ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ფერნანდო მაგელანი
ფერნან მაგალიაინში (პორტ.Fernão de Magalhães, ესპ.Fernando ან Hernando de Magallanes; დ. გაზაფხული1480, ტრაზ-უჟ-მონტიში, პორტუგალიის სამეფო — გ. 27 აპრილი, 1521, კ. მაქტანი, ფილიპინები) — პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანმა თავად მოგზაურობის დასრულება ვერ მოახერხა; სასიკვდილოდ დაიჭრა მაქტანის ბრძოლაში ფილიპინებზე. თუმცა ის გარდაიცვალა მოლუკის კუნძულების დასავლეთით და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. ევროპიდანაზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე, რომელიც ნაოსნობის პერიოდში იმდენად მშვიდი იყო, რომ მას წყნარი შეარქვა.
1519 წლის 20 სექტემბერს, ხუთი ხომალდი: „ტრინიდადი“, „სან-ანტონიოსი“, „სანტიაგო“, „კონსეფსიონი“ და „ვიქტორია“ სან-პახულიანოს უბეში შევიდნენ. სამი ხომალდის - „ვიქტორიას“, „კონსეფსიონის“ და „სან-ანტონიოსის“ კაპიტნებს უცნობ მიწაზე დაზამთრების შეეშინდათ და აჯანყდნენ. მაგელანმა „ვიქტორიასა“ და „კონსეფსიონის“ კაპიტნები სიკვდილით დასაჯა, ხოლო „სანტიაგოს“ კაპიტანი და მღვდელი უდაბურ ნაპირზე გადასვა. გემი „სანტიაგო“ კლდეზე დაიმსხვრა, ერთი ხომალდი კი უკან გამოეპარა.
იხ. ვიდეო
1520 წელს მეზღვაურებმა აღმოაჩინეს წყნარ ოკეანში გასასვლელი ვიწრო და დაკლაკნილი სრუტე, რომელსაც შემდგომში მაგელანის სრუტე ეწოდა.ექსპედიციამ შემოუარა სამხრეთ ამერიკას და გავიდა „უცნობ დიდ ზღვაში“, რომელსაც წყნარი ოკეანე უწოდეს.1521 წელს ექსპედიციამ მარიანას და ფილიპინის კუნძულებს მიაღწია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაპირებთან მდებარე კუნძულ მაკ-ტანთან ფერნანდო მაგელანი შინა ომში ჩაება და დაიღუპა. ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა ესპანეთში დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა ბასკიხუან სებასტიან ელ-კანო, რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა. ამ მოგზაურობით დადგინდა დედამიწის სფერულობა, ერთიანი მსოფლიო ოკეანის არსებობა და ისიც, რომ დედამიწაზე ოკეანეებს უფრო მეტი ფართობი უკავიათ, ვიდრე ხმელეთს.
მაგელანის მოგზაურობა, მოგზაურობა დაიწყო ხუთი გემით და ვიქტორია იყო ერთადერთი რომელმაც შეძლო მაგელანის გარდაცვალბიდან 16 თვის შემდეგ უკან დაბრუნება.
მაგელანის მკვლელობის შემდეგ "ვიქტორიამ" ხუან სებასტიან ელკანოს მეთაურობით განაგრძო გზა. მეზღვაურთა უმეტესობამ და თავად კაპიტანმა ელკანომ გადაწყვიტეს შეეცადათ ესპანეთში მცურავი მცდელობა ნებისმიერ ფასად. "ვიქტორიამ" გაჭირვებით შემოიარა კარგი იმედის კონცხი და შემდეგ ორი თვის განმავლობაში გაუჩერებლად გაემართა ჩრდილო-დასავლეთით აფრიკის სანაპიროზე.
1522 წლის 9 ივლისს, გაცვეთილი გემი გაფითრებული ეკიპაჟით მიუახლოვდა პორტუგალიის მფლობელობაში მდებარე კონცხი ვერდის კუნძულებს. შეუძლებელი იყო აქ გაჩერება სასმელი წყლის უკიდურესი ნაკლებობისა და მარაგის გამო. მაგელანი თავად არ აპირებდა მთელს მსოფლიოში ექსპედიციის განხორციელებას-მას უბრალოდ სურდა მოეპოვებინა დასავლური მარშრუტი მოლუკებამდე და დაბრუნებულიყო. პორტუგალიელთა თავდასხმის საფრთხემ აიძულა ელკანო განაგრძო დასავლეთისკენ მიმავალი გზა, რითაც დაასრულა მსოფლიოში პირველი შემოვლითი ნავიგაცია მსოფლიოში.
1522 წლის 6 სექტემბერი "ვიქტორია" ხუან სებასტიან ელკანოს მეთაურობით მიაღწია ესპანეთს, რითაც გახდა მაგელანის ფლოტილიის ერთადერთი გემი, რომელიც ტრიუმფალურად დაბრუნდა სევილიაში. გემზე თვრამეტი გადარჩენილი იყო
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს, რომ 1886 წელს, 14 აპრილს, სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანს, ვასილ დავითის ძე ახმეტელიშვილს და მის მეუღლეს, მარიამ ივანეს ასულ ოდიშელიძეს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. ახალშობილი ოთხი დღის მერე, იმავე ეკლესიაში მონათლეს. ნათლია ყოფილა მნათეს დიმიტრი ახმეტელიშვილის მეუღლე – ქრისტინე.
ოჯახი 1891 წლიდან საცხოვრებლად გადადის თელავში. მამამისი სოფელ კოღოთოს ეკლესიის მღვდელი იყო.
1900 წელს სანდრო ახმეტელმა დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი. ოჯახი შემდეგ განჯაში გადადის და სანდროც განჯის გიმნაზიის მოსწავლე ხდება. იგი თავისუფალი აზროვნებისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს. ძლივს აღადგინეს თბილისის გიმნაზიაში, სადაც გიმნაზიის ინსპექტორი ყოფილა ქართული კულტურის დიდი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. სანდროს ჯერ კიდევ მაშინ იზიდავდა თეატრი და მისი ცხოვრება.
1905 წელს დაიჭირეს თავისუფალი აზრის გამოხატვისათვის. შემდეგ მიდის თელავში, სწორედ აქ გაიცნო ცნობილი პუბლიცისტისა და მწერლის ივანე როსტომაშვილის ასული ტასო. 1907 წელს ტასოზე ჯვარი დაიწერა. იმავე წელს კი ვაჟი — შალვა შეეძინათ.
1916 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მასთან უსწავლია შალვა ნუცუბიძეს და გიორგი ციციშვილს. უნივერსიტეტში სწავლისას შეუქმნია აეროპლანის მოდელი, რასაც აქვეყნებს იმდრონდელი „ცნობის ფურცელი“.
1924 წელს ახმეტელი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მსახიობთა კორპორაცია „დურუჯის“ დაარსებისა (1924). იგი იყო კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მრავალი დადგმის თანაავტორი (ჯონ სინგის „გმირი“, 1923; სანდრო შანშიაშვილის „ჰერეთის გმირები“, უილიამ შექსპირის „უინძორელი ცელქი ქალები“, ორივე 1924 და სხვა).
1928 წელს ახმეტელმა დადგა ბორის ლავრენიოვის „რღვევა“, რომელიც გარკვეული ეტაპი იყო რუსთაველის თეატრის ცხოვრებაში, და სანდრო შანშიაშვილის „ანზორი“. ამ სპექტაკლებში კლასობრივი ბრძოლის ფონზე გახსნილია ახალი ადამიანის ფსიქოლოგიური სამყარო. ახმეტელმა „ანზორში“, შალვა დადიანის „თეთნულდსა“ (1931) და ვლადიმერ კირშონის „ქართა ქალაქში“ (1929) მასობრივი სცენების საშუალებით, მასისა და ინდივიდის დაპირისპირების შედეგად გამოავლინა ახალი ეპოქის ხასიათი და კოლექტივიზმის ძალა. ახმეტელის შემოქმედებაში ახალი სიტყვა იყო ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღების“ (1933) დადგმა (თანადამდგმელი შოთა აღსაბაძე). აქ ყაჩაღთა ბრბო გამოყვანილი იყო ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზებულ ძალად.
სანდრო ახმეტელის ძეგლი მაჩაბლის ქუჩაზე
ახმეტელის მიერ შექმნილ სპექტაკლებში აისახა გრანდიოზული ისტორიული მოვლენების შედეგად დამყარებული ახალი საზოგადოების დამოკიდებულებანი, ჩაგვრისაგან განთავისუფლებული ადამიანის ინდივიდუალობა. მის შემოქმედებაში ვლინდებოდა თანამედროვე თეატრის ამაღლებული სული, ჰეროიკა, ქართული ხალხური თეატრის იმპროვიზიციული თავისებურებები. ემოციურობა, გამომგონებლობა, ჰარმონიულობა, დინამიკურობა, ოსტატურად დადგმული მასობრივი სცენები, რომლებშიც ფართოდ იყენებდა ქართული სიმღერებსა და ცეკვებს.
სანდრო ახმეტელი თავისუფალი აზროვნებისთვის იდევნებოდა. ათი წელი გრძელდებოდა მისი დამუშავება ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით. ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის 1930 წლის წარმატებები მოსკოვის თეატრში. „ლამარას“ ნახვის შემდეგ იოსებ სტალინსაც სხვანაირი აზრები გაუჩნდა მის მიმართ. რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გრიგოლ რობაქიძის „ლამარამ“. საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს. 1930 წელს, ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს.
ბერიამ ისარგებლა იმ დაპირისპირებით, რომელიც რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელსა და თეატრის წამყვან მსახიობებს აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძეს შორის არსებობდა და ყველანაირად ეცადა, კიდევ უფრო გაეღრმავებინა კონფლიქტი.
შუღლი თეატრალებს შორის იმით დასრულდა, რომ სანდრო ახმეტელმა აკაკი ვასაძე დააქვეითა, ხოლო აკაკი ხორავა საერთოდ გააძევა თეატრიდან. ახმეტელმა არ შეასრულა ბერიას უშუალო ბრძანება და ხორავა და ვასაძე თავიანთ ძველ თანამდებობებზე არ აღადგინა. ბერიას მიმართ გამოცხადებულმა ამ დაუმორჩილებლობამ სანდრო ახმეტელის შემოქმედებასა და ცხოვრებას წერტილი დაუსვა. სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
სანდრო ახმეტელი სამუშაოდ მოსკოვში, „მწვანე თეატრში“ გადავიდა. სამშობლოდან განდევნილი რეჟისორი მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო, მაგრამ იგი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. სწორედ „მწვანე თეატრში“ 1936 წლის 19 ნოემბერს აიყვანეს სანდრო ახმეტელი და მოსკოვიდან თბილისში იქნა ეტაპირებული. მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილება 1936 წლის 5 დეკემბერს გამოიცა, თავად ახმეტელს წარედგინა 7 დეკემბერს – დაკავებიდან 18 დღის შემდეგ. სანდრო ახმეტელი პროკურორის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს მონაწილეობა არ მიუღია არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში.
222 დღე გრძელდებოდა მისი წამება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველა წაყენებული ბრალდება აღიარა. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა „ხალხის მტერსა და მავნებელს“. ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც.
კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად: თითქოს ახმეტელს, სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებები ჰქონდა შექმნილი ბაქოში, სოხუმში, გროზნოსა და თბილისში. ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. დააპატიმრეს მეუღლეც თამარ წულუკიძე-ახმეტელი.
1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით); ხოლო თამარ წულუკიძე-ახმეტელს — ათი წლით თავისუფლების აღკვეთა.
სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.
1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე ახმეტელის და მისი მეუღლის თამარ წულუკიძე-ახმეტელის რეაბილიტაცია მოახდინა. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ნიკოლო პაგანინი დაიბადა იტალიის ქალაქ გენუაში, ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინმაც დაიწყო მანდოლინაზე
იხ. ვიდეო
დაკვრა. მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა ბევრი ფული იშოვა.
ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა,მაგრამ მისმა ტექნიკამ მალე გაუსწრო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალესანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როდესაც მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა,ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად.
ეპიტაფია
„აქ განისვენებს ნეშტი
ნიკოლო პაგანინისა, რომელიც ვიოლინოს ღვთიური ჰანგებით
აჟღერებდა, მთელი ევროპა
უბადლო გენიით მოაჯადოვა და
იტალია ახალ ბრწყინვალე
გვირგვინით შეამკო“
კვარცხლბეკზე, ურნაზე შემოდგმულ ბიუსტს რომ იჭერს მიწერილია:
სამედიცინო განათლება მიიღო ბერლინში, კაიზერ ვილჰელმის სამხედრო აკადემიაში (დაამთავრა 1878 წელს). პრუსიის სამეფოს სამხედრო-სამედიცინო კორპუსში 10-წლიანი სამსახურის შემდეგ, 1889 წლიდან მუშაობდა ასისტენტად რობერტ კოხთან ბერლინის ჰიგიენის, შემდეგ კი ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში. აქ იაპონელ ბაქტერიოლოგ კიტასატო შიბასაბუროსთან ერთად აღმოაჩინა ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის მოქმედება (შრატს მათ „ანტიტოქსინი“ უწოდეს) და მისი ანალოგიით მიიღო ანტიდიფთერიული შრატი, რომელიც საბოლოოდ პაულ ერლიხთან ერთად განავითარა. შემდგომში ორ მეცნიერს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 1892 წლიდან ანტიდიფთერიული შრატის წარმოება დაიწყო და დიფთერიის სტანდარტული მკურნალობის ნაწილი გახდა, რამაც მკვეთრად შეამცირა ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა. ამავე წელს ბერინგმა გამოაქვეყნა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი „სისხლის შრატით მკურნალობის პრაქტიკული ამოცანები“ (გერმ. Die praktischen Ziele der Blutserumtherapie).
იხ. ვიდეო
1893 წელს ბერინგი პროფესორად აირჩიეს. 1894 წელს ლექციებს კითხულობდა ჰალეში, 1895 წლიდან კი მუშაობდა მარბურგში მის მიერვე დაარსებულ ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტში. ამ პერიოდში ბერინგი ფინანსურად იყო დაკავშირებული ქიმიური საღებავების მწარმოებელ ფირმა Farbwerke Meister, Lucius und Brüning-თან (ჰიოხსტი, ახლანდ. მაინის ფრანკფურტის ერთ-ერთი რაიონი), რომელიც შემდგომში ფარმაცევტულ კომპანიად გარდაიქმნა. ფირმამ მეცნიერს საკუთარი ლაბორატორიები დაუთმო კვლევებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, ტუბერკულოზსაც ეხებოდა. 1901 წელს სეროთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დიფთერიის საწინააღმდეგო შრატის შექმნისთვის მიენიჭა ნობელის პრემია. ამგვარად, ბერინგი გახდა პირველი, ვინც ეს ჯილდო მიიღო ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. ამჯერად ნობელის პრემიის გარეშე დარჩა პაულ ერლიხი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა ანტიდიფთერიული შრატის შექმნაში (ერლიხმა ნობელის პრემია 1908 წელს მიიღო). ბერინგის ნობელის მედალი ამჟამად ჟენევაში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მუზეუმში ინახება.
ბერინგი არჩეული იყო იტალიის, ოსმალეთის, საფრანგეთის, უნგრეთისა და რუსეთის სამეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრად. მიღებული ჰქონდა გერმანიის, საფრანგეთის, ოსმალეთისა და რუმინეთის სახელმწიფო ჯილდოები. 1901 წელს გერმანიის მთავრობის მიერ აყვანილი იქნა არისტოკრატულ რანგში (გვარზე „ფონ“ ნაწილაკის დამატების უფლებით), 1903 წელს კი დაინიშნა გერმანიის იმპერიის საიდუმლო საბჭოს წევრად. ასევე ჰქონდა „საიდუმლო სამედიცინო მრჩევლის“ (Geheimer Medizinalrat) და მარბუგრის საპატიო მოქალაქის (Ehrenbürger) წოდებები. გარდაიცვალა 1917 წელს.
ერლიხი დაიბადა ებრაელ მეწარმეთა ოჯახში 1854 წელს. 1872-1877 წლებში სამედიცინო განათლება ბრესლაუს, სტრასბურგის, ფრაიბურგისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში მიიღო. ადრევე დაინტერესდა უჯრედების შეღებვის მეთოდებით, რომელიც ნათესავმა, პათოლოგმა კარლ ვაიგერტმა გაააცნო. სტუდენტობის პერიოდში გაუჩნდა აზრი, რომ საღებავების მიერ უჯრედის შეღებვა უჯრედს შიგნით მიმდინარე გარკვეული ქიმიური რეაქციის შედეგი იყო და იმავე პრინციპით შეიძლებოდა სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას დაავადებულ უჯრედზე ზემოქმედება მოეხდინა. 1878 წელს ექიმად მუშაობა ბერლინში, შარიტეს ჰოსპიტალში დაიწყო. აქ მან შეიმუშავა ტუბერკულოზის ბაცილის ქიმიური შეღებვის მეთოდი. მან ასევე აღწერა სისხლის უჯრედების სხვადასხვა ტიპი და ამით თანამედროვე ჰემატოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. ბიოლოგიური ქსოვილების შეღებვის ახალი მეთოდების ძიების პროცესში ერლიხმა დაასკვნა, რომ მეთილენის ლურჯის გამოყენება შესაძლებელი იყო ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. მან ასევე შეიმუშავა ტიფით დაავადებულ პაციენტებში შარდის სპეციფიკური ანალიზის მეთოდი, მუშაობდა ცხელების საწინააღმდეგო სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალების შექმნაზე და თვალის დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე. 1885 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ერლიხმა აღწერა მისი დაკვირვება, რომ სხვადახვა ქსოვილი ჟანგბადს სხვადასხვა მოცულობით მოიხმარს და ეს განსხვავება უჯრედის სასიცოცხლო პროცესის ცხოველმყოფელობის მახასიათებელია.
ტუბერკულოზით დაავადებული ერლიხი იძულებული გახდა მუშაობა დროებით შეეწყვიტა და ეგვიპტეში გამგზავრებულიყო. 1889 წელს, ბერლინში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა პატარა კერძო ლაბორატორიაში განაგრძო, შემდეგ კი რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტს შეუერთდა და იმუნიტეტის პრობლემებს მიაპყრო ყურადღება. იმუნოლოგიური ფენომენების ასახსნელად ე. წ. გვერდითი ჯაჭვების თეორია შექმნა, რომელიც აღწერდა იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ცილოვანი ნივთიერებების, ანტისხეულების ურთიერთქმედებას სხვა ნივთიერებებთან. კოლეგებს ერლიხმა მისი ჰიპოთეზა 1900 წელს სამეფო საზოგადოების სხდომაზე წარუდგინა. ამ თეორიამ, მიუხედავად მისი ბევრი შემადგენლის მცდარობისა, დიდი გავლენა იქონია ერლიხის შემდგომდროინდელ მოღვაწეობასა და მის მემკვიდრეებზე. ერლიხის მიერ იმუნოლოგიაში წარმოებულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც იგი 1890 წელს ემილ ბერინგს შეხვდა. ამ უკანასკნელმა ერლიხის მეთოდოლოგიით დიფტერიის საწინააღმდეგო ეფექტიანი შრატის შექმნა შეძლო. 1892 წელს ერლიხმა ასევე დაადასტურა, რომ ანტისხეულები დედის რძით ახალშობილს გადაეცემოდა.
1896 წელს ერლიხი ბერლინის შრატის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელად, 1899 წელს კი ფრანკფურტის ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. ამ დაწესებულებებში ერლიხს საკუთარი გამოკვლევებისთვის შეუზღუდავი პირობები მიეცა, თუმცა ბერინგი ცდილობდა კოლეგა დაერწმუნებინა, რომ მხოლოდ იმუნოლოგიასა და სეროთერაპიაში ემუშავა. ამან ორ მეცნიერს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. ამ დროისათვის ერლიხი დარწმუნდა, რომ სეროთერაპიის შესაძლებლობები შეზღუდული იყო და არაეფექტიანი იყო არაბაქტერიული, მაგალითად, პროტოზოული ინფექციების სამკურნალოდ. ერლიხმა ახალი ექსპერიმენტები დაიწყო ისეთი ნივთიერებების გამოვლენისა და სინთეზის მიზნით, რომელიც ეფექტიანი იქნებოდა დაავადებების გამომწვევების გასანადგურებლად ან მათი ზრდის შესაჩერებლად მასპინძელი ორგანიზმის დაზიანების გარეშე. ამით მან თანამედროვე ქიმიოთერაპიის პრინციპებს ჩაუყარა საფუძველი. ტრიპანოსომოზის წინააღმდეგ ქვანახშირის ფისის პრეპარატების შექმნის უშედეგო მცდელობის შემდეგ ერლიხმა თავისი მცდელობები სიფილისის გამომწვევზე — მკრთალ ტრეპონემაზე განაგრძო. თავისი გამოკვლევებისთვის ერლიხმა საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები მიიზიდა და მის გარშემო თანამშრომელთა კომპეტენტური გუნდი შემოიკრიბა. მათ შორის იყო იაპონელი ჰატა საჰაჩირო, რომელმაც სამუშაოს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. 1909 წელს მან ერლიხის ხელმძღვანელობით ალფრედ ბერთჰაიმის მიერ შექმნილი დარიშხანის შემცველი ნივთიერება „606“-ის (შემდგომში — სალვარსანი, არსფენამინი) ანტისიფილისური თვისებები აღმოაჩინა. ლაბორატორიულ პირობებში წარმატებით გამოცდის შემდეგ, 1910 წელს კომპანია Farbwerke-Hoechst-თან თანამშრომლობით ერლიხმა პრეპარატის 65 000 ერთეული უფასოდ გადასცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსებს. წარმატებამ ერლიხს ბევრი მოშურნე და ცილისმწამებელი შესძინა. მომდევნო წლებში მიმდინარე „სალვარსანის ომმა“, რომლის დროსაც ერლიხს პირადი გამორჩენის მიზნით პრეპარატის არაკეთილსინდისიერ გავრცელებაშიც კი ადანაშაულებდნენ, მეცნიერის ჯანმრთელობას დაღი დაასვა. ის ინსულტით გარდაიცვალა 1915 წელს, 61 წლის ასაკში.
ერლიხი ბევრი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი იყო. 1908 წელს მან იმუნოლოგიის კიდევ ერთ პიონერთან, ილია მეჩნიკოვთან ერთად ნობელის პრემია მიიღო. პრუსიის მთავრობისგან მინიჭებული ჰქონდა „საიდუმლო მრჩევლის“ უმაღლესი სამოქალაქო საპატიო წოდება. ერლიხი იყო ოქსფორდის, ჩიკაგოსა და ათენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მაინის ფრანკფურტის საპატიო მოქალაქე და სხვ.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ბიოინჟინერია
ზოგიერთი ბიოლოგიური მოლეკულური მანქანა
ბიოლოგიის მეცნიერებათაშორისი დისციპლინა, პრინციპებისა და საინჟინრო საშუალებების გამოყენება ხელსაყრელი, ეკონომიკურად ღირებული და გამოყენებადი პროდუქტის შესაქმნელად. ბიოლოგიური ინჟინერია იყენებს და იზიარებს მრავალ, აქამდე უკვე დამტკიცებულ მცნებებს მასის, სითბოს გადაცემის, კინეტიკის, ბიომექანიკის, ბიოინფორმატიკის, დაშლისა და აღდგენის პროცესების, სითხის მექანიკის, თერმოდინამიკის შესახებ. გამოიყენება სამედიცინო დანადგარების, ბიოთავსებადი მატერიის, დიაგნოსტიკის ხელსაწყოების დასამზადებლად, ასევე განახლებადი ბიოენერგიის, ეკოლოგიური და აგრო-კულტურული ინჟინერიის გასავითარებლად. ბიოინჟინერია გამოიყენება ადამიანის ცხოვრების სტილის გასაუმჯობესებლად. მაგალითისთვის ბიოინჟინერიის დამსახურებით შეიქმნა ბაქტერია, რომელიც გამოყოფს ქიმიკატებს, ახალი სამედიცინო დანადგარები, რომლებიც ეხმარება ექიმს ოპერაციის კარგად წარმართვაში, სწრაფი და ადვილად გამოყენებადი დაავადების გამომკვლელვი ხელსაწყო, პროთეზი. ბიოინჟინერია ისე ერწყმის ბიოსამედიცინო მცნებებს, როგორც სხვა ინჟინერიის დარგები სხვადასხვა მცნებებს (მაგალითად, საჰაერო-კოსმოსური ინჟინერია და სხვა კოსმოსური ტექნოლოგია, დაფუძნებული კინეტიკასა და ასტროფიზიკაზე).
ზოგადად, ბიოინჟინრები ცდილობენ მიბაძონ ბიოლოგიურ სისტემებს რომ შექმნან პროდუქტები ან შეცვალონ და გააკონტროლონ სისტემები, რათა შეძლონ მათი შეცვლა, გაღრმავება, შენარჩუნება, ან წინასწარ ქიმიური თუ მექანიკური პროცესების პროგნოზირება. ბიოინჟინრებს შეუძლიათ თავიანთი ცოდნა გამოიყენონ ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის სხვა დარგებშიც, მაგალითად მცენარეებსა და მიკროორგანიზმებშიგენურ ცვლილებასა და ბიოპროცესების ინჟინერიაში. მუშაობენ ექიმებთან, ექთნებთან, მკვლევარებთან, იყენებენ ტრადიციული ინჟინერიის პრინციპებს, ტექნიკებს და მათი მეშვეობით იკვლევენ სამყაროს ბიოლოგიურ თუ სამედიცინო პრობლემებს.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ბიოლოგიური ინჟინერიის კვლევა უკვე დაწყებული იყო და განიხილებოდა, როგორც ინჟინერიის დარგი და ძალიან ახალი კონცეფცია იყო ადამიანებისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ძალიან სწრაფი განვითარების ციკლი განვლო, რაც ნაწილობრივ, ბრიტანელი მეცნიერისა და მაუწყებლის ჰაინც ვოლფის დამსახურებაა. მან, 1954 წელს, ბრიტანეთის სამედიცინო კვლევის ეროვნული ინსტიტუტში პირველმა გამოიყენა ტერმინი „ბიოინჟინერია“. ვოლფმა იმავე წელს დაამთავრა ინსტიტუტი და უნივერსიტეტში ბიოინჟინერიის სამმართველოს დირექტორი გახდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბიოინჟინერიას უნივერსიტეტში ცალკე ფილიალი დაეთმო. ელექტროტექნიკა ითვლება ამ საინჟინრო სექტორის პირველ დარგად იმ დროისათვის სამედიცინო აპარატურისა და ტექნიკის განვითარების გამო. როდესაც ინჟინრები და ბიოლოგები ერთობლივად მუშაობდნენ, წარმოიშვა პრობლემა, რომ ინჟინერებმა არ იცოდნენ საკმარისი და საჭირო ინფორმაცია ბიოლოგიის შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ინჟინრები, რომელთაც სურდათ ბიოლოგიური ინჟინერიის შესწავლა, უფრო მეტი დროის დათმობა დაიწყეს და კვლევა ჩაუტარეს დეტალებსა და პროცესებს, რომლებიც მოიცავენ როგორიცაა ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას და მედიცინას. ტერმინი ბიოლოგიური საინჟინრო გამოიყენება, აგრეთვე, გარემოსდაცვითი ცვლილებების აღსაწერად: ნიადაგის დაცვა, ფერდობების სტაბილიზაცია, წყლის და სანაპიროს დაცვა, ქარიშხალი, მცენარეული ბარიერები. ტერმინი ბიოლოგიური ინჟინერია შეიძლება გამოვიყენოთ სოფლის მეურნეობის ინჟინერიის დასახასიათებლადაც.