისგან; უმაღლესი და უმდაბლესი, უძველესი და უმაღლესი, ამოუწურავი და კეთილგანწყობილი შემოქმედი, რომელიც თვითონ არის კეთილგანწყობილი ”და გაიგივებულია იშანასთან (შივასთან) და ვიშნუსთან
ვიშნუ და ლაკშმი განთავსებული საღვთო გველზე ანანტა-შეშა, იმ დროს როცა ბრახმა იბადება ლოტოსის ყვავილისგან, უმაღლესი ჭიპი ვიშნუსი.





საიდუმლონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              საიდუმლონი

                                                                   მართლმადიდებლობა
წმინდა წერილი

 ქრისტიანულ რელიგიაში საკულტო მღვდელ-მოქმედებანი, რომელთა შესრულების დროს, საეკლესიო მოძღვრების თანახმად, მორწმუნე-მლოცველებს გადაეცემათ ღვთის მადლი ცოდვებისაგან სულის სახსნელად, ავადმყოფობისაგან განსაკურნავად და სხვა. საიდუმლოთა შესრულების უფლება მხოლოდ კულტის მსახურებს აქვთ. არსებობს ახალი აღთქმის 7 საიდუმლო, რომელიც დააწესა მაცხოვარმა: ნათლისღებამირონცხებაზიარებასინანულიმღვდლობაქორწინება და ზეთის კურთხევა.

  1. ნათლისღება — ძირითადი აქტი, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება, არის ნათლობა. ნათლობის რიტუალს წინ უძღვის კათაკმევლობის პერიოდი, რომლიც განმავლობაში ახალმოქცეული ემზადება ნათლისღებისთვის, ეცნობა ძირითად ჭეშმარიტებებს, სწავლობს მრწამსს, ესწრება საკვირაო ლიტურგიას, ოღონდ არა ბოლომდე. კათაკმევლობის პერიოდი განსაზღვრული არ არის. ასევე განუსაზღვრელია ასაკი ადამიანისა, რომელიც ინათლება. ნათლისღება ხდება წყალში სამჯერ შთაფვლით ან სხურებით, უკიდურეს გამონაკლის შემთხვევებში — ქვიშით. ნათლობის რიტალს აღავლენს მღვდელი. მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, მონათლული განიწმინდება ცოდვებისგან და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. მართლმადიდებლობა ნათლისღებას სულიერ შობად, მეორედ დაბადებად მიიჩნევს და ის მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში.
  2. მირონცხება — ნათლობის შემდეგ ხდება წმინდა მირონის ცხება, რაც მონათლულს სულიწმიდის მეშვეობით ანიჭებს სასიცოცხლო ძალას. მირონცხება უშალოდ მოსდევს ნათლისღებას და მის ნაწილად აღიქმება, თუმცა ცალკე საიდუმლოა.
  3. ზიარება, ანუ ევქარისტია — ყველა ქრისტიანი, სასულიერო თუ საერო პირი ეზიარება ქრისტეს სისხლს და ხორცს პურის და ღვინის სახით. ამით ის მისტიურად მონაწილეობს საიდუმლო სერობაში, როდესაც ქრისტემ თავის მოციქულებს გაუნაწილა უკვდავი სიცოცხლე. არ არის განსაზღვრული, თუ რა სიხშირით უნდა ეზიაროს მართლმადიდებელი.
  4. სინანული — ქრისტიანი პერიოდულად აბარებს აღსარებას მღვდელს, რომელიც მას მიუტევებს ქრისტესა და ეკლესიის სახელით
  5. ქორწინება — წყვილის შეუღლება რომ საეკლესიო წესით კანონიერი იყოს, ის საჭიროებს დადასტურებას მღვდლის მიერ
  6. ზეთის კურთხევა — აღსრულდება მძიმე სნეულებაში მყოფი ქრისტიანის სულის და სხეულის საკურნებლად და იმ ცოდვების მისატევებლად, რაც მოუნანიებელი დარჩა სიკვდილის სარეცელზე მწოლარეს
  7. მღვდლობა — საიდუმლოს აღასრულებს მღვდელმთავარი იმ პირის მიმართ, რომელიც განწესებულია სასულიერო იერარქიის რომელიმე საფეხურის დასაკავებლად.
იხ. ვიდეო
ქრისტიანული ეკლესიის ზიარების სისტემის ორგანიზაციის ანალიზმა გავლენა მოახდინა ზოგიერთი ახალი რელიგიური მოძრაობის დოქტრინაზე. ამრიგად, ეგრეთ წოდებულ "ოდიტინგი", პროცედურა, რომელიც აღიარებულია საიდუმლოების საიდუმლოებასთან და ხშირად აკრიტიკებენ საძილე (სუბიექტური) ტექნიკისა და მუდმივი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ფორმირების გამო, შეიტანეს საენტოლოგთა რელიგიურ პრაქტიკაში





среда, 7 апреля 2021 г.

ლათინური ენა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                       ლათინური ენა

ლათინური წარწერა, რომის კოლიზეუმში იტალია

 (ლათ. lingua latina) — ინდოევროპულ ენათა ოჯახის ძირითადი წარმომადგენელი; ძველი რომაელების ენა. რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის ფორმალური ენა. ლათინური მკვდარი ენა არის. ვატიკანის ფარგლებს გარეთ მისი ძირითადი გამოყენება აკადემიური და სამეცნიერო ხასიათისაა.

თავდაპირველად ამ ენაზე მეტყველებდა აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ლაციუმში (ახლანდელი იტალიის ოლქი ლაციო) მობინადრე ერთ–ერთი უძველესი იტალიკური ტომი, რომელსაც ლათინებს უწოდებდნენ. ლაციუმის მთავარი ქალაქი რომი, გადმოცემის თანახმად, დაარსებულა ძვ. წ. 753 წელს. ლათინურმა ენამ სახელწოდება მიიღო ლათინთა ტომისაგან, ხოლო ამ ენაზე მეტყველ ხალხს რომაელები ქალაქ რომის სახელის მიხედვით ეწოდა.

აპენინის ნახევარკუნძულზე მოსახლეობდნენ სხვა იტალიკური ტომებიც. მათ შორის გამოირჩეოდნენ: ოსკებიუმბრებისაბინები... ლაციუმს ჩრდილო–დასავლეთით ესაზღვრებოდა ეტრუსკებით დასახლებული ეტრურია, უძველესი ცივილიზაციის მხარე, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია რომაულ ხელოვნებას, რელიგიას, დამწერლობას. აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილსა და სიცილიაში, ე.წ. „დიდ საბერძნეთში“ მოსახლეობდნენ ბერძნები, რომელთა ენამ და კულტურამ ასევე დიდი გავლენა იქონია ლათინური ენისა და რომაული კულტურის განვითარებაზე.

რომის იმპერია

ლათინებმა თანდათანობით დაიპყრეს მეზობელი ტომები, დაიმორჩილეს ოსკები, უმბრები, ეტრუსკები, სიცილიელი ბერძნები და ლათინური ენა მთელს იტალიაში გაავრცელეს (ძვ. წ. III ს.). შემდეგ, როცა რომმა პუნიკურ ომებში კართაგენზე გაიმარჯვა (II პუნიკური ომი) და ხმელთაშუაზღვის აუზს დაეპატრონა (ახ. წ. I ს.), შექმნა უზარმაზარი იმპერია, დასავლეთ პროვინციებში (ესპანეთში ანუ იბერიაში, გალიაში და ა.შ.) ლათინური ენა ითვლებოდა სახელმწიფო ენად, აღმოსავლეთ პროვინციებში (საბერძნეთში, მცირე აზიაში, აფრიკის ჩრდილო სანაპიროზე და ა.შ.) სადაც რომაელთა შეჭრამდე ძლიერი იყო ბერძნული ენისა და კულტურის გავლენა, ლათინურმა ენამ დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია ბილინგვიზმიბერძნები ეუფლებიან ლათინურ ენას და რომაელები ბერძნულს.

რომის იმპერიის არსებობის პერიოდში ლათინური მთელს მის ტერიტორიაზე ოფიციალური სამუშაო ენა იყო. დროთა განმავლობაში მან განდევნა იმპერიის ევროპული ნაწილის სხვა ენები და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენად იქცა.

იხ. ვიდეო

უპირველესი ნიმუში ლათინური დამწერლობისა არის წარწერა ოქროს ბალთაზე, რომელიც აღმოჩენილია რომის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პრენესტეში 1871 წელს. იგი ძვ. წ. VII ს. დასასრულს მიეკუთვნება. წარწერა იუწყება, რომ ბალთა დაუმზადებია ვინმე მანიუსს ნუმერიუსისთვის. უძველესია აგრეთვე 1978 წელს სატრიკში (რომის მახლობლად მდებარე ძველი ქალაქი) აღმოჩენილი წარწერა, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. შემდეგი წარწერა საკრალური ხასიათის ტექსტის ნაწყვეტს წარმოადგენს, რომელიც შავი ქვის სტელის ნამსხვრევზე არის შესრულებული. იგი აღმოაჩინეს რომის ფორუმის გათხრების დროს 1899 წელს. დათარიღებულია ძვ. წ. V საუკუნით. შედარებით გვიანდელი პერიოდის არის 1880 წელს რომში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელზე შესრულებული წარწერა, რომელიც „დუენოსის“ სახელითაა ცნობილი (რადგან წარწერაში იკითხება Bonus-ის უძველესი ფორმა duenos – „კეთილი“). ძვ. წ. III საუკუნიდან უფრო მრავლად მოიპოვება ლათინური წერილობითი ძეგლები.

ლათინური ენის განვითარებაში გამოჰყოფენ შემდეგ პერიოდებს:

  • კლასიკური ლათინური ენის პერიოდი (ძვ. წ. I საუკუნე), რომელსაც „ოქროს ლათინურის ხანასაც“ უწოდებენ, სალიტერატურო ლათინური ენის შექმნისა და საბოლოო დახვეწის პერიოდია. ლათინური ენის ფონეტიკისა და მორფოლოგიის სისტემები მყარ ნიადაგზე დადგა. მკვეთრად გამოიხატა აღწერილობითი, ანალიტიკური ფორმები,როგორც ენის განვითარების სრულიად გარკვეული ტენდეცია; რთული წინადადების სინტაქსი მნიშვნელოვანწილად დაეფუძნა დამოკიდებულ წინადადებაში კავშირებითი კილოს დროთა თანამიმდევრობის პრინციპს. ლათინურმა ენამ უდიდეს გამომსახველობით ძალას მიაღწია ამ დროის გამოჩენილ მწერალთა და ორატორთა თხზულებებში. სანიმუშოდ ითვლებოდა ციცერონის ორატორული და ფილოსოფიური პროზის ენა, ხოლო პოეზიაში ნორმად აღიარეს ვერგილიუსის ენა. ამ დროს მოღვაწე მწერალთა და პოეტთა შორის აღსანიშნავია აგრეთვე იულიუს კეისარიოვიდიუსი და ჰორაციუსი.
  • ადრეული იმპერიის ეპოქის ანუ „ვერცხლის ლათინურის“ პერიოდში (ახ. წ. I - II სს.) სალიტერატურო ენა მკვეთრად მოწყდა ცოცხალ სალაპარაკო ენას. მწერალთა ენისათვის დამახასიათებელი გახდა თავისებური სინტაქსური საქცევები. ამ ეპოქაში იწყება რომის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების რომანიზაცია. ამ დროს მოღვაწეობდნენ: ტაციტუსიიუვენალიმარციალიპეტრონიუსიაპულეუსი.
  • გვიანდელი იმპერიის ეპოქის ანუ „გვიანდელი ლათინური ენის“ პერიოდში (II - V სს.) სალიტერატურო ენა და ხალხური ლათინური კიდევ უფრო მეტად დაშორდა ერთმანეთს. ხალხურ ლათინურში გაძლიერდა ანალიტიზმი. მუსიკალურ მახვილს შეენაცვლა ექსპირატორული აქცენტუაცია, შეიცვალა ვოკალიზმისა და კონსონანტიზმის სისტემები, დაიკარგა განსხვავება გრძელ და მოკლე ხმოვანთა შორის. აღსანიშნავია სიტყვის დაბოლოების რედუქცია და ფლექსიური წყობის შესუსტება. სინტაქსში დამკვიდრდა წინდებულიანი და აღწერილობითი კონსტრუქციები, დამოკიდებულ წინადადებაში ძალა დაეკარგა კავშირებითი კილოს დროთა თანამიმდევრობის პრინციპს. ამ პერიოდის მწერლები არიან: ამიანე მარცელინუსი და ქრისტიანი ავტორები.
  • შუა საუკუნის ეპოქაში (V - XV სს.) ლათინური ენა შემორჩა სამწერლობო და ცოცხალ სალაპარაკო ფორმებში. სალიტერატურო ლათინური შუა საუკუნის მანძილზე დასავლეთ ევროპის ხალხთა ინტელექტუალური და მხატვრული კულტ. ენა იყო. V საუკუნიდან ამ ენაზე შეიქმნა ე. წ. ლათინური ლიტერატურა - შუა საუკუნის საეკლესიო და საერო მწერლობა. სამწერლობო ლათინური საკმაოდ დაშორდა კლასიკური სალიტერატურო ენის ნორმებს, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ცოცხალ სალაპარაკო ანუ ხალხურ ენაზე რომის ყოფილი იმპერიის ტერიტორიების ენებმა. ხალხური ანუ ვულგარული ლათინური თავის მხრივ საფუძვლად დაედო რომანულ ენებს. სალიტერატურო ლათინური ენის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აღორძინების ეპოქას (XIV - XVI სს.). ამ დროის პროგრესული წარმომადგენლები (თომას მორიერაზმ როტერდამელიჯორდანო ბრუნოტომაზო კამპანელანიკოლოზ კოპერნიკი და სხვ.) ლათინურ ენაზე წერდნენ.

XVII - XVIII საუკუნეში სალიტერატურო ლათინური ენის გამოყენების სფერო შემოისაზღვრა მეცნიერებითკათოლიკური ეკლესიითა და დიპლომატიით - ლათინურ ენაზე წერდნენ შრომებს დეკარტიგასენდისპინოზაბეკონინიუტონილაიბნიცილომონოსოვიეილერი და სხვ.

ამჟამად ლათინური ენა საზ.-პოლიტიკური და სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნის ძირითადი წყარო და კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური ენაა. კულტურის ისტორიაში (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ისტორიაში) მან უდიდესი როლი ითამაშა, რასაც ადასტურებს უამრავი ნასესხები სიტყვა ევროპის ყველა ენაში. სხვა ენათა მსგავსად ქართულ ენაშიც ლათინური წარმომავლობის მრავალი სიტყვაა შემოსული (კომუნიზმირევოლუციაპროლეტარიატიკონსტიტუციაიმპერიაუნივერსიტეტიფაკულტეტილექტორისტუდენტი და სხვა ).




სარი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   სარი    

ქალი ჩაცმული სარი

ქალის ტრადიციული სამოსი ინდოეთის სუბკონტინენტზე. ეს სამოსი წარმოადგენს ქსოვილის ნაჭერს, რომლის სიგრძეც 4,5 მეტრიდან ზოგჯერ 9 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 1,2 მეტრს შეადგენს. ქსოვილი სხეულზე განსაკუთრებული სახითაა შემოხვეული.

სარის ქალები ატარებენ ბლუზასთან ერთად, რომელიც ცნობილია ჩოლის ან რავიკას სახელით, და ქვედაბოლოსთან ერთად (პავადა/პავადაი სამხრეთში და შაია ჩრდილოეთში). სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდშეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე თავსაფრის სახით იხვევენ.

ტრადიციულ ინდოეთში, მასალა, რომლისგანაც სარია დამზადებული, დამოკიდებული იყო ქალის სოციალურ სტატუსზე და მატერიალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მისი ტარების წესი ერთნაირი იყო.

იხ. ვიდეო

ლეგენდებში ქსოვილი  სამყაროს შექმნას უკავშირდება. "სუტრა" (ძაფი) ნიშნავს  საფუძველს, ხოლო "სუტრადჰარა" (ქსოვა) - სამყაროს შემოქმედი.[3] თავად სიტყვა სარი( ჰინდ. साड़ी, ساڑی) მომდინარეობს პრაკრიტული სიტყვიდან „სატიკა“.[4]სანსკრიტზე „სატი“( शाटी śāṭ) ნიშნავს ქსოვილის ზოლს.

სამოსს უძველესი ისტორია აქვს.ინდის ხეობის ცივილიზაციიდან იღებს სათავეს, რომელიც ძვ.წ. 2800-1800-იან წლებში ყვაოდა. ინდოეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ბამბის მოყვანა და მისგან ქსოვილის დამზადება ინდოეთის სუბკონტინენტზე უკავშირდება ძვ. წ. V ათასწლეულს.

ჯერ კიდევ განგის უძველესი ცივილიზაციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა რარიტეტები, რომლებიც მსგავსი ტანისამოსის არსებობაზე მიუთითებდნენ. 

კოსტიუმების ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მამაკაცების დჰოტი (უძველესი ინდური დრაპირებული სამოსი) წინ უძღოდა სარის. მე -14 საუკუნემდე დჰოტი-ს ატარებდნენ როგორც  ქალები, ასევე მამაკაცები. განდჰარის ქანდაკებებში (ახ. წ. I-VI საუკუნე) გამოსახულია  ერთგვარ სამოსში ჩაცმული ქალღმერთები და მოცეკვავეები.

ცნობილი ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა ტრადიციულ სამოსში

ისეთი წერილობითი წყაროებიდან, როგორიცაა „რამაიანა“ და „მაჰაბჰარატა“, ცნობილია, რომ ქალები და მამაკაცები ყოველდღიურ ჩაცმულობაში ატარებდნენ  დჰოტს ან ლუნგას (სარონგი) ერთი ქსოვილის ნაჭრის სარი,  გვიანდელი სიახლეა. მხოლოდ ახ.წ. IV საუკუნიდან  ჩმოყალიბდა დჰოტისა და სარის ტარების გარკვეული წესები, გამოჩნდა განსხვავება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის განსხვავებელი ელემენტები და სხვადასხვა რეგიონისათვის დამახასიათებელი ნიშნები.

ქვედაბოლოს – ჩოლის წარმოშობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ერთნი მიიჩნევენ, რომ ტანისასმოსის ეს დეტალი უძველესი დროიდან არსებობდა, მეორენი კი ამბობენ, რომ მხოლოდ ინდოეთის კოლონიზაციის შემდეგ შემოვიდა ეს დეტალი, და რომ მანამდე ქალები მხოლოდ სარის ატარებდნენ.

ასევე სადავოდ ითვლება ბლუზის წარმოშობაც, რადგან სამხრეთ ინდოეთში არიან ტომები, რომლის წარმომადგენელი ქალები სარის ატარებენ, ხოლო ბლუზი მათ გარდერობში არ შედის.

სამხრეთ ინდოეთში მე -20 საუკუნემდე მრავალი ტომის ქალები ატარებდნენ მხოლოდ სარს და ზედა ნაწილებს ღიად ტოვებდნენ. დღესაც ზოგიერთ სოფელში ქალები არ ატარებენ ჩოლის.

ბუნებრივი აბრეშუმისგან სარის ხელით დამზადების დიდი ოსტატები დღესაც ცხოვრობენ ქალაქ ვარანასში.



გეკონისებრნი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               გეკონისებრნი

(ლათ. Gekkonidae) — ქვეწარმავლების ოჯახი ხვლიკისნაირთა რიგისა. მათი სიგრძე იშვიათად აღემატება 30 სმ. აქვთ დიდი, უქუთუთო თვალები, ვერტიკალური გუგები, კარგად განვითარებული ფეხები, მეტად მყიფე, მაგრამ სწრაფი აღდგენის უნარის მქონე კუდი. გეკონისებრთა სხეული მეტწილად რუხი ან ყავისფერია, თუმცა ტროპიკებში გვხვდება მკვეთრად შეფერილი სახეობებიც. იკვებებიან მწერებით, ობობასნაირებით და სხვა. უმრავლესობა კვერცხისმდებელია. დებენ 1-2 კვერცხს. ცნობილია 480-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზონებში. საქართველოში არ არიან. კასპიური თითტიტველი გეკონი (Gymnodactylus caspius), რომლის რამდენიმე ეგზემპლარი თბილისშია ნაპოვნი, როგორც ჩანს, აქ შემთხვევით არის მოხვედრილი აზერბაიჯანიდან.
იხ. ვიდეო


შვრია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                     შვრია


(ლათ. Avena) — ბალახოვანი მცენარის გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. შვრიის ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ფოთოლო ხაზური, ყვავილი — საგველა, ნაყოფი — მარცვალა. პოლიმორფული გვარია, აერთიანებს 70-მდე სახეობას, რომელთა შორისაც არის ერთწლოვანი, მრავალწლოვანი, კულტურული და ველური მცენარეები. მათგან პრაქტიუკლი მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას.

საქართველოში გავრცელებული შვრია განეკუთვნება 2 სახეობას: ჩვეულებრივი შვრია (Avena sativa) და ბიზანტიური შვრია (Avena byzantina), ორივე გვალვაგამძლეა და კარგად ეგუება მლაშე ნიადაგს. შვრიის თესლი შეიცავს ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებს, ამიტომ სამეურნეო თვალსაზრისით მეტად სასარგებლო კულტურაა. შვრია მნიშვნელოვანი საფურაჟე მარცვლოვანი მცენარეა. მისი ჩალა და ბზე შეუცვლელი საკვებია ცხენისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოზარდეულისათვის.

ჩრდილოეთ და ნაწილობრივ სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში, სადაც ზომიერი ჰავაა, კულტურაშია უმთავრესად სათესი შვრია, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირეთში, აშშ-ში, არგენტინაშიავსტრალიაში და სხვ. მოჰყავთ ბიზანტიური შვრია.

იხ. ვიდეო

                         ჩვეულებრივი შვრია


 (ლათ. Avena sativa) — ერთწლოვანი კულტურული ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა.

ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. სიმაღლე 50-170 სმ. ძლიერი ფესვები აქვს. გვალვაგამძლეა და კარგად ეგუება მლაშე ნიადაგს. კახეთში თეთრი ფშვრიო ეწოდება, ხოლო ჯავახეთში სუდას უწოდებენ. შვრიის მარცვლებს იყენებენ ,,ჰერკულეისი'' დასამზადებლად, შვიის ფაფა, ფქვილი და სპეციალური შვრიის ყავა. შვრიის ფაფას იყენებენ სახცობ და საკონდიტრო მრეწველობაში (მისგან ცხვება პური, შვრიის ორცხობილა, ბლინები და ა. შ) გარტყელებული შვრიის მარცვლები (შვრიის ფაფა) მუსლის ძირითადი კომპონენტია. შვრიის ჟელე მზადება ბურღულეულებისგა, ფანტელების ფქვილისგან.

                                                                     

შვრიის ფაფა, გაბრტყელებული სპეციალური აპარატით გოფრირებული ან გლუვი ფურცლების სახით. გამოიყენება მყისიერი შვრიის ფაფისთვის ან სხვა სწრაფი საუზმეების საფუძველია, როგორიცაა გრანოლა და მუსლი.
იხ. ვიდეო





უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...