среда, 29 сентября 2021 г.

პანკრეასი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                პანკრეასი


 ადამიანისა და ცხოველის საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვალი, რომელიც გამოყოფს პანკრეასის წვენს და ჰორმონებს. პანკრეასი მონაწილეობს ცილებისცხიმებისა და ნახშირწყლების მონელებასა და მათი ცვლის რეგულაციაში. ეგზოკრინული ფუნქცია აკისრია პანკრეასის რთულ ალვეოლურ-მილაკოვანი აღნაგობის ჯირკვლოვან ქსოვილს, რომლის თხელი, შეამერთებელ-ქსოვილოვანი ფირფიტები ჯირკვლის პანერქიმას ყოფენ ცალკეულ წილაკებად — აცინუსებად. სწორედ აცინუსთა უჯრედები გამოყოფენ პანკრეასის წვენს. აცინუსების ჯირკვლების სადინარები ერთვიან ჯირკვლის საერთო სადინარს. ენდოკრინულ ფუნქციას ასრულებენ პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულები.

ადამიანის პანკრეასის მასა 70 გრამია, სიგრძე 15-25 სანტიმეტრს აღწევს. პანკრეასი განივად მდებარეობს მუცლის უკანა კედელზე, წელის I-II მალების დონეზე. მის მარჯვნივ, ბოლოს თავს ნალივით გარს ეხვევა თორმეტგოჯა ნაწლავი, მარცხნივ ბოლო — კუდი ელენთას აღწევს. თავსა და კუდს შორის მოთავსებულია პანკრეასის სხეული. პანკრეასის სტრუქტურა ძალიან ჰგავს სანერწყვე ჯირკვლის აგებულებას. პანკრეასის ეკზოსეკრეტორული ნაწილის გამომყოფი საბოლოოდ თავს იყრის ორ სადინარში: მთავარი სადინარი იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივ ნაწილში არსებულ დვრილში, ნაღვლის საერთო სადინართან ერთად, დამატებითი სადინარი კი მთავრი სადინარის ცოტა ზემოთ და მარცხნივ. პანკრეასის ეგზოკრინულ ნაწილაკებში, განსაკუთრებით კუდის მიდამოში გაფანტულია ინკრეტორული ფუნქციის მქონე უჯრედოვანი მიკროსკოპული გროვები, რომლებიც წარმოქმნიან 200 ათასი-1,8 მილიონამდე პანკრეასის კუნძულს. კუნძულები გარშემოხვეულია შემაერთებელი ქსოვილით და იზოლირებულია ჯირკვლის ელემენტებისაგან. კუნძულების საერთო წონაა 0,7-0,8 გრამი.

იხ. ვიდეო პანკრეასისპრობლემების შემთხვევაში უარი თქვით მავნე პროდუქტების მომხარებაზე 

პანკრეასის კუნძულების მიერ გამოყოფილი ჰორმონი — ინსულინი პირდაპირ გადადის სისხლში და არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას. კუნძულების ფუნქციის დაქვეითებას (ჰიპოფუნქცია) შაქრიანი დიაბეტის განვითარება მოჰყვება. 1922 წელს კანადელმა მეცნიერებმა შეძლეს სუფთა ინსულინის მიღება. ინსულინს წარმატებით იყენებენ შაქრიანი დიაბეტისა და დიაბეტური კომის სამკურნალოდ.

                                                                    

ინსულინის სტრუქტურა

პანკრეასის დაავადებებიდან აღსანიშნავია პანკრეასის მწვავე ანთება — პანკრეატიტი, პანკრეასის მწვავე ჰემორაგიული ანთება. პანკრეასის ჩირქოვანი ანთება უფრო ხშირად მეზობელი ორგანოების დაავადების შედეგად ვითარდება. პანკრეასის სადინარის დახშვა იწვევს ქრონიკულ პანკრეატიტს. პანკრეასში შეიძლება განვითარდეს, ცისტასიმსივნე.

იხ. ვიდეო

დღე-ღამის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა 1,5-2 ლიტრი პანკრეასის წვენი. იგი უფერო, უსუნო, ტუტე რეაქციის სითხეა. შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს. ფერმენტებიდან აღსანიშნავია პროტეაზები, ლიპაზები და ამილაზები. სეკრეცია იწყება საკვების მიღებიდან 1-3 წუთის შემდეგ და გრძელდება 6-10 საათი. პანკრეასის ფუნქცია რეგულირდება ნერვული და ჰუმორული მექანიზმებით. პანკრეასის სეკრეციაზე გავლენას ახდენენ თანაფარისებრი, ჰიპოფიზი, აგრეთვე ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები.

იხ. ვიდეო

თევზში პანკრეასი ღვიძლთან არის შერწყმული და მაკროსკოპულად განურჩეველია. მასში, თევზებში, ისევე როგორც მაღალ ცხოველებში, ინსულინი წარმოიქმნება ლანგერჰანსის კუნძულებზე. ლამპრებსა და ფილტვის თევზებში, პანკრეასი არსებითად იმალება ნაწლავის კედელში. ზუთხის და ზოგიერთ თევზის თევზში, ისევე როგორც მიქსინებში, პანკრეასი მდებარეობს ღვიძლის ქსოვილში. უმეტეს ციპრინიდებსა და პერციფორმებში, პანკრეასი ღვიძლთან ერთად ქმნის ერთ ორგანოს - ჰეპატოპანკრეასს.
ზოგიერთ თევზში პანკრეასი მდებარეობს ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარების, ელენთის მახლობლად. პანკრეასი გამოყოფს ფერმენტებს თევზის ნაწლავებში - პროტეაზებს, ლიპაზებს, ამილაზებს - რომლებიც უზრუნველყოფენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მონელებას. კუნძულის უჯრედები (ენდოკრინული უჯრედები) აწარმოებენ ჰორმონ ინსულინს, რომელიც არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს.
კუჭქვეშა ჯირკვალი თუ გაწუხებთ - ქონიკურლი დაავდების დროს - აირეთ 1კგ ლიმონი, გამოცალეთ კურკები დაამატეთ 300-300 გრ ოხრახუში და ნიორი, ეს ყველაფერი გატარეთ ხორცსაკებ მანქანაში, მოათავსეთ მომინაქრებულ ჭურჭელში და 2 კვირა გააჩერეთ
ცალე აირეთ 20-20 გრ წითელი მოცვის, მარწყვის და მოის ფოთოლი, სიმინდის ულვაში, დაასხით 2 წიოქა ადურებული წყალი და მთელი ღამით დატოვეთ თერმოსში.
3 კვირის განმავლობაში ყოველდღე, დრეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წთ-ით ადრე მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ნაზავი და მცენარეთა ფოლებისგან დამზადებული ჩაი - 05-1 ჭიქა.
აიღეთ 30გრ ნემსიწვერის ეკალი, დაასხით 100მლგრ დმუღარე და წამოადურეთ მომინანინქრებულ ჭურჭელში წყლის ორთლზე ნახევარი საათის განმავლობაში შეგრილეთ და გაფილტრეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ, ნახარში ადუღებული წყალით 100მლ-მდე შეავსეთ მიირეთ მეოთხედი ჭიქა 2-ჯერ










Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...