суббота, 9 октября 2021 г.

ნიკოლო მაკიაველი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ნიკოლო მაკიაველი

 (იტალ. Niccolò di Bernardo dei Machiavelli; დ. 3 მაისი 1469ფლორენცია — გ. 21 ივნისი 1527ფლორენცია) — რენესანსის დროინდელი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი. გაღარიბებული დიდგვაროვანი ოჯახიდან. ითვლება პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფლორენციაში, იმ დროს, როდესაც იტალია დაქუცმაცებული იყო რამდენიმე მეტოქე ქალაქ-სახელმწიფოდ, რომლებსაც ახასიათებდათ არასტაბილურობა და რელიგიური კონფლიქტები. 1498 წელს ფლორენციის რესპუბლიკის „ათთა კოლეგის“ მდივანი. 1512 წელს, მედიჩების ტირანიის აღდგენის შემდეგ, მაკიაველი გადაიყვანეს თანამდებობიდან და გადაასახლეს საშ-კაშინოს მახლობლად მისსავე მამულში, სადაც ცხოვრობდა სიკვდილის ბოლომდე. მაკიაველის უმნიშვნელოვანესი თხზულებებია: „მსჯელობა ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის გამო“, „მთავარი“, „ფლორენციის ისტორია“. 1559 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ მაკიაველის თხზულებები „აკრძალული წიგნების სიაში“ შეიყვანა.
იხ. ვიდეო ნიკოლო მაკიაველი - რენენსასის დროინდელიიტალიელი  პოლიტიკური მოაზროვნის ციტატები და გამონათქვამები
მაკიაველი იყო თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი. იტალიის უბედურების მიზეზად მისი დაქუცმაცებულობა მიაჩნდა. აღორძინების ეპოქის პოლიტიკოსთა იდეათა ისტორიაში მაკიაველიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფო პრობლემისადმი საერთო (და არა თეოლოგიური) პოზიციებიდან მიდგომით. კარლ მარქსი მაკიაველს მიაკუთვნებდა იმ პოლიტიკურ მოაზროვნეთა რიცხვს, რომლებიც სახელმწიფოს იხილავდნენ ადამიანური თვალით და მისი ბუნებრივი კანონები გამოჰყავდათ არა თეოლოგიიდან, არამედ გონებიდან და გამოცდილებიდან.

მაკიაველის კონცეფციის თანახმად ძლიერ ადამიანს ძალა შესწევს წინ აღუდგეს ბედისწერას, გაუთვალისწინებელ შემთხვევებს დაუპირისპიროს თავისი ენერგია და გამჭრიახობა. თუ მმართველს შესწევს უნარი შეაფასოს მდგომარეობა და სიტუაციის შესაბამისად შეცვალოს პოლიტიკა, მაშინ წარმატება უზრუნველყოფილი იქნება. მაკიაველს საუკეთესო მმართველობის ფორმად რესპუბლიკა მიაჩნდა, მაგრამ იტალიის მდგომარეობიდან გამომდინარე, იტალიისთვის ერთხელისუფლებიანობას ანიჭებდა უპირატესობას. მხოლოდ ძლიერი მონარქის ხელში გახდებოდა შესაძლებელი უცხოელთა უღლისაგან თავისუფალი იტალიური ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. მაკიაველის აზრით სახელმწიფოს განმტკიცებისთვის დასაშვებია ყველა საშუალება–ძალადობა, მკვლელობა, სიცრუე, გამყიდველობა; შემდეგ შეიქმნა ტერმინი მაკიაველიზმი, რომელიც აღნიშნავს მორალის კანონების უარმყოფელ პოლიტიკას.

                                                                        

1532წ-ს გამოქვეყნებული წიგნი ,, ხელწიფეები''

მაკიაველიმ, როგორც ისტორიკოსმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიოგრაფიის განვითარებაში. მაკიაველი აგრეთვე იყო მწერალი, კომედიოგრაფი. წერდა უმეტესად არისტოფანეს ტერენციუსისა და პლავტუსის მიბაძვით („ანდრია“, „კლაცია“), მაგრამ „მანდრაგორათი“ (დაახ. 1512 წ.) მკვეთრად გაემიჯნა ლათინურ კომედიას და მიუახლოვდა ჩინკვეჩენტოს თხრობით ლიტერატურას. ეს ნაწარმოები მიჩნეულია აღორძინების ხანის საუკეთესო კომედიად. მასში წარმოსახულია მაშინდელი ფლორენციული საზოგადოების სატირული სახე. აღსანიშნავია ასევე მისი წიგნი „დიალოგი ენის თაობაზე“, რომელშიც იგი ენის წარმოშობის არსებით საკითხებს ეხება და ლექსები (საკარნავალო სიმღერები, სტანსები, სერენადები, სონეტები და სხვა). ტრაქტატში „სამხედრო ხელოვნების შესახებ“ (1521 წ.) მაკიაველი მკაცრად აკრიტიკებდა დაქირავებული ჯარის სისტემას და წამოაყენა მათი ხელმწიფის მორჩილებაში მყოფი მუდმივი ჯარით შეცვლის იდეა.

მისი წიგნი (იტალ. Il Principe), რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 1532 წელს გამოიცა, წარმოადგენს საკუთარი გამოცდილების და მის მიერ უძველესი ისტორიის შესწავლის ნაყოფს. მაკიაველი ამ ნაშრომში გვაძლევს რეალიზმის ერთ-ერთ დრომოუჭმელ ნორმას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს ხალხისადმი პასუხისმგებლობას, არ შეიძლება ეფუძნებოდეს მორალს, როგორც ეს კერძო ურთიერთობს შეეფერება. მაკიაველის სჯეროდა, რომ გრძნობების გარეშე, მორალზე დაუფუძნებლად მოქმედება არის წარმატების საწინდარი. ეს გაკვეთილი მან მისი ბატონის, ცეზარე ბორჯიას ქმედებების შესაწვლისას შეიძინა

                                                                           

ნიკოლო მაკიაველი ბიუსტი

მაკიაველი თავის „მთავარში“ ქადაგებს, რომ პასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს: საკუთრება, თავისუფლება და მისი მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით სარგებლბობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია. მმართველს ამის უფლება არ აქვს, რადგან მას ხალხის ბედი აბარია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სულ სხვა გზით მიემართება, ვიდრე კერძო მორალი. პოლიტიკაში ფუნდამენტური, უზენაესი ფასეულობა არის უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები და მორალი ემორჩილება სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის ის, რამაც უნდა მართოს საგარეო პოლიტიკა. მმართველების მთავარი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ყოველთვის იყოს უპირატესობის ძიებაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს ინტერესები და უზრუნველყოს მისი გადარჩენა.

მაკიაველი მსგავსად პლატონისა ფიქრობდა, რომ რომ ორი განსხვავებული პოლუსის-მდიდრებისა და ღარიბების არსებობა, საშიშროებას წარმოადენდა სახელმწიფოს სტაბილურობისთვის. ის ფიქრობდა, რომ საშუალო კლასი იყო საფუძველი სახელმწიფოს ძლიერების. ღარიბი ფენა, რომელიც, რა თქმა უნდა იმ პერიოდის ქვეყნის დიდ ნაწილს შეადგენდა, სწორედ ისინი იყვნენ აჯანყებების მთავარი სულისჩამდგმელები. ნიკოლო ფიქრობდა, რომ აჯანყებულების მიმართ დამოკიდებულება მთავრის მხრიდან მტკიცე და ძალმომრეობითი უნდა ყოფილიყო. როდესაც მთავარი იბრძვის საკუთარი პოსტის, გავლენების შესანარჩუნებლად და შემდგომ მის განსავითარებლად, ამისთვის არსებობს ორგვარი ბრძოლის მეთოდი. პირველი ესაა ბრძოლა კანონების მეშვეობით, ხოლო მეორე კი ძალის მეშვეობით. ავტორი ამბობს რომ ადამიანში (ამ შემთხვევაში კი მთავარში) გაერთიანებული უნდა იყოს ტირანული სიმძლავრე, სიძლიერე, მრისხანება და ბრძოლის ჟინი. მთავარი უნდა იბრძოდეს, როგორც ლომი, უნდა იყოს შეუბრალებელი და მტკიცე, არ უნდა იყოს მერყევი თავის გადაწყვეტილებებში და ამავე დროს საჭირო დროს, საჭირო ადგილას დიპლომატიასაც უნდა მიმართოს, ანუ მასში უნდა გაიღვიძოს მელას ბუნებამ, რადგან მუდამ ლომი ვერ იმარჯვებს, ყოველთვის გამოჩნდება მოწინააღმდეგე, რომელიც შენზე ძლიერი იქნება პირდაპირი იერიშის დროს.

მაკიაველის ნაშრომის მთავარი განმასხვავებილი ნიშანი ისიც არის, რომ იგი მმართველს აყენებს ხალხის და ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის სამსახურში. ის, რომ მმართველები უნდა იყვნენ როგორც ლომები (ძალა, ძლიერება) ასევე მელიები (ცბიერება) არის მაკიაველის რეალიზმის დედააზრი. მათ ეს ორივე თვისება სჭირდებათ რადგან მათი ხალხის ბედი მათი სიმამაცისა და საზრიანობის ხელშია. ის ფაქტი, რომ ხალხის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და შესაბამისად სახელმწიფოს ბედთან არის მაკიაველის, და საერთოდ, პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოსაზრება.

იხ. ვიდეო










 

четверг, 7 октября 2021 г.

თუთა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               თუთა

ენერგეტიკული ღირებულება
 100 გრ პროდუქტში  - 43 კკალ 180კჯ, წყალი - 87,68, ცილა - 1,44, ცხიმი - 0,39 შაქარი - 8,1, ნახშირწყალი - 9,8 
ვიტამინები - რეტინოლი (A) მკგ,  ტიამინი (B1) მგ 0,029, რიბოფლავინი (B2) მგ 0,101 ნიაცინი (B3) მგ 0,620, პირიდოქსინი (B6) მგ 0,050 ფალიცანი (B9) 6 ვიტანინი K 7,8
მიკროელემენტები 
კალციტი მგ 39, რკინა მგ 1,85, მაგნიუმი მგ 18, ფოსფორი მგ 38, კალიუმი მგ 194, ნატრიუმი მგ 10, ცინკა მგ 0,12
თუთის ხე, ბჟოლა (ლათ. Morus) — ფოთოლმცვივანი ხეებისა და იშვიათად ბუჩქების გვარი თუთისებრთა ოჯახისა. ორსახლიანი, იშვიათად ერთსახლიანი მცენარეა, ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილედებად. ნაყოფი სხვადასხვა ფერის ცრუ რთული კურკიანაა. გვარი შეიცავს 24-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.

საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა თეთრი თუთა (ლათ. Morus alba) და ხართუთა (ლათ. Morus nigra). თეთრი თუთა ჩვენში უძველესი დროიდანაა მოშენებული. მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევენ. აშენებენ საქართველოს დაბლობ რაიონებში, აგრეთვე იზრდება გაველერებულად მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით ჭალის ტყეებში. სინათლის მოყვარული და საკმაოდ გვალვაგამძლეა, ეტანება ღრმა ნოყიერ ნიადაგს. ბუნებრივ პირობებში ცოცხლობს 200-300, იშვიათად 500 წელს. დეკორატიულია, ამრავლებენ თესლით, კალმით, მყნობითა და გადაწვენით.

                                                    

შავი თუთის ნაყოფი

თუთის ნაყოფს, რომელიც 10% და მეტ შაქარს შეიცავს, იყენებენ საკვებად (როგორც ნედლს, ასე გამხმარს), აგრეთვე სხვადასხვა საკვები პროდუქტისა და არყის დასამზადებლად. მერქანს იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში. ქართველი სელექციონერებმა გამოიყვანეს და წარმოებაში დანერგეს თუთის მაღალპროდუქტიული ჯიშები: „თბილისური“„ქუთათური“„ივერია“„ჰიბრიდი-2“ და სხვა, რომლებიც შედარებით უკეთ იტანენ ისეთ საშიშ დაავადებას, როგორიცაა წვრილფოთოლა სიხუჭუჭე. სელექციური ჯიშის ერთი ხე იძლევა 8-15 კგ ფოთოლს — 1,5-2,5-ჯერ მეტს, ვიდრე არასელექციური. ხართუთა მოშენებულია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც აგრეთვე გაველურებულად გვხვდება ჭალის ტყეებში. ნაკლებ ყინვა- და გვალვაგამძლეა, ფოთოლი აბრეშუმის ჭიის საკვებად უვარგისია. მისი სამშობლოა წინა აზია.

იხ. ვიდეო თუთა წონაში დაკლების საშუელება





 

გულის ნისლეული

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        გულის ნისლეული

იცოდით თუ არა რომ  კოსმოსში გულის ფორმა არსებობს 

 IC 1805S2-190 — ემისიური ნისლეული დედამიწიდან 7500 სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომის პერსევსის მკლავშიკასიოპეას თანავარსკვალვედის მიმართულებით. ნისლეულში ნათლად ჩანს მანათობელი აირები და შედარებით მუქი მტვრის ბილიკები. წარმოიქმნა იონიზირებული წყალბადის პლაზმით და თავისუფალი ელექტრონებით.

ნისლეულის ყველაზე მკაფიო ნაწილი (ზედა მარჯვენა კუთხეში), განცალკევებით კლასიფიცირებულია, როგორც NGC 896, რადგან ის იყო ნისლეულის პირველი ნაწილი, რომელიც აღმოაჩინეს.

იხ. ვიდეო



ვიზუალურად, გალაქტიკები Maffei 1 და Maffei 2, ნისლეულთან ახლოს მდებარეობენ, თუმცა, სინათლის ნაკლებობა ირმის ნახტომიდან, მათ რთულად შესამჩნევს ხდის. შემჩნევის შემთხვევაში, რთულია მათი მახასიათებელი ნიშნების განსაზღვრა. აღნიშნულ გალაქტიკებს, წარსულში, ადგილობრივ ჯგუფს მიაკუთვნებდნენ, მაგრამ ამჟამად, მათ IC 342/Maffei-ს, ადგილობრივ ჯგუფთან ყველაზე ახლოს არსებულ გალაქტიკათა ჯგუფის ნაწილებად მიიჩნევენ.

გულის ნისლეულის ფორმას და ინტენსიურად წითელ შეფერილობას, მის ცენტრთან ახლოს არსებულ ვარსკვლავთა მცირე ჯგუფისგან გამოსხივებული რადიაცია წარმოქმნის. გაფანტული ვარსკვლავთგროვა, ცნობილი, როგორც Melotte 15, მოიცავს რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავს, რომელთა მასაც თითქმის 50 მზის მასის ტოლია და უფრო მეტ მკრთალ ვარსკვლავს, რომელთა მასაც, მზის მასის მხოლოდ ნაწილია. მილიონობით წლის წინ, ვარსკვლავთგროვა მიკროკვაზარს მოიცავდა

იხ. ვიდეო❤❤





კასიოპეას თანავარსკვლავედი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

    კასიოპეას თანავარსკვლავედი

ლათ. Cassiopeia
 ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. მისი 5 ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი, რომელთა ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეებია 3,4; 2,7; 2,4; 2,2 და 2,3 ქმნიან W ფიგურას. ამ თანავარსკვლავედში 1572 წელს აენთო ზეახალი ვარსკვლავი; კასიოპეას თანავარსკვლავედშია რადიოგამოსხივების ყველაზე ძლიერი წყარო. სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნული მითოლოგიიდან — ანდრომედეს დედის, კასიოპეას სახელიდან
                                                                           
შექმნის მთები ვარსკლავის ფორმირების რაიონი W5 (IC 1848) კასიოპეაში
ერთერთი ლამაზი თანავარკლავედია და გავს M ასოს, ხოლო როდესაც ჩრდ. პოლუსიდან უყურებ დეკემბერში W. 
ის ცაში იკავებს 598.4 კვადრატული გრადუსი ფართობს და შეიცავს 150 ვარსკვლავს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს. მისი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები 2-3 სიდიდისაა. კასიოპეა იყო მეფე ცეფევსის ცოლი და ანდრომედას დედა.
იხ. ვიდეო
რამდენდაც კასიპეას უმეტესი ნაწილი ირმის ნახტომშია, ბევრი საინეტერსო გაფანტული და ღია გროვებია. სწორედ მანდ გაჩნდა 1572წ-ს ახალი ზეახალი ტიჰე ბრაგე, რ-იც ვენერაზე კაშკაკა იყო. 
ყველაზე კაშკაშა ვარკლავებია
  ε (სეგინი), δ (რუქბახ), γ (ნავი), α (შედარ) და β (კაფ), რომლებიც ქმნიან W ფიგურას, შესაბამისად 3,4 მაგნიტუდა აქვთ; 2.7; 2.4; 2.2 და 2.3 ვიზუალური სიდიდე. არაჩვეულებრივი ცვლადი ვარსკვლავია γ კასიოპეა. ეს არის ნოვა, სიკაშკაშე მერყეობს 1.6 მ -დან 3 მ -მდე.
Kappa Cassiopeiae and its bow shock. Spitzer infrared image (NASA/JPL-Caltech)

Cassiopeia– ს თავისთავად ამჟღავნებს, ყვითელი ზეგიგანტების კლასს, ვარსკვლავთა ერთ – ერთ უიშვიათეს ტიპს, განსხვავებულად იქცევა (ის 40 -ჯერ უფრო მძიმეა და დაახლოებით 500,000 -ჯერ უფრო კაშკაშა ვიდრე მზე). უმეტესწილად, მისი სიკაშკაშე უცვლელია და ახლოს არის 4 მ. მაგრამ ზოგჯერ სიკაშკაშე ეცემა 6.2 მ -მდე, შემდეგ კი კასიოპიის ρ შეუიარაღებელი თვალით მიუწვდომელი ხდება. სიკაშკაშის შეცვლის მიზეზი არის ვარსკვლავის მიერ გაზის ემისია კოსმოსში, რაც იწვევს მისი აშკარა სიკაშკაშის შემცირებას. η კასიოპეა არის ორმაგი ვარსკვლავი. მთავარი ვარსკვლავი (3.7 მ) მოყვითალო გიგანტია, თანმხლები (7.4 მ) არის პატარა წითელი ცივი ვარსკვლავი, რომლის ზედაპირის ტემპერატურა 3000 კ -მდეა. ორივე ვარსკვლავი ბრუნავს მასის საერთო ცენტრის გარშემო 480 წლის განმავლობაში. ისინი შედარებით ახლოს არიან მზესთან - ჩვენგან დაახლოებით 19 სინათლის წლით. ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავი μ (5.3 მ) გამოირჩევა თავისი ძალიან სწრაფი მოძრაობით. ყოველ წამს ის ჩვენგან თითქმის 100 კილომეტრით შორდება და ამავე დროს გადადის განივი მიმართულებით. ათასწლეულის მანძილზე μ Cas გადადის ცაში მთვარის დისკის ორჯერ აშკარა დიამეტრის მანძილზე. პირველად, ტიხო ბრაჰე მოხვდა μ Cas ვარსკვლავების კატალოგებში


სტიბიუმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  სტიბიუმი

მოვერცხლისფრო-თეთრი მოლურჯო ელფერის მეტალოიდი

(ანთიმონი) (ლათ. Stibium; აღინიშნება სიმბოლოთი Sb) დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მე-15 ჯგუფის (ძველი კლასიფიკაციით მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის) ქიმიური ელემენტიაატომური ნომერია 51. მარტივი ნივთიერება სტიბიუმი (CAS-ნომერი: 7440-36-0) — მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის მოლურჯო ელფერის მეტალოიდი, მსხვილმარცვლიანი აღნაგობის ნივთიერება. არსებობს სტიბიუმის ოთხი ლითონური ალოტროპიული მოდიფიკაცია, რომლებიც სხვადასხვა წნევის პირობებში არსებობენ, და სამი ამორფული მოდიფიკაცია (ფეთქებადი, შავი და ყვითელი სტიბიუმი).
                                                      
                                                                    სტიბიუმის ატომის სქემა

სტიბიუმი ცნობილია უძველესი დროიდან. აღმოსავლეთის ქვეყნებში მას გამოიყენებდნენ მიახლოებით 3000 წ. ძვ წ. ა. ჭურჭლეულობის დასამზადებლად. ძველ ეგვიპტეში ჯერ კიდევ 19 ს. ძვ წ. ა. სტიბიუმის შემცველი მინერალის ანთიმონიტის - Sb2S3 (ქართულად საოლავი - იხ. სულხან-საბას "სიტყვის კონა") ბრჭყვიალა ფხნილს, აღმოსავლეთში, მათ შორის საქართველოშიც იყენებდნენ წარბების გასაშავებლად. ძველ საბერძნეთში ის ცნობილი იყო როგორც stími ან stíbi, აქედან მოდის მისი ლათინური სახელწოდება stibium. მიახლოებით 12—14 სს. ახ. წ.ა. გამოჩნდა სახელწოდება antimonium1789 წ. ლავუაზიემ სტიბიუმი ჩართო ქიმიური ელემენტების სიაში სახელწოდებით antimoine (თანამედროვე ინგლისურად antimony, ესპანურად და იტალიურად antimonio, გერმანულად Antimon). რუსულად «сурьма» მოდის თურქული sürme-დან; რომლითაც აღნიშნავდნენ ტყვიის სულფიდის ფხვნილს PbS, ასევე გამოიყენებოდა წარბების გასაშავებლად (სხვა მონაცენებით, «სურმა» — სპარსული «სურმე-დან» — ლითონი მოდის; სულხან-საბას სიტყვის კონაში განმარტებულია როგორც საოლავი). სტიბიუმის თვისებები, მისი და მისი ნაერთების მიღება პირველად დაწვრილებითი აღწერა ალქიმიკოსმა ვასილ ვალენტინომ (გერმანია) 1604 წ. XV საუკუნეში ბერმა ვასილი ვალენტინმა აღწერა სტიბიუმის მიღების პროცესი ტყვიის შენადნობიდან ტიპოგრაფიული შრიფტის ჩამოსხმისათვის (отливки). ბუნებრივ გოგირდიან სტიბიუმს (сернистую сурьму) მან უწოდა სტიბიუმიანი მინა. შუა საუკუნეებში იყენებდნენ სტიბიუმის პრეპარატებს სამედიცინო მიზნებისათვის, ძირითადად ღებინების გამოსაწვევად: სტიბიუმის აბები, ღვინო, დაყოვნებული ბისმუტის თასში (ამ დროს წარმოიქმნება ”პირსასაქმებელი ქვა” K[C4H2O6Sb (OH)2]•1/2H2O).

მის ნაერთებს ანტიმონიდები ეწოდება.

იხ. ვიდეო


სტიბიუმის კლარკია 500 მგრ/ტ. მისი შემცველობა ამოფრქვეულ ქანებში საერთოდ უფრო ნაკლებია, ვიდრე დანალექ ქანებში. დანალექ ქანებში სტიბიუმის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება თიხოვან შრეებში (1,2 გრ/ტ), ბოქსიტებში და ფოსფორიტებში (2 გრ/ტ) და ყველაზე დაბალია კიროვან ქანებში და ქვიშნარებში (0,3 გრ/ტ). სტიბიუმის მომატებული რაოდენობა დადგენილია ქვანახშირის ნაცარში. სტიბიუმს ერთი მხრივ, ბუნებრივ ნაერთებში აქვს ლითონის თვისებები და წარმოადგენს ტიპიურ ჰალკოფილურ ელემენტს, წარმოქმნის ანტიმონიტებს. მეორე მხრივ მას გააჩნია მეტალოიდების თვისებები, რომელიც ვლინდება სხვადასხვაგვარ სულფომარილებში — ბურნონიტი, ბუკანჟერიტი, ტეტრაედრიტი, ჯემსონიტი, პირარგერიტი და სხვა. ისეთ ლითონებთან როგორებიცაა სპილენძიდარიშხანი და პალადიუმი, სტიბიუმს შეუძლია ინტერლითონური (ინტერმეტალური) ნაერთების მოცემა. სტიბიუმის იონური რადიუსია Sb3+ ყველაზე ახლოსაა დარიშხანისა და ბისმუტის იონურ რადიუსებთან, რის გამოც შეიმჩნევა სტიბიუმისა და დარიშხანის იზომორფული ჩანაცვლება ზოგიერთ ქანებში და გეოკრონიტში Pb5(Sb, As)2S8 სტიბიუმისა და ბისმუტისა კობელიტში Pb6FeBi4Sb2S16 და სხვა. სტიბიუმი მცირე რაოდენობით (გრამები, მეათედი, იშვიათად მეასედი გრ/ტ) აღინიშნება გალენიტებში, სფალერიტებში, ბისმუტინებში და სხვა სულფიდებში. სტიბიუმის აქროლადობა მთელ რიგ მის ნაერთებში შედარებით მცირეა. ყველაზე მაღალი აქროლადობა გააჩნია სტიბიუმის ჰალოგენიდებს - SbCl3. ჰიპერგენურ პირობებში (ზედაპირულ ფენებთან და ზედაპირზე) ანტიმონიტი იჟანგება მიახლოებით შემდეგი სქემით: Sb2S3 + 6O2 = Sb2(SO4)3. ამ დროს წარმოქმნილი სტიბიუმის ჟანგის სულფატები ძალიან არამდგრადია და სწრაფად ჰიდროლიზდება, გადადის სტიბიუმის ოხრაზე — სერვანტიტი Sb2O4, სტიბიოკონიტი Sb2O4 • nH2O, ვალენტინიტი Sb2O3 და სხვა. წყალში ხსნადობა ძალიან მცირეა (1,3 მგრ/ლ), მაგრამ ის მნიშვნელოვნად იზრდება ტუტეების ხსნარებში ტიომჟავეების მაგალითად Na3SbS3 ტიპის წარმოაქმნით. ზღვის წყალში მისი შემცველობაა 0,5 მკგ/ლ. მთავარი სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ანტიმონიტს Sb2S3 (71,7 % Sb). სულფომარილებს ტეტრაედრიტი Cu12Sb4S13ბურნონიტი PbCuSbS3ბულანჟერიტი Pb5Sb4S11 და ჯემსონიტი Pb4FeSb6S14 აქვთ არც თუ ისეთი მნიშვნელობა.

                                                                       

სტიმბიუმის 16 კგ-ანი ზოდი

არის დაბალ და საშუალოტემპერატურულ ჰიდროთერმულ ძარღვებში ვერცხლის, კობალტის და ნიკელის მადნებთან ერთად, ასევე რთული შემადგენლობის სულფიდურ მადნებში.

სტიბიუმის საბადოები ცნობილია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიალჟირშისომხეთშიტაჯიკეთშიბულგარეთშირუსეთშიჩინეთში და ყირგიზეთში.

                                                                        

თვითნაბადი სტიმბიუმი და კალციტი

ბუნებრივი სტიბიუმი წარმოადგენს ორი იზოტოპის ნარევს: 121Sb (იზოტოპური გავრცობადობა 57,36 %) და 123Sb (42,64 %). ერთადერთი ხანგრძლივად არსებული რადიონუკლიდი არის — 125Sb ნახევარდაშლის პერიოდით 2,76 წელი, სტიბიუმის სხვა დანარჩენ იზოტოპს და იზომერს ნახევარდაშლის პერიოდი აქვს არაუმეტეს ორი თვისა.

ნეიტრონის (პირველის) გამონთავისუფლების რეაქციისათვის ზღვრული ენერგია არის:

  • 121Sb — 9,248 მევ,
  • 123Sb — 8,977 მევ,
  • 125Sb — 8,730 მევ.

სტიბიუმი სულ უფრო მეტად გამოიყენება ნახევარგამტარებში დიოდების, ინფრაწითელი დეტექტორების, ჰოლის ეფექტის მოწყობილობების წარმოებისას. წარმოადგენს ტყვიის შენადნობების კომპონენტს, რომელიც ზრდის მის სიმაგრეს და მექანიკურ სიმტკიცეს.

გამოყენების დარგები:

  • ბატარეები
  • ანტიფრიქციული შენადნობები
  • ტიპოგრაფიული შენადნობები
  • სასროლი იარაღები და ტრასირებული ტყვიები
  • კაბელების გარსები
  • ასანთები
  • წამლები
  • სარჩილავი მასალა — ზოგიერთი უტყვიო სარჩილავი შეიცავს 5% სტიბიუმს Sb

კალასთან და სპილენძთან ერთად სტიბიუმი წარმოქმნის ლითონურ შენადნობს — ბაბიტს, რომელსაც გააჩნია ანტიფრიქციული თვისებები და გამოიყენება სრიალის საკისრებში. ასევე Sb ამატებენ ლითონებს, რომლებიც განკუთვნილია დახვეწილი მწვრილი ჩამოსხმისათვის.

სტიბიუმის ნაერთები ოქსიდების, სულფიდების ფორმით, ნატრიუმის ანტიმონატი და სტიბიუმის ტრიქლორიდი გამოიყენება ცეცხლგამძლე ნაერთების წარმოებაში, კერძოდ: კერამიკული მინანქარი, მინა, საღებავების და კერამიკული ნაკეთობები. სტიბიუმის სულფიდი არის ასანთის თავის ერთ-ერთი ინგრედიენტი.

ბუნებრივი სტიბიუმის სულფიდი, სტიბნიტი, გამოიყენებოდა ბიბლიურ დროში მედიცინაში და კოსმეტიკაში. სტიბნიტი ახლაც გამოიყენება ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში როგორც წამალი.

სტიბიუმის ნაერთები, მაგალითად, მეგლუმინის ანტიმონიატი (გლუკანტიმი) და ნატრიუმის სტიბოგლუკანატი (პენტოსტამი), გამოიყენება ლეიშმანიოზის სამკურნალოდ.

შედის რამდენიმე სარჩილავის შემადგენლობაში.

ლითონური სტიბიუმის 99,5 %-იანი სიწმინდის ზოდების ღირებულება შეადგენს მიახლოებით 15,5 დოლარი/კგ.

ლითონური სტიბიუმის 99,5 %-იანი სიწმინდის ზოდების ღირებულება შეადგენს მიახლოებით 15,5 დოლარი/კგ.

Skull and Crossbones.svg

სტიბიუმი მიეკუთვნება მიკროელემენტებს. მისი შემცველობა ადამიანის ორგანიზმში შეადგენს მასის 10−6%. მუდმივად არის ცოცხალ ორგანიზმებში, მისი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური როლი არ არის გამოკვლეული. სტიბიუმი ავლენს გამაღიზიანებელ და კუმულატურ ქმედებებს. გროვდება ფარისებრ ჯირკვლებში, აქვეითებს მის ფუნქციებს და იწვევს ენდემურ ჩიყვს. თუმცა, საკვებგადამამუშავებელ ტრაქტში მოხვედრისას, სტიბიუმის ნაერთები არ იწვევენ მოწამლვას, რადგანაც Sb (III)-ის მარილები ჰიდროლიზდებიან მცირედხსნადი პროდუქტების წარმოქმნით. ამასთან სტიბიუმის (III) ნაერთები უფრო ტოქსიკურებია, ვიდრე სტიბიუმის (V)-ს. Sb-ის მტვერი და ორთქლი იწვევენ ცხვირის სისხლდენას, სტიბიუმის «ჩამოსხმის ციება», პნევმოსკლეროზს, აავადებს კანს, არღვევს სქესობრივ ფუნქციას. წყალში გემოს გაჩენის ზღვარია — 0,5 მგრ/ლ. ზრდასრული ადამიანისათვის სასიკვდილო დოზაა — 100 მგრ, ბავშვებისათვის — 49 მგრ. სამუშაო ზონის ჰაერის სტიბიუმის აეროზოლებში ზღვრული დასაშვები კონცენტრაციაა 0,5 მგრ/მ³, ატმოსფერულ ჰაერში 0,01 მგრ/მ³. ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია ნიადაგში არის 4,5 მგრ/კგ. სასმელ წყალში სტიბიუმი მიეკუთვნება მეორე კლასის საშიშროებას, ზღვრული დასაშვები კონცენტრაციაა 0,005 მგრ/ლ. ბუნებრივ წყლებში შემცველობის ნორმატივი შეადგენს 0,05 მგრ/ლ. მრეწველობაში გამოყენებულ წყლებში, რომლებსაც ბიოფილტრიან გამწმენდ ნაგებობებში მიმართავენ, სთიბიუმის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,2 მგრ/ლ.

იხ. ვიდეო სტიბიუმი - ნახევარმეტალი 











თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3 000-ს აღწევს.

უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.

1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.

უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზიგრიგოლ გველესიანიექვთიმე თაყაიშვილიგიორგი ახვლედიანიშალვა ნუცუბიძედიმიტრი უზნაძეგრიგოლ წერეთელიაკაკი შანიძეანდრია რაზმაძეიოსებ ყიფშიძეკორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.

                                                                          


1922 წლის 15 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომლის ბაზაზე 1928 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1919–1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.

1991 წლის 14 ოქტომბერს თსუ–ის რექტორად დაინიშნა როინ მეტრეველი1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ-ის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა

იხ. ვიდეო

საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში (IV საუკუნე), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრები პალესტინაში (V საუკუნე), სირიაში (VI საუკუნე), საბერძნეთში (X-XI საუკუნეები), ბულგარეთში (XI საუკუნე)), პოლიტიკურ-ეკონომიკური დაუძლურებისა და ბოლოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შედეგად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღარ გააჩნდა ეროვნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიაშიფილოსოფიაშიენათმეცნიერებაშიისტორიაშიაღმოსავლეთმცოდნეობაში. თსუ-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნას.

1917 წელს ცარიზმის დამარცხებამ და თებერვლის რევოლუციამ შესაძლებელი გახადა რუსეთის იმპერიაში არარუსულენოვანი უნივერსიტეტის დაარსება. ივანე ჯავახიშვილმა პეტერბურგში დააარსა საინიციატივო ჯგუფი, ხოლო მაისის დასაწყისში ჩავიდა თბილისში, სადაც ჩაიტანა უკვე მზა წესდება და დახმარებისთვის ექვთიმე თაყაიშვილს მიმართა. 12 მაისს ჯავახიშვილმა და თაყაიშვილმა გამართეს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, სადაც საპატიო თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. დაარსების სავარაუდო თარიღად 1918 წლის დასაწყისი განისაზღვა. დამფუძნებელმა საზოგადოებამ შექმნა ორი კომისია: აკადემიური და ფინანსური. ფინანსურს დაეკისრა უნივერსიტეტის დაარსებისთვის სახსრების მოზიდვა, ხოლო აკადემიურს — მეცნიერული ორგანიზაციისთვის ზრუნვა. აკადემიურ კომისიაში შევიდნენ: პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, კ. კეკელიძე, დ. უზნაძე, ა. რაზმაძე. კომისიამ სხვადასხვა დროს 9 სხდომა ჩაატარა. 1917 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო ერთი — სიბრძნისმეტყველების ანუ ფილოსოფიური ფაკულტეტი, რომელსაც შემდეგ მიემატებოდა სხვები. 1918 წლის 13 იანვარს შედგა უნივერსიტეტის პირველი სხდომა, სადაც რექტორად ივანე ჯავახიშვილის არჩევა სურდათ, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივი რექტორი მაინც ჯავახიშვილი იყო, რადგან მელიქიშვილი არაფერს წყვეტდა უმისოდ. 1918 წლის 26 იანვარს კი უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. იმავე წლის 3 სექტემბერს უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადდა

იხ. ვიდეო








თერაპია (მკურნალობა)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                       თერაპია (მკურნალობა) მოახლემ წამალი და წვნიანი მოუტანა გაციებულ ბ...