понедельник, 6 декабря 2021 г.

ვედები (ხალხი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ვედები (ხალხი)

შრი-ლანკის ვედური ენის ისტორიული ცეტრი. ვედების გავრცელების არეალი

(სინჰ. වැද්දා — ˈvædːaː, ტამილ. வேடுவர் — Vēṭuvar) — ხალხი, შრი-ლანკის ძირძველი მოსახლეობა. ცხოვრობენ ძირითადად აღმოსავლეთ პროვინციაში. რაოდენობა − 2 500 ადამიანი.

ენა — ვედების ენა წარმოადგენს კრეოლურ ენას სინჰალური ენის და სავარაუდოდ ვედების უძველესი ენის საფუძველზე, რომელიც დაფიქსირებულია მეცნიერების მიერ. იყენებენ, აგრეთვე, სინჰალურ ენას. აქვთ საიდუმლო რიტუალური საუბრები.

რელიგია - ბუდიზმიინდუიზმიანიმიზმი ტრადიციული კულტების შენარჩუნებით. ფართოდ არის განვითარებული შამანიზმიმაგია და რიტუალური ცეკვები.

თანამედროვე ეთნონიმი და თვითდასახელება (მხ. რ. - „ვედა“. ვარიანტები: ვედა, ბედა, ვედო, ვაედა, სინჰალურად ვადა. მრ. რ. - ვადო; ტამილური ვედან). ეტიმოლოგიურად წარმოდგება სანსკრიტული „ვიადჰადან“ («მშვილდოსანი, მონადირე»). გავრცელებულია, აგრეთვე, თავად სინჰალური სახელი „ვანიალა-ატო“ („ტყის მცხოვრებნი“, „ტყის ხალხები“, „ტყის მფლობელები“); ამ სახელებს იყენებენ თავად ვედებიც.

იხ. ვიდეო

დღეისათვის ისისნი კომპაქტურად ცხოვრობენ შღი-ლანკის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში. ვედების ქვეყანას - ”ვედარატას” უწოდებენ ბინტენეს ოლქს (მდინარეების გალ-ოიასა და მადურა-ოიას სათავეებში)

პროტოვედები ცხოვრობდნენ სამხრეთ აზიის მრავალ რაიონში. ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ. მდე I საუკუნეში ისინი მთელ კუნძულს ფლობდნენ შრი-ლანკაზე. ისინი თანდათან შეავიწროვეს და განდევნეს სინჰალებმა და ტამილებმა. სინჰალი მთავრები მათ იყენებდნენ კოლონიზატორების წინააღმდეგ როგორც საუკეთესო მზვერავებს და სნაიპერ მშვილდოსნებს.

რასა — ავსტრალოიდური. ისინი ახლოს დგანან ცენტრალურ ინდოეთში განსახლებულ ბჰილებთან, რომლებიც ინდოარიული წარმოშობის ხალხია და ასევე, ახლოს დგანან სამხრეთ ინდოეთის ზოგიერთ ტომებთან.

ვედები დაბალი სიმაღლის ხალხია. მათი საშუალო სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 153 სმ.

                                                               

ვედი-მამაკაცი

ვედები იყოფიან 9 მონათესავე ჯგუფად (ვარუგად): მორანა, უნაპანა, რუგამი, ურუ, ტალა, ნატუდენა, კირიტო, მებილე, გამა. თითოეული ჯგუფის წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს ნადირობის, კენკრის და თაფლი შეგროვების, თევზჭერის საკითხებში. აგრეთვე, ნადირობისას გამოქვაბულების, კლდის ეხების გამოყენებაში და სხვა თავისი საცხოვრებელი ტერიტორიის ფარგლებში. დღეისათვის ვედები იყოფიან სოფლის და ტყის ვედებად. ხელისუფლება ცდილობს მათ ასიმილაციას.

ოჯახი მონოგამიურია. გათხოვილი ქალები ცხოვრობენ მშობლებთან, ვაჟები - არა. ადრე ქორწინდებიან. უფლებები თანასწორი აქვთ. იდეალურად ითვლება ბიძაშვილ-მამიდაშვილების შეუღლება, ხოლო სისხლის აღრევად თვლიან ძმათა შვილების ან დათა შვილების შეუღლებას. გავრცელებულია ე.წ. ”სორორატი” (ძმის ქორწინება გარდაცვლილი ცოლის დასთან). ცერემონიები უბრალოა. საქმრო ჩუქნის საჩუქრებს.

ძირითადი საქმიანობა — ზეგნის კულტურების ხელით განაშენიანება, ნადირობა, თევზჭერა და შემგროვებლობა.

ხალხური რეწვა არ არის განვითარებული. პრიმიტიულ დონეზეა განვითარებული მეთუნეობა.

ძირითადი სანადირო იარაღები — მშვილდი და ისრები. ცნობილია, აგრეთვე, სანადირო ხაფანგები და სხვა პრიმიტიული იარაღები. წარსულში გამოიყენებოდა სპილოებზე მარბიელი ნადირობა. დღეისათვის, უმნიშვნელო რაოდენობით გამოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღები.

ტრადიციული საცხოვრებელი — შალაში. მასალა — ქერქი, ფესვები, ბალახი, ჩალა. შიდამორთულობა — ირმის ტყავები, თიხის ჭურჭელი, ცულები, ნაჯახები, თოხები, იარაღი. ღია ცეცხლის კერა საცხოვრებლის გარეთაა, ცეცხლს ანთებენ როგორც პირველყოფილები და შეიძლება უთანხმოების მიზეზიც გახდეს.

სამოსი — თეძოს სახვევი, რიტის ხის ქერქიდან დამზადებული წინსაფარი, მოგვიანებით გავრცელდა ბლუზასარი და ა.შ. ქალები ატარებენ მუხლებამდე ბამბის თეთრ ქვედატანებს. ბამბის ქსოვილებს ყიდულობენ ბატიკალოაში (ქალაქი შრი-ლანკის აღმოსავლეთ ნაწილში).

საკვები — მიწათმოქმედების, ნადირობის და შემგროვებლობის ნაყოფი






Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...