пятница, 17 сентября 2021 г.

ჩარლზ დარვინი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ჩარლზ დარვინ

 (ინგლ. Charles Robert Darwin; დ. 12 თებერვალი1809შრუზბერი, — გ. 19 აპრილი1882დაუნილონდონის მახლობლად) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858). დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი). თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872). დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერაბაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.
იხ. ვიდეო ჩარზლ დარვინი - ციტატები და აფორიზმები, ბრძნული აზრები 
ციტატები
არაფერია იმაზე უფრო შესამჩნევი, ვიდრე რელიგიური ურწმუნოების ან რაციონალიზმის გავრცელება ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარში.” ”არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანს თავდაპირველად მიენიჭა ყოვლისშემძლე ღმერთის არსებობის შემზარავი რწმენა.” ”რაც უფრო მეტს ვსწავლობთ ბუნების უცვლელ კანონებს, მით უფრო საოცარი სასწაულები ხდება ჩვენთვის” ”არის ამ შეხედულების სიდიადე, რომლის მიხედვითაც შემოქმედმა თავდაპირველად ჩაასუნთქა სიცოცხლე თავისი სხვადასხვა გამოვლინებებით ერთ ან შეზღუდულ რაოდენობის ფორმებში; და სანამ ჩვენი პლანეტა აგრძელებს ბრუნვას გრავიტაციის უცვლელი კანონების შესაბამისად, ასეთი მარტივი დასაწყისიდან ყველაზე ლამაზი და საოცარი ფორმების უსასრულო რიცხვი განვითარდა და ვითარდება "


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...