воскресенье, 5 декабря 2021 г.

ბი ბი კინგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ბი ბი კინგი

(ინგლ. B. B. King; დ. 16 სექტემბერი1925 — გ. 14 მაისი2015ლას-ვეგასი) — ამერიკელი ბლუზ გიტარისტი. მისი ნამდვილი სახელია რილი ბი კინგი (Riley B. King). მიიჩნევა ბლუზის მეფედ და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბლუზ-გიტარისტად.

ბი ბი კინგი არის ლიცენზირებული პილოტი, ცნობილი აზარტული მოთამაშე, ვეგეტარიანელი, არამწეველი და არამსმელი ადამიანი. მას დიაბეტი აწუხებს და მთელი ცხოვრება გამოდიოდა დიაბეტით დაავადებულთა მხარდასაჭერად.

მისი საყვარელი მომღერალი იყო ფრენკ სინატრა. ბი ბი კინგი იხსენებს საკუთარ ავტობიოგრაფიაში თუ როგორ იძინებდა ყოველ საღამოს ფრენკ სინატრას კლასიკური ალბომის, In the Wee Small Hours-ის, მოსმენის შემდეგ. კინგი სინატრას მოიხსენიებდა როგორც ადამიანს რომელმაც შავკანიან შემსრულებლებს კარი გაუღო და შანსი მისცა დაეკრათ თეთრების გვერდით.

ბი ბი კინგი არის 17 შვილის მამა, რომლებიც სხვადასხვა ქალებთან შეეძინა

ბი ბი კინგმა ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობა 1947 წლიდან დაიწყო. მემფისში ის ერთ დროს დისკ ჟოკეი იყო, სადაც ზედმეტ სახელი Beale Street Blues Boy შეარქვეს, შემოკლებით კი ბი ბი(BB).

1950-იანებში იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი R&B მუსიკოსი და მრავალი საინტერესო სიმღერა ჩაწერა.

1964 წელს გამოვიდა ლეგენდარული ალბომი Live at the Regal.

პირველი დიდი წარმატება მას 1969 წელს როი ჰოვკინსის სიმღერამ, The Trill Is Gone-მა, მოუტანა. მისეულმა ვერსიამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა Pop და R&B ჩარტებში პარალელურად, რაც იმ დროისათვის უჩვეულო რამ იყო. ამავე წელს გამართულმა ამერიკულმა ტურნემ უფრო როკის სახე მიიღო.

ბი ბი კინგის წარმატება 1970-იანებშიც გრძელდებოდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ სიმღერები To Know You Is To Love You და I Like To Live The Love.

1951-1985 წლებში ბი ბი კინგის სიმღერები Billboard-ის R&B ჩარტებში 74-ჯერ მოხვდა.

1980, 1990 და 2000-იანებში იგი სულ უფრო და უფრო ნაკლებ სიმღერებს წერდა, მაგრამ აქტიური კარიერა არ შეუწყვეტია და ხშირად ჩნდებოდა სატელევიზიო შოუებში.

1988 წელს მან თაყვანისმცემლების კიდევ ერთი ნაკადი შეიძინა როდესაც გამოვიდა მისი დეუტი ირლანდიურ ჯგუფ U2-სთან, სიმღერას When Love Comes To Town ერქვა.

2000 წელს კი გამოვიდა მისი და ერიკ კლეპტონის დუეტი Riding With the King.

ასევე 2000 წელს ბი ბი კინგი გამოჩნდა ფილმში The Blues Brothers 2000.


იხ. ვიდეო B.B. King - The Thrill Is Gone [Crossroads 2010] (Official Live Video)





80 წლის ასაკში ბი ბი კინგმა გამოსამშვიდობებელი ტურნე გამართა. ის 2006 წელს ინგლისში დაიწყო. ბლუზის მეფე ამ ჟანრში ასევე კარგად ცნობილ შემსრულებელთან, გარი მურთან ერთად გამოვიდა. შემდეგ იყო ევროპა.

ამას მოყვა 6 კონცერტი ბრაზილიაში. სან პაულოში ერთმა ჟურნალისტმა ბი ბი კინგს ჰკითხა იქნებოდა თუ არა ეს მისი ბოლო კონცერტი, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: "ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია შოტლანდიელი შონ კონერი, რომელიც ცნობილია როგორც აგენტ 007-ის საუკეთესო შემსრულებელი, მის ერთ-ერთ ფილმს კი ჰქვია "არასოდეს თქვა არასოდეს"". პასუხი სრულიად გასაგები იყო.

2007 წელს ბი ბი კინგმა მონაწილეობა მიიღო Crossroads Guitar Festival-ში ერიკ კლაპტონთან ერთად. მთელი ფული გადაირიცხა ანტიგუას დასახმარებლად.

Lucille არის ბი ბი კინგის ერთ-ერთი სავაჭრო ნიშანი. ასე მის გიტარებს ჰქვია. ეს სახელი მისმა გიტარამ მას შემდეგ მიიღო რაც ორივენი ხანძარს ძლივს გადაურჩნენ. ერთ-ერთ ადგილას სადაც უკრავდა, ორი მამაკაცი ქალის გულისთვის წაჩხუბდა, რომლის სახელიც იყო Lucille. ამ ჩხუბში მათ შემთხვევით ნავთქურა წააქციეს და ხანძარიც გაჩნდა. მას შემდეგ რაც ბი ბი კინგი გარეთ გამოვიდა, გაახსენდა რომ გიტარა შიგნით დარჩა და სწრაფად შებრუნდა უკან, რის შემდეგაც ძლივს გამოასწრო გარეთ. ამის შემდეგ მან საკუთარ გიტარას Lucille დაარქვა, რათა არასოდეს დავიწყებოდა ის შემთხვევა და არასოდეს გაემეორებინა მსგავსი საქციელი.

52 წლის განმავლობაში ბი ბი კინგმა 15 000 კონცერტსა და შოუში მიიღო მონაწილეობა.

ბი ბი კინგი არის ცნობილია აქტიური მოღვაწეობით ბავშვებისათვის მუსიკალური განათლების მიცემის სფეროში. 2002 წელს ის ოფიციალურად გახდა საქველმოქმედო ორგანიზაცია Little Kids Rock-ის პარტნიორი, რომელიც უფასოდ ავრცელებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ატარებს გაკვეთილებს აშშ-ს მასშტაბით. იგი ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს საპატიო წევრია.

იხ. ვიდეო B. B. King - The Thrill Is Gone (Live at Montreux 1993) | Stages B.B. King is the greatest living exponent of the blues and considered by many to be the most influential guitarist of the latter part of the 20th century. His career dates back to the late forties and despite now being in his eighties he remains a vibrant and charismatic live performer. B.B. King has been a frequent visitor to the Montreux festival, appearing nearly 20 times, so choosing one performance was no easy task. This 1993 concert will surely rank as one of his finest at any venue. With a superb backing band and a great set list its a must for any blues fan.



კინგი ბლუზის უდიდესი ცოცხალი წარმომადგენელია და ბევრი მიიჩნევს მე-20 საუკუნის ბოლო ნაწილის ყველაზე გავლენიან გიტარისტად. მისი კარიერა ორმოციანი წლების ბოლოს თარიღდება და მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ოთხმოციანია, ის რჩება ცოცხალი და ქარიზმატული ცოცხალი შემსრულებლად. ბ.ბ. კინგი ხშირი სტუმარი იყო მონტრეს ფესტივალზე, თითქმის 20-ჯერ გამოვიდა, ამიტომ ერთი სპექტაკლის არჩევა ადვილი საქმე არ იყო. 1993 წლის ეს კონცერტი აუცილებლად იქნება მისი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ნებისმიერ ადგილას. შესანიშნავი დამხმარე ჯგუფით და შესანიშნავი სეტების სიით, ეს აუცილებელია ბლუზის ნებისმიერი მოყვარულისთვის.







Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...