ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ვუდი ალენი
ინოდაჯილდოებების მთლიანი კონცეფცია სისულელეა. ჩემს ნამუშევრებზე სხვა ადამიანების შეფასება არ მაინტერესებს, რადგან თუ შენ იღებ ჯილდოს, რომელსაც დამსახურებისთვის იღებ, მაშინ უნდა აღიარო მათივე შეფასება ხოლმე, როდესაც გეუბნებიან, რომ შენი ფილმი არ ვარგა“ ვუდი ალენი მეუღლესთან ერთად სუნ-პრევენი (2009) |
ეს წესი მან ერთადერთხელ, 2002 წლის ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიაზე დაარღვია.
1980-1992 წლებში ალენს ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ მია ფეროუსთან. რომელმაც მის ბევრ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1993 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვუდი ალენმა თავისი შვილობილი, 7 წლის დილან ფეროუ გააუპატიურა. ეს სკანდალი გახდა ვუდი ალენისა და მია ფეროუს დაშორების მიზეზი.
2005 წელს ვუდი ალენმა გადაიღო ფილმი „მატჩ პოინტი“. ფილმი თემატურად ეხმიანება ალენისვე ადრეულ, 1989 წლის ფილმს „დანაშაულებები და ცუდი საქციელები“ და ფიოდორ დოსტოევსკის რომანს „დანაშაული და სასჯელი“. ფილმში განხილულია სამყაროში სამართლიანობის და სასჯელის არსებობის თემა.
2011 წელს ალენმა გამოუშვა ფილმი „შუაღამე პარიზში“, რომელიც კრიტიკოსებმა დადებითად შეფასეს. მას ხშირად უწოდებენ ალენის საუკეთესო ფილმს 1994 წლის „ტყვიები ბროდვეის თავზეს“ შემდეგ. რეჟისორმა კი დაიმსახურა ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო სცენარისთვის. 2014 წელს ალენმა მიიღო ოქროს გლობუსის სესილ დემილის სახელობის ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.
იხ. ვიდეო ვუდი ალენი - ცნობილი რეჟისორის ციტატები დაგამონათქვამები
Комментариев нет:
Отправить комментарий