ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ტიტუს ლივიუსი
არსებობს მოსაზრებები რომ პირველი წიგნები დაიწერა ძვ. წ. 27 — ძვ. წ. 25 წლებში, IX წიგნი დაიწერა ძვ. წ. 20 წელს, ხოლო უკანასკნელი წიგნები ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ. ავტორს ალბათ სურდა ნაშრომის დასრულება პირველი იმპერატორის სიკვდილით, მაგრამ ვერ მოასწრო.
ნაწარმოების დეკადებად დაყოფა და მის ბაზაზე მოკლე თხზულებების შედგენა დაახლოებით IV საუკუნიდან დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადმოცემული თხზულებებიდან პერიოქები არის.
ლივიუსი თავის ნაშრომებში უფრო ადრინდელ ისტორიკოსებს ეყრდნობოდა (უმცროსი ანალისტები): ლუციუს ელიუს ტუბერონუსს, გაიუს ლიცინიუს მაკრუსს, ვალერიუსს ანციუმიდან, ფაბიუს პიქტორს, კალპურნიუს პიზონს, კლავდიუს კვადრიგირიუსს და პოლიბიუსს.
ლივიუსის მიერ გადმოცემული ფაქტები იმდენად სანდოა, რამდენადაც მისი წყაროები. თვითონ იგი აკრიტიკებს რომის დაარსების ტრადიციულ ლეგენდას და გვთავაზობს ისტორიულად უფრო მისაღებ ვერსიას.
ლივიუსის ნაშრომი გაჟღენთილია პატრიოტული სულისკვეთებით. იგი ახდენს წარსულის იდეალიზაციას და გმობს მისი თანამედროვეების მორალურ და ზნეობრივ დაცემულობას. მისი ასეთი სულისკვეთება და მორალიზმი ავგუსტუსის პოლიტიკას კარგად შეეფერებოდა. ლივიუსი აქცენტს აკეთებს ცალკეულ გამოჩენილ პიროვნებებზე, მათ გმირობებზე და მორალურ თვისებებზე. დაწვრილებით აღწერს მათ საქმიანობას და გადმოსცემს მათ სიტყვით გამოსვლებს. ეს სიტყვები ძალიან კარგადაა დამუშავებული ლივიუსის მიერ. ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში 400 წარმოთქმულ სიტყვას ვხვდებით.
ტიტუს ლივიუსის ნაშრომი ლიტერატურული თვალსაზრისით მართლაც უბადლოა. გადმოცემის ნიჭით და დრამატიზაციით იგი ახერხებს წარსულის სურათების გაცოცხლებას. მისი შესანიშნავი პროზის სტილი არ ჩამოუვარდება ციცერონისას.
ლივიუს ასევე ეკუთვნის ჩვენამდე არ მოღწეული ისტორიულ-ფილოსოფიური დიალოგები და რიტორიკული ნაწარმოები, რომელიც შვილისადმი წერილის ფორმითაა მოცემული. მათში იგი ალბათ თავის კრედოს გადმოსცემდა. ბერძნული ავტორებიდან იგი დემოსფენეს სტილს მიიჩნევდა საუკეთესოდ, ხოლო რომაელებიდან ციცერონისას.
ლივიუსი აგრეთვე ითვლება ალტერნატიული ისტორიის ფუძემდებლად. მან აღწერა ალექსანდრე მაკედონელის და რომაელების ბრძოლის შესაძლებლობა, მაკედონელს რომ უფრო მეტხანს ეცხოვრა.
ქრონოლოგიურად ლივიუსი წარმოადგენს კლასიკურისა და ეგრეთ წოდებული ვერცხლის ხანის ლათინურს შორის გარდამავალ ეტაპს.
ლივიუსმა სწრაფად მიაღწია წარმატებას, მის ნაშრომებს ძალიან დადებითად აფასებდნენ სენეკა უფროსი, სენეკა ფილოსოფოსი, კვინტილიანუსი და პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი
იხ. ვიდეო
ღვთიური კანონების შემოქმედ ნუმას მსგავსად, შეუდგა ხანგრძლივი მშვიდობისათვის უდიდეს საქმესა და სამოქალაქო წესრიგისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების აღსრულებას საზოგადოების ყველა ფენა შესაფერისი პატივის მიხედვიტდაყო და გაანაწილა. მანვე დაადგინა ცენზი, რომლის მიხედვითაც როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს თითეული მოქალაქის მდგომარეობა განისაზღვრებოდა მატერიალური ღირებულებების (ქონების) და არა პიროვნული ღირსების მიხედვით, როგორც მანამდე. იმ დროსვე განისაზღვრებოდა სწორედ ამ ცენზზე დაფუძნებული კლასები და ცენტურიები.
იხ. ვიდეო - ტიტუს ლივიუსი - დიდი რომაელი ისტორიკოსის გასაოცარი ფრაზები და ბრძნული გამონათქვამები - ტიტუს ლივიუსი რომაელი ისტორიკოსი (ძვ. წ. 59-ჩვ. წ. 17), რომელმაც დაწერა უძველესი რომისა და რომაელი ხალხის ისტორია - „რომის ისტორია - ქალაქის დაარსებიდან“. 142 წიგნიდან 35-მა მოაღწია თანამედროვე ეპოქამდე.