суббота, 10 апреля 2021 г.

ბადრიჯანი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - 

                           ბადრიჯანი


(ლათ. Solanum melongena) — მრავალწლოვანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. სითბოსა (20-30 °C) და ტენის მოყვარული კულტურა.

მისი სამშობლოა აღმოსავლეთი ინდოეთი. ველურად იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი, მიანმარი და სხვა), ტროპიკულ სარტყელში კულტივირებულია მრავალწლოვან მცენარედ. ამიერკავკასიის რესპუბლიკებში, რუსეთსა და უკრაინის სამხრეთით, მოლდოვასა და შუა აზიაში მოჰყავთ ღია გრუნტზე.

ნაყოფი შეიცავს (%-ობით): 7,1-11 მშრალ ნივთიერებას, 2,7 - 4 შაქარს, 0,6-1,4 ცილას, 0,1-0,4 ცხიმს, აგრეთვე კალციუმისფოსფორისრკინისა და სხვა მარილებს. ბადრიჯანს იყენებენ საკონსერვო წარმოებასა და კულინარიაში. გავრცელებული ჯიშები: დელიკატესი 163, დონური 14, გრძელი იისფერი 239, სიმფეროპოლური 105, საკონსერვო 10 და სხვა.

მოსავლიანობა 1530 ტ/ჰა. სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის ქვეყნებში ბადრიჯანი მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი კულტურა ჩითილის გამოყვანის მეთოდით. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ბადრიჯანი ცნობილი ყოფილა XII საუკუნემდე. ხალხური სელექციით შექმნილია ადგილობრივი ჯიშები. რესპუბლიკაში დარაიონებული ჯიშებია: გარდაბნული, ბულგარული 014, შავგვრემანი. ბადრიჯნის მავნებლებია: მინდვრის ბაღლინჯომახრასებრნი და სხვა. დაავადებანი: მშრალი სიდამპლეფილტოფთორა, ჭკნობა.

იხ. ვიდეო

გარეულ გარემოში ბადრიჯანი წარმოშიბით შუა აღმოსავლეთიდან და ინდოეთიდან. ზუსტად მანდ შეიძება შევხდეთ შრეული წიანპარს ბადრიჯანის, რ-იც წარმიშო ველუს გარემოში. პირველად მისი ლულტივირება მოახდინეს დაახლ. 1500წ-ის წინ იმ მხარეში რასაც ადასტურებს უძველესი სანსკრიტული ტექსტებში. ეს ბოსტნეული არაბებმა გაავცელეს მე19 საუკუნეში აფრიკაში.



   

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...