воскресенье, 11 апреля 2021 г.

ძალოსნობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ძალოსნობა

 
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე

სპორტის ოლიმპიური სახეობა. წარმოადგენს შეჯიბრებას შტანგის აწევაში. ოფიციალური შეჯიბრების თანამედროვე პროგრამა მოიცავს ატაცს, ორივე ხელით შტანგის აკვრას და ვარჯიშების შედეგების ჯამს. ატაცის დროს შტანგას ფიცარნაგიდან ზევით წევენ ერთი განუწყვეტელი მოძრაობით; აკვრის დროს — ორ მომენტად, გულმკერდზე და გულმკედრიდან. 1934–72 წლებში მიღებული იყო ეგრეთ წოდებული კლასიკური სამჭიდი — აჭიმვაატაცი და აკვრა.

ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1896 წლიდან; ქალთა შორის — 1988-დან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის 1891 წლიდან; ქალთა შორის — 1986 წლიდან; ოლიმპიური სახეობაა: 1896 წლიდან (არ იყო შეტანილი 1900, 1908 და 1912 წლების თამაშების პროგრამაში) — კაცები, 2000 წლიდან — ქალები.

ვარჯიში და შეჯიბრება სიმძიმეების აწევაში ცნობილია კაცობრიობის ისტორიის უძველესი პერიოდიდან. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია დაარსდა 1905 წლის 10 ივნისს დუისბურგში და აერთიანებს 187 ქვეყანას. საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 1 ივლისს და 1993 წლის 1 იანვრიდან ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის წევრია.

ქართველი ძალოსნებიდან ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს 4-გზის გამარჯვებულია ლაშა ტალახაძე, რომელმაც ამავდროულად 109+ კგ კატეგორიაში აკვრაში 264 კგ აწევით მსოფლიოს ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანის (1952), კახი კახიაშვილის (1992) და გიორგი ასანიძის (2004) შემდეგ. ქართული ძალოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გიორგი ჩიკვაიძეს, კონსტანტინე ზაუტაშვილს, მამია ჟღენტს, დიმიტრი კაპცოვს, რობერტ ტატიშვილს და სხვებს

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...