понедельник, 13 сентября 2021 г.

მაჰათმა განდი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           მაჰათმა განდი 

(ჰინდი: मोहनदास करमचन्द गांधी; გუჯარათი: મોહનદાસ કરમચંદ ગાંધી; ; სინდჰი: محاتما گاندهي; დ. 2 ოქტომბერი, 1869, პორბანდარი ― გ. 30 იანვარი, 1948, დელი) — ინდოელი ადვოკატი, პოლიტიკოსი, სამოქალქო აქტივისტი და მწერალი, ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში. განდის მიერ წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არაძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა, განდი კი ინდოელმა ხალხმა ერის მამად და „დიად სულად“ (Mahatma) აღიარა. ჩვეულებრივად მას მაჰათმა განდის ეძახდნენ [1]. მაჰათმა სანსკრიტში იშიფრება როგორც „დიდსულოვანი“, „პატივსაცემი მოხუცი“. პირველად ასე იგი 1914 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოიხსენიეს. ინდოეთში მას ასევე უწოდებდნენ ბაპუ-ს (გუჯარათში იშიფრება როგორც მამა, პაპა.).

1948 წლიდან მან დაიწყო მოღვაწეობა, როგორც ერის სულიერმა წინამძოღლმა. სწორედ რაბინდრანათ თაგორმა უწოდა მას მაჰათმა.

განდი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. იგი იყო არამოძალადე აქტივისტი, რომელმაც უხელმძღვანელა მრავალ მშვიდობიან საპროტესტო აქციას.

იხ. ვიდეო მაჰათმა განდი - ცნობილი ინდოელი საზოგადო მოღვაწის ფრაზები და ციტატები რომლებიც ყველას დაგაფრიქებთ

ოჰანდას განდი დაიბადა 1869 წლის 2 ოქტომბერს ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, პრობანდარის რაჯას სამეფოში, გუჯარათიინდოეთი. ოჯახში ის გახლდათ მეექვსე და ნაბოლარა შვილი. განდის მშობლები პატივს მიაგებნდენ ვიშნუს - ვაიშინაისტური ტრადიციის უზენაეს ღვთაებას ინდუიზმში. ამ პერიოდის დასავლეთ ინდოეთში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ჯაინიზმს, რელიგიას, რომელიც ყოველგვარი ცოცხალი არსების მიმართ არაძალადობრივ მოპყრობას ქადაგებდა. ჯაინიზმმა, რომლის ღირებულებებსაც განდის მშობლები იზიარებდნენ, მნიშვნელოვნად იმოქმედა მოჰანდასის აზროვნებასა და მოღვაწეობაზე.

როდესაც განდი 7 წლის გახდა, მისი ოჯახი საცხოვრებლად პორბანდარიდან 200 კილომეტრით დაშორებულ რაჩკოტაში გადავიდა, სადაც ინგლისურენოვანი სკოლა ფუნქციონირებდა. ახალი ენის შესწავლა მოჰანდასთვის რთული აღმოჩნდა, თუმცა, საერთო ჯამში, ცუდი მოსწავლე არ ყოფილა. ახალ გარემოში აღმოჩენილმა განდიმ მის ოჯახში დამკვიდრებულ ასკეტური ცხოვრების წესს გადაუხვია. სწორედ მოზარდობის წლებში, სხვა თანატოლების გავლენით, განდიმ პირველად გასინჯა თხის ხორცი. ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად ეროვნული მოტივებით იყო განპირობებული: ინდოელებს სჯეროდათ, რომ ვეგეტარიანულმა ცხოვრების წესმა მათი ორგანიზმი დაასუსტა, რის გამოც ბრიტანელებს ინდოეთის დაპყრობა გაუმარტივდათ. კვების რაციონის ცვლილებამ განდიზე მძიმე ფსიქოლოგიური ეფექტი მოახდინა. საკუთარ ბიოგრაფიაში განდი წერს:


„ამის შემდეგ საშინელი ღამე მქონდა. აუტანელი კოშმარები მტანჯავდა. როგორც კი ჩამეძინებოდა მეჩვენებოდა, თითქოს ჩემში ცოცხალი თხა კიკინებდა და სინანულის გრძნობით წამოვვარდებოდი ხოლმე. მაგრამ შემდეგ მაგონდებოდა, რომ ხორცის ჭამა მოვალეობა იყო, და ისევ ვმშვიდდებოდი“

.

ინდური ტრადიციის შესაბამისად, 13 წლის მაჰათმა განდი თავის თანატოლ კასტურბაზე დააქორწინეს. მათი ცოლ-ქმრობა 1944 წლამდე, კასტურბას გარდაცვალებამდე გაგრძლედა. განდის 4 ვაჟიშვილი - ჰარილალი, მანილალი, რამადასი და დევდასი ჰყავდა.

1885 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, განდის მამა გარდაიცვალა. მამის გარდაცვალებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა განდის ცხოვრებაზე, რადგანაც ვაჟს მამის საქმიანობა უნდა გაეგრძელებინა. მეგობრებმა მოჰანდასს სწავლის გასაგრძელებლად ინგლისში წასვლა ურჩიეს, თუმცა ვაიშიების კასტა, რომელსაც განდი განეკუთვნებოდა, ეწინააღმდეგებოდა ახალგაზრდა მოჰანდასის ევროპაში გაგზავნას. ვინაიდან განდის გადაწყვეტილება ურყევი იყო, კასტამ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. 1888 წლის 4 სექტემებერს, 18 წლის ასაკში, განდი საუთჰემპტონისკენ მიმავალ გემზე ავიდა და ინგლისისაკენ გაემგზავრა სამართლის სასწავლად..განდიმ ინგლისში სამართლის შესწავლა დაიწყო და იქ არასრული სამი წელი დაჰყო. დასავლური ცხოვრების წესთან შეგუება ახალგაზრდა განდისთვის რთული აღმოჩნდა. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ ვეგეტარიანული საკვების შოვნა ინგლისში სირთულეს წარმოადგენდა. ფინანსური პრობლემების გამო განდიმ ფულის ეკონომიურ ხარჯვას მიჰყო ხელი. ქირაობდა ერთოთახიან ბინას, სადაც საუზმესა და ვახშამს თავად იმზადებდა, ამასთანავე, ფეხით ყოველდღიურად 15 კილომეტრს ფარავდა.

სტუდენტობის წლებში განდიმ აქტიურად დაიწყო ბრიტანული გაზეთების კითხვა და თანამედროვე პროცესებისთვის თვალის მიდევნება. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ინგლისს კონსერვატორები მართავდნენ, პარალელურად აქტიურად მოქმედებდნენ სხვა პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფები, რომელთა შორისაც ახალგაზრდა განდიმ უპირატესობა ვეგეტარიანელთა საზოგადოებას მიანიჭა და მალევე შეუერთდა კიდეც. აღნიშნული საზოგადოების ჟურნალში განდი აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს, ამასთანავე, ჩართული იყო საორგანიზაციო საქმის წარმოებაში, რამაც მას მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა. განდის ინგლისელ ნაცნობთა უმეტესობა ვეგეტარიანელი იყო, თუმცა სტუდენტობის წლებში ის თეოსოფიურ საზოგადოებას დაუახლოვდა. ამ საზოგადოების წყალობით ახალგაზრდა განდის პირველად მოუწია ძველი ინდური რელიგიური ტექსტების, მათ შორის „ბჰაგავად გიტას“ წაკითხვა. რელიგიური ტექსტების კითხვის პარალელურად განდი ახერხებდა იურისპრუდენციის საფუძვლიან შესწავლას. 1891 წლის 10 ივნისს მან დაუბრკოლებლად ჩააბარა გამოცდები და პროკურორობის უფლება მოიპოვა. ინდოეთის დატოვებიდან 2 წელი და 8 თვე იყო გასული, როცა აკადემიური ხარისხითა და მუშაობის უფლებით აღჭურვილი 21 წლის განდი სამშობლოსაკენ მიმავალ გემზე ავიდა. როდესაც იგი ადვოკატი გახდა, გაემგზავრა ბრიტანეთის კოლონიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც გაეცნო კანონებს, რომლის მიხედვითაც შავკანიანებს ჰქონდათ ნაკლები უფლებები, ვიდრე თეთრკანიანებს. მან გადაწყვიტა გამხდარიყო პოლიტიკური აქტივისტი, რადგან ფიქრობდა, რომ შეცვლიდა ამ უსამართლო კანონებს. მან შექმნა ძლიერი, არამოძალადე მოძრაობა. განდის ცხოვრების დროს ინდოეთი იყო ბრიტანეთის კოლონია. იგი არ ეგუებოდა ამას.

იხ. ვიდეო მაჰათმა განდი მოკლე ისტორია

ინდოეთში დაბრუნებისთანავე განდი იურიდიულ საქმიანობას შეუდგა, თუმცა პირველივე სასამართლო პროცესი, სადაც განდი დაცვის მხარეს წარმოადგენდა, მარცხით დამთავრდა. განდის გამართული და სწრაფი ინგლისური მეტყველება ინდოელი მოსამართლისა და პროკურორებისთვის არც ისე მარტივად გასაგები იყო. საბოლოოდ, განდიმ გადაწყვიტა მშობლიურ პორბანდარში არსებულ სავაჭრო კომპანიას შეერთებოდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასაგზავნ იურისტებს ეძებდა. განდიმ, საერთო ჯამში, სამხრეთ აფრიკაში 21 წელი გაატარა, სადაც მისი პოლიტიკური ხედვები და ეთიკა ჩამოყალიბდა.

სამხრეთ აფრიკისკენ მიმავალ გზაზე განდიმ საკუთარ თავზე გამოსცადა ადამიანთა დისკრიმინაცია კანის ფერისა და გარეგნობის გამო. ამ მოგზაურობის დროს ის იძულებული გახდა პირველი კლასის ვაგონიდან მეორე კლასში გადასულიყო, მიუხედვად იმისა, რომ პირველი კლასის ბილეთი ჰქონდა. მსგავსმა მოპყრობამ განდის განაწყენება გამოიწვია, რაც მისი და პოლიციის ოფიცრის დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ, პოლიციელი განდის ფიზიკურად გაუსწორდა.

სამხრეთ აფრიკაში ყოფნის პერიოდში განდი აქტიურად იბრძოდა ინდოელთა უფლებების დასაცავად. მკვლევართა ნაწილი აღნიშნავს, რომ განდი ერთმანეთისგან განასხვავებდა ადგილობრივ შავკანიანებსა და ინდოელებს, თუმცა წლების შემდეგ განდი და მისი მხარდამჭერები აქტიურად ეხმარებოდნენ სამხრეთ აფრიკელებს რასიზმისა და აპართეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. წლების შემდეგ, როცა სამხრეთ აფრიკელმა შავკანიანებმა მიიღეს ხმის მიცემის უფლება, განდი აღიარეს ეროვნულ გმირად და მრავალ მემორიალზე გამოსახეს. 1906 წელს, როცა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა ზულუსთა სამეფოს, განდი და მისი მომხრეები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სამედიცინო დახმარება გაეწიათ ბრძოლაში დაჭრილ ზულუსელთათვის. განდი ამტკიცებდა, რომ ინდოელებს მშვიდობისმყოფელი მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამ ომში, რათა შეეცვალათ ბრიტანელთა აღქმები ფერადკანიანი ხალხების მიმართ.

იხ. ვიდეო

სატიაგრაჰა ანუ ინდოელთა ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად სამხრეთ აფრიკაში, 8 წელიწადს გაგრძელდა. სატიაგრაჰა სიტყვასიტყვით „ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას“ ნიშნავს და არაძალადობრივ წინააღმდეგობას ეფუძნება, რომელიც უსამართლობისაკენ არის მიმართული. როგორც სოციალური ცვლილებების ფილოსოფია, სატიაგრაჰა ეფუძნება კეთილშობილი მეთოდებით საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სტაბილურობის მიღწევას.

განდისთვის სატიაგრაჰა მორალური იარაღი გახლდათ უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სტრატეგიის მთავარი პრიციპი, რაც სატიაგრაჰას უნიკალურობას განაპირობებდა, მოწინააღმდეგის ხელშეუხებლობას, ოპონენტების შინაგან გარდაქმნას ქადაგებს.

მაჰათმა განდიმ საკუთარი არაძალადობრივი ბრძოლის სტრატეგიით სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში დიდება მოიხვეჭა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ფრონტებზე. მისმა იდეებმა სიყვარულის, ჭეშმარიტებასა და სულიერი სიმტკიცის შესახებ სატიაგრაჰა ინდოეთსა და მის საზღვრებს გარეთ უნივერსალურ ანტიძალადობრივ სტრატეგიად აქცია, რამაც განდის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეული პიროვნების სახელი მოუხვეჭა.

1906 წელს სამხრეთ აფრიკაში ბრიტანულმა კოლონიურმა ხელისფლებამ აამოქმედა კანონი, როლის მიხედვითაც ყველა ინდოელი 8 წლის ზემოთ, განურჩევლად სქესისა, უნდა დარეგისტრირებულიყო პოლიციაში. ინდოელებს უნდა დაეტოვებინათ თითის ანაბეჭდები და აეღოთ სპეციალური მოწმობები. ყველას, ვინც მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდა, დაპატიმრება ელოდათ. პოლიციას უფლება ჰქონდა სპეციალური ნებართვის გარეშე შეჭრილიყო ინდოელთა საცხოვრებლებში და გადაემოწმებინათ ჰქონდათ თუ არა მათ შესაბამისი მოწმობები. ბრიტანელთა გადაწყვეტილებამ განდის აღშფოთება გამოიწვია. მან ინდოელებს შესთავაზა არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობის წამოწყება. 1908 წლის 1 იანვარს ინდოელებმა იოჰანესბურგში გამართულ საპროტესტო მიტინგზე დემონსტრაციულად დაწვეს პოლიციის მიერ მათთვის გაგზავნილი სარეგისტრაციო ცნობები. პროტესტის პასუხად ბრიტანულმა ხელისუფლებამ პროტესტანტების წინააღმდეგ რეპრესიები წამოიწყო და ათასობით ინდოელი, მათ შორის განდიც დააპატიმრა. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ განდი ახალი ძალებით შეუდგა მასობრივი არაძალადობრივი მოძრაობის მომზადებას, რამაც მთელი სამხრეთ აფრიკა მოიცვა. გაჩაღდა მასობრივი გაფიცვები მთელი სამხრეთ აფრიკის მასშტაბით, რომელსაც მეშახტეებიც შეუერთდნენ. განდი ისევ დააპატიმრეს, თუმცა დაუმორჩილებლობის კამპანია გრძელდებოდა, რამაც ბრიტანელები აიძულა გაეთავისუფლებინათ დაპატიმრებული პროტესტანტები.

1913 წელს განდიმ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ბრიტანეთის კოლონიურ პოლიტიკას სამხრეთ აფრიკაში. ამჯერად განდის მიმდევრებმა მასობრივად დაიწყეს იმ კანონის დარღვევა, რომელიც ინდოელებს ერთი პროვინციიდან მეორეში გადაადგილებას უკრძალავდა. განდი სათავეში ჩაუდგა ათობით ათას ინდოელს, რომელთა რიცხვიც დღითი-დღე იზრდებოდა. სამთავრობო ძალებმა სცადეს პროტესტის მონაწილეთა შეჩერება, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ინდოლეთა პროტესტის შესახებ ცნობები მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. 1914 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ინდოელთა დამამცირებელმა ყველა კანონმა სამხრეთ აფრიკაში ძალა დაკარგა. განდის მრავალწლიანი ბრძოლა სამხრეთ აფრიკელი ინდოელების უფლებების დასაცავად წარმატებით დასრულდა.

1915 წელს განდი ინდოეთში დაბრუნდა და სამხრეთ აფრიკაში მიღებული გამოცდილებით შეიარაღებული ინდოეთის ეროვნულ კონგრესს შეუერთდა. 5 წელიწადში ის კონგრესის ხელმძღვანელი გახდა და გააძლიერა მოთხოვნები ბრიტანელ კოლონიზატორთა მიმართ.

როცა განდი ინდოეთში დაბრუნდა პირველი მსოფლიო ომი რამდენიმე თვის დაწყებული იყო. მილიონზე მეტი ინდოელი ომში იყო გაწვეული. ინდოეთში დაბრუნებულმა განდიმ გაცილებით მეტი იცოდა სამხრეთ აფრიკაზე, ვიდრე საკუთარ სამშობლოზე. ამის გამოსასწორებლად ის ქვეყნის დეტალურ შესწავლას შეუდგა. ხალხის ცხოვრების წესის გაცნობის პარალელურად განდიმ ქსოვილის დამუშავების ინდური ტრადიციის აღდგენას მიჰყო ხელი, რამაც სამომავლო საპროტესტო კამპანიებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

1919 წელს, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, განდი ინდოეთში ახალ საპროტესტო კამპანიას ჩაუდგა სათავეში. მოძრაობა, რომელსაც „სატიაგრაჰა საბჰა“ უწოდეს, მიზნად ისახავდა ინდოეთისთვის ავტონომიის მინიჭებას. განდის მიერ წამოწყებულ საპროტესტო ტალღას ინდუსებთან ერთად მუსლიმებიც შეუერთდნენ, თუმცა კამპანიის ლიდერის ენთუზიაზმს ყველა არ იზიარებდა. ზოგიერთ ნაციონალისტს ეჭვი ეპარებოდა, რომ სატიაგრაჰა ინდოეთშიც გაამართლებდა.

განდის გეგმის მიხედვით, მასობრივი პოტესტი განწმენდის დღესთან უნდა დაეკავშირებინათ. დათქმულ დღეს, ინდოეთის ყველა მცხოვრებს უნდა შეეწყვიტა მუშაობა და პროტესტის ნიშნად გაფიცულიყო. ამ კამპანიას „ჰარტალი“ უწოდეს. ჰარტალი არა მხოლოდ საპროტესტო გაფიცვას, არამედ სულიერ განწმენდას, ლოცვასა და მარხვას მოიცავდა. ბრიტანული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ინდოელთა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო. იმპერიამ სამხედრო ძალები გამოიყენა პროტესტის ჩასახშობად, რასაც ასობით ინდუსისა და მუსლიმის სიცოცხლე შეეწირა. განდის პირველი ინდური სატიაგრაჰა წარუმატებელი გამოდგა.

პირველი წარუმატებელი კამპანიის შემდეგ ინდოეთის ეროვნულ კონგრესში განდის მხარდამჭერთა რიცხვმა იკლო, თუმცა ეს ვითარება მალევე შეიცვალა. განდიმ მოახერხა პოლიტიკური მოწინააღმდეგების დარწმუნება იმაში, რომ აუცილებელი იყო ახალი საპროტესტო ტალღის წამოწყება. 1920 წლის ზაფხულის მიწურულს, მან ახალი კამპანიისთვის მზადება ინდოეთის სოფლებში მოგზაურობით და მხარდამჭერთა მობილიზებით დაიწყო. ახალი საპროტესტო კამპანია თანამშრომლობაზე უარის თქმის პრიციპს უნდა დაფუძნებოდა. ხალხს უარი უნდა ეთქვა ბრიტანული საქონლის გამოყენებაზე და ადგილობრივი პროდუქციით უზრუნველეყო საბაზისო მოთხოვნილებები. 1921 წლს განდიმ ინდოელებს ბრიტანული საქონლის მასობრივი ბოიკოტისკენ მოუწოდა. ინდოეთის მსხვილი ქალაქები პროტესტის ტალღებმა მოიცვა, ხალხი საჯაროდ წვავდა ევროპულ ტანისამოსს. ამ აქციამ მხოლოდ ბომბეიში 200 ათას პროტესტანტს მოუყარა თავი. თანამშრომლობაზე უარის თქმის კამპანიის შედეგად ბრიტანეთმა მცირე ეკონომიკური ზარალი მიიღო, თუმცა ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა, მაჰათმა განდის დიდი მონდომების შედეგად, მოახერხა განსხვავებული სოციალური ჯგუფების საერთო საპროტეტსტო კამპანიაში გაერთიანება.

განდისა და მისი მიმდევრების 15 წლიანი არაძალადობრივი ბრძოლის შემდეგ, 1930 წლის 26 იანვარს, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა

იხ. ვიდეო


1930 წელს განდიმ მოაწყო მარილის მარში.

როდესაც განდი დაბრუნდა ინდოეთში, მან გადაწყვიტა დახმარებოდა ინდოეთს დამოუკიდებლობის მოპოვებაში. იგი მოუწოდებდა ბრიტანეთის სხვა კოლონიების ხალხს რომ ებრძოლათ პირადი თავისუფლებისთვის, დაეშალათ ბრიტანეთის იმპერია და აღედგინათ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.

ბრიტანეთის მიერ კოლონიზირებულ ინდოეთში მრავალი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი ცხოვრობდა. მათ შორის მრავალი ფიქრობდა, რომ ქვეყნებს უნდა დაერღვიათ ასეთი კავშირი და ჩამოყალიბებულიყვნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. მაგრამ ამისგან განსხვავებით მეორენი ფიქრობდნენ, რომ ინდუისტებს და მუსლიმებს ერთად უნდა ეცხოვრათ. განდი იყო ინდუისტი, მაგრამ მას მოსწონდა სხვა რელიგიებიც, ისლამიიუდაიზმიქრისტიანობა. იგი ფიქრობდა რომ ყველა რელიგიის წარმომადგენელს უნდა ჰქონოდა ერთნაირი უფლებები, რათა მათ იცხოვრონ ერთად მშვიდობიანად.

1938 წელს, განდიმ უარი თქვა კონგრესში დაკავებულ თანამდებობაზე. იგი ამბობდა, რომ კონგრესში მუშაობის გამო იგი ვერ შეძლებდა გაეერთიანებინა ერთმანეთისგან დაყოფილი სოციალური ფენები და რელიგიები. იგი ასევე ფიქრობდა რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი პოლიტიკურ პროცესებში ნაკლები იქნებოდა ვიდრე სამოქალაქო აქტივიზმში.

1947 წელს ბრიტანეთის ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და გაავლო საზღვარი ორ სხვადასხვა ქვეყანას შორის, ინდოეთსა და პაკისტანზე. მიუხედავად იმისა რომ განდის უნდოდა ინდოეთის დამოუკიდებლობა, მას არ სურდა პაკისტანი და ინდოეთი გახლეჩილიყო ორ სახელმწიფოდ. იგი ნაცვლად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისა, გლოვობდა ინდოეთის დაყოფის გამო.

განდის სატიაგრაჰას პრინციპი, რომელიც ხშირად მოიხსენიებოდა როგორც „სიმართლის გზა“, „გზა სიმართლისკენ“, შთაგონებული იყო სხვა დამოკრატი და ანტი-რასისტი აქტივისტების, მარტინ ლუთერ კინგისნელსონ მანდელას მიერ. განდი ხშირად ამბობდა რომ მისი ღირებულებები იყო ძალიან მარტივი, დაფუძნებული ინდუიზმის რწმენაზე: სიმართლეზე (satya) და არამოძალადეობაზე (ahimsa).

გარდაცვალება

ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად ურთიერთობები დაიძაბა ეროვნულ კონგრესსა და მუსლიმთა ლიგას შორის. ინდოეთი მასობრივმა ძალადობამ და ქაოსმა მოიცვა. განდის ზომიერი პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა რადიკალი ინდუსი ნაციონალისტებისთვის.

1948 წლის 30 იანვარს, ნაშუადღევს, განდი გვიან მივიდა ლოცვაზე, სადაც მას 500 ადამიანი უცდიდა. მან მისალმების ნიშნად ხელები გაშალა, როცა მასთან რადიკალი ინდუსი, ნატჰურამ გოდსე მიიჭრა და ახლო მანძილიდან მკერდში სამი ტყვია ესროლა. განდი ადგილზე გარდაიცვალა.

ინდუისტმა ექსტრემისტმა, ნატჰურამ გოდსემ მოკლა მაჰათმა განდი. მან ესროლა განდის რადგან ის ფიქრობდა, რომ განდი იყო ზედმეტად შემწყნარებელი მუსლიმების მიმართ. გოდსე ჩამოხრჩობით დასაჯეს.


ლეონარდო და ვინჩი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        ლეონარდო და ვინჩი

 (იტალ. Leonardo da Vinci; დ. 15 აპრილი1452ვინჩიფლორენციის რესპუბლიკა (დღევანდელი იტალია) — გ. 2 მაისი1519ამბუაზისაფრანგეთის სამეფო) — აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მათემატიკოსი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, ბოტანიკოსი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი, გეოლოგი, მწერალი, კარტოგრაფი და მხატვარი.

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი, მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, ფლორენციაში ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო, ხოლო მისი დედა — კატერინა, უბრალო ქალი იყო. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით.

                                                                         

სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ლეონარდო ბავშოვბაში

1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში — ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1466-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა.

1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა.

1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო („მავრი“), სფორცას გვარის დიდებული. მან ლეონარდო, როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი, ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა „ტრაქტატი ფერწერაზე“ — ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი.

მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის — „ფრანჩესკო სფორცა“.

იხ. ვიდეო ლეონარდი და ვინჩი - ფრაზები და ციტატები, რაც შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება



1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდო იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. მომდევნო წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის — ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში დაბრუნდა.

მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო „მადონა ლიტა“. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილება „საიდუმლო სერობა“ (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, „სანტა მარია დელა გრაციას“ მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომშიპავიაშიბოლონიასა და საფრანგეთში1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის — ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში.

ლეონარდოს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „მონა ლიზას“ პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და „ჯოკონდას“ სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერდამდე ხატავდნენ.

1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზის მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარისკულპტორიარქიტექტორიმეცნიერი და ინჟინერი იყო.

ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუს ციხე-სიმაგრეში. გადმოცემით, იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ რომ „ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვა“.

იხ. ვიდეო ლეონარდი და ინჩი - იდუმალი ადამიანი

1506 წელს ლეონარდო და ვინჩიმ ფლორენცია დატოვა და ფრანგი მთავრის, შარლ დ'ამბუაზის მიწვევით მილანში გაემგზავრა. მას სადღესასწაულო დარბაზობების გაფორმება და სარწყავი სისტემის მოწყობა დაავალეს. ლეონარდომ დააპროექტა ვილა ბაღებით, შადრევნებითა და წყლის ატრაქციონებით, განაახლა მუშაობა სურათზე „მადონა, ყრმა იესო და წმინდა ანა”. ამავე პერიოდში დაიწყო მუშაობა სურათზე „ლედა და გედი”. ამავე პერიოდშია დახატული „დაჩოქილი ლედასა” და გენერალ ჯანჯაკომო ტრივულციუსის (საფრანგეთის ჯარის სარდალი, რომელმაც მილანი აიღო) ცხენოსანი ქანდაკების ეტიუდები. ქანდაკებისათვის და ვინჩიმ ყალყზე შემდგარი ცხენის თავისივე ძველი ესკიზის გამოყენება დააპირა, რომელიც ფრანჩესკო სფორცასთვის ჰქონდა შექმნილი. რამდენიმე წლის შემდეგ ტრივულციუსმა გადაიფიქრა მონუმენტური მავზოლეუმის აშენება. ამ ახალი მარცხით იმედგაცრუებული ლეონარდო კვლავ ანატომიის შესწავლას ჩაუღრმავდა ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატზე დაკვირვების მიზნით და ამისათვის გვამებს კვეთდა.

1511 წელს შარლ დ'ამბუაზის სიკვდილის შემდეგ იგი ჯულიანო მედიჩის სამსახურში ჩადგა და რომში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პაპის ტახტი ჯოვანი დე მედიჩიმ დაიკავა ლეო X-ის სახელით. პაპის კარზე მოღვაწეობა ლეონარდოსათვის არც ისე მარტივი და იმედისმომცემი აღმოჩნდა, როგორსაც მხატვარი ელოდა, რადგან ერთადერთი, რაც მას დაავალეს, რომის სამხრეთით მდებარეპონტინის ლაგუნის ამოშრობა იყო.

ჯორჯო ვაზარის მიხედვით, და ვინჩიმ „ბევრი სიგიჟე ჩაიდინა”, „დიდი გულმოდგინებით ატარებდა ცდებს ზეთის საღებავებსა და ლაქებზე”. ცდებს პირდაპირი კავშირი ჰქონდა სფუმატოს ტექნიკის დახვეწასთან, რაც ლეონარდო და ვინჩიმ „წმინდა იოანე ნათლისმცემელსა” და „წმინდა იოანე ნათლისმცემელი ბახუსის ატრიბუტებით”-ზე მუშაობისას გამოიყენა.

1516 წელს ჯულიანო დე მედიჩი გარდაიცვალა და ლეონარდო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრა მოწაფეების: ჯაკომო სალაის, ფრანჩესკო მელცისა და მზარეულ ბატისტა დე ვილანისის თანხლებით. სიცოცხლის უკანასკნელი წლები და ვინჩიმ დ'ამბუაზის ციხე-დარბაზში გაატარა. ანტონიო ბეატისი მოგვითხრობს, რომ ლეონარდო ნაწილობრივ პარალიზებული იყო. ამ პერიოდში მან დახატა უამრავი ცხოველი კატისებრთა ოჯახიდან, ცხენები და დრაკონები, რომლებშიც სიახლე და ერთგვარი ბავშვური ფანტაზია იგრძნობა.

1519 წლის 2 მაისს ლეონარდო და ვინჩი გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, მის სიკვდილს პირადად ესწრებოდა მეფე ფრანსუა I, მაგრამ სინამდვილეში მეფ სენ-ჟერმენ-ან-ლეში იყო, სადაც იმ დროს მისი მეორე შვილი დაიბადა. და ვინჩი დ'ამბუაზის სენ-ფლორანტენის ეკლესიაში დაკრძალეს.

იხ. ვიდეო ლეონარდი და ვინჩი საინტერესო ფაქტები ბიოგრაფია და გამოგონებები


  • ეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:
  1. იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
  2. ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან;
  3. მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
  4. მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
  5. გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
  6. შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
  7. დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..
  • „საიდუმლო სერობის“ შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება — იუდას სახით.
ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა.
გარკვეული ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და ლეონარდომ დახატა იუდა — მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა:
— ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!
— კი მაგრამ, საიდან? — გაუკვირდა ლეონარდოს.
— სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა...“
  • ლეონარდო და ვინჩი იყო ერთ-ერთი უპირველესი მათ შორის, რომელმაც შექმნა ორმაგი მირორენცეფალიოტური კონფურომა (ლათ. Mirroren-cefaliotic Confuromja). ეს თეორია ლათინურად სიტყვასიტყვით ნიშნავს: „mirroren“ — ორმაგი, „cefaliotic“ — სააზროვნო (ცეფალიოტური), „confuromja“ — დანიშნულება (კონფურომა)


დედა ტერეზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            დედა ტერეზა

(ალბ. Agnes Gonxha Bojaxhiu; დ. 26 აგვისტო1910 — გ. 5 სექტემბერი1997) — ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.

მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისი წევრები სხვა ქვეყნებშიც იწყებენ საქველმოქმედო საქმიანობას და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული ხდება ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი ნეტარად შერაცხა, ხოლო 2016 წელს პაპმა ფრანცისკემ ის წმინდანად შერაცხა.

იხ. ვიდეო დედა ტერეზას ციტატები და გამონათქვამები, რ-აც შეცვალა სამყარო

დედა ტერეზა 1910 წლის 27 აგვისტოს დაიბადა მაკედონიის ქალაქ სკოპიეშიალბანელი არომუნების ოჯახში.

როდესაც 18 წელი შეუსრულდა, ირლანდიაში წავიდა, სადაც მონაზონთა ორდენში ჩაირიცხა „ლორეცოს ირლანდიელ დებში“.

1931 წელს გახდა მონაზონი და მიიღო სახელი ტერეზა, 1927 წელს წმინდად შერაცხულ მონაზონ–კარმელიტი ტერეზას პატივსაცემად, რომელიც ცნობილი იყო მისი კეთილი და ქველმოქმედი ბუნებით.

მალე ორდენმა იგი კალკუტაში გაგზავნა და 20 წლის განმავლობაში წმინდა მარიას ქალთა სკოლაში ასწავლიდა. 1946 წლის 10 ოქტომბერს, მან ორდენიდან გაჭირვებულთა და მიუსაფართა მზრუნველობის ნებართვა მიიღო. 1948 წელს ჩამოაყალიბა ორდენის საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირვებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა.

1965 წელს ორდენის ქველმოქმედების საზღვრები ინდოეთს გასცდა და ამჟამად მას მსოფლიოს 111 ქვეყანაში 400 ფილიალი და 120 ქვეყანაში 700 გაჭირვებულთა თავშესაფარი გააჩნია. როგორც წესი, ისინი ჩნდებიან სტიქიურად განადგურებულ და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში.

1973 წელს ტერეზა ტემლპტონოვის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა რელიგიის პროგრესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

1979 წელს დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის პრემია.

ის გარდაიცვალა 1997 წელს 87 წლის ასაკში, ხოლო 2003 წლის ოქტომბერში კათოლიკურმა ეკლსიამ იგი წმინდანად შერაცხა.

ერთხელ დედა ტერეზამ თქვა:

„ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ქრისტე, ამიტომ ჩვენ არ ძალგვიძს ვაჩვენოთ მას ჩვენი სიყვარული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები და მათთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ის სიყვარული, რასაც გამოვავლენდით ქრისტესთან თუ მის დანახვას შევძლებდით“

იხ. ვიდეო დედა ტერეზა გიყვარეთ ერთმანეთი

დედა ტერეზა სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა რწმენის უკმარისობას და ებრძოდა საკუთარ თავს, რათა დაეძლია ურწმუნოება და ყოფილიყო რელიგიურად უფრო მტკიცე:

„სად არის ჩემი რწმენა? სადღაც შიგნით სიღრმეშიც... კი არ არის არაფერი სიცარიელისა და სიბნელის გარდა... თუ ღმერთი არსებობს–გთხოვ შემინდე. როდესაც მე ვცდილობ ჩემი ფიქრი ზეცას შევუერთო, მიჩნდება ისეთი განცდა, თითქოს ეს აზრები ისევე მე მიბრუნდებიან, მიბრუნდებიან ბასრ დანებად, რომლებიც ჩემ სულ მოუშუშებელ იარებს აყენებენ... ო როგორი მტკივნეულია ეს შეუცნობელი ტკივილი–მე არ მაქვს რწმენა. უარყოფილი, სიცარიელე, ურწმუნოება, ყოვლგვარი სურვილის გარეშე... რისთვის ვიბრძვი მე? თუ არ არსებობს ღმერთი, ვერ იარსებებს სული. თუ არ არსებობს სული, მაშინ არც შენ არსებობ იესო.“

იხ. ვიდეო დედა ტერეზა წმინადანად შერაცხეს

რომში 1984 წელს, რომის პაპ იოანე პავლე მეორესთან სტუმრობისას, დედა ტერეზამ გულის შეტევა განიცადა. მეორე შეტევის შემდეგ 1989 წელს მან მიიღო ხელოვნური კარდიოსტიმულატორი. 1991 წელს, მექსიკაში პნევმონიასთან ბრძოლის შემდეგ, მან განიცადა გულის შემდგომი პრობლემები. დედა ტერეზამ შესთავაზა უარი ეთქვა წყალობის ორდენის უფროსის თანამდებობაზე. მაგრამ ორდენის მონაზვნებმა ხმა მისცეს ფარული კენჭისყრით. 1996 წლის აპრილში დედა ტერეზა დაეცა და მოიტეხა მუხლის ძვალი. იმავე წლის აგვისტოში იგი დაავადდა მალარიით და ასევე განიცადა მარცხენა პარკუჭის უკმარისობა. მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა. როდესაც დედა ტერეზა ავად გახდა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის მკურნალობდა კალიფორნიის კეთილმოწყობილ საავადმყოფოში და არა მის ერთ კლინიკაში. კალკუტას მთავარეპისკოპოსი, ჰენრი სებასტიან დ'საუზა ამბობს, რომ როდესაც დედა ტერეზა პირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს გულის პრობლემებით, მან უბრძანა მღვდელს, რომ მისი ნებართვით განეხორციელებინა ეგზორციზმი მასზე, რადგან მას სჯეროდა, რომ მას შესაძლოა ეშმაკი ემუქრებოდეს. 1997 წლის 13 მარტს დედა ტერეზამ დატოვა თავისი მოვალეობა, როგორც წყალობის ორდენის ლიდერი. იგი გარდაიცვალა 1997 წლის 5 სექტემბერს. მისი გარდაცვალების დროს დედა ტერეზას 4000 -ზე მეტი მისიონერი მუშაობდა 610 მისიაში 123 ქვეყანაში

იხ. ვიდეო ვინ არის დედა ტერეზა






კოკო შანელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              კოკო შანელი

 (ფრანგ. Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel; დ. 19 აგვისტო1883 — გ. 10 იანვარი1971) — მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.
იხ. ვიდეო კოკო შანელი - ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის ციტატები დაგამონათქვამები

მისი ბავშვობის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა. 20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო“.

ამავე კაფეში გაიცნო ახალგაზრდა ოფიცერი ეთენ ბალზანი (Etienne Balsan), რომელიც იყო ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი. 3 წელი ისინი ცხოვრობდნენ ბალზანის სასახლეში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო შანელმა საკუთარი ტანსაცმლის და ქუდების მოდელების შექმნა და ექსპერიმენტები. (მიაჩნდა, რომ მაშინდელი მაღალი საზოგადოების ქალების ტანისამოსი ძალიან რთული და ძნელად სატარებელი იყო).

                                                                         

ერთერთი პირველი შლიაპა კოკო შანელის , 1912წ-ის მაისი

მალე კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. არტურის ფინანსური დახმარებით 1910 წელს შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარიბა პარიზის მაღალ წრეებში. 1913 წელს იხსნება შანელის მეორე მაღაზია, ხოლო 1919 წელს იგი იწყებს ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნას ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.

კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაათავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს.

1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი. მას არ ჰქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. ასეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში.

უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც შანელს შემდეგ ჰყავდა, მას არ ჰყოლია არც მეუღლე და არც შვილები.

1920 წელს იგი ხვდება ცნობილ გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს და დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად ქმნიან 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5., რომელიც დღესაც გამორჩეულია სუნამოებს შორის თავისი სურნელით.

30–იანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომის კრიზისთან დაკავშირებით შანელი იღებს გადაწყვეტილებას შეაჩეროს წარმოება. ხოლო 1954 წელს იგი 70 წლის ასაკში ბრუნდება მოდის სამყაროში და ხსნის ახალ ბუტიკს Rue Cambon –ს.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა პარიზის სასტუმროში Ritz ის ერთ–ერთ ნომერში.

იხ. ვიდეო გაბრიელ შანელი -მოდის ქალღმერთი

ომის დროს - 1939წ-ს ომის დაწყებიოს დროს, შანელმა დახურა მოდის სახლი და ყველა მისი მაღაზია. 1940 წლის ივნისში მისი ძმისშვილი ანდრე პალასი გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. მისი გადარჩენის მცდელობისას, შანელი მიუბრუნდა თავის ძველ ნაცნობს, გერმანიის საელჩოს ატაშეს, ბარონს ჰანს გუნტერ ფონ დინკლაჟს. შედეგად, ანდრე პალასი გაათავისუფლეს და 56 წლის შანელმა ურთიერთობა დაამყარა ფონ დინკლეიჯთან. ვინსენსში არსებული დოსიეს თანახმად, შანელი იყო "ბარონი ბედია და აგენტი ჰანს გუნტერ ფონ დინკლაჟი" 1942-1943 წლებში. არქივის ფრედერიკ კუგინერის თქმით, ჩანაწერი მიუთითებს იმაზე, რომ ითვლებოდა, რომ შანელი იყო აბვერის აგენტი; ის ასევე შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის პოტენციურ წყაროდ.
Chanel's Timeless Little Black Dress Modeled, 2011






воскресенье, 12 сентября 2021 г.

ალბერტ აინშტაინი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ალბერტ აინშტაინი

 (გერმ. Albert Einstein; დ. 14 მარტი1879ულმიგერმანია — გ. 18 აპრილი1955პრინსტონიაშშ) — ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკისსტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

    იხ. ვიდეო ალბერტ აინშტაინი - ფრაზები და ციტატები, რ-ის გააზრებაც თქვენ გარშემო სამყაროს შეცვლის

დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.

საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) იღებს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ.

ელექტროტექნიკის ბიზნესის გაკოტრების გამო აინშტაინების ოჯახი იტალიაში, ქალაქ პავიაში (მილანთან) გადაბარგდა. ალბერტი მიუნხენში დარჩა გიმნაზიის დასამთავრებლად, თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ 1895 წლის გაზაფხულზე ნაცნობი ექიმისგან მიღებულ სამედიცინო ცნობის საფუძველზე გიმნაზიას ტოვებს (მშობლების უკითხავად) და ოჯახთან იტალიაში გადადის. ამ ფაქტის გამო მას საშუალო სკოლის დამთავრების დიპლომი არ მიუღია. იმავე წელს ის შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში (ციურიხი) ცდილობს ჩაბარებას, თუმცა მიუხედავად მათემატიკისა და მეცნიერების გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იჭრება და ინსტიტუტში ვერ ხვდება. ამის შემდგომ ოჯახი მას აარაუში, შვეიცარია, აგზავნის საშუალო სკოლის დასამთავრებლად და 1896 წლის სექტემბერში ის დიპლომს იღებს. ამ პერიოდში ის პროფესორ იოსტ ვინტელერის ოჯახში ცხოვრობდა. ოჯახის ქალიშვილი მარია მისი პირველი სიყვარული გახდა. მოგვიანებით ალბერტის და მაია ამ ოჯახის ძეზე, პოლზე ქორწინდება, ხოლო მისი მეგობარი მიშელ ბესო კი მათ მეორე ქალიშვილს ანას ირთავს. აინშტაინი საბოლოოდ წარმატებით აბარებს შესასვლელ გამოცდებს ციურიხის ტექნიკურ ინსტიტუტში და ოქტომბერში ციურიხში გადადის, მარია კი ამ პერიოდში ოლსბერგში მიდის მასწავლებლად. იმავე წელს აინშტაინი უარჰყოს ვიურტენბერგის ქვეშევრდომობას და „მოქალაქეობის“ გარეშე რჩება. პოლიტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი ცოტა ხანს მასწავლებლობდა. 1901 წელსშვეიცარიის ქვეშევრდომობა მიიღო. 1902 ბერნის საპატენტო ბიუროში ტექნიკის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. 1952 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა აინშტაინს შესთავაზა ისრაელის პრეზიდენტობა, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა, რადგანაც ის თვლიდა რომ მას საჭირო გამოცდილება არ ჰქონდა.

იხ. ვიდეო ძალიან საინერესო ფაქტები ალბერტ აინშტანზე

1909-1911 წლებში აინშტაინი ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორია1911-1912 - პრაღის გერმ. უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 1912 კვლავ ციურიხის პოლიტექნიკუმის პროფესორია. 1913 აინშტაინს ირჩევენ პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1914 გადადის ბერლინში, სადაც წლების მანძილზე ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორია. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის გაბატონების შემდეგ (1933), აინშტაინმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა პრუსიის აკადემიის წევრობაზე და აშშ-ში გადასახლდა. აქ იგი მიიწვიეს პრინსტონის ფუნდამენტურ გამოკვლევათა ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა.

1901-1903 გამოქვეყნდა აინშტაინის პირველი შრომები, რომლებიც კაპილარული მოვლენებისა და თერმოდინამიკის სტატისტიკის დასაბუთების საკითხებს შეეხებოდა. ფიზიკაში ახალი ეპოქა შექმნა 1905 გამოქვეყნებულმა ოთხმა ნაშრომმა. აინშტაინმა მაქს პლანკის კვანტური ჰიპოთეზა სინათლის ენერგიაზეც გაავრცელა და წამოაყენა სინათლის კვანტების ჰიპოთეზა, რომლის თანახმად სინათლე შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ნაწილაკების ნაკადი. ეს იდეა საფუძვლად დაედო გამოსხივების კვანტურ თეორიას.

აინშტაინმა ჩამოაყალიბა ფოტოეფექტის კანონი; განავითარა ბროუნის მოძრაობის მოლეკულური თეორია, რომლის თანახმად ეს მოძრაობა სითხის მოლეკულების ქაოსური მოძრაობისა და ბროუნის ნაწილაკებთან მათი დაჯახების შედეგია. საფუძველი ჩაუყარა ფარდობითობის სპეციალურ თეორიას, რითაც რადიკალურად შეცვალა კლასიკური ფიზიკის წარმოდგენა სივრცესა და დროზე. წინააღმდეგ კლასიკური ფიზიკის დებულებისა, სივრცის, დროისა და ერთდროულობის აბსოლუტურობის შესახებ, მან დაამტკიცა, რომ ისინი ფარდობითი არიან, ე. ი. დამოკიდებული არიან ათვლის სისტემის არჩევაზე. ეს შედეგები აინშტაინმა მიიღო ფარდობითობის პრინციპსა და იმ დებულებაზე დამყარებით, რომ სინათლის სიჩქარე არ არის დამოკიდებული წყაროს სიჩქარეზე. ამით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე რელატივისტურ ფიზიკას.

შემდეგ აინშტაინმა დაადგინა ენერგიისა და მასის ურთიერთდამოკიდებულება, რომლის თანახმადაც ყოველი სხეულის ენერგია დაკავშირებულია მასასთან შემდეგნაირად: E = mc² , სადაც m მასაა, ხოლო c — სინათლის სიჩქარე. ეს თანაფარდობა თანამედროვე ბირთვული ენერგეტიკის საფუძველია. 1907 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც მყარი სხეულების სითბოტევადობის საკითხებში პლანკის კვანტურ ჰიპოთეზას იყენებს და ამით საფუძველს უყრის სითბოტევადობის თანამედროვე კვანტურ თეორიას.

1907-16 იგი მუშაობს ფარდობითობის ზოგადი თეორიის შექმნაზე. ეს თეორია არაინერციული სისტემისათვის ფარდობითობის სპეციალური თეორიის განზოგადებაა. აინშტაინი ემყარება გრავიტაციული და ინერციული მასების ტოლობის ექსპერიმენტულ ფაქტს და გამოთქვამს ფარდობითობის ზოგად პრინციპს, რომლის თანახმად ბუნების კანონები ათვლის ერთი სისტემიდან ათვლის ნებისმიერ სისტემაზე გადასვლისას ინვარიანტული უნდა იყოს. ამით აინშტაინმა გააიგივა ინერცია და გრავიტაცია, რამაც შესაძლებლობა მისცა შეექმნა გრავიტაციული ველის ახალი თეორია. ამ თეორიის თანახმად, გრავიტაციული ველი შედეგია სივრცე-დროის კონტინუუმის გამრუდებისა, რაც მატერიალური სხეულებითაა გამოწვეული.

აინშტაინმა გამოიყვანა გრავიტაციული ველის განტოლებები, რომელთა საშუალებითაც ახსნა ერთი ასტრონომიული მოვლენა — მერკურის პერიჰელიუმის საუკუნეობრივი გადანაცვლება, რაც ორი საუკუნის განმავლობაში აუხსნელი რჩებოდა, და იწინასწარმეტყველა ორი ახალი მოვლენა — სინათლის სხივის გადახრა დიდი მასის მქონე სხეულის მახლობლად გავლისას და ატომის მიერ გამოსხივებული სინათლის სიხშირის შემცირება ძლიერ გრავიტაციულ ველში. ორივე ამ მოვლენის ექსპერიმენტულმა შემოწმებამ დაადასტურა აინშტაინის მოსაზრებები. აინშტაინმა გრავიტაციული ველის განტოლებები მთელი სამყაროს მიმართ გამოიყენა და ამით საფუძველი ჩაუყარა რელატივისტურ კოსმოლოგიას (1917). აინშტაინის, ნიდერლანდელი ვილემ დე სიტერის, საბჭოთა ფიზიკოს ალექსანდრე ფრიდმანის, ბელგიელი ჟორჟ ლემეტრისა და სხვების შრომებმა რელატივისტური კოსმოლოგია თანამედროვე ფიზიკისა და ასტრონომიის ერთ-ერთ მოწინავე დარგად აქცია.

1916 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც გამოჰყავს პლანკის კანონი გამოსხივებისათვის სპონტანურ და ინდუცირებულ გამოსხივებათა ალბათობის განხილვის საშუალებით. აქ გამოთქმული იდეები საფუძვლად დაედო თანამედროვე კვანტურ რადიოფიზიკას. 1921 აინშტაინს ფოტოელექტრულ ეფექტზე დაწერილი შრომებისათვის ნობელის პრემია მიენიჭა. 1924 იგი აქვეყნებს ინდოელი ფიზიკოსის შატენდრანათ ბოზეს სტატიას „პლანკის კანონი და სინათლის კვანტების ჰიპოთეზა“, რომელიც მას ავტორმა გამოუგზავნა. ამ სტატიის იდეის საფუძველზე მან განავითარა ბოზე-აინშტაინის სტატისტიკა იდეალური აირისათვის. ამ შრომაში ავტორმა პირველად მიუთითა ახალ მოვლენაზე, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა ბოზე-აინშტაინის კონდესაციის სახელწოდებით. ამავე შრომაში აინშტაინმა აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლუი დე ბროილის იდეას ნაწილაკების ტალღური ბუნების შესახებ, და განავითარა სინათლის კვანტების ორმაგი — კორპუსკულური და ტალღური ბუნების იდეა.

დაახლოებით ამავე წლებიდან აინშტაინი ცდილობდა შეექმნა ე. წ. „ველის ერთიანი თეორია“, რომელშიც ყველა არსებული ველი და მატერიალური ნაწილაკი წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც რიმანის სივრცის ან უფრო რთული სივრცის გეომეტრიული თვისებების შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი ათეული წლები მან ამ იდეას მიუძღვნა, მისი ბოლომდე განხორციელება მაინც ვერ შეძლო. აინშტაინი ვერ შეურიგდა კვანტური თეორიის იმ ინტერპრეტაციას, რომელიც განავითარეს ნ. ბორმა და ვ. ჰაიზენბერგმა და რომელიც, საერთოდ, თანამედროვე ფიზიკაშია მიღებული. ფიზიკის და, კერძოდ, კვანტური თეორიის პრინციპული საკითხების გასარკვევად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აინშტაინისა და ბორის დისკუსიას.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აინშტაინმა ბ. ჰოფმანთან და ლ. ინფელთან ერთად შექმნა ნაშრომები, რომლებიც მიეძღვნა გრავიტაციული ველის განტოლებებიდან მოძრაობის განტოლებათა გამოყვანას. აინშტაინის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა არ იყო თანამიმდევრული. თუ ახალგაზრდობაში იგი ერნსტ მახის ფილოსოფიის გავლენას განიცდიდა და აშკარა პოზიტივისტურ აზრებს გამოთქვამდა, შემდეგ გადაჭრით გამოვიდა პოზიტივისტური ფილოსოფიის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, აინშტაინი მაინც ვერ გახდა მატერიალისტი, ვინაიდან გნოსეოლოგიური პრობლემების განხილვისას ხშირად ეკლექტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამდა.

აინშტაინი მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. აინშტაინი იყო დიდი ჰუმანისტი და მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აქტიური მებრძოლი.

იხ. ვიდეო ალბერტ აინშტაინი





უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...