понедельник, 19 апреля 2021 г.

კონფუცი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   კონფუცი

(ნამდვილი სახელი კუნგ ფუძიჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. ძვ. წ. 551 , ციუიფუ — გ. ძვ. წ. 479) — ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია - კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ძი („მასწავლებელი კუნი“) ან უბრალოდ ძი - „მასწავლებელი“ (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო)ю
იხ. ვიდეო 20  ბრძნული რჩევა თუ როგორ მოვაწყოთ ცხოვრება

ტრადიციის მიხედვით, კონფუცი ქრისტეშობამდე 551 წელს ჩუნციუს პერიოდში, ქალაქ ციუიფუს (曲阜) მახლობლად დაიბადა (ყოფილი ლუს სახელმწიფო, დღეს შედის შანდუნის პროვინცაში). ადრეული ჟამთაღმწერები მოგვითხრობენ რომ ის დაიბადა ღარიბ თუმცა კეთილშობილ ოჯახში.

კონფუცი იყო მებრძოლთა გვარის წარმომადგენელი. მამამისი შულიანხის (叔梁紇) ორ ბრძოლაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა მიღებული და ფეოდალურ მამულს ფლობდა. ში ჯი-ში (ისტორიული ჩნაწერები)(史記), რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ შეიქმნა წერია, რომ კონფუცი უკანონო ქორწინების შედეგად იშვა.

კონფუცი 3 წლის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა, მას შემდეგ ის დედამისთან სიღარიბეში იზრდებოდა. მისი სოციალური მდგომარეობა დაკავშირებული იყო მზარდ ში (士) კლასთან. ამ კლასის სტატუსი იყო შუალედური, აზნაურთა და ჩვეულებრივ მოკვდავებს შორის. ეს მათ საკუთარი ნიჭის წყალობით სოციალური სტატუსის მოპოვების საშუალებას აძლევდა . გადმოცემის თანახმად კონფუცს ბავშვობაში უყვარდა სამსხვერპლოზე ბრინჯაოს სარიტუალო ლარნაკების მიტანა.19 წლის ასაკში ის ახალგაზრდა ქი გუანზე (亓官) დაქორწინდა, მალევე ეყოლათ პირველი ვაჟი - კონგ ლი, (孔鯉). ითვლება რომ ის მუშაობდა როგორც მეცხვარე, მენახირე, წვრილი მოხელე და ბუღალტერი. დედამისი გარდაიცვალა როდესაც კონფუცი 23 წლის იყო, რის გამოც მან 3 წელი გლოვაში გაატარა.

იხ. ვიდეო კონფუცი

                         კონფუციანელობა

დაჩენგის დარბაზი, ციუფუში არსებული კონციალუნი ტაძრის მტავარი დარბაზი

ჩინელი ფილოსოფოსის კონფუცის (კონფუცი შეიძლება ითარგმნოს, როგორც: „მასწავლებელი კუნი“, დ.551-გ.478) მიერ ჩამოყალიბებული ეთიკურ ფილოსოფიული სისტემა. ის არის მორალის, სოციალური წყობის, პოლიტიკის, ჩინური ფილოსოფიის და რელიგიის კომპლექსური სისტემა. მას რამდენიმე აღმოსავლურ ქვეყანაში აქვს მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რატომაც შეიძლება სახელმწიფო რელიგიადაც მივიჩნიოთ.

კონფუციანელობის გავრცელების ძირითადი ქვეყნებია: ჩინეთიტაივანიკორეაიაპონიავიეტნამი და ქვეყნები, სადაც დიდია ჩინური მოსახლეობა, მაგალითად სინგაპური. კონფუციანელობას დაახლოებით 1.5 მილიარდი მიმდევარი ჰყავს.

კონფუციანელობის მიხედვით ადამიანს შეუძლია განვითარება საკუთარი ძალების მობილიზებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკუთარ თავზე მუშაობას, თვით-განვითარებასა და თვით-შექმნას. მისი მთავარი იდეაა სათნოებისა და მორალის სრულყოფილებაში მოყვანა. ის მოუწოდებს თუნდაც სიცოცხლეზე თქვან უარი თუ კი ამას მორალური ღირებულებები მოითხოვს.







Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...