ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კარლ ვილჰელმ შეელე
(შვედ. Carl Wilhelm Scheele; დ. 9 დეკემბერი, 1742 — გ. 21 მაისი, 1786) — შვედი ქიმიკოსი, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1775).
განათლებითა და პროფესიით ფარმაცევტი. მუშაობდა შცვედეთის სხვადასხვა ქალაქის აფთიაქებში, სადაც ატარებდა ქიმიურ კვლევებს. აღმოაჩინა მრავალი არაორგანული და ორგანული ნივთიერება: ქლორი (1774), გლიცერინი (1779, მოლიბდენისა (1778) და ვოლფრამის (1781) ანჰიდრიტები, სილიციუმის ტეტრაფთორიდი (1771), ბარიუმის ჟანგი (1774), დარიშხანწყალბადი (1775), ღვინომჟავა (1769), სილიციუმფთორწყალბადმჟავა და ფთორწყალბადმჟავა (1771), დარიშხანმჟავა (1775), მჟაუნმჟავა (1776), რძემჟავა (1780), ციანმჟავა (1782) და სხვა.
1769 წელს შეელემ შეიმუშავა ნაცრიდან ფოსფორის წარმოების ხერხი. 1774 წელს თავისუფალი სახით გამოყო მანგანუმი და ბარიუმის ოქსიდი. დეტალურად აღწერა ქლორის თვისებები. დაამტკიცა ჰაერის რთული შედგენილობა. მისი სახელობისაა მცირე კრატერი მთვარის ზედაპირზე და მცირე პლანეტა კარლშეელე. მისი სახელობისაა მინერალი შეელიტი.
შეელიტი
ვოლფრამატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა: CaWO4. მინარევებია Mo, Cu, Sr, Mn, Mb, Ta, F და სხვა. კრისტალდება ტეტრაგონურ სინგონიაში, აქვს დაპირამიდული ფორმის კრისტალები და მარცვლოვანი აგრეგატები. უფერული ან თეთრი, მურა, მწვანე და შავი ფერისაა. ახასიათებს ლუმინესცენცია ულტრაიისფერ სინათლეში.
სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3-5; სიმკვრივე 5500-6170 კგ/მ³. ზოგიერთი თვისების ცვალებადობა დამოკიდებულია მოლიბდენის შემცველობაზე. წარმოიქმნება სკარნებში, გრაიზენებსა და ჰიდროთერმულ ძარღვებში. შეელიტი ვოლფრამის მნიშვნელოვანი მადანია.
შეელიტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოიპოვება, მ.შ. ევროპაში (ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი), აზიაში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაჯიკეთი), რუსეთში (ურალი, ჩუკოტკა, ბაიკალისპირეთი, ჩრდილოეთი კავკასია), აშშ-ში (ნევადა, არიზონა, კალიფორნია) და სხვა.
შეელიტს როგორც მინერალს 1821 წლამდე არ აღიარებდნენ, მანამ სანამ შვედმა ქიმიკოსმა კარლ ვილჰელმ შეელემ (1742-1786) არ დაადგინა მისი მინერალური თვისება. მინერალს კარლ ვილჰელმ შეელეს პატივსაცემად შეელიტი ეწოდა.
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий