воскресенье, 10 октября 2021 г.

Let L-410 Turbolet

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       Let L-410 Turbolet

Let L-410MU კუბინკის საჰაერი ბაზასთან
ორძრავიანი მოკლე მანძილზე საფრენი სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც აწარმოებს ჩეხური საავიაციო კომპანია Let Kunovice. ძირითადად გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად. 1969 წლიდან დღემდე, წარმოებულია 1100 თვითმფრინავი.

-410-ის განვითარება 1960-იანი წლებიდან ჩეხოსლოვაკიის საავიაციო მწარმოებელმა Let Kunovice-მ დაიწყო. საბჭოთა ავიახაზები „აეროფლოტი“ Ан-2-ის ჩასანაცვლებლად ტურბხრახნიან ძრავიან თვითმრინავს ეძებდა, რისთვისაც მან Let-ის დიზაინი შეიმუშავა. თვითმფრინავის ადრეულ ვერსიებს L-400 უწოდეს, შემდეგ გაუმჯობესებულებს კი L-410 Turbolet. პირველმა პროტოტიპმა, XL-410-მა პირველი ფრენა 1969 წლის 16 აპრილს შეასრულა. შესაბამისი ჩეხური ძრავის (Walter M601) განვითარების გადავადების გამო, პირველი თვითმფრინავები Pratt & Whitney Canada PT6-ის ძრავზე მუშაობდა.

როდესაც M601-ზე მუშაობა დასრულდა, PT6 ძრავა M601-მა ჩაანაცვლა, რომელიც Avia V508-ის სამფრთიან პროპელერებთან ერთად მუშაობდა; ამის შემდეგ შემუშავდა შემდეგი ვარიანტი, L-410M.

შემდგომი ვერსია აეროფლოტისათვის იყო L-410 UVP. მას გაუმჯობესებული შესაძლებლობები ჰქონდა აფრენისა და დაფრენის თვალსაზრისით, რადგან გაზრდილი იყო ფრთებისა და კუდის მიდამოები. მიუხედავად ამისა, გაზრდილი წონისა და გრავიტაციის ცენტრისკენ გადაწევისა, თვითმფრინავის მგზავრთა რაოდენობა 15-მდე შემცირდა.

L-410UVP-E-ის (L-410-ის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი) აფრენის მაქსიმალური წონა 6400 კგ-მდე გაიზარდა, გაიზარდა M601E ძრავის ძალაც, შემუშავდა ხუთფრთიანი პროპელერი[3] V 510 და ფრთების კიდეებში ჩაყენდა დამატებითი საწვავის ავზები. ამ მოდელის პირველი ფრენა 1984 წელს შედგა, წარმოება კი 1986 წელს დაიწყო.

L-410UVP-E9 და UVP-E20 ის ვერსიებია, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ მცირედით განსხვავდება, ძირითადად მრავალგვარი სასერტიფიკაციო რეგულაციებით. L-410-ის ოჯახის ბოლო წევრია L-420, რომელიც ახალ ძრავს, M601F-ს იყენებს. ამჟამად წარმოებული L 410 UVP-E20-ები მუშაობს ძრავ M601-ის შემდეგ ვერსია GE H80-200-სა და ახალ ხუთფრთიან პროპელერ AV-725-ზე.

L-410 UVP-E ჰერმეტულად დაუხურავი მთლიანად მეტალის გრძელფრთებიანი სამგზავრო თვითმფრინავია, იყენებს ხუთფრთიან პროპელერ V 510-ს. აღჭურვილია აღდგენადი შასებით. თვითმფრინავი იყენებს ორ ჰიდრავლიკურ წრებრუნს: ძირითადს და სათადარიგოს. ძირითადი ელექტროსისტემა მუშაობს 28V DC-ზე. გაყინვისგან დამცავი სისტემა მუშაობს კიდეების პნევმატურ დამცავებსა და ელექტროგამაგრილებელ პროპელერებზე. L-410 UVP-E-ის აფრენის მაქსიმალური წონაა 6400 კგ, რაც E9 და E20 ვარიანტებისთვის 6600 კგ-მდეა გაზრდილი; მგზავრთა რაოდენობა 17-19-ია. მგზავრობის სიჩქარეა 170 KIAS, მაქსიმალური ნიშნული დაახლოებით 1 430 კმ. თვითმფრინავი სერტიფიცირებულია IFR ოპერაციებისათვის, ILS მისადგომებისათვის და ყინვის პირობებში ფრენებისათვის.

დაახლოებით 1 100 გამოშვებული ერთეულიდან, ამჟამად გამოყენებაში მხოლოდ 500 ერთეულია. მათი უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშია, თუმცა ხშირად ისინი ხელახლა გაიყიდა აზიისაფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ავიახაზებზე. ამჟამად ევროპაში იხმარებაა ორმოცი ერთეული, ძირითადად კომერციული ფრენებისა და პარაშუტით ხტომისათვის. უცნობია რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებული ხომალდების რაოდენობა. თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელია მოკლე მანძილებზე ფრენისათვის და მოუასფალტებელ ბილიკებზეც კი.

ამორჩეული ინციდენტები

  • 1977 წლის 6 აგვისტოს, L-410 ბალატონის ტბაში ჩავარდა და გარდაიცვალა ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი.
  • 1995 წლის 7 ივნისს, ლატვიის სამხედრო ძალების კუთვნილი L-410–მა მონაწილეობა მიიღო ლიელვარდეს სამხედრო ბაზის საჰაერო შოუში, რომლის დროსაც პილოტებმა აკრძალული მანევრების შესრულება სცადეს. მანევრი შესაძლოა წარმატებულად დასრულებულიყო, მაგრამ საწყისი სიმაღლე იმდენად დაბალი იყო (350 მ), რომ თვითმფრინავი მაყურებლებიდან 150 მეტრში ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
  • 1999 წლის 7 დეკემბერს, ფილიპინური კომპანია Asian Spirit Flight 100–ის კუთვნილი L-410 ფილიპინებში მთის კალთას შეეჯახა. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი თხუთმეტივე მგზავრი და ორივე პილოტი.
  • 2001 წლის 10 სექტემბერს, L-410, რომლის ბორტზეც 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფეხბურთის ფანები, მექსიკაშიიუკატანის შტატის ჯუნგლებში ჩავარდა, დაიღუპა ყველა მგზავრი.
  • 2003 წლის 2 მარტს, L-410, რომელსაც სპორტული პარაშუტისტები გადაჰყავდა, რუსეთში ჩამოვარდა. თვითმფრინავი საკმაო სიმაღლეზე იმყოფებოდა და პარაშუტების წყალობით, მრავალი პარაშუტისტი გადარჩა.
  • 2004 წლის 23 მაისს, კენიური კომპანია Bluebird Aviation–ის კუთვნილი ორი L-410 ქალაქ მვინგის სიახლოვეს ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, ერთ–ერთი მათგანი ჩამოვარდა და ყველა მგზავრი დაიღუპა, მეორე თვითმფრინავი კი უვნებლად დაეშვა.[16]
  • 2005 წლის 27 იანვარს უნგრული კომპანია Farnair Hungary-ის კუთვნილი L-410 რადარების ზონიდან გავიდა და ის რუმინეთის ქალაქ იასის საერთაშორისო აეროპორტის რადარმა დააფიქსირა, რაც ეკიპაჟმაც შენიშნა და მარჯვნივ შებრუნება სცადა, თუმცა მარცხნივ შებრუნდნენ. ამის შემდეგ თვითმფრინავი სპირალურად დაბლა დაეშვა და აეროპორტში დაეცა. ეკიპაჟის ორივე წევრი გარდაიცვალა.
  • 2005 წლის 26 მარტს, კოლუმბიური West Caribbean Airways-ის კუთვნილი Let L-410 Turbolet რეგისტრაციის ნომრით HK-4146, რომელიც ელ-ემბრუხოს აეროპორტიდან კუნძულ პროვიდენსიისკენ მიემართებოდა, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ მთებს შეეჯახა. გარდაიცვალა ეკიპაჟის 2 წევრი და 6 მგზავრი 12-დან.
  • 2005 წლის 2 ივნისს, გვატემალური Transportes Aéreos Guatemaltecos-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით TG-TAG, 17 მგზავრით, აფრენიდან სულ ცოტა ხანში ქალაქ საკაპის სიახლოვეს ჩამოვარდა. მას შემდეგ, რაც ტექნიკური პრობლემები აღმოაჩინეს, ეკიპაჟი აეროპორტში უკან დაშვებას ცდილობდა. ყველა მგზავრი ცოცხალი გადარჩა.
  • 2005 წლის 30 ოქტომბერს, ხორვატული Trade Air-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით 9A-BTA, ბერგამო-ორიო-ალ-სერიოს აეროპორტიდან ზაგრებისკენ მიმავალ გზაზე, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი. ამინდი საკმაოდ ცუდი იყო, დაბალი ხილვადობით.
  • 2006 წლის 31 მარტს, ბრაზილიური TEAM Linhas Aéreas-ის კუთვნილ L-410UVP-E20-ს საბედისწერო ინციდენტი შეემთხვა. 17:19 საათზე ქალაქ მაკაეს აეროპორტიდან რიო-დე-ჟანეიროს მიმართულებით ფრენა ნომერი 6865 დაიწყო. ჩასვლა 18:02 საათზე იყო დაგეგმილი. მოულოდნელად კავშირი დაიკარგა და აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავი ქალაქ საკუარემასა და რიო-ბონიტუს შორის ჩამოვარდა. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი 19-ვე ადამიანი.
  • 2007 წლის 24 სექტემბერს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კომპანია Karibu Airways-ს კუთვნილი L-410 დაშვებისას ჩამოვარდა. გარდაიცვალა ერთიდა დაშავდა ხუთი ადამიანი.
  • 2007 წლის 8 ოქტომბერს, L-410UVP-E10A, რომელზეც 15 ჯარისკაცი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოვებოდა, კოლუმბიაში ვულკან სერო-ბრავოს შეეჯახა.
  • 2008 წლის 4 იანვარს, ვენესუელური Transaven-ის კუთვნილი L-410UVP-E რეგისტრაციის ნომრით YV2081, 12 მგზავრითა და ეკიპაჟის ორი წევრით ლოს-როკესის კუნძულების სიახლოვეს ჩამოვარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. თვითმფრინავი კატასტროფიდან 5 წლის შემდეგ იპოვეს.
  • 2010 წლის 25 აგვისტოს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში L-410-მა ავარია განიცადა, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთადერთი გადარჩენილი მგზავრის მონათხრობით, ავარია გამოწვეული იყო მგზავრების მიერ პანიკურად აქეთ-იქით გაქცევით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მგზავრის ჩანთიდან ნიანგი გამოძვრა. თავად ნიანგი გადარჩა, თუმცა ის გადარჩენილმა მგზავრმა მოკლა.
  • 2011 წლის 14 თებერვალს, ჰონდურასული Central American Airways-ის კუთვნილი L-410, ეკიპაჟის 2 წევრითა და 12 მგზავრით დაშვებისას ჩამოვარდა ტონკონტინის საერთაშორისო აეროპორტში. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.
  • ამავე დღეს, African Air Services-ის კუთვნილი L-410, რომელსაც გაეროს მსოფლიო სასურსათო საბჭოს პროგრამით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კავუმუს აეროპორტიდან ტვირთი გადაჰქონდა სხვა ქალაქში, აფრენიდან სულ ცოტა ხანში მონტ-ბიენგას მთას შეეჯახა. დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი.
  • 2011 წლის 13 ივლისს, ბრაზილიური Noar Linhas Aéreas-ის კუთვნილი L-410 რეგისტრაციის ნომრით PR-NOB, რომელიც რესიფიდან ნატალის მიმართულებით ფრენა ნომერ 4896-ს ასრულებდა, აფრენიდან სულ მალე ჩამოვარდა. დაიღუპა 16 ადამიანი.
  • 2012 წლის 10 ივნისს, L-410 ჩამოვარდა კიევიდან 50 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით, ბოროდიანკის დასაჯდომზე დაშვებისას. ამინდი შტორმიანი იყო. თვითმფრინავმა ავარიული დაშვება სცადა, რა დროსაც დაიღუპა ხუთი და დაშავდა ცამეტი ადამიანი. ხომალდზე სულ 16 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა.
  • 2012 წლის 22 აგვისტოს, კენიური Mombasa Air Safari-ის კუთვნილი L-410UVP-E9 რეგისტრაციის ნომრით 5Y-UV7, 11 მგზავრითა და ეკიპაჟის 2 წევრით, მასაი-მარას სპორტული ნადირობის ნაკრძალში არსებულ ასაფრენ ზოლზე ჩამოვარდა. დაიღუპა ორივე პილოტი და ორი მგზავრი. 9 მგზავრმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
იხ. ვიდეო 10 ოქტობერი 2021წ დღევანდელი ინციდენტი რუსეთში რის დროსაც 16 პარაშუტისტი დაიღუპა


ჰერმან ჰესე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ჰერმან ჰესე

 (გერმ. Hermann Hesse დ. 2 ივლისი1877 ― გ. 9 აგვისტო1962) — გერმანელი მწერალი, 1946 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში.

ჰესეს პროზისათვის დამახასიათებელია სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტების სიჭარბე და ფილოსოფიური სიღრმე. მის თხზულებებში ორი სინამდვილეა წარმოდგენილი — გარეგანი, ყოფით-ემპირული და შინაგანი, სიმბოლურ-ალეგორიული, რომელსაც თავად „მაგიურს“ უწოდებს.

ჰერმან კარლ ჰესე 1877 წლის 2 ივლისს ვიურტემბერგის სამეფოს ქალაქ კალვში დაიბადა. მისი დედის მშობლები ინდოეთში მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. მისმა ბაბუამ, ჰერმან განდერტმა შეადგინა მალაიამური ენის გრამატიკის სახელმძღვანელო, მალაიამურ-ინგლისური ლექსიკონი და თარგმნა ბიბლია მალაიამურ ენაზე. ჰერმანის დედა ერთ-ერთი ასეთი მისიონერული მოგზაურობის დროს, 1942 წელს დაიბადა. ოთხი წლის გოგონა მშობლებმა ევროპაში დატოვეს და თავად ინდოეთში დაბრუნდნენ.

მომავალი მწერლის მამა, იოჰან ჰესე 1847 წელს ესტონეთის ქალაქ პაიდეში დაიბადა, რომელიც იმ დროს რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. იოჰანი ბალტიისპირა რეგიონის ბალტიელ გერმანელთა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ამიტომ დაბადებისას ჰერმანი ერთდროულად გერმანიისა და რუსეთის იმპერიების მოქალაქე გახდა. მას ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა, რომელთაგან ორი ჩვილობის ასაკშივე გარდაიცვალა. 1873 წელს, ჰესეების ოჯახი კალვში გადავიდა, სადაც ჰერმანის მამა გამომცემლობაში მუშაობდა, რომელიც თეოლოგიურ წიგნებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებს გამოსცემდა. ბაბუა, ჰერმან განდერტი, რომელიც ფილოსოფიის დოქტორი იყო, ჰერმანს წიგნების კითხვისკენ მოუწოდებდა. მან შვილიშვილს წვდომა მისცა ბიბლიოთეკაზე, სადაც უამრავ მსოფლიო ლიტერატურის შედევრს შეხვდებოდით. წიგნების კითხვა ჰერმანს თავს მსოფლიოს მოქალაქედ აგრძნობინებდა.

1881 წელს ჰერმანის ოჯახი საცხოვრებლად შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გადავიდა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ კვლავ კალვში დაბრუნდა.

იხ. ვიდეო

1891 წელს ჰესემ მელბრონის სააბატოში, ევანგელისტურ თეოლოგიურ სემინარიაში დაიწყო სწავლა. სემინარიის მოსწავლეები სააბატოში ცხოვრობდნენ და კვირაში 41 საათი მეცადინეობდნენ. ჰერმანი კარგად სწავლობდა. მას მოსწონდა ესეების წერა და კლასიკური ბერძნული პოეზიის გერმანულ ენაზე თარგმნა. მიუხედავად ამისა, მეამბოხე ბუნების ჰესესთვის მელბრონში გატარებული დრო სერიოზული ფსიქოლოგიური კრიზისის დასაწყისი აღმოჩნდა. 1892 წლის მარტში ჰერმანი სემინარიიდან გაიქცა. იგი მეორე დღეს მინდორში იპოვეს. ამ ინციდენტის შემდეგ ჰესე მშობლებს მუდმივად ერთი სასწავლებლიდან მეორეში გადაჰყავდათ. იმავე წლის მაისის თვეში მან თვითმკვლელობაც კი სცადა, რის შემდეგაც იგი თეოლოგი და მღვდელი კრისტოფერ ბლუმჰარდტის ზედამხედველობისა და მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. მოგვიანებით ჰერმანი მენტალურ დაავადებათა დაწესებულებაში მკურნალობდა, შემდეგ კი ბაზელის ვაჟთა სასწავლებელში დადიოდა. 1892 წლის ბოლოს იგი შტუტგარტის გიმნაზიაში სწავლობდა. ჰერმანი დამამთავრებელ გამოცდებზე ჩაიჭრა, რის შემდეგაც მან უფროსი ასაკის მეგობრები გაიჩინა და მათთან ერთად დალევა და მოწევა დაიწყო
                                                                        
ჰერმან ჰესეს ბიუსტი კავლშდი

1895 წელს ჰესემ ქალაქ ტუბინგენტში წიგნების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, სადაც თეოლოგიის, ფილოსოფიისა და სამართლის სექციას ხელმძღვანელობდა. თორმეტსაათიანი სამუშაო დღის ბოლოს ჰესე თავისუფალ დროს მეგობრებთან გართობის ნაცვლად წერასა და თვითშემეცნებაში ატარებდა. იგი ეცნობოდა თეოლოგიურ მწერლობას, ბერძნულ მითოლოგიას, გოეთეს, ლესინგს, შილერსნიცშეს.

1896 წელს ჰესეს ლექსი „მადონა“ და ლექსების კრებული „რომანტიკული სიმღერები“ ვენის ერთ-ერთ პერიოდულ გაზეთში დაიბეჭდა. 1897 წელს მან ახალი ლექსი „დიდი ვალსი“ გამოაქვეყნა, რომელმაც ახალგზარდა გამომცემლის ცოლის, ელენ ვოითის აღფრთოვანება დაიმსახურა. მისი თხოვნით გამომცემელმა იუჯინ დიდერიხმა 1898 წელს ჰესეს პროზაული კრებული „ერთი საათი შუაღამის შემდეგ“ გამოსცა. ჰესეს სალიტერატურო ასპარეზზე გასვლის პირველი მცდელობები წარუმატებელი გამოდგა. ორ წელიწადში „რომანტიკული სიმღერების“ 600-იანი ტირაჟიდან მხოლოდ 54 ეგზემპლარი გაიყიდა.

1898 წლისთვის ჰესემ ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ პერიოდში იგი გერმანელ რომანტიკოსთა შემოქმედებას ეცნობოდა, რომელთა შორის იყვნენ იოზეფ აიხენდორფი, კლემენს ბრენტანო და ფრიდრიხ ჰოლდერინი. ჰესემ ოჯახის მეგობრის, ფროილაინ ვონ რეიტენრის სახლში შეკრებებზე სიარული დაიწყო, სადაც ბევრი ახალგაზრდა ადამიანი გაიცნო. მას უჭირდა თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება და სოციალურ სიტუაციებში თავს უხერხულად გრძნობდა.

1899 წლის ბოლოდან ჰესე ბაზელში ანტიკური ლიტერატურის მაღაზიაში მუშაობდა. მისი ოჯახის სანაცნობო წრის საშუალებით მას კავშირი ჰქონდა ბაზელის ინტელექტუალურ საზოგადოებასთან. ეს სივრცე ჰესეს, როგორც ხელოვანს, განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენის საშუალებას აძლევდა. 1900 წელს ჰესე მხედველობის პრობლემის გამო სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნევრალგია და თავის ტკივილი მწერალს მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯავდა.

1901 წლიდან ჰესე ჟურნალებში ლექსებს და მცირე ლიტერატურულ ტექსტებს აქვეყნებდა. მისით გამომცემელი სამუელ ფიშერი დაინტერესდა. მან ჰესეს რომანი „პიტერ კამენცინდი“ გამოაქვეყნა, რომელმაც მწერალს სახელი მთელი გერმანიის მასშტაბით გაუთქვა. ზიგმუნდ ფროიდმა „პიტერ კამენცინდი“ თავის საყვარელ ნაწარმოებებს შორის დაასახელა. მისი გამოსვლის შემდეგ, ჰესეს უკვე შეეძლო, თავი მხოლოდ წერის საშუალებით ერჩინა.

ჰესემ 1904 წელს ცოლად მარია ბერნოული შეირთო. წყვილი ქალაქ გაიენჰოფენში ბოდენის ტბის მახლობლად დასახლდა. მათ სამი ვაჟი შეეძინათ. გაიენჰოფენში ჰესემ მეორე რომანი, „ბორბლის ქვეშ“ დაწერა, რომელშიც მელბრონის სემინარიაში გატარებულ პერიოდს აღწერს. რომანი 1906 წელს გამოიცა. შემდგომ პერიოდში მწერალი ძირითადად მოთხრობებსა და ლექსებს წერდა. მეტად სავარაუდოა, რომ 1906-1907 წლებში დაწერილი მოთხობა „მგელი“ მწერლის ცნობილი რომანის, „ტრამალის მგელის“ წინასახეა. ჰესეს მომდევნო რომანი, „გერტრუდა“ 1910 წელს გამოქვეყნდა.

                                                        

ჰერმან ჰესეს სამუშაო მაგიდა გაინჰოფენის სახლ-მუზეომში

გაიენჰოფენში ყოფნისას მწერალს ხელახლა გაუღვივდა ინტერესი ბუდიზმის მიმართ. იგი თავის ნამუშევრებში ბუდისტური ელემენტების ჩართვას ცდილობდა. 1904 წელს ჰესემ თეოსოფია აღმოაჩინა. არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიურმა იდეებმა მწერალს ინდოეთის მიმართ განუახლა ინტერესი, რისი ზეგავლენითაც ჰესემ მოგვიანებით „ზიდჰარტა“ დაწერა.

გაიენჰოფში ცხოვრების მანძილზე მწერალსა და მის ცოლს შორის თანადათან იზრდებოდა უთანხმოება. 1911 წელს ჰესე შრი ლანკასა და ინდონეზიაში ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდა, რომლის შთაბეჭდილებებმაც შემდგომ მწერლის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა. 1912 წელს, ჰესეს დაბრუნების შემდეგ, მისი ოჯახი საცხოვრებლად ბერნში გადავიდა, თუმცა წყვილს შორის ურთიერთობა მაინც ვერ დალაგდა, რასაც მწერალი 1914 წელს გამოქვეყნებულ რომანში „როსჰალდე“ აღიარებს.

იხ. ვიდეო

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ჰესე არმიაში მოხალისედ ჩაეწერა. მწერალმა განაცხადა, რომ არ აპირებდა უმოქმედოდ ყოფნას, როცა სხვა ახალგაზრდა მწერლები ფრონტზე იბრძნოდნენ. ჰესეს ტყვეების ზედამხედველობა დაევალა, რადგანაც სამხედრო მოვალეობების შესრულება მისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა.

ომის პერიოდში საყოველთაოდ გამეფებულმა სიძულვილმა ვერ შეძლო მწერალზე გავლენის მოხდენა. 1914 წლის ნოემბერში მან ესე გამოაქვეყნა, სადაც წერდა: „სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი, გაგება უფრო ძლიერია, ვიდრე უთანხმოება, მშვიდობა უფრო დიდებულია, ვიდრე ომი, ამიტომ უნდა ჩავახშოთ ეს უწმინდური ბრძოლა ჩვენს მოგონებებში.“[54] ესემ აჟიოტაში გამოიწვია. ჰესე პირველად აღმოჩნდა სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტის ეპიცენტრში. მწერალი მკაცრად გააკრიტიკა გერმანულმა პრესამ, მას ჩამოშორდნენ მეგობრები.

მალე ჰესეს ცხოვრებაში უფრო მწვავე პრობლემები გაჩნდა. მას 1916 წელს მამა გარდაეცვალა, მისი ვაჟი მძიმედ ავადმყოფობდა, ცოლი კი შიზოფრენიით იტანჯებოდა. ჰესემ მიატოვა სამხედრო სამსახური და ფსიქოთერაპიის გავლა დაიწყო. 1917 წელს ჰესემ დაწერა რომანი „დემიანი“, რომელიც 1919 წელს ემილ სინკლეირის ფსევდონიმით გამოაქვეყნა

ჰესე ჩვეულ ცხოვრებას 1919 წელს დაუბრუნდა. იგი ცოლს გაშორდა. წყვილმა ბერნის სახლი გაიყო, შვილები კი ნათესავებსა და პანსიონებში გააგზავნეს.

ჰესე ტიჩინოს კანტონში, ქალაქ მონტანიოლაში დასახლდა, სადაც სასახლის მსგავს შენობაში ოთხ პატარა ოთახს ქირაობდა. მწერალი აქტიურად მუშაობდა, რაც მის მომდევნო რომანში „კლინგსორის უკანასკნელი ზაფხული“ აისახა, რომელიც 1920 წელს გამოქვეყნდა. ახალმა გარემომ მწერალს ბედნიერება და სიმშვიდე მოუტანა. წლების შემდეგ, მწერალმა ტიჩინოში გატარებულ პირველ წელს „თავისი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი და ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი“ უწოდა. 1922 წელს გამოქვეყნდა ჰესეს რომანი „ზიდჰარტა“, რომელიშიც მწერლის ინდური ლიტერატურისა და ბუდისტური ფილოსოფიისადმი სიყვარული მჟღავნდება. 1923 წელს მწერალმა შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო. 1924 წელს ჰესემ ცოლად მომღერალი რუთ ვენგერი შეირთო, თუმცა მათი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა სტაბილური.

ჰესემ მომდევნო ნამუშევრები, „მოაგარაკე“ და „ნიურნბერგის მოგზაურობა“ ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს. 1927 წელს ჰესეს რიგით მეათე რომანი „ტრამალის მგელი“ გამოქვეყნდა, რომელმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანა. ჰესემ ცოლად ხელოვნებათმცოდნე ნინო დოლბინი შეირთო. კომპანიონის ცვლილება აისახა მის რომანში „ნარცისი და გოლდმუნდი“, რომელიც 1930 წელს გამოიცა. 1931 წელს მწერალი საცხოვრებლად ცოლის სახლში გადავიდა, რომელიც იმავე ქალაქში მდებარეობდა და მისი სურვილით იყო აშენებული. იმავე წელს ჰესემ მუშაობდა დაიწყო მის საბოლოო რომანზე „თამაში რიოში მარგალიტებით“, რომელიც 1943 წელს გამოაქვეყნა. მწერალს 1946 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ესეს სწამდა, რომ „ყველა ადამიანს ღმერთის განსხვავებული აღქმა აქვს“. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი ბუდისტური ფილოსოფიის ძლიერ გავლენას განიცდიდა, თავისი მშობლების შესახებ აღნიშნავდა, რომ „მათი მორწმუნეობა იყო ყველაზე ძლიერი ძალა, რომელმაც იგი ჩამოაყალიბა.“

სიცოცხლის ბოლო წლები და სიკვდილი

გერმანიაში ნაციზმის გავრცელებამ ჰესეს შეშფოთება გამოიწვია. იგი საჯაროდ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას ანტისემიტიზმის მიმართ და ცდილობდა თავისი შემოქმედებით ნაცისტური იდეოლოგია გაეპროტესტებინა. 1930-იან წლებში ჰესემ გამოაქვეყნა და განიხილა გერმანიაში აკრძალული ებრაელ მწერალთა ნაშრომები (მათ შორის იყო ფრანც კაფკა), რითაც მკაფიოდ გამოხატა წინააღმდეგომა ნაცისტური გერმანიის მიმართ.

სიცოცხლის ბოლო 12 წლის მანძილზე ჰესე მოთხრობებსა და პოემებს წერდა, ასევე აქვეყნებდა ესეებს გაუცხოების თემაზე. 85 წლის მწერალი მონტანიოლაში 1962 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა.


суббота, 9 октября 2021 г.

ტექნეციუმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ტექნეციუმი

ტექნეციუმის ელემენტი

 
დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მეშვიდე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტიაატომური ნომერია 43. აღინიშნება სიმბოლოთი Tc (ლათ. Technetium). მარტივი ნივთიერება ტექნეციუმი (CAS-ნომერი: 7440-26-8) — რადიოაქტიური გარდამავალი მოვერცხლისფრო-რუხი ფერის ლითონია. ეს არის ყველაზე მჩატე ელემენტი, რომელსაც არ აქვს სტაბილური იზოტოპი. მისი ყოველი ფორმა რადიოაქტიურია. ტექნეციუმი სინთეზურად და ბუნებაში გვხვდება ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით.
ტექნეციუმი ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა მენდელეევს, რომელმაც პერიოდულ სისტემაში გამოტოვა ადგილი უცნობი ელემენტისათვის, და უწოდა ეკა-მანგანუმი პერიოდულობის კანონის საფუძველზე. 1846 წლიდან, როდესაც ელემენტი იქნა «აღმოჩენილი» სახელწოდებით ილმენიუმი, პერიოდულად შეცდომით ხდებოდა 43-ე ელემენტის «აღმოჩენა» (როგორც ლუციუმი, ნიპონიუმი). თუმცა ბირთვული ფიზიკის განვითარებასთან ერთად ნათელი გახდა, თუ რატომ ვერ იქნა ბუნებაში ტექნიციუმი აღმოჩენილი: მატაუხი-შჩუკარევის აკრძალვის წესის შესაბამისად ამ ელემენტს არ გააჩნია სტაბილური იზოტოპები. ტექნიციუმი (ტექნეციუმ-37 იზოტოპი) სუფთა სახით გამოყოფილი იქნა 1937 წლის 13 ივლისს კ. პერიეს და ემილიო ჯინო სეგრეს მიერ, და გახდა პირველად ხელოვნურად მიღებული ელემენტი, საიდანაც წარმოდგა მისი სახელი ტექნიკური ანუ ხელოვნური
იხ. ვიდეო

სახელწოდება მოდის ძვ. ბერძნ. τεχνητός — ხელოვნური.

დედამიწაზე ტექნეციუმი გვხვდება ურანთან ერთად ძალიან მცირე კვალის სახით - რაოდენობით, 5×10−10 გრ - 1 კგ ურანზე. სპექტროსკოპიის მეთოდებით აღმოჩენილია ანდროიდისა და ვეშაპის თანავარსკვლავედის ზოგიერთი ვარსკვლავის სპექტრში.

ტექნეციუმს იღებენ რადიოაქტიური ნარჩენებისაგან ქიმიური მეთოდით.

ამას გარდა, ტექნეციუმი წარმოიქმნება 232Th233U238U239Pu ნუკლიდების გაყოფისას და წელიწადის განმავლობაში რეაქტორებში შეიძლება კილოგრამობით დაგროვდეს. 

ტექნეციუმი
43 Tc
97,9072
[Kr] 4d5 5s2

ტექნეციუმი — რადიოაქტიური გარდამავალი ლითონია, რომელიც მოვერცხლისფრო-რუხი ფერისაა და აქვს ჰექსაგონალური კრისტალური მესერი (a = 2,737 Å; с = 4,391 Å); თხელ ფენებში მას გააჩნია წახნაგცენტრირებული ფორმა. ის გარეგნულად ჰგავს პლატინას და იგი ჩვეულებრივ მიიღება მონაცისფრო ფხვნილის სახით. ატომური ტექნეციუმისათვის დამახასიათებელია გამოსხივების ზოლები შემდეგ ტალღის სიგრძეზე: 363.3 ნმ, 403.1 ნმ, 426.2 ნმ, 429.7 ნმ და 485.3 ნმ.

მისი მეტალური ფორმა (სუსტად) პარამაგნიტურია. სუფთა ლითონური ტექნეციუმის მონოკრისტალი ხდება ზეგამტარი 7.46 K ტემპერატურაზე დაბლა. ტექნეციუმის სიმკვრივე r = 11.480გ/სმ3, Tლღ = 2200 °C, Tდუღ = 4600 °C

ქიმიური თვისებებით ტექნეციუმი ახლოსაა მანგანუმთან და რენიუმთან, რომელთაგან ტექნეციუმი უფრო ემსგავსება რენიუმს, განსაკუთრებით მისი ქიმიური ინერტულობით და ტენდენციით, წარმოქმნას კოვალენტური ბმები. მანგანუმისაგა განსხვავებით, ტექნეციუმი ადვილად არ წარმოქმნის კათიონს. ნაერთებში ავლენს −1-დან +7-მდე ჟანგვის ხარისხს. ჟანგბადთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის ოქსიდებს Tc2O7 და TcO2ქლორთან და ფთორთან — ჰალოგენიდებს TcX6, TcX5, TcX4გოგირდთან — სულფიდებს Tc2S7 და TcS2. ტექნეციუმი შედის საკოორდინაციო და ელემენტოორგანული ნაერთების შემადგენლობაში. ლითონების რიგში ტექნეციუმი დგას წყალბადის მარჯვნივ, არ რეაგირებს მარილმჟავასთან, მაგრამ ადვილად იხსნება გოგირდმჟავაში და აზოტმჟავაში და სამეფო წყალში.

                                                                 

ტექნეციუმის ჰიდრიდი

ტექნეციუმის ურთიერთქმედებით წყალბადთან, წარმოიქმნება უარყოფითად დამუხტული ჰიდრიდ იონი [TcH9]−2−, რომელსაც გააჩნია [ReH9]−2-ის მსგავსი კრისტალური სტრუქტურა, იგი წარმოადგენს ტრიგონალურ პრიზმს, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია ტექნეციუმის ატომი და კუთხეებში კი - ექვსი წყალბადის ატომი, დანარჩენი სამი წყალბადი წარმოქმნის სამკუთხედს, რომელიც კვეთს პრიზმას მის ცენტრში. ამ კონპლექსის კოორდინაციული რიცხვია 9 (იგულისხმება, რომ ტექნეციუმის ატომს აქვს ცხრა მეზობელი), რომელიც წარმოადგენს უმაღლესს ტექნეციუმის კომპლექსისათვის. კომპლექსში ორი წყალბადის ატომი შეიძლება ჩაინაცვლოს ნატრიუმის (Na+) ან კალიუმის (K+) იონებით.

ტექნეციუმის ლითონური ფორმა ჰაერზე მსუბუქად შავდება. მისი ფხვნილისებრი ფორმა იწვის ჟანგბადში. ცნობილია მისი ორი ოქსიდი: TcO2 და Tc2O7. დაჟანგვის პირობებში, როდესაც ატომები კარგავს ელექტრონებს, მიიღება ტექნეციუმ(VII), ტექნეცატ იონის -TcO−4 სახით.

400 – 450 °C ტემპერატურაზე ტექნეციუმის ოქსიდები წარმოქმნიან მკრთალ-ყვითელ ჰეპტოქსიდს.

4 Tc + 7 O2 → 2 Tc2O7

სადაც Tc-O ბმის სიგრძეა 167 -184 პიკომეტრი, ხოლო O-Tc-O კუთხე შეადგენს 180°.

ტექნეციუმ ჰეპტოქსიდი წარმოადგენს ნატრიუმის პერტექნეტატის პრეკურსორს.

Tc2O7 + 2 NaOH → 2 NaTcO2 + H2O

შავი ფერის ტექნეციუმის დიოქსიდი (TcO2) შეიძლება მივიღოთ ჰეპტოქსიდის ტექნეციუმით ან წყალბადით აღდგენით.

პერტექნიტ მჟავა (HTcO4) მიიღება Tc2O7-ის ურთიერტქმედებით წყალთან ან დამჟანგველ მჟავებთან, მაგალითად, აზოტმჟავასთანგოგირდმჟავასთან, სამეფო წყალთან აზოტმჟავისა და ქლორწყალბადმჟავის ნარევთან. შედეგად მიიღება მუქი წითელი, ჰიგროსკოპული (წყალმშთანთქმელი) ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს მჟავას და ადვილად იძლევა პროტონებს.

                                                                          


Tc6 და Tc8 ტექნეციუმის კლასტერი

დარჩენილი პერტექნატ იონი TcO4− წარმოადგენს ტეტრაედრს, რომლის ცენტრში არის ტექნეციუმის ატომი, ხოლო კუთხეებში კი ჟანგბადის ატომი. განსხვავებით პერმანგანატისაგან (MnO4−), იგი წარმოადგენს სუსტ დამჟანგველ აგენტს.

პერტექნატი ხშირად გამოიყენება წყალში ხსნადი Tc-ის იზოტოპების, როგორიცაა 99 მეტა Tc და აგრეთვე კატალიზატორის მისაღებად.

ტექნეციუმი წარმოქმნის მრავალ სულფიდს. TcS2 მიიღება ტექნეციუმის პირდაპირი ურთიერთქმედებით გოგირდტან, ხოლო Tc2S7 წარმოიქმნება პერტექნიკმჟავისაგან

2 HTcO4 + 7 H2S → Tc2S7 + 8 H2O

ამ რეაქციაში ტექნეციუმი არ აღდგება, როგორც ეს ხდება მანგანუმთან მსგავს რეაქციაში. გაცხელებით ტექნეციუმ ჰეპტასულფიდი იშლება დისულფიდად და ელემენტალურ გოგირდად.

Tc2S7 → 2 TcS2 + 3 S

ანალოგიური რეაქცია გვხვდება სელენთან და ტელურთან.

                                                                           

ტექნეციუმის კარბონილი

ცნობილია ტექნეციუმის რამდენიმე სახის დაჯგუფება Tc4, Tc6, Tc8 და Tc13. ყველაზე სტაბილურია Tc6 და Tc8 დაჯგუფებები, რომელთაც აქვთ პრიზმის ფორმა, სადაც ტექნეციუმის ატომების ვერტიკალური წყვილი დაკავშირებულია სამმაგი ბმით და პლანარული ატომები კი ერთმაგი ბმით. თითოეული Tc ატომი წარმოქმნის ექვს ბმას, ხოლო დარჩენილი სავალენტო ელექტრონები გაჯერებულია ერთი აქსიალური და ორი ხიდური ლიგანდის ჰალოგენატომებით, როგორიცაა ქლორი ან ბრომი.

ტექნეციუმი წარმოქმნის მრავალ ორგანულ კომპლექსს, რომლებიც კარგადაა შესწავლილი, რადგანაც მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ ბირთვულ მედიცინაში. ტექნეციუმის კარბონილი (Tc2(CO)10) წარმოადგენს თეთრ, მყარ ნაერთს. მის მოლეკულაში ტექნეციუმის ორი ატომი სუსტადაა დაკავშირებული ერთმანეთთან, ხოლო თითოეული ატომი გარშემოტყმულია ოქტაედრულად. ხუთი კარბონილის ლიგანდით. ტექნეციუმის ატომებს შორის ბმის სიგრძე შეადგენს 303 პიკომეტრს. ორი მეტალური ტექნეციუმის ატომებს მსგავს კარბონილებს წარმოქმნის მანგანუმი და რენიუმი.

ტექნეციუმის კომპლექსები ორგანული ლიგანდებით ჩვეულებრივ გამოიყენებიან ბირთვულ მედიცინაში. იგი შეიცავს უნიკალურ Tc-O ფუნქციურ ჯგუფს, რომელიც ორიენტირებულია მოლეკულის სიბრტყისა, სადაც შეიძლება ჟანგბადის ატომი ჩანაცვლდეს აზოტის ატომით.

                                                                            
ტექნეციუმის ორგანული კომპლექსი

ტექნეციუმის ზოგი იზოტოპის რადიოაქტიური თვისებები :

მასური რიცხვინახევარდაშლის პერიოდიდაშლის ტიპი
924,3 წთβ+ელექტრონული მიტაცება (ბეტა დაშლა)
9343,5 წთელექტრონული მიტაცება (18 %), იზომერული გადასვლა (82 %)
932,7 სთელექტრონული მიტაცება (85 %), β+ (15 %)
9452,5 წთელექტრონული მიტაცება (21 %), იზომერული გადასვლა (24 %), β+ (55 %)
944,9 სთβ+ (7 %), ელექტრონული მიტაცება (93 %)
9560 დღეღამეელექტრონული მიტაცება, იზომერული გადასვლა (4 %), β+
9520 სთელექტრონული მიტაცება
9652 წთიზომერული გადასვლა
964,3 დღე-ღამეელექტრონული მიტაცება
9790,5 დღეღამეელექტრონული მიტაცება
972,6×106 წელიელექტრონული მიტაცება
981,5×106 წელიβ
996,04 სთიზომერული გადასვლა
992,12×106 წელიβ
10015,8 წმβ
10114,3 წთβ
1024,5 წთ / 5 წმβ / γ/β
10350 წმβ
10418 წთβ
1057,8 წთβ



10637 წმβ
10729 წმβ

ტექნეციუმი გამოიყენება მედიცინაში კუჭ-ნაწლავის კონტრასტული სკანირებისათვის.

პერტექნეტატებს (ტექნეციუმის მჟავის HTcO4 მარილი) აქვთ ანტოკოროზიული თვისებები, რადგანაც TcO4 იონი, MnO4 და ReO4 იონებთან განსხვავებით, წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ კოროზიის ინგიბიტორს რკინისათვის და ფოლადისათვის.

იმიური თვალსაზრისით ტექნეციუმი და მისი ნაერთები ნაკლებად ტოქსიკურები არიან. ტექნეციუმის საშიშია მისი რადიოაქტიურობის გამო.

ტექნეციუმი ორგანიქმში მოხვედრისას ხვდება თითქმის ყველა ორგანოში, მაგრამ ძირითადად კუჭსა და ფარისებრ ჯირკვლებში. ორგანოების დაზიანებას იწვევს მისი β-გამოსხივება, რომლის დოზებია 0,1 რ/(სთ·მგ).

ტექნეციუმთან მუშაობისას გამოიყენება გამწოვი კარადები დამცავებით მისი β-გამოსხივებისაგან ან ჰერმეტული ბოქსები.

ჰონდა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                    ჰონდა

ცენტრალური სათაოვო ოფისი მინატოში, ტოკიო
ავტომწარმოებელი კომპანია Honda 1946 წელს იაპონელმა ინჟინერმა, გამომგონებლმა და ავტომრბოლელმა სოიჩირო ჰონდამ დააარსა, აშშ-ში კი პირველი შოურუმი 1959 წელს

სოიჩირო 1906 წელს დაიბადა და თითქმის 50 წელზე მეტია მისი ქცევა არასტანდარტული და გამომგონებლური იყო. ჰონდას სკოლაც კი არ დაუმთავრებია, 16 წლის ასაკში იგი ტოკიოს ავტოსარემონტო სახელოსნოში მოსწავლედ მივიდა. მანქანებისადმი ადრეულ ასაკშივე დიდი ინტერესი მისი მამით იყო გამოწვეული იგი მჭედელი იყო, რომელიც ევლოსიპედებს არემონტებდა, თან შვილს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას ასწავლიდა.

1928 წელს საკმარისი ფულის შეგროვების შემდეგ, ჰონდა დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში ხამამატსუს პროვინციაში და იქ პირველი სარემონტო სახელოსნო გახსნა. ამავე წელს მან მიიღო პირველი პატენტი იდეისთვის გამოეცვალა ბორბალში ხის სპიცები მეტალით. ჰონდას გამოგონებებმა მომავალში მას დიდი წარმატება მოუტანეს, რომელიც რთული დავალებებისთვის უმარტივეს გადაწყვეტილებებს პოულობდა. ტაკეო ფუძისავა ითვლება Honda-ს მეორე მამა დამაარსებლად.

1945 წელს, როცა მისმა ქარხანამ ომისა და მიწისძვრების გამო სერიოზულად იზარალა, ჰონდამ მიჰყიდა ტოიოტას 450 ათას იუენდად. ერთხელ ჰონდამ თავის ველოსიპედს მოტორი მიამაგრა და ამგვარად შექმნა მოპედი, შემდეგ ასეთი მოპედები თავისი მეგობრებისთვისაც შექმნა, ამის შემდეგ ჰონდამ გადაწყვიტა ასეთი მანქანების წარმოებით სერიოზულად დაინტერესებულიყო.

იხ. ვიდეო



1946 წელს მან დაამთავრა "ჰონდას ტექნიკური გამოკვლევის ინსტიტუტი". 1947 წელს კი კომპანიის პირველი პროდუქციის წარმოება დაიწყო, ხოლო ერთი წლის შემდეგ კომპანიამ სახელწოდება შეიცვალა — Honda Motor Company და მოტოციკლების შექმნა და წარმოება დაიწყო. პირველი მოტოციკლი სახელწოდებით Dream ("ოცნება") 1949 წელს იქნა გამოშვებული.

სწორედ მაშინ კომპანიაში სამუშაოდ მივიდა ტაკიო ფუძისავა, რომელიც კომპანიის მეორე დამაარსებლად ითვლება. მასსა და ჰონდას საქმეები განაწილებული ჰქონდათ - ჰონდა ტექნოლოგიური წარმოებით იყო დაკავებული. ფუძისავა კორპორატიული მმართველობით და გაყიდვებით.

1950 წელს ტოკიოში კომპანიის ფილიალი გაიხნს. აქვე მათ შეიძინეს საქსოვი ქარხანა, რომელიც მოტოციკლების მწარმოებელ ქარხანად გადააკეთეს, სწორედ აქ მოტოციკლ Dream Type D-ის წარმოება დაიწყო, რომელიც 1951 წელს Dream Type E-ით შეიცვალა, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს 70 კმ/სთ ავითარებდა.

1952 Honda-ს სათაო ოფისი ტოკიოში გადავიდა, პროვინცია საიტამაში გაიხსნა ქარხანა Shirako, შეიქმნა ახალი ძრავი Cub Type F.

1953 წელს კიდევ ორი ქარხანა გაიხსნა და დაიწყო Benly J-type-ის წარმოება შემდეგ წელს კი კომპანიის აქციები უკვე ტოკიოს ბირჟაზე იყიდება.

1955 წელს კომპანია მოტოციკლების წარმოებით იაპონიაში ლიდერი ხდება. Honda-მ მონაწილეობა მიიღო პირველ იაპონურ რბოლაში Motorcycle Endurance Road Race და გაიმარჯვა 350 და 500 კლასებში, მიიღო ასევე პრიზი კონსტრუქციისათვის. გამოშვებულ იქნა ახალი მოდელი Benly JB, Dream SA, Dream SB-type.

1956 წელს შემუშავებულ იქნა კორპორატიული პრინციპები, რომელსაც კომპანია დღემდე ინარჩუნებს. ამ პერიოდიდან ჰონდას პროდუქციას ერთწლიანი გარანტია აქვს.

Honda-ს შემდგომი გამარჯვებები მოტორბოლებში იმდენად ბევრია, რომ მათ ჩამოთვლას არ მოვყვებით.

1958 წელს გამოვიდა მოდელი Super Cub, 1959 კი Honda მოტოციკლების წარმოებით მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია იყო. სწორედ 1959 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა კომპანია American Honda Motor.

60-იან წლებში ჰონდას ფილიალები უკვე ევროპაშიც გამოჩნდა. დაიგეგმა სპეციალური სარეკლამო კამპანია სლოგანით "საუკეთესო ხალხი მგზავრობს ჰონდათი" («You Meet the Nicest People on a Honda»). ეს კამპანია 5 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა, თუმცა მან მოტოციკლი ძალიან პოპულარული გახადა და განსაკუთრებით მისი ახალი იმიჯი მხიარული საოჯახო საშუალება საშუალო ფენის გადასაადგილებლად". სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა Honda უკვე საავტომობილო ბაზარზე. 1963 წელს მისი პირველი მოდელი გამოვიდა საშუალო ზომის სპორტული მოდელი S500. ამ მოდელის გარდა Honda-მ გამოუშვა პატარა სატვირთო T360.

1964 წელს Honda-მ პირველმა განაცხადა ფორმულა 1-ში მონაწილეობის შესახებ. იმავე წელს მისი გუნდი გამოვიდა 1500 კლასში გერმანიაში. S500 მოდელმა კი ნიურბერგში 600 კილომეტრიან რბოლაში გაიმარჯვა. 1965 წელი კი ფორმულა 1-ში Honda-ს პირველი გამარჯვების წელია, მექსიკაში 1500 კლასში Honda-მ გრან-პრი მოიპოვა. .

იხ. ვიდეო

ლონდონში გაიხსნა Honda-ს ბრიტანული წარმომადგენლობა და სწორედ ამ პერიოდიდან ახალი მოდელის S600 ექსპორტი იწყება. აღსანიშნავია, რომ მანაც, როგორც S500 ნიურბერგში რბოლა მოიგო. იქმნება ყველაზე კომპაქტური და ძლიერი გენერატორი მსოფლიოში — Honda E300 სახით.

1971 წელს Honda-მ ახალიძრავი წარმოადგინა CVCC (Compound Vortex Controlled Combustion). პირველი რომელიც შეესაბამებოდა 1975 წლის აქტს სუფთა ჰაერის შესახებ, ამავე წელს მან დაიწყო მსუბუქი ავტომობილის Life-ს გაყიდვა, რომელსაც ძრავის წყლის გამაგრილებელი ჰქონდა. ამ პერიოდშივე გაიხსნა წარმომადგენლობა ბრაზილიაში და მექსიკაში მოტოციკლის წარმოება დაიწყო. თუმცა წარმატება Honda-სთან 1972 წელს მოვიდა - მოდელ Civic-ის გამოშვება.

ამ პერიოდიდან Honda-მ დაიწყო პოპულარობის მოპოვება, როგორც კომპაქტური ხარისხიანი არაძვირიანი ავტომობილების წარმოებით. 1973 წელს სოიჩირო ჰონდა ფორმალურად პენსიაში გავიდა (ასევე მოიქცა ტაკიო ფუძისავაც), თუმცა ამის შემდეგაც იგი ყოველთვის ცდილობდა ყოველი ახალი მოდელი პირადად გამოეცადა.

მოგვიანებით ტექნოლოგია CVCC Honda Motor-სთან ხელმოწერილი ონტრაქტის საფუძველზე Isuzu Motors и Chrysler Corporation გადაეცა, ამავე ტექნოლოგიის შესახებ ლიცენზირებული ხელშეკრულება Ford Motor-სთანაც დაიდო.

Suzuka Circuit-ის კომპლექსში მოტოციკლების პირველი ნაციონალური ფესტივალი ჩატარდა. 1974 წელს, როცა იაპონიას თავს ნავთობის კრიზისი დაატყდა და ავტომწარმოებლებმა წარმოების შემცირება გადაწყვიტეს, ჰონდა პირიქით მოიქცა -გაარმოგა წარმოება და დაწია ფასები. ის მართალი აღმოჩნდა — Toyota-სა და Nissan-ისგან განსხვავებით, რომლების გაყიდვებიც 40%-ით შემცირდა, Honda გაყიდვები 76 % გაზარდ. სოიჩირო ჰონდამ იმავე 1974 წელს მიჩიგანში დოქტორის ხარისხი მიიღო.

წარმოებაში ჩაუშვეს ახალი და ახალი მოდელები, 1980 წელს — Ballade, 1981 — Vigor და City. 1981 წელს გამოშვებულ მანქანათა რაოდენობამ 5 მილიონს მიაღწია, კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე სერიოზულ თანხად იყიდებოდა.

პარალელურად გრძელდებოდა საერთაშორისო ქსელის გაფართოება. 1986 წელს დაიწყო სისტემა 4WS (4-თბლიანი მართვა) შექმნა, კანადაში დაიწყო Accord-ის წარმოება, Honda-მ დაიკავა სამი პირველი ადგილი პარიზ-დაკარის რბოლაში.

1990 წელს გამოშვებული მოტოციკლების რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია. 1991 წელს კომპანიის დამაარსებელი სოიჩირო ჰონდა გარდაიცვალა. კომპანია განვითარებას განაგრძობდა. 1992 წელს გამოვიდა ახალი მოდელი — CR-X Del Sol, Civic-მა კი თავისი 20 წლის იუბილე იზეიმა.

დღეს კომპანია 33 ქვეყანაში 119 საწარმოს ფლობს, რაც საშუალებას აძლევს ყოველწლიურად პროდუქციის მილიონობით ერთეული აწარმოოს. მოტოციკლების წარმოებით ჰონდას მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს და მსოფლიო ავტომობილების მწარმოებელთა ათეულში შედის ამასთანავე ის არის გამოაკლისთა შორის, არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელმაც უარი თქვა ავტომწარმოებლებს შორის გავრცელებულ აზრზე კონცერნად გაერთიანებისა. Honda-ს აქვს საკმარისი პოტენციალი იმისთვის, რომ მომავალშიც შეინარჩუნოს თავისი პოზიციები მსოფლიო მოტო და ავტომშენებლობაში.

იხ. ვიდეო





 

თერაპია (მკურნალობა)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                       თერაპია (მკურნალობა) მოახლემ წამალი და წვნიანი მოუტანა გაციებულ ბ...