среда, 28 апреля 2021 г.

სილამაზე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 სილამაზე

ადამიანის (ქალის) სილამაზე

 ესთეტიკური კატეგორია, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. დამკვირვებელი ობიექტის მიმართ განიცდის ესთეტიკურ ტკბობას. სილამაზე წარმოადგენს კულტურის უმნიშვნელოვანეს კატეგორიას. მისი აბსოლუტური ხარისხია შესანიშნაობა. ამასთან ერთად, სილამაზე არის ზოგადი და ნაირგვარი გაგება, ხშირ შემთხვევაში ეკლექტიკური.

ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.

                                                                         

ბუნებსი სილამაზე

რომანტიზმის პერიოდში ედმუნდ ბერკმა მიუთითა განსხვავებისაკენ სილამაზესა და მის კლასიკურ მნიშვნელობასთან, განდიდებასთან. სილამაზის პოსტმოდერნიზმის უარყოფის შემდეგ, როჯერ სკრუტონი და ფრედერიკ ტერნერი დაუბრუნდნენ სილამაზეს როგორც უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. ამერიკელმა ფილოსოფოსმა გაი სირსელომ შემოგვთავაზა სილამაზის ახალი თეორია როგორც დადასტურება სილამაზის სტატუსისა და მნიშვნელობისა ფილოსოფიის ადგილში. ელეინ სკარი აგრეთვე ამტკიცებს, რომ სილამაზე დაკავშირებულია სამართლიანობასთან.

                                                                              

                    ყვავილები ბუნებრიივი სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე ნათელ ნიმუშდ ითვლება

ფიზიკური სილამაზის გარდა საზოგადოებრივ კულტურაში ჩამოყალიბდა გაგება სულიერ სილამაზეზე. აღნიშნული კატეგორია მიესადაგება ყველა ადამიანს სქესისა და ასაკის განურჩევლად და განსაზღვრავს სიბრძნესთან მიმართებას, პატიოსნებას, სტაბილურობას, ადამიანის წესიერებას. ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზოგადად ახალგაზრდა ადამიანებისთვის აღნიშნულ გაგებაში ჩართულია აგრეთვე ისეთი დახასიათება როგორიც არის უმანკოება, უბიწოება და სხვ.

ზოგადად სიტყვახმარებაში სილამაზე არაერთმნიშვნელოვანია. მაგალითად, არსებობს სილამაზე, რომელიც მიმართულია ბუნების რომელიმე ობიექტის, ადამიანის (ხშირად ქალის) და სხვ. მიმართ.

სილამაზეს აქვს საპიროსპირო გაგება სიმახინჯე — ადამიანის საკუთრება ან საგანია, რომლის გამომეტყველება არასასიამოვნოა და შედეგად შეფასების თვალსაზრისით საწინააღმდეგოა.

                                                             

კონკურსი ,, მისს დედამიწა 2008''
ქალისა და მამაკაცის სილამაზეა, როდესაც საპირისპირო სქესს მოსწონს. ქალის / კაცის როგორც ჩვენი შესაძლო პარტნიორად აღქმა, არასდროს ვცდებით, რომელ სქესს რა სჭირდება. აქ მოქმედებს "წინა თაობების გამოცდილება". ადამიანის სხეულის მრავალმხრივი განვითარება დიდი სირთულეებით მიიღწევა - ისევე, როგორც ყველა სხვა მიღწევაში.

იხ.ვიდეო







Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...