ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ბატატი
ტკბილი კარტოფილი (ლათ. Ipomoea batatas) — აბილილის გვარის გორგლიანი მცენარე ხვართქლასებრთა ოჯახისა. ტროპიკულ ქვეყნებში მოჰყავთ მრავალწლოვან, ხოლო სუბტროპიკულში ერთწლოვან კულტურად.
აქვს 1–5 მ სიგრძის გართხმული ღერო, ფოთოლი მთლიანი და თათისებრ დაყოფილია. ყვავილი ვარდისფერი ან თეთრი. ნაყოფი ოთხთესლიანი კოლოფია. ბატატის ფესვები ვეგეტაციის დასასრულს წარმოქმნის სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის გორგლს, რომელიც მომწიფებისას შეიცავს 24–28% სახამებელსა და შაქარს. გორგლი იწონის 200 გ-იდან 3 კგ-მდე.
ბატატის სამშობლოა მექსიკა და ცენტრალური ამერიკა. ფართოდაა გავრცელებული ინდოეთში, ინდონეზიაში, ჩინეთში, იაპონიაში, ესპანეთში, იტალიასა და აშშ-ში. მოჰყავთ აგრეთვე თურქმენეთსა და საქართველოში — მხოლოდ საცდელ ნაკვეთებზე. ბატატის გორგლს იყენებენ საჭმელად, ამზადებენ კონსერვს, ფქვილს, სახამებელს, ბადაგს, მიწისზედა ნაწილი პირუტყვის საუკეთესო საკვებია.
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий