ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჯეიმზ მედისონი
(ინგლ. James Madison; დ. 16 მარტი 1751 — გ. 28 ივნისი 1836) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-4 პრეზიდენტი 1809-1817 წლებში. იგი იყო აშშ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და აშშ-ის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი. 1788 წელს მან დაწერა „ფედერალისტის“ (Federalist Papers) მესამედი, რომელიც დღემდე ითვლება კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს კომენტარებად. მედისონი იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც მანამდე მოღვაწეობდა აშშ-ის კონგრესში. იგი იყო აშშ-ის პირველი კონგრესის ლიდერი, მის მიერ იქნა შემუშავებული აშშ-ის ძირითადი კანონების დიდი ნაწილი, იგი იდგა კონსტიტუციაში პირველი ათი შესწორების უკან და ასევე ცნობილია როგორც „უფლებათა შესახებ კანონპროექტის მამად“ (Father of the Bill of Rights).[1] როგორც პოლიტიკურ თეორეტიკოსს მედისონს მიაჩნდა, რომ ახალი რესპუბლიკას სჭირდებოდა კონტროლი და წონასწორობა, რათა დაეცვათ პიროვნების უფლებები უმრავლესობის ტირანიისგან.
იხ. ვიდეო
როგორც წარმომადგენელთა პალატის ლიდერი, იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა პრეზიდენტ ვაშინგტონთან, რათა ჩამოეყალიბებინათ ფედერალური მთავრობა. ხაზინის მდივან ალეგზანდერ ჰამილტონთან დაპირისპირების გამო, მედისონმა და თომას ჯეფერსონმა ჩამოაყალიბეს, როგორც ისინი უწოდებდნენ, რესპუბლიკური პარტია (შემდგომში დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია), რომელიც ეწინააღმდეგებოდა ფედერალისტებს წამყვან პოლიტიკურ საკითხებში, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის და ჯეის ხელშეკრულების საკითხებში. ჯეფერსონთან ერთად იგი იყო ფარული თანაავტორი კენტუკისა და ვირჯინიის რეზოლუციისა Alien and Sedition Acts პროტესტის ნიშნად.
იხ. ვიდეო
როგორც სახელმწიფო მდივანი ჯეფერსონის ადმინისტრაციაში, მედისონი ხელმძღვანელობდა ლუიზიანის შესყიდვას, რითაც ქვეყნის ზომა ორჯერ გაიზარდა, და 1807 წლის ემბარგოს კანონს. პრეზიდენტის რანგში იგი ხელმძღვანელობდა ქვეყანას 1812 წლის ომში დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. ომის მიმდინარეობის დროს და ასევე ომის შემდეგ მედისონმა ბევრი პოზიცია შეიცვალა. 1815 წლისთვის მან მხარი დაუჭირა მეორე ეროვნული ბანკის და ძლიერი არმიის შექმნას, ასევე მაღალ ტარიფებს ომის დროს შექმნილი ახალი ქარხნების დასაცავად.
Комментариев нет:
Отправить комментарий