четверг, 9 сентября 2021 г.

ლევ ტოლსტოი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ლევ ტოლსტოი


(რუს. Лев Николаевич Толстой; დ. 9 სექტემბერი [ძვ. სტ. 28 აგვისტო]1828სოფ. იასნაია-პოლიანა, ახლანდელი ტულის ოლქი ― გ. 20 ნოემბერი [ ძვ. სტ. 7 ნოემბერი]1910, რკინიგზის სადგური ასტაპოვო, ახლანდელი სადგური ლევ-ტოლსტოი, ლიპეცკის ოლქი, დაკრძალულია იასნაია-პოლიანაში) — რუსი მწერალი. დაიბადა მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში (მამა — გრაფი ნიკოლოზ ილიას ძე, 1812 სამამულო ომის მონაწილე; დედა — მარია ვოლკონსკაია). მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია-პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. 1844-1847 წლებში სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში. 1851 უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, სადაც თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განაწესეს. 1852 წელს თბილისში დაწერა პირველი მოთხრობა „ბავშვობა“ (ამავე წელს დაიბეჭდა „სოვრემენნიკში“), რომელმაც შემდგომ „ყრმობასა“ (1852-1854) და „სიჭაბუკესთან“ (1855-1857) ერთად ავტობიოგრაფიული ტრილოგია შეადგინა. ამ პერიოდში 1851 წელს მწერალი თბილისს ესტუმრა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სამხედრო გზამ, დარიალის ხეობამ. მოინახულა გერგეტის სამების მონასტერი. თბილისში თითქმის ხუთი თვე დაყო. აქ მან მიიღო სამხედრო ჩინი და დაინიშნა სამსახურში. მის პირად წერილებში და 1851-1853 ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიება საქართველოს და ქართველებს. 90-იან წლებიდან გაძლიერდა ტოლსტოის კავშირი ქართველ ინტელიგენციასთან. პირადი ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდათ ი. ნაკაშიძეს, ნ. ნაკაშიძეს, ბ. გეგიძეს, გ. დადიანს, მ. ბოლქვაძეს, მ. ყიფიანს.

იხ. ვიდეო ბრძნული გამონათქვამები


1854 კავკასიიდან დუნაის არმიაში გადავიდა. ყირიმის ომის დროს სევასტოპოლის სახიფათო IV ბასტიონზე იბრძოდა. იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მდიდარი მასალა მისცა „სევასტოპოლური მოთხრობებისათვის“ (გამოქვეყნდა 1855-1856), რომლებშიც დასმულია ომის, მშვიდობის, პატრიოტიზმის, სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და მამაცობის პრობლემები. მწერლის აზრით, უბრალო ხალხს სძულს ომი, გულმოდგინე შრომისათვის მას მშვიდობა სჭირდება, მაგრამ ქვეყნის, ნაშრომის, ოჯახის მტრისაგან დასაცავად ის იარაღით ხელში აღდგება. ომის ბედსაც სწორედ ხალხი წყვეტს. 1855 ტოლსტოი პეტერბურგში ჩავიდა, დაუახლოვდა ნ. ნეკრასოვსი. ტურგენევსი. გონჩაროვსა. ოსტროვსკისნ. ჩერნიშევსკის1856 წელს საბოლოოდ გამოეთხოვა სამხედრო სამსახურს . დასახლდა იასნაი-პოლიანაში. ერთი წლის შემდეგ ევროპაში იმოგყაურა. სამშობლოში დაბრუნებულმა 1859 იასნაი-პოლიანაში გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის. გამოსცა პედაგოგიური ჟურნალი „იასნაია პოლიანა“ (1862). ჩამოაზალიბა საკუთარი თეორია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ძალადობაზე დამყარებულ ოფიციალურ პედაგოგიურ შეხედულებებს. შემდგომაც, 70-იან წლებში, ტოლსტოი კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იასნაია-პოლიანის სკოლაში. დაწერა „ანბანი“ (1871-1872), „ახალი ანბანი“ (1874-1875), მათ მიუსადაგა ოთხი „რუსული საკითხავი წიგნი“, რომლებშიც შეიტანა თავისი მოთხრობები, გადამუშავებული ზღაპრები და იგავ-არაკები.

60-იანი მწერალმა წლებში გამოაქვეყნა რომანი „ოჯახური ბედნიერება“ (1858-1859), მოთხრობები „კაზეკები“ (1853-1863), „პოლიკუშკა“ (1861-1863), ხოლო 1863-1869 მან შექმნა რომან-ეპოპეა „ომი და მშვიდობა“ (პუბლიკაცია დაიწყო 1868). ტოლსტოის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია აგრეთვე რომანი „ანა კარენინა„ (1873-1877, გამოქვეყნდა 1876-1877). მან ამ რომანში ასახა რეფორმის შემდგომ რუსეთის ცხოვრება.

ტოლსტოის კალამს ეკუთვნის მოთხრობა „კრეიცერის სონატა“ (1887-1789, გამოქვეყნდა 1891), დრამა „მეუფება წყვდიადისა“ (1866), კომედია „განათლების ნაყოფი“ (1886-1890, გამოქვეყნდა 1891), მოთხრობა „ივან ილიჩის სიკვდილი“ (1884-1886). უმნიშვნელოვანესი თხზულებაა რომანი „აღდგომა“ (1889-1899). კავკასიის თემისადმი მიძღვნილია მოთხრობა „ჰაჯი-მურატი“ (1896-1904, გამოქვეყნდა 1912). ჰაჯი-მურატის პიროვნებით იგი თბილისში ყოფნის დროს დაინტერესდა.

1910 წელს ტოლსტოიმ სამუდამოდ მიატოვა იასნაია-პოლიანა და სამხრეთისაკენ გასწია, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მწერლის ანდერძისამებრ, მის საფლავს არ ამშვენებს არც ძეგლი და არც ჯვარი. ვაჟა-ფშაველა გამოეხმაურა მწერლის გარდაცვალებას ლექსით „ლევ ტოლსტოის სიკვდილზე“.

იხ. ვიდეო



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...