ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
პლოტინე
დაიბადა ლიკოპოლისში, ქვემო ეგვიპტეში. ადრეული წლები გაატარა ალექსანდრიაში, თავის დროზე მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრში. 231/232-242 წლებში სწავლობდა ფილოსოფოს ამონიუს საკასთან (რომლის მოსწავლე ასევე იყო ორიგენიც, ქრისტიანული ეკლესიის ერთ–ერთი მასწავლებელი). 242 წელს, რათა გაცნობოდა ირანულ და ინდურ ფილოსოფიას, იმპერატორ გორდიანე III-ს ირანულ ლაშქრობაში გაჰყვა. 243/244 წელს დაბრუნდა რომში, სადაც დააარსა საკუთარი სკოლა და დაიწყო მასწავლებლობა. აქ შეიკრა მისი მიმდევრების წრე, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენასა და ნაციონალობას აერთიანებდა. 265 წელს იმპერატორ გალიენის მფარველობის ქვეშ, წარუმატებელი აღმოჩნდა მცდელობა განეხორციელებინა პლატონის სახელმწიფოს იდეა — დაეარსებინა ფოლოსოფოსების ქალაქი, პლატონოპოლისი, რომელიც რელიგიური აზროვნების ცენტრი იქნებოდა. 259/260 წელს, უკვე ხანდაზმულობაში დაიწყო თავისი სწავლებებისთვის წერილობითი ფორმის მიცემა. პლოტინუსის ფრაგმენტულ ჩანაწერებს პორფირიუსმა გაუკეთა რედაქტირება, თავი მოუყარა და გამოსცა. პორფირიუსმა ისინი ექვს ნაწილად დაყო, თითოეული დანაყოფი — ათ ნაწილად (აქედან მოდის მოდის პლოტინუსის 54 ტრაქტატის სახელწოდებაც — ენეადები, αἱ Ἐννεάδες, ათიანები).