ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ყაზახეთი
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა — ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კმ² ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ის წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთს, ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2 717 000 კვ. კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილი, ირტიში და იშიმი, ტბები - არალის, ბალხაშისა და ზაისანის.
- მოსახლეობა — ყაზახეთის მოსახლეობა შეადგენს 16 967 000 კაცს (2013), ხოლო მათი ეთნიკური კუთვნილება 2009 წლის მიხედვით შემდეგია: 63,1 % ყაზახი, 23,6 % რუსი, 2,9 % უზბეკი, 2,8 % უკრაინელი, 1,5 % გერმანელი, 1,4 % უიღური, 1,3 % თათარი, 4,3 % სხვა.
- სახელმწიფო ენები — ყაზახური და რუსული.
- რელიგია — ისლამი და ქრისტიანობა.
- დედაქალაქი — ნურ-სულთანი (288 ათასი, 1997 წლის 1 დეკემბრიდან).
- დიდი ქალაქები — ალმათი (1 328 ათასი), ნურ-სულთანი (775), შიმკენტი (629), ყარაღანდა (459), ტარაზი (398), პავლოდარი (354), უსტ-კამენოგორსკი (344), სემეი (312), ურალსკი (255).
Комментариев нет:
Отправить комментарий