среда, 1 сентября 2021 г.

ნახშირწყალბადი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                             ნახშირწყალბადი

ოქტანი - ნახშირწყალბადი, რომელიც გვხდება ნავთობში, სურ. შავი სფეროები გამოსახავენ ნახშირბადის ატომებს, ხოლო თეთრი - წყალბადის
 (HC) ეწოდება ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მხოლოდ ნახშირბადისა (C) და წყალბადის (Hატომებისაგან შედგებიან. ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnHm, სადაც n და m მთელი ნატურალური რიცხვებია.

ახშირწყალბადების დასახარისხებლად გამოიყენება მათი განდასება აღნაგობისა და შედგენილობის მიხედვით. შედგენილობის მიხედვით ნახშირყალბადები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან :

  • ნაჯერი ნახშირწყალბადები — მათი ნახშირბადოვანი ჯაჭვი მხოლოდ მარტივი ბმებისაგან შედგება. ნაჯერი ნახშირწყალბადების წარმომადგენლებია ალკანები;
  • უჯერი ნახშირწყალბადები — მათი ნახშირბადოვანი ჯაჭვი შეიცავს ერთ ან მეტ ჯერად (ორმაგ ან სამმაგ) ბმას. უჯერ ნახშირწყალბადებს მიეკუთვნებიან ალკენებიალკინებიარომატული ნაერთები და ა.შ.

აღნაგობის მიხედვით გამოყოფენ ნახშირწყალბადების შემდეგ ჯგუფებს:

  • წრფივი ნახშირყალბადები — წრფივ ნახშირწყალბადებში ნახშირბადის არც ერთი ატომი არაა დაკავშირებული ნახშირბადის ორზე მეტ სხვა ატომთან (მაგ.: ალენები);
  • განტოტვილი ნახშირწყალბადები —  განტოტვილ ნახშირწყალბადებში ნახშირბადის თუნდაც ერთ ატომს დამყარებული აქვს ბმა ორზე მეტ ნახშირბადის სხვა ატომთან (მაგ.: იზოოქტანი);
  • ციკლური ნახშირწყალბადები — ციკლურ ნახშირწყალბადებში ნახშირბადოვანი ჯაჭვი იხშვება საკუთარ თავთან და წარმოქმნის რგოლს (მაგ.: ციკლოჰექსანი).
იხ. ვიდეო

ნაჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2n+2), სადაც n ნულისაგან განსხვავებული მთელი ნატურალური რიცხვია.

ნაჯერ ციკლურ ნახშირწყალბადებს არ აქვთ საერთო ემპირიული ფორმულა ვინაიდან მათში წყალბადის ატომების რაოდენობის თანაფარდობა ნახშირბადის ატომების რაოდენობასთან დამოკიდებულია მოლეკულაში ციკლების რაოდენობაზე. ერთციკლიანი ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH2n, ორციკლიანებისა — CnH(2n-2).

შეიძლება ითქვას, რომ ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ზოგადი ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-c)+2), სადა c ციკლების რაოდენობას უდრის.

უჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია.

უჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i-c)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია, ხოლო c კი — ციკლების რაოდენობა.

იხ. ვიდეო

ნახშირწყალბადები, როგორც წესი წყალში არ იხსნებიან და მას არ ერევიან. ეს განპირობებულია ნახშირწყალბადებში ბმების დაბალი პოლარულობით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ნახშირბადისა და წყალბადის დაბალი ელექტროუარყოფითობით.

ნახშირწყალბადები ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. ნახშირწყალბადებისაგან შედგება ისეთი წიაღისეული როგორიცაა ნავთობიბუნებრივი აირიასფალტი და ა.შ.

ნახშირწყალბადები ყველაზე უფრო გავრცელებული და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროა, ამიტომ ნახშირწყალბადები ფართოდ გამოიყენება საწვავად.

მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ქიმიურ მრეწველობაშიც, რადგანაც მრავალი ქიმიური ნაწარმის საწყის ნედლეულად გამოიყენებიან.









Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...