понедельник, 19 апреля 2021 г.

ტიტანი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                    ტიტანი

წარმოადგენს მოვერცხლიფრო ლითონს
(ლათ. Titanium; აღინიშნება სიმბოლოთი Ti) — პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მეოთხე ჯგუფის, თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტია, რომლის ატომური ნომერია 22. მარტივი ნივთიერება ტიტანი (CAS-ნომერია: 7440-32-6) — მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის მჩატე ლითონი. არსებობს ორ კრისტალური მოდიფიკაციით: α-Ti ჰექსაგონალური მჭიდროდ შეფუთული მესერით, β-Ti კუბური მოცულობით-ცენტრიებული შეფუთვით, პოლიმორფული გარდაქმნის ტემპერატურა α↔β 883 °C. დნობის ტემპერატურა 1660±20 °C.
იხ.ვიდეო

TiO2-ის აღმოჩენა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განახორციელეს ინგლისელმა უ. გრეგორიმ და გერმანელმა ქიმიკოსმა მ. ჰ. კლაპროტმა. გრეგორმა, რკინიანი მაგნიტური ქვიშის კვლევისას (კრიდი, კორნოული, გაერთიანებული სამეფო), 1789 წელს, გამოყო უცნობი ლითონის ახალი «მიწა» (ჟანგი) რომელსაც უწოდა მენაკენოური. 1795 წ. გერმანელმა ქიმიკოსმა კლაპროტმა აღმოაჩინა მინერალ რუტილში ახალი ელემენტი და მას უწოდა ტიტანი. ორი წლის შემდეგ კლაპროტმა დაადგინა რომ, რუტილი და მენაკენური მიწა — ერთი და იგივე ელემენტის ჟანგებია, რომელსაც კლაპროტის მიერ შერჩეული სახელწოდება «ტიტანი» შერჩა. 10 წლის შემდეგ ტიტანის აღმოჩენა მოხდა მესამეჯერ. ფრანგმა მეცნიერმა ლუი ვოკლენმა აღმოაჩინა ტიტანი ანატაზში და დაამტკიცა, რომ რუტილი და ანატაზი -ტიტანის იდენტური ჟანგებია.

ლითონური ტიტანის პირველად მიღებული იქნა 1825 წელს, იენს იაკობ ბერცელიუსის მიერ. ტიტანის მაღალი აქტივობისა და მისი გაწმენდის სიძნელის გამო სუფთა Ti ნიმუში ჰოლანდიელებმა ა. ვან არკელმა და ი&bsp;ბურმა 1925 წელს მიიღეს TiI4-ის თერმული იოდიდური ორთქლის დაშლის მეთოდით.


ლითონმა თავისი სახელწოდება მიიღო ძველ ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟების გეას შვილების ტიტანების პატივსაცემად. ელემენტს სახელწოდება მისცა მარტინ კლაპროტმა, თავისი თვალთახედვის მიხედვით ქიმიურ ნომენკლატურაზე, რომელიც ფრანგული სკოლის საწინააღმდეგო იყო, სადაც ცდილობდნენ ელემენტისთვის მიეცათ სახელი თავისი ქიმიური თვისების მიხედვით. რადგანაც გერმანელმა მეცნიერმა თვითონ აღნიშნა რომ ვერ განსაზღვრავდა ახალი ელემენტის თვისებებს მხოლოდ მისი ოქსიდის მიხედვით, მან ამიტომაც მონახა სახელი ძველ მითოლოგიიდან, მის მიერ ადრე აღმოჩენილი ურანის ანალოგიურად.

მაგრამ მეორე ვერსიის მიხედვით, რომელიც ჟურნალმა «ტეხნიკა-მოლოდეჟიმ» გამოაქვეყნა 1980-იანი წლების ბოლოს, ახალ აღმოჩენილი ელემენტი თავის სახელს არა მითოლოგიურ ტიტანებს უმადლოდეს არამედ ტიტანიას - ფერიების დედოფალს გერმანული მითოლოგიიდან (ობერონის ცოლი შექსპირის «სიზმარი ზაფხულის ღამით»). ასეთი სახელწოდება დაკავშირებულია ლითონის უჩვეულოდ «სიმჩატით» (მცირე სიმკვრივით)

TiO2-ის აღმოჩენა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განახორციელეს ინგლისელმა უ. გრეგორიმ და გერმანელმა ქიმიკოსმა მ. ჰ. კლაპროტმა. გრეგორმა, რკინიანი მაგნიტური ქვიშის კვლევისას (კრიდი, კორნოული, გაერთიანებული სამეფო), 1789 წელს, გამოყო უცნობი ლითონის ახალი «მიწა» (ჟანგი) რომელსაც უწოდა მენაკენოური. 1795 წ. გერმანელმა ქიმიკოსმა კლაპროტმა აღმოაჩინა მინერალ რუტილში ახალი ელემენტი და მას უწოდა ტიტანი. ორი წლის შემდეგ კლაპროტმა დაადგინა რომ, რუტილი და მენაკენური მიწა — ერთი და იგივე ელემენტის ჟანგებია, რომელსაც კლაპროტის მიერ შერჩეული სახელწოდება «ტიტანი» შერჩა. 10 წლის შემდეგ ტიტანის აღმოჩენა მოხდა მესამეჯერ. ფრანგმა მეცნიერმა ლუი ვოკლენმა აღმოაჩინა ტიტანი ანატაზში და დაამტკიცა, რომ რუტილი და ანატაზი -ტიტანის იდენტური ჟანგებია.

ლითონური ტიტანის პირველად მიღებული იქნა 1825 წელს, იენს იაკობ ბერცელიუსის მიერ. ტიტანის მაღალი აქტივობისა და მისი გაწმენდის სიძნელის გამო სუფთა Ti ნიმუში ჰოლანდიელებმა ა. ვან არკელმა და ი&bsp;ბურმა 1925 წელს მიიღეს TiI4-ის თერმული იოდიდური ორთქლის დაშლის მეთოდით.

                                                                

ტიტანის შენადნობებისგან დამზადებული საათი

სახელწოდების წარმოშობა

ლითონმა თავისი სახელწოდება მიიღო ძველ ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟების გეას შვილების ტიტანების პატივსაცემად. ელემენტს სახელწოდება მისცა მარტინ კლაპროტმა, თავისი თვალთახედვის მიხედვით ქიმიურ ნომენკლატურაზე, რომელიც ფრანგული სკოლის საწინააღმდეგო იყო, სადაც ცდილობდნენ ელემენტისთვის მიეცათ სახელი თავისი ქიმიური თვისების მიხედვით. რადგანაც გერმანელმა მეცნიერმა თვითონ აღნიშნა რომ ვერ განსაზღვრავდა ახალი ელემენტის თვისებებს მხოლოდ მისი ოქსიდის მიხედვით, მან ამიტომაც მონახა სახელი ძველ მითოლოგიიდან, მის მიერ ადრე აღმოჩენილი ურანის ანალოგიურად.

მაგრამ მეორე ვერსიის მიხედვით, რომელიც ჟურნალმა «ტეხნიკა-მოლოდეჟიმ» გამოაქვეყნა 1980-იანი წლების ბოლოს, ახალ აღმოჩენილი ელემენტი თავის სახელს არა მითოლოგიურ ტიტანებს უმადლოდეს არამედ ტიტანიას - ფერიების დედოფალს გერმანული მითოლოგიიდან (ობერონის ცოლი შექსპირის «სიზმარი ზაფხულის ღამით»). ასეთი სახელწოდება დაკავშირებულია ლითონის უჩვეულოდ «სიმჩატით» (მცირე სიმკვრივით)

მდგრადია კოროზიის მმართ თავისი ოქსიდის ზედა ფენის გამო, მაგრამ მისი დაფქვის შემთხვევაში, ან მწვრილი ბურბუშელის ან მავთულის სახით ტიტანი პიროფორულია[8].

ტიტანი მდგრადია უმრავლესი მჟავეების და ტუტეების გაზავებული ხსნარების მიმართ (გარდა HF, H3PO4 და კონცენტრირებული H2SO4).

კომპლექსოშემქმნელების თანდასწრებით ადვილად შედის რეაქციაში სუსტ მჟავვებთანც კი, მაგალითად, HF-სთან ურთიერთქმედებს კომპლექსური ანიონის [TiF6]2− წარმოქმნის გამო.

ჰაერზე გახურებისას 1200 °C-მდე Ti ალდება ცვალებადი შემადგენლობის ოქსიდური ფაზების წარმოქმნით TiOx. ტიტანის მარილების ხსნარებიდან ილექება ტიტანის ჰიდროქსიდი TiO(OH)2·xH2O, რომლის ფრთხილი გახურებით მიიღება ოქსიდი TiO2. ჰიდროქსიდი TiO(OH)2·xH2O და დიოქსიდი TiO2 ამფოტერულია.

TiO2 ურთიერთქმედებს გოგირდმჟავასთან ხანგრძლივი დუღილის დროს. სოდასთან Na2CO3 ან კალიუმის კარბონატთან K2CO3 ტიტანის ოქსიდი TiO2 წარმოქმნის ტიტანატს: TiO2+K2CO3=K2TiO3+CO2.

გახურებისას Ti ურთიერთქმედებს ჰალოგენებთანტიტანის ტეტრაქლორიდი TiCl4 ნორმალურ პირობებში — უფერო სითხეა, რომელიც ჰაერზ ეძალიან ორთქლიანობს, რაც აიხსნება ძლიერი TiCl4-ის ჰიდროლიზით ჰაერში არსებული წყლის ორთქლთან და მარილმჟავის და ტიტანის ჰიდროქსიდის უმწვრილესი წვეთების წარმოქმნით.

TiCl4 აღდგენით წყალბადითალუმინითსილიციუმით, სხვა ძლიერი აღმდგენელებით, მიღებულია ტიტანის ტრიქლორიდი და დიქლორიდი TiCl3 და TiCl2 — ძლიერი აღმდგენ თვისებებიანი მყარი ნივთიერებები. Ti ურთიერთქმედებს Br2 და I2.

აზოტთან N2 400 °C-ზე მაღლა ტიტანი წარმოქმნის ნიტრიდს TiNx(x=0,58-1,00). ტიტანის ურთიერთქმედებით ნახშირბადთან წარმოიქმნება ტიტანის კარბიდი TiCx (x=0,49-1,00).

გახურებისას Ti შთანთქავს H2-ს ცვალებადი შემადგენლობის ნაერთის წარმოქმნით TiHх (x=1,0). გახურებისას ეს ჰიდრიდები იშლებიან წყალბადის H2 გამოყოფით. ტიტანი წარმოქმნის შენადნობებს მრავალ ლითონთან.


სამხედრო მრეწველობაში (ჯავშან ჟილეტები, ავიაციის ჯავშანი, წყალქვეშა ნავების კორპუსები), სამრეწველო პროცესებში (გამამტკნარებელ დანადგარებში, ცელულოზისა და ქაღალდის დამზადების პროცესებში), საავტომობილო მრეწველობაში, სასოფლო სამეურნეო მრეწველობაში, კვების მრეწველობაში, სამკაულებში პირსინგისათვის, სამედიცინო მრეწველობაში (პროთეზები, ოსტეოპროთეზი), სტომატოლოგიურ და ენდოდონტურ ინსტრუმენტებში, კბილის იმპლატანტებში, სპორტულ საქონელში, საიუველირო ნაკეთობებში (ალექსანდრ ხომოვი), მობილურ ტელეფონებში, მჩატე შენადნობებში და ა.შ. წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საკონსტრუქციო მასალას ავია-, რაკეტა-, გემმშენებლობაში.

  • ტიტანურ ჩამოსხმას ასრულებენ ვაკუუმის ღუმელებში გრაფიტის ფორმებში ყალიბებში. ვაკუუმური ჩამოსხმა ასევე გამოიყენება გამოსადნობ მოდელებში. ტექნოლოგიური სიძნელეების გამო, მხატვრულ ჩამოსხმაში გამოიყენება ძალიან იშვიათად. მსოფლიოში პირველ ტიტანისაგან მონუმენტალურ ჩამოსხმულ სკულპტურას წარმოადგენს იური გაგარინის ძეგლი რომელიც მისი სახელობის მოედანზე დგას მოსკოვში.
  • ტიტანი წარმოადგენს მალეგირებელ დანამატს ზოგი მარკის ფოლადებში.
  • ნიტინოლი (ნიკელი-ტიტანი) — შენადნობი, რომელსაც გააჩნია ფორმის მეხსიერება, გამოიყენება მედიცინაში და ტექნიკაში.
  • ტიტანის ალუმინიდი წარმოადგენს ჟანგვისადმი ძალიან მდგრად და ცეცხლგამძლეს, რამაც თავის მხვრივ განსაზღვრა მისი გამოყენების სფეროები - ავიაცია და მანქანათმშენებლობა როგორც კონსტრუქციული მასალა

ნაერთების სახით

  • თეთრი ტიტანის დიოქსიდი (TiO2) გამოიყენება საღებავებში (მაგალითად, ტიტანის მათეთრებელი), ასევე ქაღალდისა და პლასტიკის წარმოებაში. საკვები დანამატია - E171.
  • ტიტანორგანული ნაერთები (მაგ. ტეტრაბუტოქსიტიტანი) გამოიყენება როგორც კატალიზატორი და გამამყარებელი ქიმიურ და საღებავებისა და ლაქების მრეწველობებში.
  • ტიტანის არაორგანული ნაერთები გამოიყენება ქიმიურ ელექტრონულ მრეწველობაში, მინის ბოჭკოს წარმოებაში როგორც დანამატი ან საფარი.
  • ტიტანის დიბორიტი — ზემაგარი მასალების მნიშვნელოვანი კომპონენტია რომლებიც გამოიყენება ლითონების დამუშავებისათვის.
  • ტიტანის ნიტრიდი გამოიყენება ინსტრუმენტების ზედაპირის დასაფარავად.
  • ბარიუმის ტიტანატი BaTiO3, ტყვიის ტიტანატი PbTiO3 და მთელი რიგი სხვა ტიტანატები —- სეგნეტოელექტრიკებია.

მოხმარების ბაზრის ანალიზი

2005 წელს კომპანიამ Titanium Corporation გამოაქვეყნა ტიტანის მოხმარების შემდეგი შეფასება მსოფლიოში:

  • 60 % — საღებავები;
  • 20 % — პლასტიკები;
  • 13 % — ქაღალდი;
  • 7 % — მანქანათმშენებლობა.

ღირებულება

15-25 $ კილოგრამზე, სიწმინდის მიხედვით.

შავი ტიტანის (ტიტანის ღრუბელი) სიწმინდე და მარკა ჩვეულებრავ განისაზღვრება მისი პლასტიკურობის ხარისხით.

ფეროტიტანის ფასი (ტიტანის მინიმუმ 70 %) 22.12.2010-სათვის შეადგინა $6,82 ერთ კილოგრამზე. 01.01.2010-ისათვის ფასი იყო $5,00 დონეზე - ერთ კილოგრამზე.

მეორე პუნიკური ომი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       მეორე პუნიკური ომი

რომი და კართაგენი

(ომი ჰანიბალის წინააღმდეგ) მოხდა კართაგენსა და რომს შორის ძვ. წ. 218-დან ძვ. წ. 202 წლებში. ეს იყო სამი პუნიკური ომიდან მეორე, ომებს პუნიკური ეწოდა რადგან რომაელები კართაგენელებს პუნიკებს (Punici) უწოდებდნენ.

ძვ. წ. 218 წელს მთელი სამხრეთ ესპანეთი ქალაქ სარგუნტუმის გარდა კართაგენს ემორჩილებოდა. იმ დროს ესპანეთის მმართველი ჰანიბალი იყო. ჰანიბალმა კარგად იცოდა რომ სარგუნტუმის დაკავების მცდელობა რომთან ომს გამოიწვევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ძვ. წ. 218 წელს გაილაშქრა ამ ქალაქზე. ამან მეორე პუნიკური ომის დაწყება გამოიწვია. რომაული ჯარი ორად უნდა გაყოფილიყო, ერთი ნაწილი ერთ კონსულს აფრიკისკენ უნდა წაეყვანა, ხოლო მეორე ნაწილი კი ზღვით ესპანეთში უნდა გადასულიყო, მაგრამ ჰანიბალის მოქმედებებმა ეს გეგმა ჩაშალა.

ძვ. წ. 218 წლის გაზაფხულს ჰანიბალი იტალიისკენ დაიძრა არმიით, რომელშიც 80 ათასი ფეხოსანი, 12 ათასი ცხენოსანი და 37 საბრძოლო სპილო იყო. ალპებზე გადასვლას ჰანიბალის არმია 33 დღე მოუნდა, თან დანაკარგებიც უდიდესი იყო, ჰანიბალს მხოლოდ 20 ათასი ქვეითი, 6 ათასი ცხენოსანი და ორიოდე სპილო დარჩა.

                                                                      

რუქა ძირითადი საბრძოლო მოქედებების მეორე პუნიკური ომის

რომაულ ჯართან პირველი ორი ბრძოლა ტრებიუსის და ტიცინუსის მდინარეებთან ჰანიბალმა მოიგო და მომდევნო წლის გაზაფხულზე გაილაშქრა ეტრურიისკენ. გაიუს ფლამინიუსი თავისი ჯარით დაედევნა ჰანიბალს, ამ უკანასკმელმა კი რომაელები შეიტყუა ვიწყო ველზე ტრასიმენის ტბასა და ბორცვებს შორის, სადაც სასტიკად დაამარცხა რომაელები. როდესაც რომში ამის შესახებ შეიტყვეს, ქალაქში პანიკა დაიწყო, მაგრამ ჰანიბალს არ უცდია რომის დაპყრობა, რადგან ხანგძლივი ალყა დამატებითი რესურსების გარეშე სარისკო იყო. იგი გაემართა სამხრეთით და ცდილობდა იტალიკების რომაელების წინააღმდეგ განწყობას და მათ გამოყენებას.

რომის ჯარს სათავეში დიქტატორი კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი ჩაუდგა. იგი ჰანიბალის ჯარს ფეხდაფეხ მისდევდა, ანადგურებდა სურსათის საწყობებს, თავს ესხმოდა მცირე რაზმებს, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლისგან თავს იკავებდა. მიუხედავად ამ ტაქტიკის წარმატებულობისა, კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსს დიქტატორობის ვადა არ გაუგრძელეს. ძვ. წ. 216 წელს არჩეული იყვნენ ახალი კონსულები, რომლებიც ერს ომის მოკლე ვადაში დასრულებას დაპირდნენ. იმავე წლის ივლისში კანებთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც ჰანიბალმა ისევ გაიმარჯვა.

ამ ბრძლის შემდეგ ჰანიბალის მხარეს გადავიდა სამხრეთ იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი, სიცილიაში -სირაკუზა, მაკედონიელებმა კი შესთავაზეს სამხედრო დახმარება. მიუხედავად ამისა, ეს აღმოჩნდა ჰანიბალის უკანასკნელი დიდი წარმატება, კართაგენის მთავრობამ არ დაუჭირა მას მხარი და არ მიაწოდა დამატებითი რეზერვები, რომაელებმა კი კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსის სტრატეგიით განაგრძეს ომი, რამაც უკვე ძვ. წ. 213 წლისთვის საშუალება მისცა მათ საბრძოლო მოქმედებები იტალიის ტერიტორიის გარეთ გადაეტანათ. ამ წელს მათ გადასხეს ჯარები სიცილიაში, ხოლო ძვ. წ. 211 წელს სირაკუზა ისევ დანებდა რომს.

ესპანეთში გაგზავნეს ახალგაზრდა მხედართმთავარი პუბლუის კორნელიუს სციპიონი, რომელსაც მოგვიანებით აფრიკელი შეარქვეს.

ძვ. წ. 209 წელს მან დაიკავა ახალი კართაგენი (ესპანეთში).

იტალიაშიც რომაელები უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ, მათ დაიბრუნეს ჰანიბალის მხარეს გადასული ქალაქების უმეტესობა. ჰანიბალის მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც მისი ძმის ჯარები, რომლებიც ალპებით გადმოვიდა იტალიაში ჰანიბალის დასახმარებლად, რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს.

ძვ. წ. 205 წელს სციპიონი დაბრუნდა ესპანეთიდან და დაიწყო გეგმის ახალი ეტაპის - აფრიკაში გადასვლის განხორციელება. კართაგენის მმართველებმა დახმარება ჰანიბალს სთხოვეს, რომელიც მიუხედავად იმისა რომ 15 წლის მანძილზე არც ერთი ბრძოლა არ წაუგია, იძულებული გახდა ეღიარებინა იტალიის ლაშქრობის სრული კრახი.

ძვ. წ. 202 წლის გაზაფხულზე ზამასთან ბრძოლაში ჰანიბალი ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად დამარცხდა. მომდევნო წელს ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც კართაგენისთვის ძალიან დამამცირებელი იყო.

მეორე პუნიკური ომის შედეგად კართაგენმა დაკარგა ესპანეთი და ყველა ზღვისგაღმა ტერიტორია, ეკრძალებოდა რომის ნებართვის გარეშე ომების წარმოება და ჩამოერთვა მთელი ფლოტი და საბრძოლო სპილოები. რომი კი ამ ომის შედეგად ხმეთაშუა ზღვის ერთადერთი ჰეგემონი გახდა.

იხ. ვიდეო



კონფუცი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   კონფუცი

(ნამდვილი სახელი კუნგ ფუძიჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. ძვ. წ. 551 , ციუიფუ — გ. ძვ. წ. 479) — ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია - კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ძი („მასწავლებელი კუნი“) ან უბრალოდ ძი - „მასწავლებელი“ (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო)ю
იხ. ვიდეო 20  ბრძნული რჩევა თუ როგორ მოვაწყოთ ცხოვრება

ტრადიციის მიხედვით, კონფუცი ქრისტეშობამდე 551 წელს ჩუნციუს პერიოდში, ქალაქ ციუიფუს (曲阜) მახლობლად დაიბადა (ყოფილი ლუს სახელმწიფო, დღეს შედის შანდუნის პროვინცაში). ადრეული ჟამთაღმწერები მოგვითხრობენ რომ ის დაიბადა ღარიბ თუმცა კეთილშობილ ოჯახში.

კონფუცი იყო მებრძოლთა გვარის წარმომადგენელი. მამამისი შულიანხის (叔梁紇) ორ ბრძოლაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა მიღებული და ფეოდალურ მამულს ფლობდა. ში ჯი-ში (ისტორიული ჩნაწერები)(史記), რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ შეიქმნა წერია, რომ კონფუცი უკანონო ქორწინების შედეგად იშვა.

კონფუცი 3 წლის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა, მას შემდეგ ის დედამისთან სიღარიბეში იზრდებოდა. მისი სოციალური მდგომარეობა დაკავშირებული იყო მზარდ ში (士) კლასთან. ამ კლასის სტატუსი იყო შუალედური, აზნაურთა და ჩვეულებრივ მოკვდავებს შორის. ეს მათ საკუთარი ნიჭის წყალობით სოციალური სტატუსის მოპოვების საშუალებას აძლევდა . გადმოცემის თანახმად კონფუცს ბავშვობაში უყვარდა სამსხვერპლოზე ბრინჯაოს სარიტუალო ლარნაკების მიტანა.19 წლის ასაკში ის ახალგაზრდა ქი გუანზე (亓官) დაქორწინდა, მალევე ეყოლათ პირველი ვაჟი - კონგ ლი, (孔鯉). ითვლება რომ ის მუშაობდა როგორც მეცხვარე, მენახირე, წვრილი მოხელე და ბუღალტერი. დედამისი გარდაიცვალა როდესაც კონფუცი 23 წლის იყო, რის გამოც მან 3 წელი გლოვაში გაატარა.

იხ. ვიდეო კონფუცი

                         კონფუციანელობა

დაჩენგის დარბაზი, ციუფუში არსებული კონციალუნი ტაძრის მტავარი დარბაზი

ჩინელი ფილოსოფოსის კონფუცის (კონფუცი შეიძლება ითარგმნოს, როგორც: „მასწავლებელი კუნი“, დ.551-გ.478) მიერ ჩამოყალიბებული ეთიკურ ფილოსოფიული სისტემა. ის არის მორალის, სოციალური წყობის, პოლიტიკის, ჩინური ფილოსოფიის და რელიგიის კომპლექსური სისტემა. მას რამდენიმე აღმოსავლურ ქვეყანაში აქვს მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რატომაც შეიძლება სახელმწიფო რელიგიადაც მივიჩნიოთ.

კონფუციანელობის გავრცელების ძირითადი ქვეყნებია: ჩინეთიტაივანიკორეაიაპონიავიეტნამი და ქვეყნები, სადაც დიდია ჩინური მოსახლეობა, მაგალითად სინგაპური. კონფუციანელობას დაახლოებით 1.5 მილიარდი მიმდევარი ჰყავს.

კონფუციანელობის მიხედვით ადამიანს შეუძლია განვითარება საკუთარი ძალების მობილიზებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკუთარ თავზე მუშაობას, თვით-განვითარებასა და თვით-შექმნას. მისი მთავარი იდეაა სათნოებისა და მორალის სრულყოფილებაში მოყვანა. ის მოუწოდებს თუნდაც სიცოცხლეზე თქვან უარი თუ კი ამას მორალური ღირებულებები მოითხოვს.







ნიკელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ნიკელი

ნიკელის დაახლოებით სამ სამტიმეტრიანი ნაჭერი

ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Ni (ლათ. Niccolum - წარმოდგება გერნმანული სახელწოდებიდან "რუდი" -კუფვერნიკელი) და მისი ატომური ნომერია 28. მოვერცხლოსფრო-თეთრი მბზინვარე ლითონი მცირე ოქროსფერი შეფერილობით ერთ-ერთია იმ ოთხი ფერომაგნიტურ ელემენტებს შორის, რომლებიც არსებობენ ოთახის ტემპერატურაზე; დანარჩენი სამია რკინაკობალტი და გადოლინიუმი. იგი იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეათე ჯგუფში.

                                                                   

28
Никель
58,6934
3d84s2

ნიკელის გამიყენების მაგალითები ცნობილია ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 3500 წლის წინათ, მაგრამ პირველად გამოყო და მისი ქიმიურ ელემენტად კლასიფიკაცია მოახდინა შვედმა ქიმიკოსმა კროონსტეტმა 1751 წელს, რომელსაც თავდაპირველად მისი შენადნობი აერია სპილენძის მინერალში. უფრო სუფთა სახით იგი მიღებული იყო 1804 წელს გერმანელი ქიმიკოსის ი. რიხტერის მიენიკელის უდიდესი მომპოვებელი კვანძები განლაგებულია კანადაში - სადბერის კრატერირუსეთში - ნორილსკი და ახალ კალედონიაში. დედამიწის ქერქში ნიკელის შემცველობაა 5,8•10−3%. ლითონი კოროზიისადმი მაღალი მდგრადობით გამოირჩევა, რის გამოც მას იყენებენ სხვა ლითონების დასაფარად, მონეტების წარმოებაში, მაგნიტებსა და მრავალი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოსა თუ ნივთის დასამზადებლად.
იხ. ვიდეო ნიკელი
ფიზიკური მახასიათებელი - ნიკელი და მისი ნაერთები ტოქსიუკრია და კანცეროგენული. ნიკელი შეიძლება იყოს გამოწვევი ალერგიის. კანთან კონტაქტში (სამკაულები, საათები, ჯინსის მოქლონები). ნიკელი დასახელდა "წლის ალერგენად" ამერიკის კონტაქტური დერმატიტის საზოგადოების მიერ 2008 წელს. ევროკავშირი ზღუდავს ნიკელის შემცველობას იმ პროდუქტებზე, რომლებიც ადამიანის კანს უკავშირდება.ბილოგიური როლი - ნიკელი მიეკუთვნე მიკროელემენტს რ-იც საჭიროა ორგანიზმის განვითარებისთვის.მუხედავა ამისა მისი როლი ორგანიზმიში ცნიბილია ცორა არამ არის. ცნობილია, რომ ნიკელი მონაწილეობს ფერმეტულ რეაქციებში ცხოველებსა და მცენარეებში. ცხოველებში ის გროვდება განსაკუთრებით კერატინულ ქსოვილებში განსაკუთრებულად ბმუბულებში.
რუსეთში არ არის აკრძალული ნიკელის გამოყენება სამკაულებსა და სამედიცინო აღჭურვილობაში მისი ქიმიური ინერტულობის გამო. ნიკელს შეუძლია შეაჩეროს ადრენალინის მოქმედება და დაბალი არტერიული წნევა. ნიკელის გადაჭარბებული მიღება იწვევს ვიტილიგოს. ნიკელი დეპრესია პანკრეასასა და პარაიროიდულ ჯირკვლებში. ნიადაგში ნიკელის მომატებული შემცველობა იწვევს ენდემურ დაავადებებს - მახინჯი ფორმები ჩნდება მცენარეებში, ცხოველებში - თვალის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია რქოვანაში ნიკელის დაგროვებას [წყარო მითითებული არ არის 58 დღე]. ტოქსიკური დოზა (ვირთხებისათვის) - 50 მგ . განსაკუთრებით საზიანოა ნიკელის აქროლადი ნაერთები, კერძოდ, მისი ტეტრაკარბონილი Ni (CO) 4. ნიკელის ნაერთების MPC ჰაერში არის 0.0002-დან 0.001 მგ / მ 3-მდე (სხვადასხვა ნაერთებისთვის).
მე-20 ს-ში აღმოცენილ იქნა , რომ პანკრეატიტი ძალიან მდიდარია ნიკელით. ინსულინის შეყვანის შემდეგ ნიკელის შეყვანისას ორგანიმზმში ინსულინინის მოქედება ხაგრძლივდება და ამით ჰიპოგლიკემიური აქტივობა იზრდება. ნიკელი გავლენას ახდენს ფერმეტულ პროცესებზე, ასკორბინის მჟავის დაჟანგვაზე, აჩქარებს სულფიდების ჯგუფის გაადსვლას დისულფიდულ ჯგუფში.





суббота, 17 апреля 2021 г.

წიწმატი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               წიწმატი

(ლათ. Lepidium sativum) — ერთწლოვანი მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისაღერო 30-60 სმ-მდე იზრდება, ძლიერ დატოტვილია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებრ განკვეთილი ან მთლიანი, ზედა — მჯდომარე მთლიანი. ყვავილი თეთრია, მრავალრიცხოვანი. ნაყოფი პატარა ჭოტაკია. წიწმატი ადრეულა, სიცივეგამძლე მცენარეა. სამშობლოდ მიჩნეულია ირანი.

ველურად გვხვდება აზიასა და აფრიკაში, იზრდება საქართველოშიც. ფოთოლი შეიცავს მინერალურ მარილებს, C ვიტამინს, კაროტინს, იოდსა და რკინას. იყენებენ კულინარიაში. გურიაში უწოდებენ წიწმარიტს, სამეგრელოში წიწმარტეს

იხ. ვიდეო

ქიმ. შეადგენლობა - ახალ ფოთლები მდიდარია კალიუმი, ფოსფორი, იოდი, რკინა, მაგნიუმი, გოგირდი, სპილენძი და სხვ. ასევე შეიცავს ასკორბინის მჟავას (იგივე ცე ვიტამინს) ვატამინების ბ ჯგუფებს, კაროტინს, ტიამინს, რუტინს, რიბოფლავონიებს, მდოგვის ეთერულ ზეთს, გლიკოზიდის პროსპოლინი რ-იც მას ძლევს სპეციფიკურ სუნს და გემოს. ფესვები შეიცავს მწარე ნივთიერებას ლოპედინს. თესლი შეიცავს 50-60% ნახევრადგამშრალ ცხიმოვან ზეთს.
სამედიცინო დანიშნულებით წიწმატს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ ასევე საბერძნეთში და რომში. ახალი ფოთლებს აქვს სასიმუვნო შეგრძნების გემო, მწარე და მკაფიო, რ-იც ხან ძირტკბილას გვაგონებს ხან ბოლოკს. გამოიყენება მხოლოდ ნედლად და ახალ დაკრეფილად ამატებენ სალათებს, ხორცს, თევზს, ონლეტებს პადლივკებს და სუფებს.
წიწმატი აუმჯობესებს კუჭნაწლავთა მუშაობას, ძილს აგვარებს, გემოს აღაგზნებს, აქვს ანტიმიკრობული და შარდმდენი მოქედება, წევს წნევას დაბლა, უცვლელია სასუნთქი ზგების დაავადებების დროს.
ახალი წვენი ბალახიდან გამოწურული, დალიოთ ხველის დროს. ასკორბინის მჟავის შემცველობის გამო, მას აქვს ანტიმკრორბული მოქმედება. საჰაერო ნაწილი და ფესვები, რომლებიც შეიცავს მწარე ნივთიერებას ლეპიდინს, იყენებდნენ სიცხისთვის; ფოთლებიდან წვენს იყენებდნენ ანემიისთვის, დაქუცმაცებული თესლიდან ფხვნილს - მდოგვის თაბაშირების ნაცვლად. გამხმარი დაქუცმაცებული თესლისა და მწვანილისგან მიღებულ მალამოს იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში ალერგიის, მუნის და ჭრილობების სამკურნალო საშუალებად.





SpaceX Crew-2

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              SpaceX Crew-2


მეორე საექსპლუტაციო ფრენა შეცვლა ეკიპაჟის საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე მრავალჯერადი გამოყენების 
Crew Dragon კომპანია SpaceX ნასას კომერციული ეკიპაჟების პროგრამის ფარგლებში.
გაშვებადაგეგმილია 2021წ-ის 22 აპრილს.
საერთაშორისო სადგურზე ხანგრძლივი ექსპრდიცია 65 და 66.
იხ. ვიდეო

The SpaceX Crew-2 is scheduled to arrive at the ISS on 24 April 2021, well ahead of the launch and docking of the Nauka module launching on a Proton-M rocket on 15 July 2021 that will carry a portion of the European Robotic Arm (the other portion arrived aboard the STS-132 Space Shuttle mission on 16 May 2010, and is attached to the Rassvet module).

იხ. ვიდეო



უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...