среда, 8 декабря 2021 г.

ვენეციის რესპუბლიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ვენეციის რესპუბლიკა

ვენეციის რესპუბლიკის რუკა

(იტალ. Repubblica di Venezia) — შუა საუკუნეების იტალიური სახელმწიფო; არსებობდა VII-VIII საუკუნეებიდან 1797 წლამდე და ფლობდა მნიშვნელოვან ძალაუფლებას ხმელთა შუა ზღვის ნაოსნობისა და ეკონომიკურ საკითხებში. სახელმწიფოს ცენტრი მდებარეობდა ადრიატიკის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ვენეციის რესპუბლიკის ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობა საბოლოოდ კოლონიურ იმპერიაში გადაიზარდა, რომელიც ვენეციიდან ცენტრალურად იმართებოდა და ვრცელდებოდა ზემო იტალიიდან კრეტამდე და ყირიმიდან კვიპროსამდე. გარდა ამისა ვენეციის რესპუბლიკა არაერთ სავაჭრო კოლონიას ფლობდა ფლანდრიასა და მაღრიბშიალექსანდრიასა და აკოშიკონსტანტინოპოლსა და ტრაპიზონში, ისევე როგორც ადრიატიკის ზღვის მრავალ სახელმწიფოში. არისტოკრატიული რესპუბლიკის სიმდიდრის შედეგად მას ცენტრალური ადგილი ეკავა მთელ რეგიონში, ბიზანტიასა და საღვთო როის იმპერიას შორის და ფლობდა მნიშვნელოვან სასაქონლო მონოპოლიას. მისთვის ხელსაყრელი იყო იტალიის დაქუცმაცებულობაც. მნიშვნელოვან კომერციულ სფეროს, რომელიც შორეულ ქვეყნებში ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ დიდებულები განაგებდნენ და სულ უფრო მეტად იმკვიდრებდნენ პოლიტიკურ ლიდერობას, სანამ არ გაუქმდა სახალხო კრება.

ვენეციის რესპუბლიკის ისტორიის საწყისი ეტაპის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წერილობითი წყარო და უამრავი ლეგენდა მოიპოვება, თუმცა ისინი ისტორიის ამ პერიოდს სრულად და დეტალურად ვერ აღწერენ. ამის საპირისპიროდ XIII საუკუნიდან ვენეციაში იწყება მძლავრი სამწერლობო ტრადიცია, რომელშიც აღწერილია უკიდურესად წვრილმანი დეტალებიც კი; ამ მხრივ ვენეციის მწერლობა მხოლოდ რომის მწერლობას ჩამოუვარდებოდა. ლეგენდების შექმნას არსებითად ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა ჟამთააღმწერლობამ, რომელიც ხშირად ვენეციური საზოგადოების თავისებურებებს უკავშირებდა წარსულს. ამასთანავე სახელმწიფო ისტორიკოსები ფარავდნენ ან თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდნენ იმ ფაქტებს, რომლებიც ერთიანობას, მართლმსაჯულებას ან სახელმწიფო ძალაუფლებას ეწინააღმდეგებოდნენ.

ვენეციის საზღვაო ძალაუფლებამ, მიუხედავად ნაკლები რესურსებისა, გაფანტული და ერთმანეთისაგან მოშორებული სამფლობელოებისა, უმთავრესი როლი ითამაშა ხმელთაშუა ზღვის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისეთ მძლავრ სახელმწიფოებს შორის, როგორიც იყო ბიზანტიაგერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია და პაპის ხელისუფლება, ვენეცია ახერხებდა გავლენის მოპოვებას თავისი ძლიერი სამხედრო ფლოტისა და კარგი დიპლომატიის მეშვეობით; გარდა ამისა მას სავაჭრო სფეროში უწევდა ისეთ ქალაქებთან კონკურენცია, როგორიც იყო უპირველეს ყოვლისა გენუა, ასევე ამალფიპიზაბოლონია და სხვები. მხოლოდ ისეთმა დიდმა სახელმწიფოებმა, როგორებიც იყო ოსმალეთი და ესპანეთი, სამხედრო ძალით აიძულეს ვენეციის რესპუბლიკა, რომ სავაჭრო პირველობა დაეთმო გაერთიანებულ ნიდერლანდებშიპორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთში1797 წელს ქალაქი ნაპოლეონმა დაიკავა და დიდმა საბჭომ 12 მაისს ვენეციის რესპუბლიკა გაუქმებულად გამოაცხადა.

იხ. ვიდეო

ვენეციის ლაგუნაში პირველი დასახლება გაჩნდა კუნძულთა ჯგუფზე, რომლებიც ბრენტასა და ლაგუნაში ჩამდინარე სხვა მდინარეების დანალექებით შეიქმნა. გრანდ-კანალი (Canal Grande) მხოლოდ მდინარე ბრენტას ჩრდილოეთი მკლავის გაგრძელებას წარმოადგენს. ეს კუნძულები და ლაგუნა, რომლის მოსახლეობაც ჯერ კიდევ ეტრუსკების პერიოდიდან ძალიან შემცირდა, ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით 410 წლის შემდეგ ვესტგუთების მეფე ალარიხ I-ის, ხოლო 452 წლიდან კი ჰუნების ბელადის ატილასაგან თავდასაცავად გადმოსახლებული ლტოლვილების უსაფრთხო თავშესაფარი ხდება. როდესაც 578 წელს ზემო იტალიაში ლანგობარდები შეიჭრნენ, ვენეციის ლაგუნას ლტოლვილთა ახალი ტალღა მოაწვა. ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ვენეცია 421 წლის 25 მარტს დაარსდა, შესაძლოა ლაგუნაში სწორედ ლტოლვილთა ჩამოსახლებას უკავშირდებოდეს.

ქალაქის დასახლებული ნაწილი მოიცავდა რამდენიმე ახლომდებარე კუნძულს, მათ შორის ლუპრიოს, კანალეკლოს, ჯემინეს, მენდიკოლას, ომბრიოლას, ოლივოლოსა და სპინალუნგას. დასახლების გასაფართოებლად გაიჩეხა აქ გავრცელებული თელისა და ლარიქსის ხშირი ტყეები. ქალაქის დიდი ნაწილი აიგო დალმაციიდან მოტანილი ხის მასალით, რადგან ახლო შემოგარენის ხის რესურსი მალე ქალაქს ვეღარ აკმაყოფილებდა; ხის რესურსები დიდი რაოდენობით შთანთქა ასევე საზღვაო ფლოტმაც. დალმაციისა და ისტრიის უტყეო კარსტული ლანდშაფტების სიმრავლე ნაწილობრივ სწორედ ვენეციელთა მიერ ტყეების გაჩეხვის შედეგია.

ოსტგუთების მიერ დაპყრობის შემდეგ, რომლებიც იმპერატორ იუსტინიანე I-ს (დაახლ. 535—562 წლები) ექვემდებარებოდნენ, ვენეციის ლაგუნა ბიზანტიური მმართველობის ქვეშ მოექცა. 568 წელს იტალიის დიდი ნაწილი ლანგობარდებმა დაიპყრეს, რის გამოც ბიზანტიის იმპერატორი მავრიკიოსი იძულებული გახდა, დარჩენილი სასაზღვრო რეგიონებისათვის ფართო ავტონომია მიენიჭებინა; ამგვარად VI საუკუნის ბოლოს შეიქმნა რავენის საგზარქოსო. ეგზარქოსი პროვინციის უმაღლეს სამხედრო და სამოქალაქო მმართველს წარმოადგენდა. მის დაქვემდებარებაში იყვნენ ვენეციის ლაგუნის ტრიბუნებიც. პროვინციის დედაქალაქი თავდაპირველად ოდერცო იყო, თუმცა 639 წელს ისიც ლანგობარდებმა დაიპყრეს და 666 წელს კი დაანგრიეს. ამით პროვინცია ფაქტობრივად დაიშალა და ლაგუნა უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდა. 635 წელს საეპისკოპოსო ცენტრი ალტინოდან უფრო მეტად უსაფრთხო ტორჩელოში (კუნძული ვენეციის ლაგუნაში) გადაიტანეს. ვენეციის გარევაჭრობა, განსაკუთრებით კი მარილითა და მარცვლეულით, უკვე VI საუკუნეში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა, როგორც ჩანს VIII საუკუნეში იგი კიდევ უფრო გაფართოვდა. იმდროინდელი სხვა ქალაქების დიდებულებისაგან განსხვავებით, ვენეციელი დიდებულები ქონებას იძენდნენ არა მარტო უძრავი ქონების სახით, არამედ ძირითადად ვაჭრობის მეშვეობით.

ტრადიციული გადმოცემის მიხედვით, ვენეციის პირველი დოჟი (გამგებელი) 697 წელს გახდა პაოლო ლუჩიო ანაფესტო. იგი თავდაპირველად მთელი ლაგუნის წარმომადგენელი იყო. 713-716 წლებში პირველად ჩნდება თანამდებობა დუქსი (ჰერცოგი), როგორც ეგზარქოსის მოადგილე. მისი რეზიდენცია თავიდან იყო ერაკლეა, შემდეგ მალამოკო (დასახლებებია ლაგუნაში). 811 წელს, როდესაც დოჟის თანამდებობა ანჯელო პარტეჩიპაციოს ეკავა, მმართველობის ცენტრი რიალტოში გადავიდა.

ერთ-ერთი ვენეციური ლეგენდის თანახმად, პირველი დოჟის არჩევისას პირველად გამოჩნდა ე. წ. თორმეტი „სამოციქულო“ გვარი: ბადოერი, ბაროცი, კონტარინი, დანდოლო, ფალიერი, გრადენიგო, მემო, მიკელი, მოროზინი, პოლანი, სანუდო და ტიეპოლო.

ვენეციამ ბიზანტიის იმპერიისაგან უფრო მეტად დამოუკიდებლობა პირველად გამოამჟღავნა ბიზანტიური ხატთმებრძოლეობის დასაწყისში, როდესაც მან რომის პაპის მხარე დაიჭრა. ამას მოჰყვა პირველი ხელშეკრულება ლანგობარდებთან, რომელიც ვენეციამ თავისი ნებით, ბიზანტიის დადასტურების გარეშე დადო. ამ მდგომარეობაში დოჟი ფლობდა ეპითეტს „იპატო“, რაც კონსულს ნიშნავს და სავარაუდოდ დაკავშირებულია 729 წლის შემდეგ რავენისა და პენტაპოლისის გათავისუფლებაში მის დიდ დამსახურებასთან. 732 წელს ვენეციის ლაგუნაში მდებარე დასახლებები საკუთარ ეპისკოპოსს დაექვემდებარა, რამაც ამ დასახლებების ურთიერთდამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გააძლიერა.

                ბიზანტიის, ლანგობარდებისა და ფრანკთა სამეფოს შორის

751 წელს ლანგობარდების მიერ რავენის დაპყრობით ზემო იტალიაში დასრულდა ბიზანტიური მმართველობა. მიუხედავად ამისა ვენეცია მაინც ინარჩუნებდა ფორმალურ დამოკიდებულებას ბიზანტიაზე, რადგან ზემო იტალიის რეგიონში ის ერთადერთი იყო, რომელიც გადაურჩა კარლოს დიდის მეთაურობით ფრანკების დაპყრობით ომებს 773 წლიდან. იტალიის მეფე პიპინი 803-810 წლებში ცდილობდა ვენეციის კუნძულების დაპყრობას. საბოლოოდ, აახენის 812 წლის ზავით ვენეცია აღიარებულ იქნა ბიზანტიის იმპერიის ნაწილად. ამ ყველაფერმა და დოჟების რეზიდენციის განლაგებამ დღევანდელი დოჟის სასახლის ადგილას მნიშვნელოვანი საფუძვლები შექმნა ვენეციის მომავალი გაბატონებისათვის დანარჩენ იტალიაზე.

ამ პროცესების დროს ვენეციის ლაგუნაში ერთსულოვნება არ იყო; მეოთხე დოჟი დიოდატო იპატო 756 წელს სავარაუდოდ სწორედ პროლანგობარდიული და პრობიზანტიური ფრაქციების დაპირისპირების მსხვერპლი გახდა. მისი მომდევნო პრობიზანტიული დოჟი გალა ლუპანიოც, რომელმაც წინამორბედი დაამხო, მკვლელობას ემსხვერპლა. შემდეგი დოჟი დომენიკო მონეგარიო პროლანგობარდიული ფრაქციის წარმომადგენელი იყო, სანამ ისიც 764 წელს არ დაამხეს; მისი პროლაგობარდიული განწყობა ხელს უწყობდა ვენეციის ვაჭრობის განვითარებას ზემო იტალიაში. ამ პერიოდში იყო მცდელობები, რომ დოჟის ხელისუფლება ორი ტრიბუნის მეშვეობით შეეზღუდათ. მაურიციო გალბაო, რომელსაც დოჟის თანამდებობა 764-787 წლებში ეკავა, მძლავრი წინააღმდეგობების ფონზე შეეცადა თავისი ვაჟი ჯოვანი შემდეგ დოჟად დაენიშნა; ამგვარად მას სურდა ჩამოეყალიბებინა დოჟთა დინასტია და ეს თანამდებობა შთამომავლობით გადასულიყო. თუმცა მას შემდეგ უთანხმოება მოუვიდა ქალაქის სასულიერო პირებთან და საბოლოოდ გაიმარჯვა პროფრანკული ფრაქციის წარმომადგენელმა ობელერიო ანტენორეომ. ეს უკანასკნელი კი 804 წელს პიპინის დაპყრობების დროს, სავარაუდოდ, თავის ოჯახთან ერთად გაიქცა.

პარტეჩიპაციოთა დინასტიის მმართველობის დროს ქალაქის ზრდამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ამ დროს გაიზარდა დამოუკიდებლობის შეგრძნება, თუმცა ვენეციაში სასულიერო ცხოვრება, რაც მაშინდელი ქალაქის მნიშვნელობაზე მეტყველებდა, ჯერ კიდევ დაბალ დონეზე იდგა.

828 წელს ალექსანდრიიდან, სადაც უკვე არსებობდა ვენეციური სავაჭრო კოლონია, მარკოზ მახარებლის წმინდა ნაწილების მოპარვის შემდეგ მარკოზი ვენეციის მფარველად იქცა. როგორც მფარველი, იგი ვენეციის რესპუბლიკამ ოფიციალურადაც აღიარა და მახარებლის სიმბოლო — ფრთიანი ლომი (მარკოზის ლომი), რესპუბლიკის გერბად იქცა. ამ ლომის ხილვა დღესაცაა შესაძლებელი იმ ქალაქებში, რომლებიც ძველად ვენეციას ექვემდებარებოდნენ. ვენეციამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისაკენ, ამჯერად აკვილეიის საპატრიარქოს წინააღმდეგ, რომელსაც მან სულიერი ლიდერობის პრეტენზია წაუყენა. ვენეციის პრეტენზია სწორედ წმინდა მარკოზის ნაწილებთან იყო დაკავშირებული. ვენეცია, როგორც ამ ნაწილების მფლობელი, საკუთარ დამოუკიდებლობასა და სულიერ ლიდერობას ხაზს უსვამდა იმით, რომ მახარებელი, რომელსაც საპატრიარქოს დაარსება მიეწერება, „ფიზიკურად“ ვენეციაში იმყოფებოდა.

ამ სიმბოლურ წარმატებებისაგან კონტრასტულად განსხვავდებოდა ვენეციის დოჟის პარტეჩიპაციო პოლიტიკური წარუმატებლობები; ჯოვანი 829 წელს ვენეციიდან გაიქცა და თავშესაფარს ფრანკების მეფე ლოთარ I-თან ეძებდა; ექვსი თვის განმავლობაში ვენეციის ლაგუნას ბიზანტიელი ტრიბუნი კაროსო განაგებდა. დოჟმა მხოლოდ ფრანკების დახმარებით შეძლო უკან დაბრუნება. კაროსო დოჟის ბრძანებით დააბრმავეს და გააძევეს, რადგან მისი მოკვლა, როგორც კონსტანტინოპოლის სენატორისა, არ შეიძლებოდა. 832 წელს ჯოვანიც ერთ-ერთ მონასტერში გააძევეს.

ტერმინი „ვენეცია“ (დღევანდელ იტალიურ ენაზე ვენეტო) მოიცავს მთელ რეგიონს, რომელიც ზემო იტალიაში გრადოდან კოჯამდეა გადაჭიმული. 840 წლის ლოთარის პაქტში (Pactum Lotharii), რომლითაც ლოთარ I-მა ვენეციას უამრავი უფლება მიანიჭა, დასახელებულია 18 სხვადასხვა დასახლება, მათ შორის რიალტო და ოლივოლო. ამგვარად მათი დამოუკიდებლობა გაუქმებულად ოფიციალურად იქნა მიჩნეული. დოჟ პიეტრო ტრიბუნოს მმართველობის დროს ვენეციამ მიაღწია იმას, რომ ორივე ეს დასახლება საერთო თავდაცვის სისტემაში ჩაერთო. ეს გამოიწვია უნგრეთის თავდასხმებმა, რომელიც 900 წელს ლაგუნამდე შეიჭრა. ქალაქში გაძლიერდა ერთი ჯგუფი შეძლებული ვაჭრებისა, რომლებიც ძირითადად არისტოკრატიულ ოჯახებს ეკუთვნოდნენ. სხვა იმდროინდელი ქალაქებისაგან განსხვავებით ვენეციაში ვაჭრობა შედარებით მაღალ დონეზეა განვითარებული.

                                      პარტეჩიპაციოთა დინასტია

ბიზანტიის სისუსტის გამო ვენეციას უწევდა იმ ბრძოლებში ჩარევა, რომლებიც დაკავშირებული იყო სლავებისუნგრელებისა და მუსლიმების (სარაცინები, სარკინოზები) ძარცვებთან და შემოსევებთან. უკვე 827-828 წლებში ვენეციამ იმპერატორის მოთხოვნით გაგზავნა ფლოტი სარაცინების წინააღმდეგ, რომლებმაც სიცილიის დაპყრობა დაიწყეს. გარდა ამისა ვენეცია იბრძოდა ნარენტანების (ცხოვრობდნენ დღევანდელი ხორვატიის სამხრეთში) მეკობრეთა ფლოტის წინააღმდეგ; ამ ბრძოლას ემსხვერპლა დოჟი პიეტრო I კანდიანო 887 წელს. 846 წელს სლავებმა ქალაქ კარადინომდე მიაღწიეს, სარაციენბმა კი 875 წელს ქალაქ გრადოს — ისინი კუნძულ სანსეგოსთან საზღვაო ბრძოლაში ვენეციის ფლოტთან სასტიკად დამარცხდნენ.

880 წელს, იმისათვის, რომ საკუთარი პირველობა და ძალაუფლება ეჩვენებინა რეგიონში, ვენეციამ დაანგრია ქალაქი ალტინო854 და 946 წლებში კი ვენეციელებმა დაიპყრეს და დაანგრიეს ქალაქი კომაკიო, რომელიც პოს ხეობას აკონტროლებდა. ამით კონფლიქტი დაიწყო ვენეციასა პაპის ოლქს შორის, რადგან ეს უკანასკნელი ითვლებოდა კომაკიოს მმართველად მას შემდეგ, რაც პიპინ მოკლემ 754 წელს იგი ამ მიწებით დაასაჩუქრა. დამპყრობლები რომის პაპის მიერ განდევნილ იქნენ საერთო ეკლესიიდან.

ამასობაში ბიზანტიასთან ურთიერთობამ ალიანსის ხასიათი მიიღო. ვენეციის ისტორიის ამ ეტაპზე წამყვანი ადგილი პარტეჩიპაციოთა დინასტიას ეკავა (810—887, შემდგომ 911—942 წლებში); მხოლოდ 837 წლიდან 864 წლამდე პიეტრო ტრადონიკოს წარმატებულმა მმართველობამ დროებით შეაფერხა პარტეჩიპაციოების დინასტიის პირველობა.

კანდიანოთა დინასტია, ოტონების იმპერიული პოლიტიკა

უკვე პიეტრო II კანდიანოს მმართველობის პერიოდში (932–939) ვენეცია თავის ძალაუფლებას ავრცელებდა კაპოდისტრიაზე (დღევანდელი ქალაქი კოპერი სლოვენიაში), რომელიც იმხანად ისტრიის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. გავლენის მოპოვებაში ვენეციას ეხმარებოდა ბლოკადები, რომლებსაც იგი ადრიატიკის ზღვის სანაპირო ქვეყნების წინააღმდეგ საუკუნეთა განმავლობაში აქტიურად ახორციელებდა. კადიანოთა დინასტია რესპუბლიკის ცხოვრებაში ადრეს დიდ როლს ასრულებდა, 887 წელს კი ამ საგვარეულოდან პირველი დოჟი, პიეტრო I კანდიანო აირჩიეს, თუმცა იგი სულ რაღაც ნახევარწლიანი მმართველობის შემდეგ ნარენტანების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.

კანდიანოთა დინასტიის დროს, რომლებიც 942-976 წლებში მუდმივად მმართველობდნენ, გაბატონდა დასავლურევროპული ფეოდალურ სისტემაზე დამყარებული ვასალური დამოკიდებულებანი. პიეტრო III კანდიანომ (942–959) ტახტი დაუთმო თავის ვაჟს პიეტრო IV-ს, რომელსაც მაშინდელი ფეოდალები, განსაკუთრებით კი რავენის მარკგრაფი გვიდო და იტალიის მეფე ბერენგარ II უჭერდნენ მხარს. ოტო I-ს, რომელიც 962 წელს საღვთო რომის იმპერატორი გახდა, პიეტრო IV-მ უარი უთხრა შემოთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც მიხედვითაც მას ხარკი უნდა ეხადა, სანაცვლოდ კი მიიღებდა საკუთრების უფლებას მისი ტერიტორიის ეკლესიაზე.

მამის იმპერიული პოლიტიკის გამგრძელებელი აღმოჩნდა ოტო I-ის ვაჟი ოტო II-ც, რომელმაც ვენეციასთან ურთიერთობის 812 წელს დაწყებული ტრადიცია დაარღვია. შედეგად ვენეციაში 976 წელს დაემხო კანდიანოთა პრო-ოტონური დინასტია. დოჟი და მისი ვაჟი ვიტალე, ვენეციის ეპისკოპოსი, მოკლეს, ხოლო დოჟთა სასახლე დაწვეს — სავარაუდოდ ბიზანტიის შეკვეთით. მოკლული მეუღლის ქვრივმა ვალდრადამ დატოვა დოჟის მემკვიდრე, რადგან იგი იმპერატორის ქვრივის, ადელაიდას მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.



ლათინთა იმპერია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ლათინთა იმპერია

რომანია (ფრანგ. Empire latin de Constantinopleბერძ. Λατινική Αυτοκρατορία της Κωνσταντινούπολης; Ρωμανίαლათ. Imperium Romaniae) — შუა საუკუნეების იმპერია, რომელიც ჩამოყალიბდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ 1204 წელს.

1204 წლის 13 აპრილს ჯვარსონებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. ამავე წლის მაისში ჯვაროსნებსა და ვენეციელებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად გადაწყდა, რომ ბიზანტიის ტერიტორიაზე შეექმნათ ახალი ფეოდალური სახელმწიფო.

ლათინთა იმპერიის პირველი იმპერატორი გახდა ფლანდრიისა და ჰენეგაუს გრაფი ბოდუენ IX ბოდუენ I-ის სახელით. ლათინთა იმპერიაში შედიოდა ბიზანტიის რამდენიმე პროვინცია, როგორებიც არიან თესალონიკისმაკედონიისთესალიისპელოპონესის ოლქები. იმპერია იყოფოდა ფეოდალურ სამფლობელოებად, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო თესალონიკის სამეფოაქაიიის პრინციპატი და ათენის საჰერცოგო.

იხ. ვიდეო ლათინთა იმპერია

ლათინთა იმპერია იყო ფრანგული ტიპის მონარქია, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბიზანტიის სახელმწიფო წყობილების ზოგიერთი ნიშანი. ლათინთა იმპერატორებმა შეინარჩუნეს ბიზანტიის საიმპერატორო კარისათვის ჩვეული ფუფუნება, მაგრამ მათ ძალაუფლებას ზღუდავდა დიდი სენიორებისა და ვენეციელი პოდესტისაგან შემდგარი საბჭო. უმაღლეს თანამდებობათა დიდი ნაწილი შეესაბამებოდა დასავლეთევროპულს, თუმცა ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ბერძნული სახელწოდება. ლათინთა იმპერიაში გაბატონებულ წოდებას წარმოადგენდნენ მცირერიცხოვანი დასავლური ტიტულების მქონე „ლათინი“ ფეოდალები, რომელთა რიგებს შეუერთდნენ ბიზანტიური ტიტულის მქონე დიდი მოხელენიც. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ მიწაზე მიმაგრებული ბერძენი გლეხები, რომელთაც ძველთან ერთად დაეკისრათ ახალი, დასავლური ტიპის ვალდებულებანი (ბანალიტეტი).

უმაღლეს საეკლესიო იერარქიას სათავეში ედგა რომის კათოლიკე პატრიარქი, ხოლო რიგითი სამღვდელოება მომეტებულად ბერძნულ-მართლმადიდებლური წესის მიმდევარი იყო.

ლათინთა იმპერიაში, რომელიც სოციალური, ეკონომიკური და რელიგიური წინააღმდეგობების მქონე სუსტი ფეოდალური გაერთიანება იყო, ვერ მოხდა ბერძნული და ლათინური კულტურის ორგანული შერწყმა.

                                                                       

კონსტანტინეპოლის აღება (1204)

ლათინთა იმპერიას განუწყვეტელი ბრძოლა უხდებოდა ბულგარეთის სამეფოსთან და ბიზანტიური მიწა-წყლის ნაწილზე აღმოცენებულ ახალ ბერძნულ სახელმწიფოებთან - ნიკეის იმპერიასა და ეპირის დესპოტატთან, ხოლო შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე, ქართველი ტომებით დასახლებულ მიწა-წყალზე აღმოცენდა საქართველოს ყმადნაფიცი სახელმწიფო - ტრაპიზონის იმპერია. ლათინთა იმპერია თანდათან კარგავდა თავის ტერიტორიებს; 1222 წელს ეპირის დესპოტმა ხელთ იგდო თესალონიკის სამეფო. ნიკეის იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგოსმა, რომელსაც ფულითა და ფლოტით ეხმარებოდნენ ვენეციის მოქიშპე გენუელები1261 წლის 25 ივლისს მოულოდნელად აიღო კონსტანტინოპოლი და ბოლო მოუღო ლათინთა იმპერიის არსებობას. ლათინთა იმპერიაში შემავალი რამდენიმე ფეოდალური სამფლობელო შუა და სამხრეთ საბერძნეთში ერთხანს შერჩათ ლათინებს, ხოლო ყოფილი იმპერატორის ბოდუენ II-ის (გ. 1273) მემკვიდრენი კიდევ დიდხანს აცხადებდნენ პრეტენზიას ლათინთა იმპერატორის ტიტულზე.

ლათინთა იმპერიამ სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ბიზანტიის იმპერიას, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა პირველობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო-პოლიტიკურ ურთიერთობებში და მნიშვნელოვნად განაპირობა ბიზანტიის საბოლოოდ დაცემა.





понедельник, 6 декабря 2021 г.

თალესი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  თალესი

თალეს მილითელი
(ძვ. ბერძნ. Θαλῆς ὁ Μιλήσιος; დ. ≈ ძვ. წ. 624 — გ. ≈ 546), ასევე თალეს მილესელი — სოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსი და შვიდ ბერძენ ბრძენთაგან ერთ-ერთი. მრავალი მეცნიერი მას ბერძნული ტრადიციის პირველ ფილოსოფოსად და ასევე მეცნიერების მამად მიიჩნევსთალესის დაბადების ზუსტი წელი ცნობილი არ არის. ერთადერთი მოვლენა მისი ცხოვრებიდან, რომელიც დანამდვილებითაა დათარიღებული ძვ. წ. 585 წლის მზის დაბნელებაა და სწორედ ეს წელია ტრადიციულად მიჩნეული დასავლური ფილოსოფიის საწყისად. აპოლოდორე ათენელის მიხედვით თალესი ძვ. წ. 624-625 წელს დაიბადა მილეტში (დღევანდელი თურქეთი). ცნობა დიოგენე ლაერტელს აქვს შემონახული. ნაწერში ძვ. წ. 640 წელია ნახსენები, თუმცა მიჩნეულია, რომ ნაწერში შეცდომაა და იგულისხმება ძვ. წ. 624 წელი (ზოგი წყაროს მიხედვით ძვ. წ. 625). აპოლოდორე ათენელს ჩვეოდა დაშვების გაკეთება, რომ ადამიანი თავისი მოღვაწეობის ზენიტში ყოფნისას 40 წლის იყო და სავარაუდოდ სწორედ აქედან მომდინარეობს ეს თარიღი.

დიოგენე ლაერტელის მიხედვით თალესის მშობლები იყვნენ ექსამიესი და კლეობულინე, ფინიკიური წარმოშობის დიდებულები კადმუსისა და აგენორის ხაზიდან, რომელიც ფინიკიიდან მილეტში გადაიხვეწა. დიოგენეს სხვებთან ერთად ერთ-ერთ წყაროდ ჰეროდოტე მოჰყავს, თუმცა ამ უკანასკნელს თალესის წარმოშობაზე ბევრი არ უწერია, მას მილეტელ კაცს, შორეული წარმოშობით ფინიკიელს უწოდებს.

თანამედროვე რეპუტაციით თალესი თეორეტიკოსი ფილოსოფოსია, თუმცა ძველ საბერძნეთში ის, როგორც ჩანს, საკმაოდ შთამბეჭდავ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოფანე თავის ერთ-ერთ პიესაში მის სახელს გენიოსის სინონიმად იყენებს, ახასიათებს რა ქალაქის მგეგმავს. ჰეროდოტეს ისტორიაშიც რამდენიმე ეპიზოდია შემონახული, რომელიც თალესს პოლიტიკოსად და სამხედრო ინჟინრად წარმოაჩენს. მაგალითად, ჰეროდოტეს მიხედვით თალესმა მოახერხა ლიდიის მეფის კრესეს არმიის მდინარე ჰალისიზე გადაყვანა კალაპოტის ორად გახლეჩით, რის შემდეგაც მდინარის ორივე ნაწილი გასავალი გახდა.

თალესი იყო პირველი ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. ის იყო ბერძნული ფილოსოფიის დამფუძნებელი. სავარაუდოდ ის ანაქსიმანდრეს მასწავლებელი იყო. ის თვლიდა, რომ საწყისი ელემენტი, რისგანაც შეიქმნა მსოფლიო იყო წყალი. ასევე მან მნიშვნელოვანი ცლილება მოახდინა, როდესაც თქვა, რომ ყველაფერს საფუძვლად უდევს უბრალო ფიზიკური წესები. მან ასევე წამოაყენა აზრი რომ ვარსკვლავები იყო სხვა მსოფლიოები. თალესმა ამით ბიძგი მისცა სხვა ფილოსოფოსებს, რაციონალიზმის პოზიციიდან ემსჯელათ ციური სხეულების ბუნებაზე. ამან გამოიწვია სწრაფი ზრდა აზრისა სხვა სამყაროების არსებობაზე. თალესმა ასევე იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება ძვ. წ. 585 წელს. თალესის არც ერთ ხელნაწერს ჩვენამდე არ მოუღწევია, რის გამოც ჩვენ ვეყრდნობით იმას რაც სხვებმა დაწერეს მასზე და მის ნაშრომებზე. პროკულუსი წერს რომ თალესი ახალგაზრდობაში წავიდა ეგვიპტეში და რაც ისწავლა ყველაფერი შეიტანა ბერძნულ მათემატიკაში და ფილოსოფიაში. გარდაიცვალა ძვ. წ. 546 წელს მილეტშივე.

აპოლოდორე „ქრონიკებში“ აღნიშნავს, რომ თალესი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა, 78 წლის ასაკში, ფიზიკური ვარჯიშის დროს. თანამემამულეებს დიდად დაუფასებიათ მისი ღვაწლი და შვიდ ბრძენთა შორის დაასახელეს.

  • 5 თეორემა ელემენტალური გეომეტრიიდან.
  • ვერტიკალური კუთხეები ტოლია;
  • ტოლფერდა სამკუთხედში ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია;
  • ორი სამკუთხედი ტოლია თუ მათი ორი კუთხე და ერთი გვერდი ტოლია;
  • წრეწირში ჩახაზული კუთხე, რომელიც დიამეტრს ეყრდნობა, მართია;
  • წრე დიამეტრით ორ ტოლ ნაწილად იყოფა;
  • მზისა და მთვარის სიდიდის გამოანგარიშება;
  • მცირე დათვის თანავარსკვლავედის აღმოჩენა;
  • მას პირველს უთქვამს: „მთვარე განათებულია მზის შუქით“;
  • იწინასწარმეტყველა 585 წლის 28 მაისის მზის დაბნელება;
  • ეგვიპტის პირამიდების სიმაღლის გაზომვა მათი ჩრდილების მეშვეობით;

თალესის თეორემა:

  • თუ კუთხის გვერდების გადამკვეთი პარალელური წრფეები მის ერთ გვერდზე ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს, მაშინ ეს წრფეები მეორე გვერდზეც ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს.
იხ. ვიდეო თალესი - ფილოსოფოსის აზრები 
ხსოვნა თალესმა სიცოცხლეშივე მოიპოვა სახელი, როგორც ბრძენი და ყველაზე ჭკვიანი ელინთა შორის. მისი სახელი უკვე მე-5 საუკუნეში იყო. ჩვ. წ.აღ. ბრძენისთვის საყოფაცხოვრებო სიტყვად იქცა. თალესს ანტიკურ ხანაში უკვე უწოდებდნენ „ფილოსოფიის მამას“ და მის „წინაპარს“ (ბერძნ. άρχηγέτης) . დიოგენე ლაერციუსი წერდა მასზე, როგორც „პირველ ბრძენზე“, ციცერონი, პლატონი და სტრაბონი – „პირველი ფილოსოფოსი“, იუსტინე და ევსები – „პირველი ბუნებისმეტყველი“, არისტოტელე – „ფილოსოფიის ფუძემდებელი“, აპულიუსი – „პირველი“. გეომეტრი“, ევდემი და მინუციუს ფელიქსი - „პირველი ასტრონომი“, პლინიუსი, ლაქტანციუსი და ტერტულიანე - „პირველი ფიზიკოსი“ . კომიკოსები არისტოფანე და პლაუტუსი ირონიული გაგებით იყენებდნენ სახელს თალესს, როგორც ეპითეტს სოფისტებისთვის.
დანტემ თალესი მოათავსა ჯოჯოხეთის პირველ წრეში - ლიმბი, სადაც არიან სათნო წარმართები. თანამედროვე დროში პირველი, ვინც დაიწყო თალესის სახელის დაკავშირება ფილოსოფიის გაჩენასთან, იყო გერმანელი ფილოსოფოსი დ.ტიდემანი (1748-1803). შემდგომში ეს აზრი აისახა ე.ზელერის (1814-1908), ა.შვეგლერის (1819-1857), ჰეგელისა და სხვა ფილოსოფოსების შრომებში. თანამედროვეები ხედავენ თალესის დამსახურებას მითოლოგიური მსოფლმხედველობის ფილოსოფიურად გადაქცევაში. იგი ითვლება ერთ-ერთ პირველ ბერძენ მოაზროვნედ, ადამიანად, რომელიც იყო ძველი ბერძნული აზროვნების სათავეში, რომელიც თავის მხრივ გახდა დასავლეთ ევროპის ცივილიზაციის აკვანი. თალესი და მისი „მილეზიური სკოლა“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც შუალედური ეტაპი რეალობის აღქმის მითოლოგიურ და მეცნიერულ მიდგომებს შორის. თუ შევაჯამებთ თალესის ყველა შეფასებას თანამედროვე და თანამედროვეობის ისტორიკოსების მიერ, მაშინ ისინი პრაქტიკულად არ განსხვავდებიან უძველესისგან. უძველესი ფილოსოფოსი აღწერილია, როგორც პირველი მათემატიკოსი და სამეცნიერო გეომეტრიის შემქმნელი, ასტრონომი, მეტეოროლოგი, ფიზიკოსი, მილეზიური სკოლის დამაარსებელი. 1935 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაასახელა თალეს მილეტის კრატერი მთვარის ხილულ მხარეს.
იხ. ვიდეო თალეს მილითელი - ენციკლოპედია



ვედები (ხალხი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ვედები (ხალხი)

შრი-ლანკის ვედური ენის ისტორიული ცეტრი. ვედების გავრცელების არეალი

(სინჰ. වැද්දා — ˈvædːaː, ტამილ. வேடுவர் — Vēṭuvar) — ხალხი, შრი-ლანკის ძირძველი მოსახლეობა. ცხოვრობენ ძირითადად აღმოსავლეთ პროვინციაში. რაოდენობა − 2 500 ადამიანი.

ენა — ვედების ენა წარმოადგენს კრეოლურ ენას სინჰალური ენის და სავარაუდოდ ვედების უძველესი ენის საფუძველზე, რომელიც დაფიქსირებულია მეცნიერების მიერ. იყენებენ, აგრეთვე, სინჰალურ ენას. აქვთ საიდუმლო რიტუალური საუბრები.

რელიგია - ბუდიზმიინდუიზმიანიმიზმი ტრადიციული კულტების შენარჩუნებით. ფართოდ არის განვითარებული შამანიზმიმაგია და რიტუალური ცეკვები.

თანამედროვე ეთნონიმი და თვითდასახელება (მხ. რ. - „ვედა“. ვარიანტები: ვედა, ბედა, ვედო, ვაედა, სინჰალურად ვადა. მრ. რ. - ვადო; ტამილური ვედან). ეტიმოლოგიურად წარმოდგება სანსკრიტული „ვიადჰადან“ («მშვილდოსანი, მონადირე»). გავრცელებულია, აგრეთვე, თავად სინჰალური სახელი „ვანიალა-ატო“ („ტყის მცხოვრებნი“, „ტყის ხალხები“, „ტყის მფლობელები“); ამ სახელებს იყენებენ თავად ვედებიც.

იხ. ვიდეო

დღეისათვის ისისნი კომპაქტურად ცხოვრობენ შღი-ლანკის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში. ვედების ქვეყანას - ”ვედარატას” უწოდებენ ბინტენეს ოლქს (მდინარეების გალ-ოიასა და მადურა-ოიას სათავეებში)

პროტოვედები ცხოვრობდნენ სამხრეთ აზიის მრავალ რაიონში. ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ. მდე I საუკუნეში ისინი მთელ კუნძულს ფლობდნენ შრი-ლანკაზე. ისინი თანდათან შეავიწროვეს და განდევნეს სინჰალებმა და ტამილებმა. სინჰალი მთავრები მათ იყენებდნენ კოლონიზატორების წინააღმდეგ როგორც საუკეთესო მზვერავებს და სნაიპერ მშვილდოსნებს.

რასა — ავსტრალოიდური. ისინი ახლოს დგანან ცენტრალურ ინდოეთში განსახლებულ ბჰილებთან, რომლებიც ინდოარიული წარმოშობის ხალხია და ასევე, ახლოს დგანან სამხრეთ ინდოეთის ზოგიერთ ტომებთან.

ვედები დაბალი სიმაღლის ხალხია. მათი საშუალო სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 153 სმ.

                                                               

ვედი-მამაკაცი

ვედები იყოფიან 9 მონათესავე ჯგუფად (ვარუგად): მორანა, უნაპანა, რუგამი, ურუ, ტალა, ნატუდენა, კირიტო, მებილე, გამა. თითოეული ჯგუფის წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს ნადირობის, კენკრის და თაფლი შეგროვების, თევზჭერის საკითხებში. აგრეთვე, ნადირობისას გამოქვაბულების, კლდის ეხების გამოყენებაში და სხვა თავისი საცხოვრებელი ტერიტორიის ფარგლებში. დღეისათვის ვედები იყოფიან სოფლის და ტყის ვედებად. ხელისუფლება ცდილობს მათ ასიმილაციას.

ოჯახი მონოგამიურია. გათხოვილი ქალები ცხოვრობენ მშობლებთან, ვაჟები - არა. ადრე ქორწინდებიან. უფლებები თანასწორი აქვთ. იდეალურად ითვლება ბიძაშვილ-მამიდაშვილების შეუღლება, ხოლო სისხლის აღრევად თვლიან ძმათა შვილების ან დათა შვილების შეუღლებას. გავრცელებულია ე.წ. ”სორორატი” (ძმის ქორწინება გარდაცვლილი ცოლის დასთან). ცერემონიები უბრალოა. საქმრო ჩუქნის საჩუქრებს.

ძირითადი საქმიანობა — ზეგნის კულტურების ხელით განაშენიანება, ნადირობა, თევზჭერა და შემგროვებლობა.

ხალხური რეწვა არ არის განვითარებული. პრიმიტიულ დონეზეა განვითარებული მეთუნეობა.

ძირითადი სანადირო იარაღები — მშვილდი და ისრები. ცნობილია, აგრეთვე, სანადირო ხაფანგები და სხვა პრიმიტიული იარაღები. წარსულში გამოიყენებოდა სპილოებზე მარბიელი ნადირობა. დღეისათვის, უმნიშვნელო რაოდენობით გამოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღები.

ტრადიციული საცხოვრებელი — შალაში. მასალა — ქერქი, ფესვები, ბალახი, ჩალა. შიდამორთულობა — ირმის ტყავები, თიხის ჭურჭელი, ცულები, ნაჯახები, თოხები, იარაღი. ღია ცეცხლის კერა საცხოვრებლის გარეთაა, ცეცხლს ანთებენ როგორც პირველყოფილები და შეიძლება უთანხმოების მიზეზიც გახდეს.

სამოსი — თეძოს სახვევი, რიტის ხის ქერქიდან დამზადებული წინსაფარი, მოგვიანებით გავრცელდა ბლუზასარი და ა.შ. ქალები ატარებენ მუხლებამდე ბამბის თეთრ ქვედატანებს. ბამბის ქსოვილებს ყიდულობენ ბატიკალოაში (ქალაქი შრი-ლანკის აღმოსავლეთ ნაწილში).

საკვები — მიწათმოქმედების, ნადირობის და შემგროვებლობის ნაყოფი






Perseverance (rover)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   ჩვენ ვიკლევთ სამყაროს  რათა ჩავწვდეთ მისი საიდუმლოებას

         Perseverance (rover) პერსევერანსი                                           (მარსახოდი)

სელფი ,, პერსევერანსის'' 
ინგლ. Perseverance ქართ. გამძლეობა - მარსახოდი - როვერი, რ-იც შექმნილია მარსზე ეზეროს კრატერის გამოსაკვლევად, როგორც ნასას მარსი 2020 ექსპედიციის ნაწილი. ის NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის მიერ იქნა წარმოებული და მარსზე გაშვებული იყო 2020 წლის 30 ივლისს. მარსზე დაშვება განხორციელდა 2021 წლის 18 თებერვალს. 2021 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, როვერმა დაფარა 2,67 კმ
Perseverance-ს აქვს შვიდი სამეცნიერო ინსტრუმენტი ჯეზეროს კრატერის რეგიონში მარსის ზედაპირის შესასწავლად. მას აქვს რამდენიმე კამერა გადასაღებად და ორი მიკროფონი ხმის ჩასაწერად. ტვირთამწეობაში ასევე მოიცავდა Ingenuity ვერტმფრენის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატს (UAV) მარსზე ფრენის უნარის დემონსტრირების ერთადერთი მიზნით. საექსპედიციო პროგრამით არ არის გათვალისწინებული შვეულმფრენის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობა როვერის მარშრუტის დაზვერვაში დასახმარებლად, რომელსაც გთავაზობთ Ingenuity სამუშაო ჯგუფი. უფრო მეტიც, "Perseverance" სამუშაო ჯგუფი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ვერტმფრენის ტესტერების მოთხოვნების მომსახურებას დრო ართმევდა "მარსი-2020"-ის წინაშე მდგარი ძირითადი ამოცანების შესრულებას. როვერის სახელი შეირჩა 28 ათასზე მეტი წინადადებიდან, რომელიც მიღებული იყო ეროვნული სასკოლო კონკურსის ფარგლებში. გამარჯვებული იყო ალექსანდრე მატერი, მეშვიდე კლასის მოსწავლე ვირჯინიიდან, რომელმაც შესთავაზა სახელი Perseverance. სტუდენტი და მისი ოჯახი მიიწვიეს კენედის კოსმოსურ ცენტრში და უყურეს როვერის გაშვებას კეიპ კანავერალის საჰაერო ძალების ბაზიდან.
იხ. ვიდეო ნასა დღეს გამოქვეყნა პირველად ისტორიაში მთლიანი ვიდეო კადრი მრსახოდის დაშვების წითელ პლანეტაზე
პერსევერანს მარსახოდის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ნჟინერებმა გადააკეთეს როვერის ბორბლები, რამაც ისინი უფრო ხისტი გახადა ვიდრე Curiosity-ის ბორბლები, რომლებიც დაზიანდა მარსზე მუშაობის დროს . "Perseverance"-მა მიიღო უფრო სქელი და ძლიერი ალუმინის დისკები, უფრო მცირე სიგანე და დიდი დიამეტრით (52,5 სმ) შედარებით "Curiosity" (50 სმ) . ექვსი მფრინავი ალუმინის შენადნობის ბორბლები აღჭურვილია მწვერვალებით უკეთესი წევისთვის და მრუდი ტიტანის სპიკებით ბალიშისთვის . მეტი სამეცნიერო ინსტრუმენტებისა და მოდიფიცირებული ბორბლების არსებობის გამო, Perseverance უფრო მძიმეა ვიდრე Curiosity 14%-ით (1025 კგ წინა როვერის 899 კგ-თან შედარებით). როვერი აღჭურვილია 2,1 მ სიგრძის ხუთსახსრიანი რობოტული „მკლავის“ მანიპულატორით, „ხელი“ მბრუნავ კოშკთან ერთად შექმნილია მარსის ზედაპირიდან გეოლოგიური ნიმუშების აღებისა და ანალიზისთვის.
პერსევერანსის რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში (17.12.2019)

როვერის რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი (MMRTG) იყენებს რადიოაქტიური იზოტოპების ბუნებრივი დაშლის შედეგად გამოთავისუფლებულ თერმულ ენერგიას და გარდაქმნის მას ელექტროენერგიად თერმოელექტრული გენერატორის გამოყენებით. მას აქვს 45 კგ და ენერგიის წყაროდ იყენებს 4,8 კგ პლუტონიუმის დიოქსიდს. როვერის დედამიწიდან გაშვების დროს გენერატორი გამოიმუშავებდა დაახლოებით 110 ვტ ენერგიას, მაგრამ ეს მნიშვნელობა ყოველწლიურად შემცირდება. როვერს ასევე აქვს ორი დატენვის ლითიუმ-იონური ბატარეა. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი უნდა უზრუნველყოფდეს როვერის 14 წლიანი ფუნქციონირებას. ის საშუალებას მისცემს როვერს იმუშაოს ღამით და მტვრის ქარიშხლის პირობებში, რაც შეუძლებელი იქნება მზის პანელების გამოყენებით .
შიდა სივრცე
როვერი იყენებს RAD750 პროცესორზე დაფუძნებულ რადიაციულ მდგრად კომპიუტერს, 133 MHz სიხშირით და 128 მბ დინამიური მეხსიერებით. პროგრამული უზრუნველყოფა ასევე იძლევა 4 GB არასტაბილურ NAND მეხსიერების გამოყენებას ცალკე ბარათზე. Ingenuity-ის არასაფრენი ვერტმფრენის სატესტო ფრენების მხარდასაჭერად, როვერზე დამონტაჟდა დამატებითი რადიო აღჭურვილობა: LS Research-ის მიერ წარმოებული სტანდარტული SiFlex2 მოდული და მათრახის ანტენა, მსგავსი ვერტმფრენზე დაყენებული. მოწყობილობებს შეუძლიათ კომუნიკაციის მხარდაჭერა Zigbee პროტოკოლის გამოყენებით 914 MHz სიხშირეზე 1000 მეტრამდე მანძილზე და ინფორმაციის გადაცემა 250 kbps-მდე სიჩქარით ცალმხრივ რეჟიმში ან 20 kbps-მდე ორმხრივი რადიოგაცვლის რეჟიმში. Perseverance-ის მისიის მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ ვერტმფრენი არ შედის როვერის ინსტრუმენტებში, მარსზე მიიტანეს მხოლოდ საჩვენებელი ფრენებისთვის, მისი საკომუნიკაციო მოთხოვნილებების მომსახურება მოითხოვს მნიშვნელოვან დროს რესურსებს ინფორმაციის დედამიწაზე გადასაცემად და მისმა ფუნქციონირებამ არ უნდა დააზარალოს. მთელი მისიების ძირითადი სამეცნიერო ამოცანები

შეკვეცა
დაღმართის მოდულში. როვერის ფსკერზე მიმაგრებულია Ingenuity ვერტმფრენი დაკეცილ მდგომარეობაში
, მაგრამ ჯერჯერობით დამცავი გარსაცმის გარეშე.



უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...