ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ნაპოლეონ ჰილი
(ინგლ. Napoleon Hill, 1883 წლის 26 ოქტომბერი - 1970 წლის 28 ნოემბერი) - ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი და ფსიქოლოგი წარმატების (new thought) სფეროში. ხშირად მას მოიხსენიებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწერალს წარმატების შესახებ. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი „იფიქრე და გამდიდრდი“ (1937) ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნია (ჰილის გარდაცვალების პერიოდისთვის (1970) ამ სახელმძღვანელოს 20 მილიონი ეგზემპლარი იყო გაყიდული). ნაპოლეონ ჰილის ნაშრომები შეისწავლიან პერსონალური რწმენის ძალას რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის წარმატებაში. ჰილი იყო ამერიკის პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის მრჩეველი 1933-1936 წლებში. მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაა „თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ დაიჯერებთ, რომ შეძლებთ“.
ჰილის წიგნი „იფიქრე და გამდიდრდი“ პირველად გამოქვეყნდა 1937 წელს და მალევე ითარგმნა რამდენიმე ენაზე.
იხ. ვიდეო ნაპოლეონ ჰილი - მისი იდეები დაბიგრაფია ბევრი ლედირისთვის გახდა შთაგონების წყარო
ნაკოლეონ ჰილი დაიბადა 1883 წელს, ხის პატარა ქოხში, ვირჯინიის მთებში. მისი დედა იყო სარა სილვანია-ბლერი (გარდაიცვალა როდესაც ჰილი იყო 10 წლის), ხოლო მამა - ჯეიმზ მონრო ჰილი.
ახალგაზრდობაში, ჰილი მუშაობდა რეპორტიორად ერთ-ერთ გაზეთში, იმისათვის რათა დაეფარა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლის საფასური, სადაც ის სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. ჟურნალისტობის ნიჭმა და ალღომ შემდგომში განსაზღვრა მისი ბედი. მისმა შესანიშნავმა რეპორტაჟებმა მიიპყრო ტენესის შტატის გუბერნატორის ლ. ტეილორის ყურადღება, რომელიც ფლობდა ჟურნალს „ბობ ტეილორის ჟურნალი“. მან ახალგაზრდა ჰილს შეუკვეთა სტატიების სერია ცნობილი ხალხის წარმატებული კარიერის შესახებ, რომელთა შორის პირველი გახდა ცნობილი ამერიკელი მოაზროვნე ენდრიუ კარნეგი. ნაპოლეონ ჰილმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა კარნეგის თვალში რის გამოც კარნეგიმ ჰილი აზიარა დიდ საქმეს, რაც გულისხმობდა წარმატებული ამერიკელებისთვის ინტერვიუს ჩამორთმევას და შედეგების საფუძველზე წარმატების უნივერსალური ფორმულის შემუშავებას, რომელიც გამოადგებოდა როგორც მრავალმხრივი ნიჭისა და შესაძლებლობის, ისე ყველაზე მოკრძალებული შესაძლებლობის მქონე ადამიანს. ამ სამუშაოს შესრულებისას ჰილს მოუწია გასაუბრება ისეთ ხალხთან როგორიც იყვნენ ჰენრი ფორდი, ჩარლზ შვაბი, უილიამ რიგლი, კლარენს დეროი, ლუთერ ბერბენკი, ჯონ პირპონტ მორგანი და ასევე ამერიკის სამი პრეზიდენტი.
1928 წელს, კარნეგის გაცნობიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ, ჰილმა გამოაქვეყნა პირველი წიგნი - პირადი წარმატების ჩემი ფილოსოფიური ვერსია. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჰილს თავის შესანახად მოუწია მუშაობა სხვადასხვა ადგილებზე, მათ შორის ჩიკაგოს უნივერსიტეტის სარეკლამო აგენტად, ასევე გამოსცემდა ჟურნალს „ოქროს საჭე“. პირველი მსოფლიო ომის დროს ჰილი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი აშშ-ს პრეზიდენტის, ვუდრო ვილსონის აპარატში.
1933 წელს, დასავლეთ ვირჯინიის სენატორმა, ჯეიმზ რენდოლფმა ის წარუდგინა აშშ-ს 32-ე პრეზიდენტს, ფრანკლინ რუზველტს და ჰილი გახდა პრეზიდენტის მრჩეველი. მოგვიანებით მან გადაწყვიტა სისტემაში მოეყვანა თავისი 20 წლის ნაშრომი - „იფიქრე და გამდიდრდი“.
1952 წელს „ნაპოლეონ ჰილის ასოციაციის“ დაფუძნების შემდეგ, ჰილი აქტიურად ჩაერთო პირადი წარმატების გავრცელების საქმიანობაში და ხელმძღვანელობდა „ნაპოლეონ ჰილის ფონდს“ - საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც ხალხის სწავლებით იყო დაკავებული.
1963 წელს ჰილმა შეადგინა „პირადი წარმატების აკადემიის“ ახალი პროგრამა და ორგანიზებას უწევდა სწავლებას სახლში. ამ დროს ის 80 წელს იყო გადაცილებული.
თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლამდე ჰილი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას და აჩვენებდა თუ რამდენად ეფექტურად მუსაობდა მისი მეთოდები და იდეები
Комментариев нет:
Отправить комментарий