вторник, 21 сентября 2021 г.

აიდა (ოპერა)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               აიდა (ოპერა)

 ჯუზეპე ვერდის ოთხმოქმედებიანი ოპერა 
869 წლის 17 ნოემბერს სუეცის არხის გახსნასთან დაკავშირებით ეგვიპტის მთავრობამ კაიროში საოპერო თეატრი ააგო და ჯუზეპე ვერდის საზეიმო ოდის შექმნა სთხოვა. კომპოზიტორმა უარი განაცხადა, რაც იმით ახსნა, რომ შეკვეთით ნაწარმოების შექმნას შეჩვეული არ იყო. 1870 წელს მარტში საბოლოოდ ვერდი მაინც დაეთანხმა ეგვიპტის მთავრობას და ეგვიპტურ სიუჟეტებზე ოპერის შექმნას დაპირდა. კომპოზიტორის ახლო მეგობარმა — კამილ დიუ ლოკმა (მათ იმ პერიოდისთვის მუშაობა ოპერაზე „დონ კარლოსი“ დამთავრებული ჰქონდათ) ვერდის გამოუგზავნა ფრანგი ეგვიპტოლოგის — აუგუსტ მარიეტის ტექსტის საფუძველზე შექმნილი სცენარი. ვერდიმ და მისმა მეუღლემ ტექსტი ცალკეულ სცენებად, ნომრებად და რეჩიტატივებად დაყვეს, რის შემდეგაც ანტონიო გისლანცონიმ ლიბრეტო შექმნა. ვერდის და გისლანცონის მიმოწერა ცხადყოფს, რომ ამ უკანასკნელმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშა ლიბრეტოს საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში, თუმცა კომპოზიტორმა, მისთვის ჩვეული იუმორით, საკუთარი ჩანაფიქრის ორბიტაში მოაქცია გისლანცონი. ოპერის მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს შედგა კაიროს ოპერის თეატრში. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ანტონიეტა პოზონი — აიდა. პიეტრო მონჯინი — რადამესი. ელეონორა გროსი — ამნერისი. ფრანჩესკო შტელერი — ამონასრო. პაოლო მედინი — რამფისი. ტომასო კოსტა — მეფე. დირიჟორი — ჯოვანი ბოტესინი). წარმოდგენას უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. თავად კომპოზიტორი ოპერის პრემიერას არ დასწრებია. ეგვიპტის მთავრობამ ვერდის ოტომანის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა.
                                                                       
ჯუზეპე ვერდი დირიჟორობისას ოპერა ,,აიდა'' (1880წ, პარიზი)

1871 წლის სექტემბერში კომპოზიტორმა გადაწყვიტა „აიდას“ დადგმა ლა სკალაში. კომპოზიტორმა თავადვე მიიღო მონაწილეობა მთავარი როლის შემსრულებლების, ორკესტრისა და გუნდის მომზადებაში. იგი იმდენად იყო დაინტერესებული ევროპული პრემიერის წარმატებით, რომ თავად აირჩია მხატვრულად გამფორმებელიც. საოპერო პრელუდიის მაგივრად, ვერდიმ შექმნა უვერტიურა პოპურის სტილში, თუმცა, საბოლოოდ, უარი თქვა მის შესრულებაზე, რადგან საკუთარი მუსიკა უღიმღამოდ და მოსაწყენად მოეჩვენა.

მილანში ძალზე დიდი იყო ახალი ოპერის მოლოდინი. 1872 წლის თებერვალში მსმენელი ენთუზიაზმით შეხვდა პრემიერას, თუმცა, კრიტიკის შეფასება არაერთგვაროვანი იყო. პრემიერიდან 2 წლის შემდეგ ოპერა წარმოდგენილი იყო პარმაში. ათი წლის განმავლობაში „აიდა“ დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში, მათ შორის ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში 1873 წელს, ჩიკაგოსა და ბოსტონში 1874 წელს. "აიდამ" საზეიმოდ გახსნა ვერონის ყოველწლიური საოპერო მუსიკის ფესტივალი 1913 წელს.

იხ. ვიდეო 



ოქმედების ადგილი - მემფისი და თებე, დრო - ფარაონების მმართველობის ეპოქა

პირველი მოქმედება

მემფისში, ფარაონის სასახლეში, მივიდა ცნობა ქვეყანაში ეთიოპიელების შემოჭრის შესახებ. სამეფო დაცვის უფროსი რადამესი სამხედრო დიდებაზე ოცნებობს. გამარჯვების საფასურად იგი თავისი სატრფოს, ეთიოპელი მხევლის აიდას განთავისუფლებას ითხოვს. ფარაონის ასული ამნერისი, რომელიც გულის სიღრმეში რადამესს ეტრფის, დადარდიანებულია, რადგან კარგად ხვდება, რომ რადამესს აიდა უყვარს. აიდას სიმორცხვე უფრო აძლიერებს ეჭვებს. ფარაონი საზეიმოდ გამოაცხადებს ქალღმერთ ისიდას ნებას — ეგვიპტის ჯარს სწორედ რადამესი გაუძღვება.

რადამესს ტაძარში აკურთხებენ ჯარის წინამძღოლად. ქურუმები ღმერთებს ეგვიპტის გამარჯვებას შესთხოვენ. მთავარი ქურუმი რამფისი რადამესს წმინდა მახვილს გადასცემს.

აიდას სულიერი მდგომარეობა მღელვარეა. მასში ერთმანეთს ებრძვის ორი გრძნობა — სიყვარული რადამესისადმი და შიში საკუთარი მამის, ეთიოპიელთა წინამძღოლის ამონასროს ბედის გამო. ის ხვდება, რომ სწორედ ქალიშვილის გამოსახსნელად გადაწყვიტა ამონასრომ ეგვიპტეზე გამოლაშქრება. სასოწარკვეთილი აიდა ღმერთებს სიკვდილს ევედრება.

იხ. ვიდეო ლუჩიანო პავოროტის შესრულებით 1986წ



მეორე მოქმედება

ამნერისი მოელის რადამესის დაბრუნებას, რომელმაც ბრძოლაში ეთიოპიელები დაამარცხა. აიდას დანახვისთანავე მისი ეჭვი ახალი ძალით იფეთქებს. ამნერისს სურს, სიმართლე ათქმევინოს დატყვევებულ აიდას და ამ მიზნით ეუბნება, რომ რადამესი ბრძოლაში დაიღუპა. აიდა ვერ მალავს სასოწარკვეთას. ამნერისი განრისხდება და აიდას სასტიკი სასჯელით დაემუქრება, რადგან მან გაბედა, თვით ფარაონის ასულს შესცილებოდა საყვარელ მამაკაცში. შეურაცხყოფილი აიდა გულში იკლავს წუხილს-ისიც ხომ მეფის ასულია, მაგრამ, დატყვევებული და მონად ქცეული. მოედნიდან მოისმის ტრიუმფალური მარშის ხმა — ხალხი ეგებება გამარჯვებულ ჯარს. აიდა კვლავ ლოცულობს და შესთხოვს ღმერთებს, რათა მალე ეწვიოს სიკვდილი.

თებეს მოედანზე იმართება საზეიმო შეხვედრა ეგვიპტის გამარჯვებულ ჯართან. ფარაონის წინაშე ჩაივლიან ბორკილასხმული ეთიოპიელი ტყვეები. მათ შორისაა ამონასრო. შეძრწუნებული აიდა მამისკენ გაიქცევა, მაგრამ, ამონასრო უმალ აფრთხილებს მას, რომ არ გათქვას მისი ვინაობა. იგი თავს ეთიოპიის ჯარის მეთაურად ასაღებს და ატყუებს ყველას, რომ ეთიოპიის მეფე ბრძოლის ველზე დაეცა.

დატყვევებულები პატიებას ითხოვენ. მათ მუდარას ხალხიც უერთდება, მაგრამ ქურუმები დაბეჯითებით ითხოვენ მათ დასჯას. რადამესიც ესარჩლება ტყვეებს და ფარაონი მას უსრულებს თხოვნას-ეთიოპიელებს თავისუფლება მიანიჭოს, მაგრამ, უმაღლესი ქურუმის რჩევით, აიდას და ამონასროს მძევლად იტოვებს და რადამესს თავისი ქალიშვილის ხელს და ეგვიპტის მმართველობას სთავაზობს. გამარჯვებული ამნერისი აიდას უბედურებით ტკბება.

იხ. ვიდეო ფრანკო კორელი და მარია კალასი



მესამე მოქმედება

ნილოსის ნაპირას, ისიდას ტაძარში ამნერისი რადამესთან დაქორწინების მოლოდინშია. აიდაც ელოდება რადამესს, რათა საბოლოოდ გამოეთხოვოს მას. დასევდიანებული აიდა იხსენებს სამშობლოს, რომლის ნახვა აღარ უწერია. უეცრად გამოჩნდება ამონასრო. მან გაიგო, რომ აიდა შეყვარებულია რადამესზე და სთხოვს ქალიშვილს, რომ სატრფოს დააცდენინოს, თუ რომელი გზით აპირებს იგი ჯარების წაყვანას ეთიოპიელთა წინააღმდეგ. აიდა მამის თხოვნას უარით პასუხობს. ამონასრო წყევლის ქალიშვილს, რომელმაც, მისი აზრით, სამშობლოს უღალატა და ფარაონის მხევლად იქცა. საბოლოოდ აიდა თანხმდება მამას. ამონასრო რადამესის გამოჩენისთანავე იმალება. რადამესი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ აიდა არ იზიარებს მის აღტკინებას, რადგან სწამს, რომ ამნერისი მათ დაღუპავს, ამიტომ, მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი ეთიოპიაში გაქცევაა. რადამესი ორჭოფობს, თუმცა, ბოლოს დაჰყვება აიდას ნებას. აიდა მამის თხოვნას ასრულებს და რადამესს სამხედრო საიდუმლოს ათქმევინებს. ამონასრო ზეიმობს — ამჯერად ეთიოპიელებს გამარჯვება განაღდებული აქვთ. რადამესი თავზარდაცემულია. იგი უნებლიედ სამშობლოს მოღალატე აღმოჩნდა. ამონასრო და აიდა მას ამშვიდებენ და არწმუნებენ, რომ თავის გადასარჩენად გაქცევაა აუცილებელი.უეცრად, ტაძრიდან გამოსულ რამფისი და ამნერისი გამოდიან-მათ ყველაფერი მოისმინეს და დაინახეს და ახლა მცველებს უხმობენ, რომ შეიპყრონ შეთქმულები. ამონასრო მახვილს იშიშვლებს, რომ დახოცოს ჯაშუშები, მაგრამ, რადამესი მას აჩერებს და უბრძანებს-გაიქცეს ქალიშვილთან ერთად, თავად კი საკუთარი ნებით ჩაბარდება მცველებს. აიდა და ამონასრო გაქცევით შველიან თავს.

მეოთხე მოქმედება

რადამესი უნდა წარდგეს სამსჯავროს წინაშე. ამნერისი მას მონანიებას სთხოვს და თუკი აიდაზე იტყვის უარს, თავის სიყვარულსა და თვით ეგვიპტის გვირგვინს ჰპირდება. რადამესის ნება შეუვალია. აიდასადმი სიყვარულის გამო მან დიდი მსხვერპლი გაიღო. ფარაონის ქალიშვილი გაორებულია, იგი ხან რადამესს ემუქრება სასტიკი ანგარიშსწორებით, ხან კი ღმერთებს შესთხოვს მის გადარჩენას და ქურუმებს ევედრება, მოწყალება მოიღონ. რამფისის განაჩენი საბოლოოა — მოღალატე ცოცხლად უნდა დაიმარხოს. სასოწარკვეთილი ამნერისი ქურუმთა სისასტიკეს წყევლის.

რადამესი დატყვევებულია. სიკვდილის წინ იგი სატრფოზე ოცნებობს. უეცრად მოისმის კვნესის ხმა, — რადამესთან მოვიდა აიდა, რომელმაც გადაწყვიტა, სატრფოსთან ერთად დაიღუპოს. აიდა სიხარულით ელოდება სიკვდილს, რადგან იცის, რომ ამიერიდან მიჯნურს ვერაფერი დააშორებს. მოისმის ქურუმების ლოცვა ქვესკნელის ღმერთის მიმართ. სარკოფაგში გამომწყვდეული რადამესი და აიდა ერთმანეთს ეხვევიან და ღმერთებს სულიერ სიმშვიდეს შესთხოვენ სიკვდილის წინ.

             აიდა (ფილმ-ოპარა, 1953)

იტალ . Aida

ფერადი მხატვრული ფილმი-ოპერა რეჟისორი კლემენტე ფრაკასის მიერ, დადგმული 1953 წელს, ჯუზეპე ვერდის ამავე სახელწოდების ოპერის ადაპტაცია. სათაურის სოლო ვოკალურ ნაწილს ასრულებს რენატა ტებალდი.

იხ. ვიდეო

კინოფილ-ოპერა არის ჯუზეპე ვერდის ოპერის „აიდას“ ეკრანირებული ვერსია, დაწერილი ანდრეიო გისლანზონის ლიბრეტოზე და ეგვიპტოლოგის ო. ფ. მარიეტას სცენარი.
ნაკვეთის აღწერისთვის იხილეთ სტატია "აიდა". ფილმში მუსიკა შემოკლებულია და ეგვიპტელებსა და ეთიოპიელებს შორის ბრძოლის შემოღებული სცენისთვის, რომელიც ოპერაში არ არის, გამოიყენება მესამე მოქმედების მუსიკა. 1987 წელს ფილმი ნაჩვენები იქნა კანის მე -40 კინოფესტივალზე, როგორც არაკონკურენტული პროგრამა

იხ. ვიდეო





სტრატიგრაფია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          სტრატიგრაფია

გეოლოგიური ფენა არგეტინაში

(ლათ. stratum – ფენა, შრე და ბერძ. γραφο – აღწერა) — გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის გეოლოგიური წარმონაქმნების ჩამოყალიბების თანამიმდევრობას და მათ პირვანდელ სივრცით ურთიერთდამოკიდებულებას. სტრატიგრაფია ეწოდება აგრეთვე ამა თუ იმ ქვეყნის ან რეგიონის გეოლოგიური წარმონაქმნების განლაგების თანამიმდევრობის აღწერას (მაგალითად ალპების სტრატიგრაფია, კავკასიის სტრატიგრაფია და ა.შ.).

სტრატიგრაფიის ძირითადი ამოსავალი დებულებაა შრეთა წარმოქმნის თანამიმდევრობის კანონი (ნიკოლაუს სტენო1669), რომლის მიხედვით შრეთა ნორმალური (ჩვეულებრივ, თითქმის ჰორიზონტალური) განლაგების დროს ქვედა შრე ზედაზე უფრო ძველია. ეს დებულება ირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ტექტონიკური დეფორმაციის შედეგად შრეთა დასტა გადაყირავებულია, წარსულ გეოლოგიურ პერიოდებში არსებულ წყლის აუზებში დალექილი შრეების თანამიმდევრობის შესწავლის საფუძველზე აგებენ გეოლოგიური ჭრილის სტრატიგრაფიულ სვეტს, რომელზედაც გარკვეული მასშტაბითა და სათანადო პირობითი ნიშნებით გამოხატულია ჭრილში დანალექ ქანთა შრეების საწყისი (ნორმალური) თანამიმდევრობა, მათი ასაკი და მათ შორის არსებული კონტაქტების ხასიათი (თანხმობითი განლაგება ან უთანხმო განლაგება). რეგიონის, კონტინენტის ან მთელი დედამიწის სტრატიგრაფიის კვლევისას ტარდება ცალკეული გეოლოგიური ჭრილების სტრატიგრაფიული სვეტების კორელაცია (შეპირისპირება).

იხ. ვიდეო


დედამიწის ორგანული სამყაროს შეუქცევი განვითარების გამო შრეთა ასაკის დადგენისა და კორელაციისათვის ძირითადი მნიშვნელობა აქვს ნალექებში. დაცულ ორგანიზმთა განამარხებულ ნაშთებს. სტრატიგრაფიაში დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ქანების დათარიღების რადიოლოგიურ მეთოდებს. ეს მეთოდები განსაკუთრებით დიდი წარმატებით გამოიყენება იმ შრეთა დათარიღებისათვის, რომლებიც არ შეიცავს ორგანიზმნების ნაშთებს, აგრეთვე მაგმური ქანების დათარიღებისათვის, დანალექი და ვულკანოგენური ქანების კორელაციისათვის გამოიყენება აგრეთვე მათი ნივთიერი შედგენილობისა და პალეომაგნეტიზმის კვლევის შედეგები. შემუშავებულია ერთიანი გლობალური სტრატიგრაფიული სკალა, რომლის ყოველი ქვედანაყოფი შეესაბამება გეოლოგიური წელთაღრიცხვის იმ ქვედანაყოფებს, რომლის განმავლობაში იგი წარმოიქმნება. ერთიანი სტრატიგრაფიული სკალის ქვედანაყოფების გარდა, სხვადასხვა რეგიონში პალეონტოლოგიური ან ლითოლოგიური მონაცემების საფუძველზე გამოყოფენ ადგილობრივ სტრატიგრაფიულ ერთეულებს: სერიებს, წყებებს, დასტებს, ჰორიზონტებს და სხვ. სტრატიგრაფიას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს გეოლოგიური აგეგმვისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ძებნისა და ძიებისათვის.

                                                                       

ცარცული ნალექები, სადაც მოჩანს დანალექი ფენები (კვიპროსი)





დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

  დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

                        კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი.

რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.

„დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ 1938–1939 წლებში დაიწერა. რომანის მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის - სვეტიცხოველის - გარშემო. რომანი ასევე არის 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში, კატასტროფულ მოვლენათა მარადიული მოდელის პოვნა და გამოხატვა, მისი წაკითხვა გარდასული ჟამის ფონზე, ხოლო ანტირუსული პათოსი დაიშიფრა ანტიბიზანტიური სულისკვეთებით.

დიდოსტატის მარჯვენა“ მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის მშვენებადაა მიჩნეული. იგი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და ყველგან აღიარებული პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. კონსტანტინე გამსახურდია ამ რომანით წარმოგვიდგება ისტორიული რეალობისა და შუასაუკუნური კულტურის ბრწყინვალე მცოდნედ, გარდასულ სახეთა გაცოცხლების, მათთვის უკვდავი სულის შთაბერვის სწორუპოვარ ოსტატად. მწერლის ისტორიული რომანები, უპირველეს ყოვლისა, იმით განსხვავდებიან ისტორიულ თემაზე ჩვენში ადრე შექმნილი თხზულებებისაგან, რომ ამ ნაწერამოებებში პირველად გადაილახა ის ზღვარი, რომელსაც ისტორიზმის ტყვეობაში მყოფი მწერლები აღმართავდნენ ხოლმე მეფე-დიდებულებსა და მდაბიოთა შორის. კონსტანტინე გამსახურდიამდე იშვიათად რომ ვინმეს დაეხატოს ასეთი ცხოველმყოფელობით მეფე-ადამიანი: ტრადიციული სქემატურობით და ფრესკული ერთპლანოვნებით კი არა, არამედ თავისი ადამიანური ვნებებით და წინააღმდეგობრივი ბუნებითაც.

„დიდოსტატის მარჯვენაზე“ მუშაობა მწერალმა 1938 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა იმავე წელს დაასრულა. ნაწარმოების პირველი მონახაზი მოცემულია 1932 წელს დაწერილ კინოსცენარში „ვარძიის საიდუმლო“. რომანი 1939 წელს ჟურნალ მნათობში ქვეყნდებოდა, შემდეგ ის გამოიცა ნოველებთან ერთად კრებულში „თვალთაჲ“. რომანის გამოქვეყნება „მნათობში“ დაემთხვა მწერლის ვაჟის დაბადებას 1939 წლის 31 მარტს, რომელსაც ნაწარმოების ერთ–ერთი პერსონაჟის ზვიად სპასალარის სახელი დაანათლა.

კონსტანტინე გამსახურდია აპირებდა რომანების სერიის წერას სახელწოდებით „ქართლის ცხოვრება“, რომელშიც „დიდოსტატის მარჯვენასთან“ ერთად შევიდა დავით აღმაშენებელი. დაწყებული ჰქონდა „თამარის“ წერა, მეტის გაკეთება მან ვერ მოასწრო.

იხ. ვიდეო დიდოსტატის მარჯვენა

იუჟეტი ეფუძნება ნაწილობრივ ლეგენდარულ ამბავს სვეტიცხოველში 1010-იან წლებში ახალგაზრდა იდუმალი არქიტექტორისკონსტანტინე არსუკიძის (რომანში — არსაკიძის) მოღვაწეობას. მოქმედება მიმდინარეობს მეთერთმეტე საუკუნეში და მოგვითხრობს გიორგი პირველზე. გიორგი მრავალი დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორისაა სხვადასხვა სამთო ტომების, ფხოვის (ფშავი და ხევსურეთი), პერიოდულად აჯანყება. გიორგი ქრისტიანია, მაგრამ არა ისეთი მორწმუნე, როგორიც მისი მეუღლე მარიამი და ყველაფერზეა წამსვლელი ფხოვის აჯანყებების ჩასახშობად. რომანის დასაწყისში მეფე გიორგის სტუმრობს მამამზე ერისთავი, რომელზეც მეფე ეჭვობს, რომ ის არის უფრო ჯაშუში და შეკრულია მთის ტომებთან. მამამზე დიდი ხანი იყო მეფე გიორგის მეგობარი და მოკავშირე, ამიტომ მისი აჯანყება ძალიან ამწუხრებს მეფეს. გიორგის აქვს სხვა პრობლემებიც. თბილისი ამ დროს არაბების ხელთაა, ხოლო ბიზანტიის იმპერატორ ბასილ მეორეს მისი შვილი ბაგრატი მძევლად აუყვანია.

მამამზეს შვილი, ჭიაბერი, აჯანყების ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენს, როგორც თალაგვა კოლონკელიძე, კვეტარის მთავარი და მამა შორენასი, რომელიც არის ჭიაბერზე დანიშნული. მთავარეპისკოპოსი მელქისადეკი მიდის მამამზეს ციხესიმაგრეში, რათა დაარწმუნოს მთავრები და აღიარებინოს ქრისტიანობა. როცა ჭიაბერი მის ჯვარს ემთხვევა, მალევე დაიღუპება. არსებობს ეჭვი, რომ ჯვარი მოწამლეს. ზვიად ამირსპასალარი ამის შემდეგ მოახერხებს აჯანყების ჩახშობას და მეამბოხეთა დასჯას. გიორგი აგრძელებს საეკლესიო კამპანიას, თუმცა ამავდროულად ეკლესიების აშენების საწინააღმდეგოდ მიწისძვრები მოქმედებს, რომლებიც მრავლად იყო მეთერთმეტე საუკუნეში. მეფე ეკლესიების აშენებას მის მთავარ არქიტექტორს ფარსმან სპარსს (რომელიც არ არის სპარსი) ავალებს. ფარსმანს ჰქონდა უჩვეულო ცხოვრება. სხვადასხვა მიზეზის გამო მას მოუწია მრავალ ქვეყანაში მოგზაურობა და განათლების მიღება, შემდეგ კი დაუბრუნდა სამშობლოს.

ერთხელაც ნადირობისას მეფე ახალგაზრდა ლაზ ბიჭს წააწყდება და შემდეგ თან წაიყვანს. გიორგი დაინახავს არსაკიძის მხატვრულ ნიჭს და გადაწყვეტს მას ააშენებინოს სვეტიცხოველი ქართულ სტილში. ბედის ირონიით კოლონკელიძის ქალიშვილი შორენა (რომელიც არსაკიძეს უყვარს) მეფე გიორგის მოეწონება და ცოლად შერთვას გადაწყვეტს და როცა გაიგებს არსაკიძისა და შორენას ურთიერთობის შესახებ, ახალგაზრდა არქიტექტორს მარჯვენა ხელს მოკვეთავს. შორენა კი ამის შემყურე თავს მოიკლავს.

                                                              

რუსული გამოცემის ყდა

როგორც აღნიშნავენ, სტალინმა ერთ ღამეში წაიკითხა „დიდოსტატის მარჯვენა“ და, მაშინვე გააღვიძა ლავრენტი ბერია, გამსახურდია შესანიშნავი მწერალი ყოფილა და რატომ არ ვიცოდიო.

„დიდოსტატის მარჯვენის“ გამო, მწერალი ვალერიან გაფრინდაშვილი გამსახურდიას ჯადოქარს ეძახდა.

ავტორს ხელისუფლება ხელს უწყობდა, რათა რუსულ ენაზე სწრაფად ეთარგმნათ „დიდოსტატის მარჯვენა“ და „ბელადი“. ამ მიზნით მწერალი მოსკოვშიც იმყოფებოდა. აქ იგი მიიღო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ლავრენტი ბერიამ და მას დიდხანს ესაუბრა.

რომანი საბჭოთა ისტორიული პროზის მიღწევად ჩაითვალა. კრიტიკოსებიდან რომანს დადებითად გამოეხმაურა ბესარიონ ჟღენტი, რომელმაც ხაზი გაუსვა რომანის უდიდეს ღირსებას[6].

დიდოსტატის მარჯვენას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ჟურნალ ზნამიას 1945 წლის მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა ვ. შკლოვსკის წერილი რომანების „დიდოსტატის მარჯვენასა“ და „დავით აღმაშენებლის“ შესახებ, რომელშიც ავტორი ბრალს დებდა მწერალს, რომ მან განგებ არ ასახა თავის რომანებში X - XI საუკუნეებში რუსეთ–საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, რაზეც გამსახურდიამ უპასუხა, რომ არც ერთ ცნობილ ქართულ თუ უცხოურ წყაროებში რუს–ქართველთა შორის იმდროინდელი ურთიერთობის რაიმე ნიშანწყალი არ არსებობდა.

რომანისადმი შენიშვნები სანდრო შანშიაშვილსაც ჰქონდა. ის ეჭვქვეშ აყენებდა რომანში ასახულ ფხოველთა აჯანყების ამბებს. რაზეც მწერალმა უპასუხა, რომ მთიანეთი მუდამ ეურჩებოდა ქართველ მეფეებს, რომელთაც ეწადათ საქართველოს პოლიტიკური ცენტრალიზება. მან მოიშველია თამარის დროს მომხდარი ფხოველთა აჯანყება და განაცხადა, რომ ასეთი აჯანყება იმ დროსაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

რომანისადმი ყველაზე ხშირად გამოითქვა შენიშვნა, რომ კონსტანტინემ აღწერა არსაკიძის დასჯა სვეტიცხოველზე გამოსახული მკლავის მიხედვით, მაშინ, როცა ლეგენდის მიხედვით, ეს მკლავი ეკუთვნის გამარჯვებულ ხელოვანს. რაზეც მწერალმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჰო, ეგრეა, მაგრამ იდეა, რაიც საფუძვლად უდევს რომანს, მაგ ლეგენდის მიხედვით ვერ გამოიხატებოდა. ჩემი სურვილი და წადილი იყო მართალი სიტყვა მეთქვა განწირული ხელოვანის ბედზე მეფე გიორგი პირველის ტირანულ სახელმწიფოში. ლეგენდას რომ მივყოლოდი, მაშინ არსაკიძისა და გიორგი პირველის ქებანი და აპოლოგია უნდა დამეწერა.“

„დიდოსტატის მარჯვენა“ რუსულად (;Десница Великого мастера») თარგმნა ფატმან თვალთვაძემ, ის მოსკოვში არაერთხელ გამოიცა მრავალათასიანი ტირაჟით. (1944195619611963). სულ მწერლის სიცოცხლეში რუსულად თორთმეტჯერ დაიბეჭდა. მისმა საერთო ტირაჟმა 700 ათასს გადააჭარბა. თარგმანში ერთ–ერთი პერსონაჟი პიპა მოიხსენიება, როგორც ვამეხი.

1957 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ ითარგმნა და გამოიცა ფრანგულად. რომანი რუსული ტექსტიდან თარგმნა რენე დომეკმა. წიგნზე გამოხმაურებები დაიბეჭდა პრესაში (ლუმანიტე დიუმანშიდე ლეტრ ფრანსეზიმიდი ლიბრი).

„ლუმანიტე დიმანშში“ 1958 წლის ნომრებში იბეჭდებოდა რომანის ადაპტირებული ტექსტი ჟან დორვილის ილუსტრაციებით (ეს უკანასკნელი 1964 წელს მწერლის მიწვევით თბილისში იმყოფებოდა და კონსტანტინეს თავისი 47 ნახატი გადასცა).

1959 წელს მწერალს თბილისში ჩამოაკითხეს ინდოელმა სტუმრებმა – „დიდოსტატის“ ინგლისურიდან (The Right Hand of the Grand Masterბენგალურად მთარგმნელებმა ცოლ–ქმარმა შუკრია გხოშმა და შუბხამოი გხოშმა.

როგორც მწერლის ბიოგრაფი სოსო სიგუა აღნიშნავს, „დიდოსტატის მარჯვენა“ იყო საბჭოური სამყაროს მესამე ქართული რომანი „გვადი ბიგვასა“ და „კოლხეთის ცისკარის“ შემდეგ, რომელმაც დასავლეთში შეაღწია.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, „დიდოსტატის მარჯვენა“ თარგმნილია შემდეგ ენებზე: ინგლისურ (მთარგმნელი ვახტანგ ერისთავი), გერმანულ (Die rechte Hand des großen Meisters, მთარგმნელი ჰერტრუდ პეჩი, გამოიცა 1969 წ.), სომხურ (1960 წ.), ოსურჰინდისურდუსჩინურრუმინულ (მთარგმნელი ვიქტორ კერნბახი, 1962 წ.) ენებზე.

2015 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ ნიდერლანდების სამეფოში გამოიცა ნიდერლანდურ ენაზე სახელწოდებით: De rechterhand van grootmeester Konstantine, რომლის მთარგმნელია არჩილ ჯავახაძე

იხ. ვიდეო კოსტანტინე გამსახურდია - დიდოსტატის მარჯვენა

             დიდოსტატის მარჯვენა (ფილმი)

ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც 1970 წელს გამოვიდა ეკრანზე. დამდგმელი რეჟისორია ვახტანგ ტაბლიაშვილი.

ფილმს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია, რომლის საფუძველზე მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა რომანი „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.

როლებში

ოთარ მეღვინეთუხუცესი (მეფე გიორგი)

იხ. ვიდეო დიდოასტის მარჯვენა ქართული ფილმი






გიორგი I (საქართველოს მეფე)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

              გიორგი I (საქართველოს მეფე)

(დ. 998 ან 1002 — გ. 16 აგვისტო1027) — საქართველოს მეფე 1014-1027 წლებში, ბაგრატ III-ის ძე. გიორგი I-ის გამეფების დროისათვის, გაერთიანებული და გაძლიერების გზაზე მდგარი საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი იყო კავკასიაში პოზიციების განმტკიცება და სრული სუვერენიტეტის მოპოვება საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მიზნის განხორციელებაში საქართველოს დიდად უშლიდა ხელს ბიზანტია, რომელსაც აღარ აკმაყოფილებდა მის მიერ იმპერიის უპირატესობის ფორმალური აღიარება და რეალურად სურდა მდგომარეობის გამყარება. ბიზანტია თავისი მიზნებისათვის საუკეთესოდ იყენებდა დავით III კურაპალატის სამფლობელოებს, რომელიც 1001 წელს საქართველოს ჩამოაჭრა და ათავისი ადმინისტრაციული ერთეული „იბერიის თემი“ შექმნა. ამ ტერიტორიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ბიზანტიისათვის, რომელიც აქედან ავრცელებდა თავის ექსპანსიას საქართველოსა და სომხეთზე , ისე საქართველოსათვის, რათა თავისი მიზნები განეხორციელებინა. ამიტომ გიორგი იწყებდა შეუპოვარ ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ იმიერტაოს დასაბრუნებლად.

გიორგი I-ის ტახტზე ასვლისთანავე, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდაზნაურებმა ერთიან საქართველოს კახეთ-ჰერეთი ჩამოაცილეს და იქ ადგილობრივი მმართველობა აღადგინეს. სამეფო კარმა, როგორც ჩანს, ერთი მხრივ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებელ ერთეულად ფორმირებისათვის; მეორე მხრივ, მეტად აღარ დაამძიმა შინაპოლიტიკური ვითარება, მომავლისათვის გადადო კახეთ-ჰერეთისათვის ბრძოლა, რათა ხელი არ შეშლოდა ბიზანტიის წინააღმდეგ ომის სამზადისში. ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმ დროს შექმნილი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებით. კერძოდ, იმპერიას აუჯანყდა ბულგარეთი და ბასილი II (976-1025 წწ.) ოთხი წლის მანძილზე მათთან ომს აწარმოებდა.

გიორგი I 1014-1018 წლებში სამხრეთ ტაოში შეიჭრა და დაიკავა. 1019 წელს ბასილი II -მ ბულგარელებთან ომი წარმატებით დაამთავრა და საქართველოს მეფეს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა. მეფემ იმპერატორის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა ბიზანტია-საქართველოს ომი 1021-1023 წლებში.

გიორგი I-მა ბუნებრივია კარგად იცოდა, რომ ქართველების მიერ იმიერტაოს დაკავებას ბიზანტიის იმპერატორი უპასუხოდ არ დატოვებდა. იგი თავიდანვე შეუდგა სამხედრო და დიპლომატიურ სამზადისს. მან გადაწყვიტა ფართო მასშტაბის ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნა. ამ მიზნით ის დაუკავშირდა სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს: ანისის მეფე იოვანე-სუმბატს, რომელმაც ტახტი გიორგის დახმარებით დაიკავა. კოალიციაში მონაწილეობას იღებდნენ ანისის სამეფოს ვასალი ვანანდი და ვასპურაკანის მეფე სენექერიმ არწრუნი, რომელსაც პირადი პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნდა ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოს მეფეს ეხმარებოდა კახეთ-ჰერეთი, რაც გიორგი I-ის დიპლომატიურ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. გიორგი I-მა კავშირი დაამყარა ეგვიპტესთანაც, რომლის ფატიმიდი ხალიფები დიდი ხანია მეტოქეობას უწევდნენ ბიზანტიის იმპერიას და მნიშვნელოვნად ასუსტებდნენ კონსტანტინოპოლის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს სამეფო კარი, როგორც ჩანს, კარგად იყო ინფორმირებული წინა აზიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გიორგი I-მა საგანგებო ელჩობა გაგზავნა კაიროში ხალიფა ალ-ჰაქიმთან და ერთობლივი საომარი ოპერაციების დაწყება შესთავაზა. კოალიციის ჩამოყალიბება ბოლო მომენტში ჩაიშალა — გარდაიცვალა ალ-ჰაქიმი, ალბათ სწორედ ამან განაპირობა გიორგის წარუმატებლობა.

იხ. ვიდეო მეფე გირგი პირველი 



1021 წელს ბასილი II ურიცხვი ლაშქრით მოულოდნელად შემოიჭრა საქართველოში. მოწინააღმდეგეები ბასიანს დაბანაკდნენ. გიორგიმ ბრძოლას თავი აარიდა, ქალაქი ოლთისი გადაწვა და კოლას დადგა. ბასილი კვალდაკვალ გამოჰყვა მას და სოფელ შირიმნთან (ჩილდირის ტბის მახლობლად) შეება საქართველოს „უკანმავალ“ ლაშქარს. ქართველებმა შეუპოვარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს. ამ ბრძოლაში დაიღუპნენ ქართველი „ერისთავნი და დიდებულნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი“. უკანდახეულ ქართველებს ბიზანტიელები გამოედევნენ და თან ყველაფერს ანადგურებდნენ. მათ „ტყუე ყვეს და მოაოხრეს არტანი“. იმპერატორმა „ასწყუიდა ქუეყანა ჯავახეთისა და გარდავიდა თრიალეთს. თრიალეთით უკუმოიარა ჯავახეთი და კუალად უბოროტესადრე შურის-გებით მოაოხრნა ქუეყანანი იგი“. გიორგი I-ს ამ დროს კახეთ-ჰერეთის ლაშქარი მოეშველა და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო იმპერატორმა ბრძოლა აღარ გააგრძელა, სამხრეთით წავიდა და ტრაპიზონთან დაბანაკდა. დაიწყო საზავო მოლაპარაკება. გიორგი I მოლაპარაკებას აჭიანურებდა, რათა ხელსაყრელ მომენტში შეტევა დაეწყო. ამ დროს ბასილიმ ცნობა მიიღო, რომ მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს ქსიფემ და ნიკიფორე ფოკამ. როგორც ჩანს, საქართველოს მეფეს მათთან კავშირი ჰქონდა. მან აჯანყებით ისარგებლა და ისევ საომარ სამზადისს შეუდგა, თუმცა იმპერატორმა აჯანყება მალევე ჩაახშო, დაასწრო გიორგის და დაამარცხა.

1023 წელს გიორგი I იძულებული გახდა ზავის მძიმე პირობებს დასთანხმებოდა. იმიერტაო ისევ ბიზანტიას დარჩა, ტახტის მემკვიდრე ბაგრატი კი სამი წლით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში.

გიორგი I ამ მდგომარეობას არ შეეგუა და რევანშისათვის მზადება დაიწყო. მან 1025 წელს ვასპურაკანის მმართველის, ნიკიფორე კომნენოსის, იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შეთქმულება გამომჟღავნდა.

გიორგი მეფე იყო პირველი, ვინც შეეცადა საქართველოს ფართო საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

ქართული წყარო „მატიანე ქართლისა“ მას შემდეგნაირად ახასიათებს: „სავსე ყოვლითა სიკეთითა, რომელ არავინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვანებითა, ჭაბუკობითა და სიქუელითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა სახელმწიფოთა“ იყო იგი „უშიში ვითარცა უხორცო“. მისი მეფობისას ფართო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის ყველაზე ბრწყინვალე მაგალითია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მცხეთაში.

მეფე გიორგი I გარდაიცვალა თრიალეთს, 1027 წელს, დაკრძალულია ქუთაისში.

იხ. ვიდეო გიორგი პირველი - მთავარსდალი




უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...