вторник, 21 сентября 2021 г.

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

  დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

                        კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი.

რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.

„დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ 1938–1939 წლებში დაიწერა. რომანის მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის - სვეტიცხოველის - გარშემო. რომანი ასევე არის 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში, კატასტროფულ მოვლენათა მარადიული მოდელის პოვნა და გამოხატვა, მისი წაკითხვა გარდასული ჟამის ფონზე, ხოლო ანტირუსული პათოსი დაიშიფრა ანტიბიზანტიური სულისკვეთებით.

დიდოსტატის მარჯვენა“ მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის მშვენებადაა მიჩნეული. იგი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და ყველგან აღიარებული პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. კონსტანტინე გამსახურდია ამ რომანით წარმოგვიდგება ისტორიული რეალობისა და შუასაუკუნური კულტურის ბრწყინვალე მცოდნედ, გარდასულ სახეთა გაცოცხლების, მათთვის უკვდავი სულის შთაბერვის სწორუპოვარ ოსტატად. მწერლის ისტორიული რომანები, უპირველეს ყოვლისა, იმით განსხვავდებიან ისტორიულ თემაზე ჩვენში ადრე შექმნილი თხზულებებისაგან, რომ ამ ნაწერამოებებში პირველად გადაილახა ის ზღვარი, რომელსაც ისტორიზმის ტყვეობაში მყოფი მწერლები აღმართავდნენ ხოლმე მეფე-დიდებულებსა და მდაბიოთა შორის. კონსტანტინე გამსახურდიამდე იშვიათად რომ ვინმეს დაეხატოს ასეთი ცხოველმყოფელობით მეფე-ადამიანი: ტრადიციული სქემატურობით და ფრესკული ერთპლანოვნებით კი არა, არამედ თავისი ადამიანური ვნებებით და წინააღმდეგობრივი ბუნებითაც.

„დიდოსტატის მარჯვენაზე“ მუშაობა მწერალმა 1938 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა იმავე წელს დაასრულა. ნაწარმოების პირველი მონახაზი მოცემულია 1932 წელს დაწერილ კინოსცენარში „ვარძიის საიდუმლო“. რომანი 1939 წელს ჟურნალ მნათობში ქვეყნდებოდა, შემდეგ ის გამოიცა ნოველებთან ერთად კრებულში „თვალთაჲ“. რომანის გამოქვეყნება „მნათობში“ დაემთხვა მწერლის ვაჟის დაბადებას 1939 წლის 31 მარტს, რომელსაც ნაწარმოების ერთ–ერთი პერსონაჟის ზვიად სპასალარის სახელი დაანათლა.

კონსტანტინე გამსახურდია აპირებდა რომანების სერიის წერას სახელწოდებით „ქართლის ცხოვრება“, რომელშიც „დიდოსტატის მარჯვენასთან“ ერთად შევიდა დავით აღმაშენებელი. დაწყებული ჰქონდა „თამარის“ წერა, მეტის გაკეთება მან ვერ მოასწრო.

იხ. ვიდეო დიდოსტატის მარჯვენა

იუჟეტი ეფუძნება ნაწილობრივ ლეგენდარულ ამბავს სვეტიცხოველში 1010-იან წლებში ახალგაზრდა იდუმალი არქიტექტორისკონსტანტინე არსუკიძის (რომანში — არსაკიძის) მოღვაწეობას. მოქმედება მიმდინარეობს მეთერთმეტე საუკუნეში და მოგვითხრობს გიორგი პირველზე. გიორგი მრავალი დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორისაა სხვადასხვა სამთო ტომების, ფხოვის (ფშავი და ხევსურეთი), პერიოდულად აჯანყება. გიორგი ქრისტიანია, მაგრამ არა ისეთი მორწმუნე, როგორიც მისი მეუღლე მარიამი და ყველაფერზეა წამსვლელი ფხოვის აჯანყებების ჩასახშობად. რომანის დასაწყისში მეფე გიორგის სტუმრობს მამამზე ერისთავი, რომელზეც მეფე ეჭვობს, რომ ის არის უფრო ჯაშუში და შეკრულია მთის ტომებთან. მამამზე დიდი ხანი იყო მეფე გიორგის მეგობარი და მოკავშირე, ამიტომ მისი აჯანყება ძალიან ამწუხრებს მეფეს. გიორგის აქვს სხვა პრობლემებიც. თბილისი ამ დროს არაბების ხელთაა, ხოლო ბიზანტიის იმპერატორ ბასილ მეორეს მისი შვილი ბაგრატი მძევლად აუყვანია.

მამამზეს შვილი, ჭიაბერი, აჯანყების ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენს, როგორც თალაგვა კოლონკელიძე, კვეტარის მთავარი და მამა შორენასი, რომელიც არის ჭიაბერზე დანიშნული. მთავარეპისკოპოსი მელქისადეკი მიდის მამამზეს ციხესიმაგრეში, რათა დაარწმუნოს მთავრები და აღიარებინოს ქრისტიანობა. როცა ჭიაბერი მის ჯვარს ემთხვევა, მალევე დაიღუპება. არსებობს ეჭვი, რომ ჯვარი მოწამლეს. ზვიად ამირსპასალარი ამის შემდეგ მოახერხებს აჯანყების ჩახშობას და მეამბოხეთა დასჯას. გიორგი აგრძელებს საეკლესიო კამპანიას, თუმცა ამავდროულად ეკლესიების აშენების საწინააღმდეგოდ მიწისძვრები მოქმედებს, რომლებიც მრავლად იყო მეთერთმეტე საუკუნეში. მეფე ეკლესიების აშენებას მის მთავარ არქიტექტორს ფარსმან სპარსს (რომელიც არ არის სპარსი) ავალებს. ფარსმანს ჰქონდა უჩვეულო ცხოვრება. სხვადასხვა მიზეზის გამო მას მოუწია მრავალ ქვეყანაში მოგზაურობა და განათლების მიღება, შემდეგ კი დაუბრუნდა სამშობლოს.

ერთხელაც ნადირობისას მეფე ახალგაზრდა ლაზ ბიჭს წააწყდება და შემდეგ თან წაიყვანს. გიორგი დაინახავს არსაკიძის მხატვრულ ნიჭს და გადაწყვეტს მას ააშენებინოს სვეტიცხოველი ქართულ სტილში. ბედის ირონიით კოლონკელიძის ქალიშვილი შორენა (რომელიც არსაკიძეს უყვარს) მეფე გიორგის მოეწონება და ცოლად შერთვას გადაწყვეტს და როცა გაიგებს არსაკიძისა და შორენას ურთიერთობის შესახებ, ახალგაზრდა არქიტექტორს მარჯვენა ხელს მოკვეთავს. შორენა კი ამის შემყურე თავს მოიკლავს.

                                                              

რუსული გამოცემის ყდა

როგორც აღნიშნავენ, სტალინმა ერთ ღამეში წაიკითხა „დიდოსტატის მარჯვენა“ და, მაშინვე გააღვიძა ლავრენტი ბერია, გამსახურდია შესანიშნავი მწერალი ყოფილა და რატომ არ ვიცოდიო.

„დიდოსტატის მარჯვენის“ გამო, მწერალი ვალერიან გაფრინდაშვილი გამსახურდიას ჯადოქარს ეძახდა.

ავტორს ხელისუფლება ხელს უწყობდა, რათა რუსულ ენაზე სწრაფად ეთარგმნათ „დიდოსტატის მარჯვენა“ და „ბელადი“. ამ მიზნით მწერალი მოსკოვშიც იმყოფებოდა. აქ იგი მიიღო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ლავრენტი ბერიამ და მას დიდხანს ესაუბრა.

რომანი საბჭოთა ისტორიული პროზის მიღწევად ჩაითვალა. კრიტიკოსებიდან რომანს დადებითად გამოეხმაურა ბესარიონ ჟღენტი, რომელმაც ხაზი გაუსვა რომანის უდიდეს ღირსებას[6].

დიდოსტატის მარჯვენას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ჟურნალ ზნამიას 1945 წლის მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა ვ. შკლოვსკის წერილი რომანების „დიდოსტატის მარჯვენასა“ და „დავით აღმაშენებლის“ შესახებ, რომელშიც ავტორი ბრალს დებდა მწერალს, რომ მან განგებ არ ასახა თავის რომანებში X - XI საუკუნეებში რუსეთ–საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, რაზეც გამსახურდიამ უპასუხა, რომ არც ერთ ცნობილ ქართულ თუ უცხოურ წყაროებში რუს–ქართველთა შორის იმდროინდელი ურთიერთობის რაიმე ნიშანწყალი არ არსებობდა.

რომანისადმი შენიშვნები სანდრო შანშიაშვილსაც ჰქონდა. ის ეჭვქვეშ აყენებდა რომანში ასახულ ფხოველთა აჯანყების ამბებს. რაზეც მწერალმა უპასუხა, რომ მთიანეთი მუდამ ეურჩებოდა ქართველ მეფეებს, რომელთაც ეწადათ საქართველოს პოლიტიკური ცენტრალიზება. მან მოიშველია თამარის დროს მომხდარი ფხოველთა აჯანყება და განაცხადა, რომ ასეთი აჯანყება იმ დროსაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

რომანისადმი ყველაზე ხშირად გამოითქვა შენიშვნა, რომ კონსტანტინემ აღწერა არსაკიძის დასჯა სვეტიცხოველზე გამოსახული მკლავის მიხედვით, მაშინ, როცა ლეგენდის მიხედვით, ეს მკლავი ეკუთვნის გამარჯვებულ ხელოვანს. რაზეც მწერალმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჰო, ეგრეა, მაგრამ იდეა, რაიც საფუძვლად უდევს რომანს, მაგ ლეგენდის მიხედვით ვერ გამოიხატებოდა. ჩემი სურვილი და წადილი იყო მართალი სიტყვა მეთქვა განწირული ხელოვანის ბედზე მეფე გიორგი პირველის ტირანულ სახელმწიფოში. ლეგენდას რომ მივყოლოდი, მაშინ არსაკიძისა და გიორგი პირველის ქებანი და აპოლოგია უნდა დამეწერა.“

„დიდოსტატის მარჯვენა“ რუსულად (;Десница Великого мастера») თარგმნა ფატმან თვალთვაძემ, ის მოსკოვში არაერთხელ გამოიცა მრავალათასიანი ტირაჟით. (1944195619611963). სულ მწერლის სიცოცხლეში რუსულად თორთმეტჯერ დაიბეჭდა. მისმა საერთო ტირაჟმა 700 ათასს გადააჭარბა. თარგმანში ერთ–ერთი პერსონაჟი პიპა მოიხსენიება, როგორც ვამეხი.

1957 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ ითარგმნა და გამოიცა ფრანგულად. რომანი რუსული ტექსტიდან თარგმნა რენე დომეკმა. წიგნზე გამოხმაურებები დაიბეჭდა პრესაში (ლუმანიტე დიუმანშიდე ლეტრ ფრანსეზიმიდი ლიბრი).

„ლუმანიტე დიმანშში“ 1958 წლის ნომრებში იბეჭდებოდა რომანის ადაპტირებული ტექსტი ჟან დორვილის ილუსტრაციებით (ეს უკანასკნელი 1964 წელს მწერლის მიწვევით თბილისში იმყოფებოდა და კონსტანტინეს თავისი 47 ნახატი გადასცა).

1959 წელს მწერალს თბილისში ჩამოაკითხეს ინდოელმა სტუმრებმა – „დიდოსტატის“ ინგლისურიდან (The Right Hand of the Grand Masterბენგალურად მთარგმნელებმა ცოლ–ქმარმა შუკრია გხოშმა და შუბხამოი გხოშმა.

როგორც მწერლის ბიოგრაფი სოსო სიგუა აღნიშნავს, „დიდოსტატის მარჯვენა“ იყო საბჭოური სამყაროს მესამე ქართული რომანი „გვადი ბიგვასა“ და „კოლხეთის ცისკარის“ შემდეგ, რომელმაც დასავლეთში შეაღწია.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, „დიდოსტატის მარჯვენა“ თარგმნილია შემდეგ ენებზე: ინგლისურ (მთარგმნელი ვახტანგ ერისთავი), გერმანულ (Die rechte Hand des großen Meisters, მთარგმნელი ჰერტრუდ პეჩი, გამოიცა 1969 წ.), სომხურ (1960 წ.), ოსურჰინდისურდუსჩინურრუმინულ (მთარგმნელი ვიქტორ კერნბახი, 1962 წ.) ენებზე.

2015 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ ნიდერლანდების სამეფოში გამოიცა ნიდერლანდურ ენაზე სახელწოდებით: De rechterhand van grootmeester Konstantine, რომლის მთარგმნელია არჩილ ჯავახაძე

იხ. ვიდეო კოსტანტინე გამსახურდია - დიდოსტატის მარჯვენა

             დიდოსტატის მარჯვენა (ფილმი)

ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც 1970 წელს გამოვიდა ეკრანზე. დამდგმელი რეჟისორია ვახტანგ ტაბლიაშვილი.

ფილმს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია, რომლის საფუძველზე მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა რომანი „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.

როლებში

ოთარ მეღვინეთუხუცესი (მეფე გიორგი)

იხ. ვიდეო დიდოასტის მარჯვენა ქართული ფილმი






Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...