понедельник, 13 сентября 2021 г.

კოკო შანელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              კოკო შანელი

 (ფრანგ. Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel; დ. 19 აგვისტო1883 — გ. 10 იანვარი1971) — მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.
იხ. ვიდეო კოკო შანელი - ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის ციტატები დაგამონათქვამები

მისი ბავშვობის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა. 20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო“.

ამავე კაფეში გაიცნო ახალგაზრდა ოფიცერი ეთენ ბალზანი (Etienne Balsan), რომელიც იყო ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი. 3 წელი ისინი ცხოვრობდნენ ბალზანის სასახლეში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო შანელმა საკუთარი ტანსაცმლის და ქუდების მოდელების შექმნა და ექსპერიმენტები. (მიაჩნდა, რომ მაშინდელი მაღალი საზოგადოების ქალების ტანისამოსი ძალიან რთული და ძნელად სატარებელი იყო).

                                                                         

ერთერთი პირველი შლიაპა კოკო შანელის , 1912წ-ის მაისი

მალე კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. არტურის ფინანსური დახმარებით 1910 წელს შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარიბა პარიზის მაღალ წრეებში. 1913 წელს იხსნება შანელის მეორე მაღაზია, ხოლო 1919 წელს იგი იწყებს ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნას ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.

კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაათავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს.

1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი. მას არ ჰქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. ასეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში.

უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც შანელს შემდეგ ჰყავდა, მას არ ჰყოლია არც მეუღლე და არც შვილები.

1920 წელს იგი ხვდება ცნობილ გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს და დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად ქმნიან 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5., რომელიც დღესაც გამორჩეულია სუნამოებს შორის თავისი სურნელით.

30–იანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომის კრიზისთან დაკავშირებით შანელი იღებს გადაწყვეტილებას შეაჩეროს წარმოება. ხოლო 1954 წელს იგი 70 წლის ასაკში ბრუნდება მოდის სამყაროში და ხსნის ახალ ბუტიკს Rue Cambon –ს.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა პარიზის სასტუმროში Ritz ის ერთ–ერთ ნომერში.

იხ. ვიდეო გაბრიელ შანელი -მოდის ქალღმერთი

ომის დროს - 1939წ-ს ომის დაწყებიოს დროს, შანელმა დახურა მოდის სახლი და ყველა მისი მაღაზია. 1940 წლის ივნისში მისი ძმისშვილი ანდრე პალასი გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. მისი გადარჩენის მცდელობისას, შანელი მიუბრუნდა თავის ძველ ნაცნობს, გერმანიის საელჩოს ატაშეს, ბარონს ჰანს გუნტერ ფონ დინკლაჟს. შედეგად, ანდრე პალასი გაათავისუფლეს და 56 წლის შანელმა ურთიერთობა დაამყარა ფონ დინკლეიჯთან. ვინსენსში არსებული დოსიეს თანახმად, შანელი იყო "ბარონი ბედია და აგენტი ჰანს გუნტერ ფონ დინკლაჟი" 1942-1943 წლებში. არქივის ფრედერიკ კუგინერის თქმით, ჩანაწერი მიუთითებს იმაზე, რომ ითვლებოდა, რომ შანელი იყო აბვერის აგენტი; ის ასევე შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის პოტენციურ წყაროდ.
Chanel's Timeless Little Black Dress Modeled, 2011






воскресенье, 12 сентября 2021 г.

ალბერტ აინშტაინი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ალბერტ აინშტაინი

 (გერმ. Albert Einstein; დ. 14 მარტი1879ულმიგერმანია — გ. 18 აპრილი1955პრინსტონიაშშ) — ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკისსტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

    იხ. ვიდეო ალბერტ აინშტაინი - ფრაზები და ციტატები, რ-ის გააზრებაც თქვენ გარშემო სამყაროს შეცვლის

დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.

საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) იღებს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ.

ელექტროტექნიკის ბიზნესის გაკოტრების გამო აინშტაინების ოჯახი იტალიაში, ქალაქ პავიაში (მილანთან) გადაბარგდა. ალბერტი მიუნხენში დარჩა გიმნაზიის დასამთავრებლად, თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ 1895 წლის გაზაფხულზე ნაცნობი ექიმისგან მიღებულ სამედიცინო ცნობის საფუძველზე გიმნაზიას ტოვებს (მშობლების უკითხავად) და ოჯახთან იტალიაში გადადის. ამ ფაქტის გამო მას საშუალო სკოლის დამთავრების დიპლომი არ მიუღია. იმავე წელს ის შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში (ციურიხი) ცდილობს ჩაბარებას, თუმცა მიუხედავად მათემატიკისა და მეცნიერების გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იჭრება და ინსტიტუტში ვერ ხვდება. ამის შემდგომ ოჯახი მას აარაუში, შვეიცარია, აგზავნის საშუალო სკოლის დასამთავრებლად და 1896 წლის სექტემბერში ის დიპლომს იღებს. ამ პერიოდში ის პროფესორ იოსტ ვინტელერის ოჯახში ცხოვრობდა. ოჯახის ქალიშვილი მარია მისი პირველი სიყვარული გახდა. მოგვიანებით ალბერტის და მაია ამ ოჯახის ძეზე, პოლზე ქორწინდება, ხოლო მისი მეგობარი მიშელ ბესო კი მათ მეორე ქალიშვილს ანას ირთავს. აინშტაინი საბოლოოდ წარმატებით აბარებს შესასვლელ გამოცდებს ციურიხის ტექნიკურ ინსტიტუტში და ოქტომბერში ციურიხში გადადის, მარია კი ამ პერიოდში ოლსბერგში მიდის მასწავლებლად. იმავე წელს აინშტაინი უარჰყოს ვიურტენბერგის ქვეშევრდომობას და „მოქალაქეობის“ გარეშე რჩება. პოლიტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი ცოტა ხანს მასწავლებლობდა. 1901 წელსშვეიცარიის ქვეშევრდომობა მიიღო. 1902 ბერნის საპატენტო ბიუროში ტექნიკის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. 1952 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა აინშტაინს შესთავაზა ისრაელის პრეზიდენტობა, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა, რადგანაც ის თვლიდა რომ მას საჭირო გამოცდილება არ ჰქონდა.

იხ. ვიდეო ძალიან საინერესო ფაქტები ალბერტ აინშტანზე

1909-1911 წლებში აინშტაინი ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორია1911-1912 - პრაღის გერმ. უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 1912 კვლავ ციურიხის პოლიტექნიკუმის პროფესორია. 1913 აინშტაინს ირჩევენ პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1914 გადადის ბერლინში, სადაც წლების მანძილზე ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორია. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის გაბატონების შემდეგ (1933), აინშტაინმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა პრუსიის აკადემიის წევრობაზე და აშშ-ში გადასახლდა. აქ იგი მიიწვიეს პრინსტონის ფუნდამენტურ გამოკვლევათა ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა.

1901-1903 გამოქვეყნდა აინშტაინის პირველი შრომები, რომლებიც კაპილარული მოვლენებისა და თერმოდინამიკის სტატისტიკის დასაბუთების საკითხებს შეეხებოდა. ფიზიკაში ახალი ეპოქა შექმნა 1905 გამოქვეყნებულმა ოთხმა ნაშრომმა. აინშტაინმა მაქს პლანკის კვანტური ჰიპოთეზა სინათლის ენერგიაზეც გაავრცელა და წამოაყენა სინათლის კვანტების ჰიპოთეზა, რომლის თანახმად სინათლე შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ნაწილაკების ნაკადი. ეს იდეა საფუძვლად დაედო გამოსხივების კვანტურ თეორიას.

აინშტაინმა ჩამოაყალიბა ფოტოეფექტის კანონი; განავითარა ბროუნის მოძრაობის მოლეკულური თეორია, რომლის თანახმად ეს მოძრაობა სითხის მოლეკულების ქაოსური მოძრაობისა და ბროუნის ნაწილაკებთან მათი დაჯახების შედეგია. საფუძველი ჩაუყარა ფარდობითობის სპეციალურ თეორიას, რითაც რადიკალურად შეცვალა კლასიკური ფიზიკის წარმოდგენა სივრცესა და დროზე. წინააღმდეგ კლასიკური ფიზიკის დებულებისა, სივრცის, დროისა და ერთდროულობის აბსოლუტურობის შესახებ, მან დაამტკიცა, რომ ისინი ფარდობითი არიან, ე. ი. დამოკიდებული არიან ათვლის სისტემის არჩევაზე. ეს შედეგები აინშტაინმა მიიღო ფარდობითობის პრინციპსა და იმ დებულებაზე დამყარებით, რომ სინათლის სიჩქარე არ არის დამოკიდებული წყაროს სიჩქარეზე. ამით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე რელატივისტურ ფიზიკას.

შემდეგ აინშტაინმა დაადგინა ენერგიისა და მასის ურთიერთდამოკიდებულება, რომლის თანახმადაც ყოველი სხეულის ენერგია დაკავშირებულია მასასთან შემდეგნაირად: E = mc² , სადაც m მასაა, ხოლო c — სინათლის სიჩქარე. ეს თანაფარდობა თანამედროვე ბირთვული ენერგეტიკის საფუძველია. 1907 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც მყარი სხეულების სითბოტევადობის საკითხებში პლანკის კვანტურ ჰიპოთეზას იყენებს და ამით საფუძველს უყრის სითბოტევადობის თანამედროვე კვანტურ თეორიას.

1907-16 იგი მუშაობს ფარდობითობის ზოგადი თეორიის შექმნაზე. ეს თეორია არაინერციული სისტემისათვის ფარდობითობის სპეციალური თეორიის განზოგადებაა. აინშტაინი ემყარება გრავიტაციული და ინერციული მასების ტოლობის ექსპერიმენტულ ფაქტს და გამოთქვამს ფარდობითობის ზოგად პრინციპს, რომლის თანახმად ბუნების კანონები ათვლის ერთი სისტემიდან ათვლის ნებისმიერ სისტემაზე გადასვლისას ინვარიანტული უნდა იყოს. ამით აინშტაინმა გააიგივა ინერცია და გრავიტაცია, რამაც შესაძლებლობა მისცა შეექმნა გრავიტაციული ველის ახალი თეორია. ამ თეორიის თანახმად, გრავიტაციული ველი შედეგია სივრცე-დროის კონტინუუმის გამრუდებისა, რაც მატერიალური სხეულებითაა გამოწვეული.

აინშტაინმა გამოიყვანა გრავიტაციული ველის განტოლებები, რომელთა საშუალებითაც ახსნა ერთი ასტრონომიული მოვლენა — მერკურის პერიჰელიუმის საუკუნეობრივი გადანაცვლება, რაც ორი საუკუნის განმავლობაში აუხსნელი რჩებოდა, და იწინასწარმეტყველა ორი ახალი მოვლენა — სინათლის სხივის გადახრა დიდი მასის მქონე სხეულის მახლობლად გავლისას და ატომის მიერ გამოსხივებული სინათლის სიხშირის შემცირება ძლიერ გრავიტაციულ ველში. ორივე ამ მოვლენის ექსპერიმენტულმა შემოწმებამ დაადასტურა აინშტაინის მოსაზრებები. აინშტაინმა გრავიტაციული ველის განტოლებები მთელი სამყაროს მიმართ გამოიყენა და ამით საფუძველი ჩაუყარა რელატივისტურ კოსმოლოგიას (1917). აინშტაინის, ნიდერლანდელი ვილემ დე სიტერის, საბჭოთა ფიზიკოს ალექსანდრე ფრიდმანის, ბელგიელი ჟორჟ ლემეტრისა და სხვების შრომებმა რელატივისტური კოსმოლოგია თანამედროვე ფიზიკისა და ასტრონომიის ერთ-ერთ მოწინავე დარგად აქცია.

1916 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც გამოჰყავს პლანკის კანონი გამოსხივებისათვის სპონტანურ და ინდუცირებულ გამოსხივებათა ალბათობის განხილვის საშუალებით. აქ გამოთქმული იდეები საფუძვლად დაედო თანამედროვე კვანტურ რადიოფიზიკას. 1921 აინშტაინს ფოტოელექტრულ ეფექტზე დაწერილი შრომებისათვის ნობელის პრემია მიენიჭა. 1924 იგი აქვეყნებს ინდოელი ფიზიკოსის შატენდრანათ ბოზეს სტატიას „პლანკის კანონი და სინათლის კვანტების ჰიპოთეზა“, რომელიც მას ავტორმა გამოუგზავნა. ამ სტატიის იდეის საფუძველზე მან განავითარა ბოზე-აინშტაინის სტატისტიკა იდეალური აირისათვის. ამ შრომაში ავტორმა პირველად მიუთითა ახალ მოვლენაზე, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა ბოზე-აინშტაინის კონდესაციის სახელწოდებით. ამავე შრომაში აინშტაინმა აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლუი დე ბროილის იდეას ნაწილაკების ტალღური ბუნების შესახებ, და განავითარა სინათლის კვანტების ორმაგი — კორპუსკულური და ტალღური ბუნების იდეა.

დაახლოებით ამავე წლებიდან აინშტაინი ცდილობდა შეექმნა ე. წ. „ველის ერთიანი თეორია“, რომელშიც ყველა არსებული ველი და მატერიალური ნაწილაკი წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც რიმანის სივრცის ან უფრო რთული სივრცის გეომეტრიული თვისებების შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი ათეული წლები მან ამ იდეას მიუძღვნა, მისი ბოლომდე განხორციელება მაინც ვერ შეძლო. აინშტაინი ვერ შეურიგდა კვანტური თეორიის იმ ინტერპრეტაციას, რომელიც განავითარეს ნ. ბორმა და ვ. ჰაიზენბერგმა და რომელიც, საერთოდ, თანამედროვე ფიზიკაშია მიღებული. ფიზიკის და, კერძოდ, კვანტური თეორიის პრინციპული საკითხების გასარკვევად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აინშტაინისა და ბორის დისკუსიას.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აინშტაინმა ბ. ჰოფმანთან და ლ. ინფელთან ერთად შექმნა ნაშრომები, რომლებიც მიეძღვნა გრავიტაციული ველის განტოლებებიდან მოძრაობის განტოლებათა გამოყვანას. აინშტაინის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა არ იყო თანამიმდევრული. თუ ახალგაზრდობაში იგი ერნსტ მახის ფილოსოფიის გავლენას განიცდიდა და აშკარა პოზიტივისტურ აზრებს გამოთქვამდა, შემდეგ გადაჭრით გამოვიდა პოზიტივისტური ფილოსოფიის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, აინშტაინი მაინც ვერ გახდა მატერიალისტი, ვინაიდან გნოსეოლოგიური პრობლემების განხილვისას ხშირად ეკლექტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამდა.

აინშტაინი მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. აინშტაინი იყო დიდი ჰუმანისტი და მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აქტიური მებრძოლი.

იხ. ვიდეო ალბერტ აინშტაინი





суббота, 11 сентября 2021 г.

რობერტ დე ნირო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          რობერტ დე ნირო

(ინგლ. Robert De Niro Jr.; დ. 17 აგვისტო1943) — ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული , განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: „ნათლია II“„ტაქსის მძღოლი“„ცოფიანი ხარი“„დიდებული ბიჭები“ და „ხელშეუხებლები“.

დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლია II“); ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად საუბრობს და მხოლოდ აქა-იქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.

                                                                                  

დე ნირო 1988წ-ს

რობერტ დე ნირო დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოსნიუ-იორკში, ამერიკელი მხატვრების ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ: მამა – რობერტ დე ნირო (უფროსი), დედა – ვირჯინია ედმირალი[3]. დე ნიროს მამა იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი იყო, ხოლო დედა — გერმანელ-ჰოლანდიელი პრესვიტერიანელი წინაპრების შთამომავალი, ათეისტი. მისი დიდი ბებიები ფერაზანოდან კამპობასოს პროვინციაშიმოლიზეში გადასახლებული ემიგრანტები იყვნენ. მისი დიდი ბებია და პაპა, ჯოვანი დე ნირო და ანგელინა მერკურიო, ამერიკაში ფერაძანოდან (კამპობასოს პროვინცია, მოლისი) ჩამოვიდნენ, ხოლო ბებია (მამის მხრიდან), ირლანდიელი ემიგრანტი ედვარდ ო-რილის შვილიშვილი იყო. დე ნიროს უთქვამს, რომ ის საკუთარ თავს უფრო მეტად მის იტალიელ წინაპრებს მიაკუთვნებს, ვინემ დანარჩენებს.

დე ნიროს მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ჰანს ჰოფმანის სამხატვრო სკოლაში. იგი მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. დე ნირომ ბავშვობა მანჰეტენის ერთ-ერთ უბანში, პატარა იტალიაში (Little Italy), გაატარა. მისი ბავშვობის მეტსახელი იყო „ბობი მილკი“.

დე ნირო პირველად სწავლობდა პატარა წითელი სკოლის სახლში, შემდეგ კი დედამისმა იგი გადაიყვანა ნიუ-იორკის მუსიკისა და ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში. 13 წლის ასაკში დე ნირო დაუახლოვდა პატარა იტალიის ქუჩის ბანდას. ამის შემდეგ იგი სწავლობდა სტელა ალდერის კონსერვატორიაში, ასევე ლი სტრასბერგის მსახიობთა

 სტუდიაში.

იხ. ვიდეო რობერტ დე ნირო -  მარიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერის შთამაგონებელი ციტატები




ოცი წლის ასაკში, 1963 წელს, დე ნირომ ითამაშა თავისი პირველი როლი ბრაიან დე პალმასთან თანამშრომლობით, ფილმში ”ქორწილის წვეულება”, თუმცა ფილმი არ გამოცემულა 1969 წლამდე. 1960-იან წლებში ის ძირითადად თეატრში მოღვაწეობდა. 1965 წლის ფრანგულ ფილმში „სამი ოთახი მანჰეტენში“ მან ითამაშა ძალიან პატარა მონაკვეთი — მყიდველის როლი სადილის სცენაში. ამის შემდეგ მას ჰქონდა დებიუტი ოფიციალურ ფილმებში ხელახლა გაერთიანებულ დე პალმასთან — „მისალმებები“) (1968), „სალამი, დედა!“ (1970).

დე ნიროს პოპულარობა გაიზარდა 1973 წელს გადაღებულმა ფილმის Bang the Drum Slowly შემდეგ, სადაც მან დიდი ლიგის ბეისბოლის მოთამაშის როლი შეასრულა. ამავე წელს მან დაიწყო თავისი ნაყოფიერი თანამშრომლობა მარტინ სკორსეზესთან დასამახსოვრებელი როლით ჰარვი კეიტელთან ერთად, ფილმში „უფერული ქუჩები“ (1973). 1974 წელს, დე ნირომ ითამაშა დონ ვიტო კორლეონეს როლი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში, ნათლია II. ამ როლით მან თავისი პირველი ოსკარი მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი. იგი გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც მიიღო ოსკარი და ფილმში მხოლოდ უცხოურ ენაზე საუბრობდა.

მისი „უფერულ ქუჩებში“ მუშაობის შემდეგ, მას ძალიან წარმატებული თანაშრომლობა ჰქონდა მარტინ სკორსეზესთან. თამაშობდა სკორსეზეს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: ”ტაქსის მძღოლი” (1976), ”ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი” (1977), ”ცოფიანი ხარი” (1980), ”კომედიების მეფე” (1983), „დიდებული ბიჭები” (1990), ”Cape Fead” (1991), და ”კაზინო (1995)”. მათ ასევე ერთად ითამაშეს ფილმში ”დამნაშავე ეჭვისგან” და გაახმოვანეს ანიმაციური ფილმი ”ზვიგენის ამბავი”.

1976 წელს დე ნირო გამოჩნდა ჟერარ დეპარდიესა და დონალდ სადერლენდთან ერთად ბერნანდო ბერტოლუჩის მეორე მსოფლიო ომის ცხოვრების ეპიკური ბიოგრაფიული გამოკვლევის ფილმში — Novecento.

1978 წელს დე ნირომ შეასრულა მაიკლ ვრონსკის როლი ფილმში „ირმებზე მონადირე“, რომელიც ნომინირებული იყო ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი კაცი. ამ წლებში მას შესთავაზეს კოვბოის როლი ფილმში ”მეომრები”, თუმცა მან ეს შეთავაზება არ მიიღო.

                                                          

დე ნირო 193წ-ს

მ ფილმებში თამაშისათვის დე ნირომ 27 კილოგრამი მოიმატა; ისწავლა კრივი ფილმისთვის „ცოფიანი ხარი”, იცხოვრა სიცილიაში ფილმისთვის „ნათლია II”, მუშაობდა ტაქსის მძღოლად ფილმისთვის „ტაქსის მძღოლი” და ისწავლა საქსოფონზე დაკვრა ფილმისთვის „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი".

რობერტ დე ნირო გამოირჩეოდა ხარისხიანი თამაშით. მაგალითისვის, ფილმ ”კომედიების მეფის” გადაღების დროს იგი ავლენდა თავის პროფესიონალიზმს. აღსანიშნავია ასევე დე ნიროს თამაში სერჯო ლეონეს ფილმში „ერთხელ ამერიკაში”.

1980-იანი წლებიდან დე ნირო დაიწყო კომედიური ჟანრის ფილმებში თამაში. ამ ჟანრში პირველად წარმატება მოუტანა ფილმმა ”ბრაზილია” (1985), სადაც მან პატარა როლი შეასრულა. დე ნიროს სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია ”შეყვარებულები” (1984), ”მისია” (1986), ”ანგელოზის გული” (1987”შერკინება” (1995), "ძაღლის კუდის ქიცინი" (1997) და ”რონინი” (1998). 1997 წელს, დე ნირომ ითამაშა კრიმინალურ დრამა ”პოლიციელის მიწაში”, სილვესტერ სტალონესთან ერთად.

თამაშობდა კომედიური ჟანრის ფილმებში: „მოასწრო შუაღამემდე” (1988), ”გამოფხიზლება” (1990რობი უილიამსთან ერთად, ”Showtime” (2002ედი მერფისთან ერთად, „გააანალიზე ეს” (1999) და „გააანალიზე ის” (2002) ბილი კრისტალთან ერთად, აგრეთვე ფილმების სერია „მშობლებთან შეხვედრა” (2000), „ფოკერების გაცნობა” (2004) და „პატარა ფოკერები“ (2010). 1993 წელს დე ნირომ ითამაშა ფილმ ”ბიჭის ცხოვრებაში”, სახელგანთქმულ ტობი მაგუირთან და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად.

1995 წელს დე ნირომ ითამაშა მაიკლ მენის ფილმ ”შეტაკებაში” თავის მეგობარ ალ პაჩინოსთან ერთად. ეს ორი მსახიობი ერთად თამაშობდა 1974 წლის ფილმ ნათლია II–შიც. 2007 წლის მაისში ჟურნალმა Variety-მა განაცხადა, რომ დე ნირო და ალ პაჩინო ერთად კიდევ ერთხელ ითამაშებენ ფილმში ”მკვლელობის უფლება”, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გამოვიდა.

1995 წელს, დე ნირომ გაახმოვანა ანიმაციური ფილმი ”ზვიგენის ამბავის” პერსონაჟი დონ ლინო. ფილმს ასევე ახმოვანებდნენ უილ სმიტი და ანჯელინა ჯოლი. დე ნირომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ანიმაციურ ფილმში მონაწილეობის მიღება იყო ყველაზე სასაცილო სპექტრი მთელ მის კარიერაში. დე ნირომ უარი თქვა ფილმ ”განდგომილებში” მონაწილეობაზე (ეს როლი შემდგომ მარტინ შინმა შეასრულა), რადგან იგი მთელი ძალისხმევით ემზადებოდა ”ცრუ ცდუნებაში” სათამაშოდ.

დე ნირო იყო რეჟისორი და ამავდროულად თამაშობდა ფილმში ”ცრუ ცდუნება” (2006), ფილმში ასევე თამაშობდნენ ანჯელინა ჯოლიმეთ დეიმონივილიამნს ჰუნდი და სხვ. 2006 წლის 7 ივნისს დე ნირომ შეწირულობა გაიღო ჰარი რენსომის კაცობრიობების გამოკვლევის ცენტრისთვის. დე ნირომ განაცხადა, რომ იგი მუშაობდა მარტინ სკორსეზესთან ახალ პროექტზე. 2009 წელს დე ნირომ ითამაშა ფილმში ყველას ცეცხლისტოუნსა და მაჩეტეში.

2011-12 წლებში დე-ნირომ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო 2012 წლის ფილმი „იმედის სხივების კრებული“, რომლისთვისაც დე-ნირომ მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.

                                                               

რობერტ დე ნიროს პრესკონფერეცია 1998წ-ს

1993 წლის ფილმში „ბრონქსული ისტორია” რობერტ დე ნირო იყო რეჟისორი და ამავდროულად ასრულებდა ავტობუსის მძღოლის, ლორენცოს როლს. სწორედ ეს ფილმი იყო დე ნიროს, როგორც რეჟისორის დებიუტი. ფილმის სცენარი დაწერა ჩაზ პალმინტერმაბრონქსში გატარებული თავისი მოუსვენარი ბავშვობის შესახებ. ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს, სანის თამაშობდა თვითონ სცენარის ავტორი — პალმინტერი.

რეჟისორის სახით დე ნირო არცერთ ფილმში აღარ გამოჩენილა 2006 წლამდე, 2006 წელს კი, ფილმში „ცრუ ცდუნება“, იგი როგორც რეჟისორი, ასევე ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც იყო. ფილმის პროდიუსერიც თავად დე ნირო გახლთათ ჯეინ როზენთალთან და ფრენსის ფორდ კოპოლასთან ერთად.

პირადი ცხოვრება

1989 წლიდან დე ნირო ცხოვრობს ტრიბეკაში. მისი მთავარი წამოწყებები იყო ფილმების სტუდიების, ”ტრიბეკა პროდუქციის” ”ტრიბეკა ფილმის ფესტივალისა” და ”ნობუს” დაარსება.

1998 წელს დე ნირო ცხრა საათის განმავლობაში იკითხებოდა ფრანგ პოლიციელთან და მოსამართლესთან მეძაობის გავრცელებისთვის. დე ნირომ უარყო ყველანაირი ბრალდება და განაცხადა, რომ მას არასდროს გადაუხდია ფული სექსისთვის. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ს ინტერვიუში, დე ნირომ განაცხადა: ”მე არასდროს დავბრუნდები საფრანგეთში, მე ვურჩევ ჩემს მეგობრებს, რომ საფრანგეთში არ ჩამოვიდნენ” და მას უნდოდა ”გააგზავნე შენი საპატიო ლეგიონის ორდენი ელჩთან, როგორც კი იქნება შესაძლებელი”.

2003 წელს, დე ნიროს დაუსვეს პროსტატას კიბოს დიაგნოზი. 60 წლის დე ნიროზე პროგნოზები კარგი იყო, მისი პუბლიცისტის თანახმად.

ოჯახი

მშობლები: რობერტ დე ნირო უფროსი (გ. 3 მაისს1993. 71 წლის ასაკში) და ვირჯინია ედმირალი (გ. 27 ივლისს2000), განქორწინდნენ, როდესაც მსახიობი ორი წლის იყო.

დე ნირო ორჯერ დაქორწინდა. პირველი მეუღლე დიანი ებოტი იყო, რომლისგანაც 1976 წელს შეეძინა ვაჟი, რაფაელ დე ნირო (ყოფილი მსახიობი, ამჟამად უძრავი ქონებითაა დაკავებული ნიუ-იორკში). დე ნირომ ასევე იშვილა დიანის ქალიშვილი წინა ქორწინებიდან - დრენა დე ნირო (ასევე მსახიობი). ცოლ-ქმარი ერთმანეთს 1988 წელს გაშორდა. რობერტი შემდეგ ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო ყოფილ მოდელ თოუკი სმითთან, რომელთანაც 1995 წლის 20 ოქტომბერს (ხელოვნური განაყოფიერებით) შეეძინა ტყუპები: აარონ კენდრიკ დე ნირო და ჟულიან ჰენრი დე ნირო1997 წელს იქორწინა მეორე ცოლზე - გრეის ჰაიტოუერზე, ყოფილ სტუარდესასთან. ჰყავთ ვაჟი ელიოტ დე ნირო (18 მარტს1998). მისი დაბადების შემდეგ წყვილი ბევრჯერ გაშორდა ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან.

რობერტ დე ნიროს ფილმოგრაფია დაახლოებით 120-მდე ფილმს ითვლის, მათგან უმრავლესობაში მთავარი როლი აქვს ნათამაშები, მცირე ნაწილში კი მეორე ხარისხოვანი და უფრო მცირე როლები საკუთარი რეჟისურით. პირველი ფილმი, რომელშიც სადილის კლიენტი ითამაშა, იყო სამი ოთახი მანჰეტენში1965 წლის 10 ნოემბერს, ხოლო დღეისათვის ბოლო ფილმია იმედის სხივების კრებული (16 ნოემბერი2012). დე ნირო ამავდროულად არის 31 ფილმის პროდიუსერი.

იხ. ვიდეო  10 ფილმი დე ნიროს მონაწილეობით




უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...