ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კრიშტიანუ რონალდუ
(პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro; დ. 5 თებერვალი, 1985) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. 2021 წლის 27 აგვისტოდან იცავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, „რეალ მადრიდისა“ და ზოგადად, ეროვნულ ნაკრებთა ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებულია პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონისა და იტალიის სერია A-ს ჩეპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. მრავალჯერ იყო აღიარებული აღნიშნული ჩემპიონატების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად. მოგებული აქვს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ (2007–08, 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18) და ოქროს ბურთი 5-ჯერ (2008, 2013, 2014, 2016, 2017).
იოჰან კრეიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: „რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, „მანჩესტერ იუნაიტედის“
იხ. ვიდეო კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალიელი ფეხბურთელის შთამაგონებელი ციტატები, რომელიც თქვენს სამყაროს შეცვლის
კრისტიანო რონალდო დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი „რონალდუ“, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები — ელმა და ლილიანა კატია.
რონალდუ თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი „სპორტინგის“ ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა. მან სწორედ ამ დროში გაიარა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. სადებიუტო შეხვედრაში კრიშტიანუმ „მორეირენსეს“ ორი გოლი გაუტანა. იმავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.
რონალდუს შეძენის პირველი მსურველი იყო ინგლისური „ლივერპული“, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდუს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანუს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა „სპორტინგმა“ ამხანაგურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სწორედ რონალდუს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდუს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.
ონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი 2003 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრიშტიანუმ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. მას არ სურდა მიეღო ვაკანტური მე-7 ნომერი, რომლითაც თავის დროზე იუნაიტედის ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დეივიდ ბეკჰემი. „როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახლავე მომხდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო იყო. მხვდა პატივი, მეტარებინა იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისური.“
რონალდუს დებიუტი ახალ გუნდში შედგა „ბოლტონის“ წინააღმდეგ. ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 2005 წლის 29 ოქტომბერს კი „მიდლსბროსთან“ 4-1 წაგებულ მატჩში მან გაიტანა იუნატედის ისტორიაში საიუბილეო, მეათასე პრემიერლიგური გოლი. იმ სეზონში რონალდუმ საერთო ჯამში 10 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, იუნაიტედის ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზიც გადასცეს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე უეინ რუნისთან მოხმდარი ინციდენტის გამო, რონალდუს ფანებმა შემდეგი სიმღერა მიუძღვნეს: „მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს.“ 2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერულ კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდუმ მანჩესტერ სიტის გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.
2007 წლის მარტში რონალდუს სანაცვლოდ რეალ მადრიდი სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდა. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.
იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.
2007-08 წ.წ სეზონი კი რონალდუსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს პორტსმუთთან შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.
2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.
2008 წლის 12 იანვარს კი რონალდუმ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს ნიუკასლთან მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8-ფინალში ფრანგული ლიონი დაამარცხეს, რონალდუმ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
2008 წლის 19 მარტს კი, ბოლტონთან მატჩში კრიშტიანუმ პირველად უკაპიტნა მანჩესტერ იუნაიტედს. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 2-0 მოიგო. ორივე გოლი თავის ანაგრიშზე სწორედ რონალდუმ ჩაიწერა. საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი, ოქროს ბუცი მოიპოვა, გაასწრო რა 8 ქულით მეორე ადგილზე გასულ დანიელ გისას.
2007-2008 წ.წ. სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდუმ ჩელსის წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6-5.
2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.
რეალ მადრიდი
2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდუს რეალ მადრიდში ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[1] 2010-11 წლების სეზონში მას სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა - 40 გოლი ლა ლიგაში. დიეგო მარადონას აზრით ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.
კრიშტიანუმ მადრიდის რეალს რიგებში საოცარი მაჩვენებელი აჩვენა 394 მატჩში 406 გოლი ეს სარეკორდო შედეგია.
პერესმა რონალდუში 96 მილიონი ევრო გადაიხადა და ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენიც გააკეთა. 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელი „რეალს“ დაეხმარა, რათა „ბარსელონას“ ჰეგემონია დაემხო.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ 90 000 კაცი შეიკრიბა, რათა მისი პრეზენტაციისთვის ეყურებინა. 4 წლის შემდეგ რონალდუმ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ რონალდუ 209 მატჩში 209 გოლს გატანდა და სამეფო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.
რონალდუმ გადამწყვეტი როლი შეასრულა „რეალ მადრიდის“ მიერ 2014 წელს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაში. რონალდუმ ტურნირზე 17 გოლი გაიტანა, მათგან ერთი ფინალში. 2016 წელს რონალდომ კვლავ გაიბრწყინა ჩემპიონთა ლიგაზე, გაიტანა 16 გოლი, გახდა ტურნირის ბომბარდირი და ამით ლომის წვლილი დაიდო მადრიდის რეალისთვის მორიგი, რიგით მე-11 ჩემპიონთა თასის მოგებისთვის. 2016-17 წლის სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე შედარებით ინერტულად დაიწყო. გათამაშების საწყის ეტაპზე მას საერთოდ არ ჰქონდა გოლი გატანილი და ბომბარდირთა დავაშიც მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები უშუალო კონკურენტ ლიონელ მესისთან, რომელიც ბომბარდირთა დავას 10 გატანილი გოლით ლიდერობდა, თუმცა ჩემპიონატის დასკვნით სტადიაში კარდინალურად შეცვალა სიტუაცია. მეოთხედფინალურ ეტაპზე ლიონელ მესი საკუთარ გუნდთან ერთად გამოეთიშა გათამაშებას, მადრიდის რეალმა კი ტრიუმფით დაასრულა გამოსვლა და შეძლო ის რაც აქამდე არცერთ კლუბს არ გამოუვიდა, ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და შეინარჩუნა ტიტული, ხოლო რონალდომ ფინალში გატანილი დუბლით გადაასწრო უშუალო კონკურენტს და 12 გატანილი გოლით ბომბარდირობა კვლავ არავის დაუთმო.
იუვენტუსი
2018 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა ოთხ წლიან კონტრაქტს იმ პერიოდისთვის იტალიის მოქმედ ჩემპიონ „იუვენტუსთან“, „იუვენტუსმა“ მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადა. რონალდუსს ოფიციალური დებიუტი გუნდში შედგა 2018 წლის 18 აგვისტოს სერია ა-ს მატჩში „ჩიევოს“ წინააღმდეგ, ეს შეხვედრა „იუვენტუსმა“ 3-2 მოიგო .პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა იტალიური „სასუოლოს“ წინააღმდეგ, „იუვენტუსმა“ შეხვედრა ანგარიშით 2-1 მოიგო. მისი დებიუტი ევროსარბიელზე „იუვენტუსის“ მაისურით შედგა 2018 წლის 19 სექტემბერს, ესპანური „ვალენსიას“ წინააღმდეგ, იუვენტუსმა ეს შეხვედრა 2-0 მოიგო.
სანაკრებო კარიერა
რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.
2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.
2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში კამერას შეაფურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს. ევრო 2012-ზე რონალდო კვლავ ნაკრების კაპიტანია. ამ ტურნირზე მან სამი გოლის გატანა მოახერხა.
Комментариев нет:
Отправить комментарий