четверг, 23 сентября 2021 г.

დაგონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  დაგონი


 ძველ ცივილიზებულ სემიტთა პანთეონის ერთ-ერთი მთავარი ღვთაება. განსაკუთრებით ადიდებდნენ ფილისტიმელები და ფინიკიელები, რომელნიც ზღვის ღმერთადაც აღიარებდნენ. უსწორდება შუმერ-აქადთა ეას და ანუს, გმირია მარდუკივით და თანაც პირველი კულტურის დამფუძნებელი, ხოლო ბალდაგონას სახით ხვნა-თესვის შემომღებიცაა. მიწათმოქედების მამამთავარი (დემეტრეს მსგავსად). ამ შერწყმის ჟამს ცისა და მიწის შვილად ითვლება და უტოლდება ზევს-აროტრიოსს (ბერძნ აროტრიონ — გუთანი, აროტრ - მიწათმოქმედი). იმდროის ასირიულ-ფინიკიური მონეტებზე გამოსახულია თევზის სახით, ან ხელებში თევზები უჭირავს. რითაც ხსნიან თვით სახელწოდებას (ძვ. ებრ. „დაგ“ თევზი). ამ სახით ფინიკიელმა ზღვაოსნებმაც თავიანთ მთავარ ღვთაებად აღიარეს.

                                                 

თევზი- ღმერთი (იდენტიფიცირებული დაგონთან ერთად) ბარილიეფი ხორსაბადიდან (ამჟამად ლუვრში)

ბიბლიის მიხედვით მთავარი სამლოცველო ჰქონდა გზასა და აზოთში. როდესაც ისრაელნი მოსრეს და სჯულის კიდობანი გაიტაცეს, დაგონის ტაძარში შეიტანეს: „და წარიღეს უცხო თესლთა კიდობანი ღვთისა... აზოთსა შინა და შეიღეს იგი ტაძარსა შინა დაგონისასა“, მეორე დღეს კი „შევიდეს ტაძარსა შინა დაგონისასა და იხილეს, და აჰა დაგონ დაცემული ქვეყანასა ზედა წინაშე კიდობნისა აღთქმისა უფლისასა“. დაგონის კერპი ისევ თავის ადგილზე დადგეს, და ისევ იხილეს დავარდნილი, დამსხვრეული, „დამძიმდა ხელი უფლისა აზოთს ზედა, მოსრნა იგინი სენითა, განამრავლა თაგვი და იქმნა შეძრწუნება სიკვდილისა“. (მეფეთა, 5, 1-7). აქ საბაოთი იმარჯვებს წარმართთა ღმერთზე. შემდეგ აზოთის ტაძარი იონათანმა ცეცხლს მისცა (მაკაბელთა 1, 10, 83). ხელოვნებაში დაგონი ასახულია, როგორც ადამიანის მსგავსი თევზი, ხელებიანი (ფინიკიაში, დერკეტოს მსგავსად). ასირიაში და ბაბილონიაში დაგონი დიდ პატივში ჰყავდათ, ალბათ იონთან აურიეს.

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...