ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
რომაული ლეგიონი
ძველი რომაული ლეგიონის თანამედროვე რეკონსრტუქცია
(legio, ნათ. ბრ. legionis\lego - "ვაგროვებ", "ვკრებ") — ძირითადი ორგანიზებული ერთეული ძველი რომის არმიაში. თავდაპირველად ლეგიონი ეწოდებოდა რომის მთელ ჯარს, რომელიც წარმოადგენდა მონათმფლობელურ მილიციას — 3000 ქცეითი ჯარისკაცი და 300 მხედარი შეძლებული მოქალაქეებისგან, რომლებიც იკრიბებოდნენ მხოლოდ ომის დროს და სამხედრო წრთვნისას. ძვ.წ. V-IV საუკუნეებში ლეგიონების რაოდენობა 2-4 და მეტადაც გაიზარდა.ლეგიონის შემადგენლობაში იყო მძიმე ქვეითი ჯარი — 3000 კაცი (პრინციპები, გასტატები, ტრიარიები). მსუბუქი ქვეითი ჯარი — 1200 კაცი (ველიტები) და 300 ცხენოსანი. მძიმე ქვეითი ჯარი იყოფოდა 30 ტაქტიკურ ქვეგანაყოფად — მანიპულა (თითოში 60-120 მეომარი, რომლებიც ორ ცენტურიონს შეადგენდნენ, მათ ემატებოდათ ველიტები. რესპუბლიკის დროს ლეგიონის სათავეში იდგა ტრიბუნი, იმპერიის დროს - ლეგატი. ძვ. წ. II საუკუნის მიწურულს მარიუსმა შეცვალა ლეგიონის ორგანიზაცია, ჯარისკაცებს ხელფასი მოუმატა და რომის არმია გახდა პროფესიონალური, დაქირავებული არმია. იმპერატორ ავგუსტუსის დროს ლეგიონის შემადგენლობა 7 000 კაცამდე გაიზარდა. ლეგიონს მიენიჭა ნომერი და სახელწოდება. ჰქონდა "დროშა" — ჯოხზე დამაგრებული ვერცხლის არწივი. რომის იმპერიის გაყოფის დროს (ახ.წ. IV საუკუნის ბოლოს) აღმოსავლეთ იმპერიაში იყო 70 ლეგიონი, დასავლეთში 63. XVI-XIX სს. ლეგიონი ეწოდებოდა სხვადასხვა სამხედრო ფორმირებებს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და რუსეთში.იხ. ვიდეო 10 ძალიან საინტერესო რამ რომაული ლეგიონების შესახებ
ლეგიონის საომარი ბანაკი თავდაცვითი ტიპის გამაგრებაა დასვენებისა და ძილისთვის. ბანაკი აშენდა ციხე -სიმაგრის სახით (მართკუთხა, კუთხეებში კოშკები, ოთხი შესასვლელი). ყველა სიმაგრე ხისგან იყო აგებული. ციხესიმაგრის ირგვლივ გათხრილ იქნა თხრილი, მოათავსეს ხისგან დამზადებული ფსონები და ისინი მორწყეს აალებადი ნივთიერებებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий