суббота, 11 сентября 2021 г.

რობერტ დე ნირო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          რობერტ დე ნირო

(ინგლ. Robert De Niro Jr.; დ. 17 აგვისტო1943) — ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული , განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: „ნათლია II“„ტაქსის მძღოლი“„ცოფიანი ხარი“„დიდებული ბიჭები“ და „ხელშეუხებლები“.

დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლია II“); ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად საუბრობს და მხოლოდ აქა-იქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.

                                                                                  

დე ნირო 1988წ-ს

რობერტ დე ნირო დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოსნიუ-იორკში, ამერიკელი მხატვრების ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ: მამა – რობერტ დე ნირო (უფროსი), დედა – ვირჯინია ედმირალი[3]. დე ნიროს მამა იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი იყო, ხოლო დედა — გერმანელ-ჰოლანდიელი პრესვიტერიანელი წინაპრების შთამომავალი, ათეისტი. მისი დიდი ბებიები ფერაზანოდან კამპობასოს პროვინციაშიმოლიზეში გადასახლებული ემიგრანტები იყვნენ. მისი დიდი ბებია და პაპა, ჯოვანი დე ნირო და ანგელინა მერკურიო, ამერიკაში ფერაძანოდან (კამპობასოს პროვინცია, მოლისი) ჩამოვიდნენ, ხოლო ბებია (მამის მხრიდან), ირლანდიელი ემიგრანტი ედვარდ ო-რილის შვილიშვილი იყო. დე ნიროს უთქვამს, რომ ის საკუთარ თავს უფრო მეტად მის იტალიელ წინაპრებს მიაკუთვნებს, ვინემ დანარჩენებს.

დე ნიროს მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ჰანს ჰოფმანის სამხატვრო სკოლაში. იგი მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. დე ნირომ ბავშვობა მანჰეტენის ერთ-ერთ უბანში, პატარა იტალიაში (Little Italy), გაატარა. მისი ბავშვობის მეტსახელი იყო „ბობი მილკი“.

დე ნირო პირველად სწავლობდა პატარა წითელი სკოლის სახლში, შემდეგ კი დედამისმა იგი გადაიყვანა ნიუ-იორკის მუსიკისა და ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში. 13 წლის ასაკში დე ნირო დაუახლოვდა პატარა იტალიის ქუჩის ბანდას. ამის შემდეგ იგი სწავლობდა სტელა ალდერის კონსერვატორიაში, ასევე ლი სტრასბერგის მსახიობთა

 სტუდიაში.

იხ. ვიდეო რობერტ დე ნირო -  მარიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერის შთამაგონებელი ციტატები




ოცი წლის ასაკში, 1963 წელს, დე ნირომ ითამაშა თავისი პირველი როლი ბრაიან დე პალმასთან თანამშრომლობით, ფილმში ”ქორწილის წვეულება”, თუმცა ფილმი არ გამოცემულა 1969 წლამდე. 1960-იან წლებში ის ძირითადად თეატრში მოღვაწეობდა. 1965 წლის ფრანგულ ფილმში „სამი ოთახი მანჰეტენში“ მან ითამაშა ძალიან პატარა მონაკვეთი — მყიდველის როლი სადილის სცენაში. ამის შემდეგ მას ჰქონდა დებიუტი ოფიციალურ ფილმებში ხელახლა გაერთიანებულ დე პალმასთან — „მისალმებები“) (1968), „სალამი, დედა!“ (1970).

დე ნიროს პოპულარობა გაიზარდა 1973 წელს გადაღებულმა ფილმის Bang the Drum Slowly შემდეგ, სადაც მან დიდი ლიგის ბეისბოლის მოთამაშის როლი შეასრულა. ამავე წელს მან დაიწყო თავისი ნაყოფიერი თანამშრომლობა მარტინ სკორსეზესთან დასამახსოვრებელი როლით ჰარვი კეიტელთან ერთად, ფილმში „უფერული ქუჩები“ (1973). 1974 წელს, დე ნირომ ითამაშა დონ ვიტო კორლეონეს როლი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში, ნათლია II. ამ როლით მან თავისი პირველი ოსკარი მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი. იგი გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც მიიღო ოსკარი და ფილმში მხოლოდ უცხოურ ენაზე საუბრობდა.

მისი „უფერულ ქუჩებში“ მუშაობის შემდეგ, მას ძალიან წარმატებული თანაშრომლობა ჰქონდა მარტინ სკორსეზესთან. თამაშობდა სკორსეზეს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: ”ტაქსის მძღოლი” (1976), ”ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი” (1977), ”ცოფიანი ხარი” (1980), ”კომედიების მეფე” (1983), „დიდებული ბიჭები” (1990), ”Cape Fead” (1991), და ”კაზინო (1995)”. მათ ასევე ერთად ითამაშეს ფილმში ”დამნაშავე ეჭვისგან” და გაახმოვანეს ანიმაციური ფილმი ”ზვიგენის ამბავი”.

1976 წელს დე ნირო გამოჩნდა ჟერარ დეპარდიესა და დონალდ სადერლენდთან ერთად ბერნანდო ბერტოლუჩის მეორე მსოფლიო ომის ცხოვრების ეპიკური ბიოგრაფიული გამოკვლევის ფილმში — Novecento.

1978 წელს დე ნირომ შეასრულა მაიკლ ვრონსკის როლი ფილმში „ირმებზე მონადირე“, რომელიც ნომინირებული იყო ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი კაცი. ამ წლებში მას შესთავაზეს კოვბოის როლი ფილმში ”მეომრები”, თუმცა მან ეს შეთავაზება არ მიიღო.

                                                          

დე ნირო 193წ-ს

მ ფილმებში თამაშისათვის დე ნირომ 27 კილოგრამი მოიმატა; ისწავლა კრივი ფილმისთვის „ცოფიანი ხარი”, იცხოვრა სიცილიაში ფილმისთვის „ნათლია II”, მუშაობდა ტაქსის მძღოლად ფილმისთვის „ტაქსის მძღოლი” და ისწავლა საქსოფონზე დაკვრა ფილმისთვის „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი".

რობერტ დე ნირო გამოირჩეოდა ხარისხიანი თამაშით. მაგალითისვის, ფილმ ”კომედიების მეფის” გადაღების დროს იგი ავლენდა თავის პროფესიონალიზმს. აღსანიშნავია ასევე დე ნიროს თამაში სერჯო ლეონეს ფილმში „ერთხელ ამერიკაში”.

1980-იანი წლებიდან დე ნირო დაიწყო კომედიური ჟანრის ფილმებში თამაში. ამ ჟანრში პირველად წარმატება მოუტანა ფილმმა ”ბრაზილია” (1985), სადაც მან პატარა როლი შეასრულა. დე ნიროს სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია ”შეყვარებულები” (1984), ”მისია” (1986), ”ანგელოზის გული” (1987”შერკინება” (1995), "ძაღლის კუდის ქიცინი" (1997) და ”რონინი” (1998). 1997 წელს, დე ნირომ ითამაშა კრიმინალურ დრამა ”პოლიციელის მიწაში”, სილვესტერ სტალონესთან ერთად.

თამაშობდა კომედიური ჟანრის ფილმებში: „მოასწრო შუაღამემდე” (1988), ”გამოფხიზლება” (1990რობი უილიამსთან ერთად, ”Showtime” (2002ედი მერფისთან ერთად, „გააანალიზე ეს” (1999) და „გააანალიზე ის” (2002) ბილი კრისტალთან ერთად, აგრეთვე ფილმების სერია „მშობლებთან შეხვედრა” (2000), „ფოკერების გაცნობა” (2004) და „პატარა ფოკერები“ (2010). 1993 წელს დე ნირომ ითამაშა ფილმ ”ბიჭის ცხოვრებაში”, სახელგანთქმულ ტობი მაგუირთან და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად.

1995 წელს დე ნირომ ითამაშა მაიკლ მენის ფილმ ”შეტაკებაში” თავის მეგობარ ალ პაჩინოსთან ერთად. ეს ორი მსახიობი ერთად თამაშობდა 1974 წლის ფილმ ნათლია II–შიც. 2007 წლის მაისში ჟურნალმა Variety-მა განაცხადა, რომ დე ნირო და ალ პაჩინო ერთად კიდევ ერთხელ ითამაშებენ ფილმში ”მკვლელობის უფლება”, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გამოვიდა.

1995 წელს, დე ნირომ გაახმოვანა ანიმაციური ფილმი ”ზვიგენის ამბავის” პერსონაჟი დონ ლინო. ფილმს ასევე ახმოვანებდნენ უილ სმიტი და ანჯელინა ჯოლი. დე ნირომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ანიმაციურ ფილმში მონაწილეობის მიღება იყო ყველაზე სასაცილო სპექტრი მთელ მის კარიერაში. დე ნირომ უარი თქვა ფილმ ”განდგომილებში” მონაწილეობაზე (ეს როლი შემდგომ მარტინ შინმა შეასრულა), რადგან იგი მთელი ძალისხმევით ემზადებოდა ”ცრუ ცდუნებაში” სათამაშოდ.

დე ნირო იყო რეჟისორი და ამავდროულად თამაშობდა ფილმში ”ცრუ ცდუნება” (2006), ფილმში ასევე თამაშობდნენ ანჯელინა ჯოლიმეთ დეიმონივილიამნს ჰუნდი და სხვ. 2006 წლის 7 ივნისს დე ნირომ შეწირულობა გაიღო ჰარი რენსომის კაცობრიობების გამოკვლევის ცენტრისთვის. დე ნირომ განაცხადა, რომ იგი მუშაობდა მარტინ სკორსეზესთან ახალ პროექტზე. 2009 წელს დე ნირომ ითამაშა ფილმში ყველას ცეცხლისტოუნსა და მაჩეტეში.

2011-12 წლებში დე-ნირომ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო 2012 წლის ფილმი „იმედის სხივების კრებული“, რომლისთვისაც დე-ნირომ მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.

                                                               

რობერტ დე ნიროს პრესკონფერეცია 1998წ-ს

1993 წლის ფილმში „ბრონქსული ისტორია” რობერტ დე ნირო იყო რეჟისორი და ამავდროულად ასრულებდა ავტობუსის მძღოლის, ლორენცოს როლს. სწორედ ეს ფილმი იყო დე ნიროს, როგორც რეჟისორის დებიუტი. ფილმის სცენარი დაწერა ჩაზ პალმინტერმაბრონქსში გატარებული თავისი მოუსვენარი ბავშვობის შესახებ. ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს, სანის თამაშობდა თვითონ სცენარის ავტორი — პალმინტერი.

რეჟისორის სახით დე ნირო არცერთ ფილმში აღარ გამოჩენილა 2006 წლამდე, 2006 წელს კი, ფილმში „ცრუ ცდუნება“, იგი როგორც რეჟისორი, ასევე ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც იყო. ფილმის პროდიუსერიც თავად დე ნირო გახლთათ ჯეინ როზენთალთან და ფრენსის ფორდ კოპოლასთან ერთად.

პირადი ცხოვრება

1989 წლიდან დე ნირო ცხოვრობს ტრიბეკაში. მისი მთავარი წამოწყებები იყო ფილმების სტუდიების, ”ტრიბეკა პროდუქციის” ”ტრიბეკა ფილმის ფესტივალისა” და ”ნობუს” დაარსება.

1998 წელს დე ნირო ცხრა საათის განმავლობაში იკითხებოდა ფრანგ პოლიციელთან და მოსამართლესთან მეძაობის გავრცელებისთვის. დე ნირომ უარყო ყველანაირი ბრალდება და განაცხადა, რომ მას არასდროს გადაუხდია ფული სექსისთვის. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ს ინტერვიუში, დე ნირომ განაცხადა: ”მე არასდროს დავბრუნდები საფრანგეთში, მე ვურჩევ ჩემს მეგობრებს, რომ საფრანგეთში არ ჩამოვიდნენ” და მას უნდოდა ”გააგზავნე შენი საპატიო ლეგიონის ორდენი ელჩთან, როგორც კი იქნება შესაძლებელი”.

2003 წელს, დე ნიროს დაუსვეს პროსტატას კიბოს დიაგნოზი. 60 წლის დე ნიროზე პროგნოზები კარგი იყო, მისი პუბლიცისტის თანახმად.

ოჯახი

მშობლები: რობერტ დე ნირო უფროსი (გ. 3 მაისს1993. 71 წლის ასაკში) და ვირჯინია ედმირალი (გ. 27 ივლისს2000), განქორწინდნენ, როდესაც მსახიობი ორი წლის იყო.

დე ნირო ორჯერ დაქორწინდა. პირველი მეუღლე დიანი ებოტი იყო, რომლისგანაც 1976 წელს შეეძინა ვაჟი, რაფაელ დე ნირო (ყოფილი მსახიობი, ამჟამად უძრავი ქონებითაა დაკავებული ნიუ-იორკში). დე ნირომ ასევე იშვილა დიანის ქალიშვილი წინა ქორწინებიდან - დრენა დე ნირო (ასევე მსახიობი). ცოლ-ქმარი ერთმანეთს 1988 წელს გაშორდა. რობერტი შემდეგ ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო ყოფილ მოდელ თოუკი სმითთან, რომელთანაც 1995 წლის 20 ოქტომბერს (ხელოვნური განაყოფიერებით) შეეძინა ტყუპები: აარონ კენდრიკ დე ნირო და ჟულიან ჰენრი დე ნირო1997 წელს იქორწინა მეორე ცოლზე - გრეის ჰაიტოუერზე, ყოფილ სტუარდესასთან. ჰყავთ ვაჟი ელიოტ დე ნირო (18 მარტს1998). მისი დაბადების შემდეგ წყვილი ბევრჯერ გაშორდა ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან.

რობერტ დე ნიროს ფილმოგრაფია დაახლოებით 120-მდე ფილმს ითვლის, მათგან უმრავლესობაში მთავარი როლი აქვს ნათამაშები, მცირე ნაწილში კი მეორე ხარისხოვანი და უფრო მცირე როლები საკუთარი რეჟისურით. პირველი ფილმი, რომელშიც სადილის კლიენტი ითამაშა, იყო სამი ოთახი მანჰეტენში1965 წლის 10 ნოემბერს, ხოლო დღეისათვის ბოლო ფილმია იმედის სხივების კრებული (16 ნოემბერი2012). დე ნირო ამავდროულად არის 31 ფილმის პროდიუსერი.

იხ. ვიდეო  10 ფილმი დე ნიროს მონაწილეობით




დენზელ ვაშინგტონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     დენზელ ვაშინგტონი

                                                            
 (ინგლ. Denzel Hayes Washington, Jr); დ. 28 დეკემბერი1954მაუნტ-ვერნონინიუ-იორკის შტატიაშშ) — ამერიკელი მსახიობიკინორეჟისორი და კინოპროდიუსერიოსკარის ორგზის ლაურეატი საუკეთესო მთავარი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის. დენზელ ვაშინგტონი დაიბადა 1954 წლის 28 დეკემბერს ქალაქ მაუნტ-ვერნონში, ნიუ-იორკის შტატში. დენზელი ოჯახში სამი შვილიდან შუათანა იყო: დედა სილამაზის სალონში მუშაობდა და პატარა დენზელიც მას ეხმარებოდა. სკოლის დასრულების სწავლა გააგრძელა ფორდჰემის უნივერსიტეტში, სადაც თავდაპირველად შეისწავლა მედიცინა, შემდეგ ბიოლოგია, შემდეგ ჟურნალისტიკა და ბოლოს კი თეატრით დაინტერესდა. უნივერსიტეტი 1977 წელს, ჟურნალისტიკის ბაკლავრის დიპლომით დაასრულა. ამის მერე ვაშინგტონი სასწავლებლად სან-ფრანცისკოს ამერიკულ კონსერვატორიაში შევიდა. ერთი წლის შემდეგ ის ნიუ-იორკში გადავიდა, კონსერვატორიაში სწავლა შეაჩერა და სატელევიზიო ფილმებში დაიწყო მონაწილეობა.
                                                                              
ვაშინგტონი აკადემიის 62-ე დაჯილდოებაზე, სადაც მან პირველი ოსკარი აიღო

1977 წელს დენზელმა თავის პირველ ფილმ, სპორტულ დრამა „ვილმაში” ითამაშა. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მომავალი მეუღლე პაულეტა პერსონი. 1981 წელს ვაშინგტონი გადაიღეს კომედიაში „ზუსტი ასლი”, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ამერიკელ მაყურებლებში პოპულარობა NBC-ის სერიალმა „სენტ-ელსვერმა” მოუტანა. ამ სერიალში ვაშინგტონი 6 წლის განმავლობაში მონაწილეობდა.

1988 წელს ვაშინგტონი ფილმში „თავისუფლების ძახილი” (რეჟ რიჩარდ ატენბორო) შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. 1990 წელს მსახიობმა მიიღო პირველი ოსკარი სამოქალაქო ომზე გადაღებულ ფილმში „დიდება” (1989. რეჟ. ედვარდ ცვიკი), შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. 1993 წელს ვაშინტონი კვლავ წარადგინეს ოსკარზე სპაიკ ლის ფილმ „მალკოლმ იქსში“ (1992) შესრულებული სულიერი ლიდერის როლსთვის. კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა და რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ ფილმი 1990-იანების საუკეთესო ფილმთა შორის მოიხსენიეს. დენზელმა ლის სხვა ფილმებშიც ითამაშა — „ბლუზი უკეთესი ცხოვრებისთვის” (1990), „მისი თამაში” (1998) მილა იოვოვიჩთან ერთად და „მოუხელთებელი” (2006) კლაივ ოუენთან და ჯოდი ფოსტერთან ერთად.

1993 წელს მან ტომ ჰენქსთან და ანტონიო ბანდერასთან ერთად ითამაშა ჰომოფობი ადვოკატის როლი ფილმში „ფილადელფია“2000 წელს ვაშინგტონმა მიიღო ოქროს გლობუსის პრემია და ბერლინის 50-ე კინოფესტივალის საუკეთესოს მსახიობი მამაკაცის ჯილდო ფილმ „ქარიშხალში (1999) შერულებული მოკრივის როლისთვის. 2001 წელს დენზელმა პირველად, თავის კარიერაში ითამაშა უარყოფითი პერსონაჟის როლი ფილმში „საწვრთნელი დღე“. ამე ფილმისთვის დენზელმა ოსკარი მოიპოვა.

იხ. ვიდეო დენზელ ვაშინგტონი - ოსკაროსანი მსახიობის დამაფიქრებელი და შთამაგონებელი გამონათქვამები



ნაპოლეონ ჰილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                           ნაპოლეონ ჰილი

(ინგლ. Napoleon Hill, 1883 წლის 26 ოქტომბერი - 1970 წლის 28 ნოემბერი) - ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი და ფსიქოლოგი წარმატების (new thought) სფეროში. ხშირად მას მოიხსენიებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწერალს წარმატების შესახებ. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი „იფიქრე და გამდიდრდი“ (1937) ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნია (ჰილის გარდაცვალების პერიოდისთვის (1970) ამ სახელმძღვანელოს 20 მილიონი ეგზემპლარი იყო გაყიდული). ნაპოლეონ ჰილის ნაშრომები შეისწავლიან პერსონალური რწმენის ძალას რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის წარმატებაში. ჰილი იყო ამერიკის პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის მრჩეველი 1933-1936 წლებში. მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაა „თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ დაიჯერებთ, რომ შეძლებთ“.

ჰილის წიგნი „იფიქრე და გამდიდრდი“ პირველად გამოქვეყნდა 1937 წელს და მალევე ითარგმნა რამდენიმე ენაზე.

იხ. ვიდეო ნაპოლეონ ჰილი - მისი იდეები დაბიგრაფია ბევრი ლედირისთვის გახდა შთაგონების წყარო

ნაკოლეონ ჰილი დაიბადა 1883 წელს, ხის პატარა ქოხში, ვირჯინიის მთებში. მისი დედა იყო სარა სილვანია-ბლერი (გარდაიცვალა როდესაც ჰილი იყო 10 წლის), ხოლო მამა - ჯეიმზ მონრო ჰილი.

ახალგაზრდობაში, ჰილი მუშაობდა რეპორტიორად ერთ-ერთ გაზეთში, იმისათვის რათა დაეფარა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლის საფასური, სადაც ის სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. ჟურნალისტობის ნიჭმა და ალღომ შემდგომში განსაზღვრა მისი ბედი. მისმა შესანიშნავმა რეპორტაჟებმა მიიპყრო ტენესის შტატის გუბერნატორის ლ. ტეილორის ყურადღება, რომელიც ფლობდა ჟურნალს „ბობ ტეილორის ჟურნალი“. მან ახალგაზრდა ჰილს შეუკვეთა სტატიების სერია ცნობილი ხალხის წარმატებული კარიერის შესახებ, რომელთა შორის პირველი გახდა ცნობილი ამერიკელი მოაზროვნე ენდრიუ კარნეგი. ნაპოლეონ ჰილმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა კარნეგის თვალში რის გამოც კარნეგიმ ჰილი აზიარა დიდ საქმეს, რაც გულისხმობდა წარმატებული ამერიკელებისთვის ინტერვიუს ჩამორთმევას და შედეგების საფუძველზე წარმატების უნივერსალური ფორმულის შემუშავებას, რომელიც გამოადგებოდა როგორც მრავალმხრივი ნიჭისა და შესაძლებლობის, ისე ყველაზე მოკრძალებული შესაძლებლობის მქონე ადამიანს. ამ სამუშაოს შესრულებისას ჰილს მოუწია გასაუბრება ისეთ ხალხთან როგორიც იყვნენ ჰენრი ფორდი, ჩარლზ შვაბი, უილიამ რიგლი, კლარენს დეროი, ლუთერ ბერბენკი, ჯონ პირპონტ მორგანი და ასევე ამერიკის სამი პრეზიდენტი.

                                                                     

Napoleon Hill holding his book Think and Grow Rich

1928 წელს, კარნეგის გაცნობიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ, ჰილმა გამოაქვეყნა პირველი წიგნი - პირადი წარმატების ჩემი ფილოსოფიური ვერსია. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჰილს თავის შესანახად მოუწია მუშაობა სხვადასხვა ადგილებზე, მათ შორის ჩიკაგოს უნივერსიტეტის სარეკლამო აგენტად, ასევე გამოსცემდა ჟურნალს „ოქროს საჭე“. პირველი მსოფლიო ომის დროს ჰილი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი აშშ-ს პრეზიდენტის, ვუდრო ვილსონის აპარატში.

1933 წელს, დასავლეთ ვირჯინიის სენატორმა, ჯეიმზ რენდოლფმა ის წარუდგინა აშშ-ს 32-ე პრეზიდენტს, ფრანკლინ რუზველტს და ჰილი გახდა პრეზიდენტის მრჩეველი. მოგვიანებით მან გადაწყვიტა სისტემაში მოეყვანა თავისი 20 წლის ნაშრომი - „იფიქრე და გამდიდრდი“.

1952 წელს „ნაპოლეონ ჰილის ასოციაციის“ დაფუძნების შემდეგ, ჰილი აქტიურად ჩაერთო პირადი წარმატების გავრცელების საქმიანობაში და ხელმძღვანელობდა „ნაპოლეონ ჰილის ფონდს“ - საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც ხალხის სწავლებით იყო დაკავებული.

1963 წელს ჰილმა შეადგინა „პირადი წარმატების აკადემიის“ ახალი პროგრამა და ორგანიზებას უწევდა სწავლებას სახლში. ამ დროს ის 80 წელს იყო გადაცილებული.

თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლამდე ჰილი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას და აჩვენებდა თუ რამდენად ეფექტურად მუსაობდა მისი მეთოდები და იდეები



ჯონ როკფელერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ჯონ როკფელერი


 (ინგლ. John Davison Rockefeller; დ. 8 ივლისი1839 — გ. 23 მაისი1937) — ამერიკელი ბიზნესმენი, მსოფლიოს პირველი მილიარდერი. მისი ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 318 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა (2007 წლის დოლარის კურსით) და ამ დროს იგი 74 წლის იყო. ახალგაზრდობაში როკფელერი მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობდა: ეშოვა 100 ათასი დოლარი და ეცოცხლა 100 წელი. იგი გარდაიცვალა ორი თვით ადრე, სანამ 98 წლის გახდებოდა, თუმცა პირველი ოცნება მან აისრულა.

ჯონ როკფელერი საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. მისი მამა უილიამ ავერი როკფელერი, რომელიც ცნობილი იყო ზედმეტსახელით „დიდი ბილი“, ყველაზე მეტ დროს იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გაქცეოდა სამუშაოს. დედამისი ელიზა კი, როგორც ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი, შვილს ბავშვობიდანვე უნერგავდა რწმენასა და შრომის სურვილს. როკფელერმა მოღვაწეობა უბრალო ბუღალტრის რანგში დაიწყო, შემდგომში საბითუმო ვაჭრობის მცირე ბიზნესი წამოიწყო და ბოლოს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობ-კომპანიის Standard Oil-ის დამფუძნებელი გახდა. მისი კომპანია კი ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ის ყველაზე მასშტაბური მონოპოლია. Standard Oil-ს ამერიკის ნავთობის ბაზრის 90% ეკავა. 1911 წელს შერმანის ანტიმონოპოლიური კანონის შემოღების შედეგად Standard Oil 34 დამოუკიდებელ კომპანიად დაიყო, თითოეულის საკონტროლო პაკეტი კი სწორედ როკფელერს ეკუთვნოდა. Standard Oil-ის გაყოფამ ამ უკანასკნელის პირადი კაპიტალი ორჯერ გაზარდა. აღსანიშნავია, რომ დაწყებული პირველი სამუშაო ადგილიდან როკფელერი საკუთარი შემოსავლის 10%-ს მუდმივად ეკლესიას სწირავდა. ამას გარდა, იგი აქტიურად იყო დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით და ისტორიას შემორჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანთროპი. როკფელერის საქველმოქმედო ფონდი ამ დრომდე აგრძელებს ფუნქციონირებას.

იხ. ვიდეო ჯონ როკფელერი პირველი ,ილიარდელის ციტატები, რ-საც შეუძლია, შენში ცვლილებები გამოიწვიოს 

ოჯახი
ცოლი - ლორა სპელმან როკფელერი (1839-1915 წწ). მათ ჰყავდათ ხუთი შვილი: ქალიშვილი ელიზაბეტ (ელიზაბეტ) (1866-1906), ქალიშვილი ალისა (1869-1870), ალტას ასული (1871-1962), ქალიშვილი ედიტი (1872-1932), ჯონ როკფელერ უმცროსის (1874-1960) ერთადერთი ვაჟი, მთავარი ქველმოქმედი და როკფელერების ოჯახის ერთ-ერთი მთავარი წევრი. ჯონ როკფელერ უფროსის ხუთმა შვილიშვილმა განაგრძო ქველმოქმედების და პოლიტიკაში მონაწილეობის ტრადიცია. მათგან ყველაზე ცნობილი იყო ნელსონ როკფელერი, აშშ ვიცე პრეზიდენტი 1974-1977 წლებში. უმცროსი ვაჟი ჯონ როკფელერ უმცროსი, დევიდ როკფელერი, იყო მანჰეტენის ბანკის ხელმძღვანელი 1969-1980 წლებში.


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...