понедельник, 13 сентября 2021 г.

კოკო შანელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              კოკო შანელი

 (ფრანგ. Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel; დ. 19 აგვისტო1883 — გ. 10 იანვარი1971) — მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.
იხ. ვიდეო კოკო შანელი - ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის ციტატები დაგამონათქვამები

მისი ბავშვობის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა. 20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო“.

ამავე კაფეში გაიცნო ახალგაზრდა ოფიცერი ეთენ ბალზანი (Etienne Balsan), რომელიც იყო ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი. 3 წელი ისინი ცხოვრობდნენ ბალზანის სასახლეში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო შანელმა საკუთარი ტანსაცმლის და ქუდების მოდელების შექმნა და ექსპერიმენტები. (მიაჩნდა, რომ მაშინდელი მაღალი საზოგადოების ქალების ტანისამოსი ძალიან რთული და ძნელად სატარებელი იყო).

                                                                         

ერთერთი პირველი შლიაპა კოკო შანელის , 1912წ-ის მაისი

მალე კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. არტურის ფინანსური დახმარებით 1910 წელს შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარიბა პარიზის მაღალ წრეებში. 1913 წელს იხსნება შანელის მეორე მაღაზია, ხოლო 1919 წელს იგი იწყებს ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნას ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.

კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაათავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს.

1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი. მას არ ჰქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. ასეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში.

უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც შანელს შემდეგ ჰყავდა, მას არ ჰყოლია არც მეუღლე და არც შვილები.

1920 წელს იგი ხვდება ცნობილ გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს და დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად ქმნიან 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5., რომელიც დღესაც გამორჩეულია სუნამოებს შორის თავისი სურნელით.

30–იანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომის კრიზისთან დაკავშირებით შანელი იღებს გადაწყვეტილებას შეაჩეროს წარმოება. ხოლო 1954 წელს იგი 70 წლის ასაკში ბრუნდება მოდის სამყაროში და ხსნის ახალ ბუტიკს Rue Cambon –ს.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა პარიზის სასტუმროში Ritz ის ერთ–ერთ ნომერში.

იხ. ვიდეო გაბრიელ შანელი -მოდის ქალღმერთი

ომის დროს - 1939წ-ს ომის დაწყებიოს დროს, შანელმა დახურა მოდის სახლი და ყველა მისი მაღაზია. 1940 წლის ივნისში მისი ძმისშვილი ანდრე პალასი გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. მისი გადარჩენის მცდელობისას, შანელი მიუბრუნდა თავის ძველ ნაცნობს, გერმანიის საელჩოს ატაშეს, ბარონს ჰანს გუნტერ ფონ დინკლაჟს. შედეგად, ანდრე პალასი გაათავისუფლეს და 56 წლის შანელმა ურთიერთობა დაამყარა ფონ დინკლეიჯთან. ვინსენსში არსებული დოსიეს თანახმად, შანელი იყო "ბარონი ბედია და აგენტი ჰანს გუნტერ ფონ დინკლაჟი" 1942-1943 წლებში. არქივის ფრედერიკ კუგინერის თქმით, ჩანაწერი მიუთითებს იმაზე, რომ ითვლებოდა, რომ შანელი იყო აბვერის აგენტი; ის ასევე შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის პოტენციურ წყაროდ.
Chanel's Timeless Little Black Dress Modeled, 2011






Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...