суббота, 25 сентября 2021 г.

ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს 

სატელევიზიო დადგმა
სერგოს და მაშიკოს ძალიან უყვართ ერთმანეთი და დაქორწინება სურთ, მაგრამ სერგოს ვალის გამო მაშიკოს დედა, ქალბატონი ელისაბედი, ახალგაზრდებს არ აძლევს ქორწინების უფლებას. ბატონი ოსეფი, სერგოს მამა, არ ასტურებს სერგოს ვალს.  ის ძალიან ძუნწია.მას სურს კიდევ, რომ მაშიკოს დედამ გადაიხადოს. საბრალო სერგოს კი წლები არ ეყოფა მის გასტუმრებლად. მაშიკოს ძმა, აპოლონი, რომელსაც ძალინ უყვარს ხუმრობა, ატყუებს ოსეფას, რომ    მაშიკო მოკვდა. ელისაბედს ეუბნება, რომ სერგო გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბატონი ოსეფა და  ბატონი ელისაბეტი შავებში დადიან და ერთმანეთს უთანაგრძნობენ. სერგოს ტკივილის შესამსუბუქებლად, ოსეფა თავის შვილს ვალის გადასახდელად ფულს აძლევს.მალე აპოლონის ტყუილს ფარდა აეხდება და მაშიკო და სერგო ქორწინდებიან
იხ. ვიდეო ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს



                                 ვოდევილი

(ფრანგ. vaudeville) — მსუბუქი ხასიათის კომედიური პიესა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ინტრიგა, მოქმედების სწრაფი განვითარება, ანეგდოტური სიტუაციები, ხუმრობა, კალამბური, მოულოდნელი, მაგრამ კეთილი დასასრული, მუსიკის თანხლება, სასიმღერო კუპლეტები და ცეკვა. დრამის ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც გამოეყო კომედიას და დასრულებული სახით ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის საფრანგეთში, ბურჟუაზიული რევოლუციის დროს. ვოდევილის ფუძემდებელია ე. სკრიბი. რუსეთში ვოდევილი ჩნდება XIX საუკუნის დასაწყისში და იძენს ისტორიულ-ეროვნულ მოტივებს. მოგვიანებით ვოდევილში ჩნდება დემოკრატიული ტენდენციები და სინამდვილის მახინჯი მხარეების მხილება. ქართული ვოდევილის პირველი ნიმუშები ეკუთვნის რ. ერისთავს („ბიძიასთან გამოხუმრება“, „მასწავლებელი სოფლის სკოლისა, ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“). კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში 60-იანი წლებიდან დიდი წარმატებით იდგმებოდა „ძველი ვოდევილები“.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...