суббота, 4 декабря 2021 г.

ჰერმან გერინგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              ჰერმან გერინგი 

(გერმ. Hermann Wilhelm Göringგერმანულად: [ˈɡøːʁɪŋ] ( მოსმენა); დ. 12 იანვარი1893 — გ. 15 ოქტომბერი1946) — გერმანელი პოლიტიკოსი, სამხედრო მოღვაწე და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში როგორც მფრინავი-ასი. სამხედრო დამსახურებებისთვის მიიღო ჯილდო Pour le Mérite[en], აგრეთვე ცნობილი როგორც ლურჯი მაქსი. იყო გამანადგურებელი ფრთა Jagdgeschwader 1-ის ბოლო უფროსი.

                                                                      

ჰერმან გერინგი და ადოლფ ჰიტლერი 1943წ-ს

როგორც ნაცისტური პარტიის წევრმა 1923 წელს მიიღო მონაწილეობა ჩახშობილ სახელმწიფო გადატრიალებაში, რომელიც ცნობილია როგორც ლუდის პუტჩი. ბრძოლების დროს იგი დაიჭრა, რის შემდეგაც წამლის სახით მიღებულ მორფინზე გახდა დამოკიდებული. 1933 წელს, მას შემდეგ რაც ადოლფ ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა, გერინგი გერმანიაში მეორე ადამიანი გახდა. გერინგია საიდუმლო პოლიციის, გესტაპოს დამაარსებელი, რომლის კონტროლიც მან მოგვიანებით ჰაინრიხ ჰიმლერს გადააბარა. 1935 წელს გახდა გერმანიის საჰაერო ძალების, ლუფტვაფეს მთავარსარდალი. თანამდებობა მან თითქმის მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე შეინარჩუნა. მოკავშირეთა დაბომბვის კამპანიამდე, გერინგი საკმაოდ პოპულარული იყო გერმანულ საზოგადოებაში. 1940 წლისთვის მან ძალაუფლების და გავლენის პიკს მიაღწია. როგორც ოთხწლიან გეგმაზე პასუხისმგებელზე, მასზე იყო დამოკიდებული გერმანული ეკონომიკის ნაწილის ფუნქციონირება. ჰიტლერის ბრძანებით, გერინგს მიენიჭა ვერმახტისთვის უმაღლესი, რაიხსმარშალის წოდება. 1941 წელს, ჰიტლერმა იგი პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე თავის მემკვიდრედ დანიშნა.

მისი და ჰიტლერის ურთიერთობის გაცივება დაიწყო 1943 წლის დასაწყისისთვის, როდესაც ლუფტვაფეს აღარ შეეძლო მოკავშირეთა მიერ გერმანული ქალაქების დაბომბვის შეჩერება და სტალინგრადში ალყაში მოქცეული მე-6 არმიის საჰაერო გზით მომარაგება. ამის შემდეგ, გერინგმა თითქმის დატოვა პოლიტიკური და სამხედრო ასპარეზი და შეუდგა საკუთრების და ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას. 1945 წლის 22 აპრილს, როდესაც მას აცნობეს, რომ ჰიტლერი თვითმკვლელობას აპირებდა, გერინგმა ფიურერს რაიხზე კონტროლის გადაბარების თხოვნით მიმართა. ჰიტლერმა ეს მტრულ და მოღალატე აქტად ჩათვალა, გერინგი სახელმწიფო და პარტიული თანამდებობებიდან მოხსნა და მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნიურნბერგის პროცესზე გერინგს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და სამხედრო დანაშაულებისთვის წაუყენეს ბრალდება. მისი განაჩენი იყო ჩამოხრჩობა, თუმცა, მის შესრულებამდე ერთი დღით ადრე გერინგმა ციანიდი გადაყლაპა.

                                                         იხ. ვიდეო ჰერმან გერინგი

რინგი დაიბადა 1893 წლის 12 იანვარში[4]გერმანიის იმპერიის ქალაქ როზენჰაიმის მარინბადის სანატორიაში. მამამისი, ჰაინრიხ ერნსტ გერინგი (13 ოქტომბერი1839 — 7 დეკემბერი1913), კავალერიის ყოფილი ოფიცერი, იყო სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის გერმანული პროტექტორატის (დღევანდელი ნამიბია) პირველი გენერალ-გუბერნატორი. მთლიანობაში, ჰაინრიხ გერინგს ჰყავდა 9 შვილი, ჰერმანი კი მისი მეორე ცოლის, ბავარიელი გლეხი ფრანცისკა ტიფენბრუნის (1859–1943) ხუთი შვილიდან მეოთხე იყო. ჰერმანის უფროსი და-ძმანი იყვნენ კარლი, ოლგა და პაულა, უმცროსი ძმა კი ალბერტი იყო. ჰერმანის დაბადების დროს მამამისი იმყოფებოდა ჰაიტიში, როგორც გენერალური კონსული. ფრანცისკა გერმანიაში მოკლე დროით, მხოლოდ მშობიარობისთვის დაბრუნდა. ახალდაბადებული შვილი მან ბავარიაში, თავის მეგობარს დაუტოვა და შემდეგ მხოლოდ სამი წლის შემდეგ ნახა, როდესაც ქმართან ერთად გერმანიაში დაბრუნდა.

გერინგი 1907 წელს, 14 წლის ასაკში

ჰერმანის ნათლია იყო ჰერმან ეპენშტაინი – მდიდარი ებრაელი ფიზიკოსი და ბიზნესმენი, რომელსაც ჰაინრიხ გერინგი აფრიკაში შეხვდა. ეპენშტაინმა ოჯახს, რომელიც თავს ჰაინრიხის პენსიით ირჩენდა, ბერლინ-ფრიდენაუში სახლი უყიდა, მოგვიანებით კი ნიურნბერგთან ახლოს მდებარე პატარა სასახლე Veldenstein აჩუქა. გერინგის დედა 15 წლის განმავლობაში იყო ეპენშტაინის საყვარელი. ეპენშტაინმა, თავის მხრივ, მოიპოვა რიტერ ფონ ეპენშტაინის ტიტული სამეფო გვირგვინისთვის გაცემული შემოწირულობისათვის.

გერინგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო სამხედრო კარიერათი. მას ძალიან უყვარდა მამის ნაჩუქარი ბურების უნიფორმის ჩაცმა. თერთმეტი წლის ასაკში იგი მიაბარეს კერძო სკოლა-პანსიონატში, სადაც ცუდი საჭმელი და მკაცრი დისციპლინა იყო. გერინგმა ამას ვერ გაუძლო – ვიოლინოს გაყიდვით მიღებული ფულით მან სახლამდ მისასვლელი მატარებლის ბილეთი შეიძინა, საწოლში დაწვა და ავადმყოფობის სიმულირება დაიწყო. იგი მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როდესაც უთხრეს, რომ შეეძლო სკოლაში არ დაბრუნებულიყო. გერინგს კვლავ მოსწონდა სამხედრო საქმე — იგი ვითომ ალყას არტყავდა ველდენშტაინის სასახლეს. გარდა ამისა, იგი სწავლობდა ტევტონიკურ ლეგენდებს და საგებს. გერინგი ასევე მთამსვლელი გახდა. თექვსმეტი წლის ასაკში ის გააგზავნეს სამხედრო აკადემიაში, რომელიც მან ფრიადად დაამთავრა (ნიურნბერგის პროცესის დროს, ფსიქოლოგმა გუსტავ გილბერტმა დაადგინა, რომ გერინგის IQ 138-ია). 1912 წელს გერინგი პრუსიის არმიის პრინც ვილჰელმის სახელობის პოლკში ჩაირიცხა. 1913 წელს, გერინგის დედა ეპენშტაინს გაშორდა, რის გამოც ოჯახს ველდენშტაინის სასახლის დატოვება და მიუნხენში გადასვლა მოუწია. მალევე, გარდაიცვალა ჰაინრიხ ერნსტ გერინგი. 1914 წლის აგვისტოში, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, გერინგი და მისი პოლკი დისლოცირებული იყო ქალაქ მიულუზში.

პირველი მსოფლიო ომი

პირველი მსოფლიო ომის პირველ წელს, გერინგი თავის ქვეით პოლკთან ერთად საგარნიზონო ქალაქ მიულუზში იმყოფებოდა, რომელიც ფრანგული ფრონტიდან 2 კილომეტრში იყო. სანგრებში ნესტიანობის გამო, გერინგმა რევმატიზმი მიიღო. ჰოსპიტალში ყოფნის დროს, მეგობარმა ბრუნო ლორცერმა გერინგი დაარწმუნა გადასულიყო ავიაციურ ნაწილში, რომელიც 1916 წლის ოქტომბრისთვის Luftstreitkräfte (საჰაერო ძალები) გახდა. გერინგს გადაყვანაზე უარი უთხრეს. იმავე წელს, იგი ლორცერთან ერთად მფრინავ აპარატ Feldflieger Abteilung 25-ზე (FFA 25) გაფრინდა, რითიც თავი არაოფიციალურად მფრინავების რიგებში გადაიყვანა. მისი გაფრენა შეუმჩნეველი არ დარჩა – სასჯელად მას 3 კვირა ყაზარმაში „დაპატიმრება“ მიუსაჯეს. მიუხედავად ამისა, განაჩენი არ აღსრულდა. იმ დროს, როდესაც წესით განაჩენი უნდა აღსრულებულიყო, გერინგის და ლორცერის კავშირი ოფიციალური გახდა. ერთად ისინი FFA 25-ზე მფრინავი გუნდი გახდნენ და სამხედრო სამსახურის გავლა ხელმწიფის მეხუთე არმიაში გააგრძელეს. გერინგი და ლორცერი ასრულებდნენ დამბომბავ და სადაზვერვო დავალებებს, რის გამოც მათ სამეფო ოჯახისაგან პირველი კლასის რკინის ჯვარი მიიღეს.

პილოტის სავარჯიშო კურსების დამთავრების შემდეგ, გერინგი Jagdstaffel 5-ში განამწესეს. ერთ-ერთი საჰაერო ბრძოლის გერინგი დაიჭრა თეძოში, რის შემდეგაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ამის შემდეგ, 1917 წლის თებერვალში, იგი გადაიყვანეს Jagdstaffel 26-ში, რომელსაც ლორცერი მეთაურობდა. მაისამდე გერინგი სტაბილურად იმარჯვებდა ბრძოლებში. საბოლოოდ, იგი Jagdstaffel 27-ის მეთაურად დანიშნეს. გერინგმა კვლავ განაგრძო გამარჯვებების მოპოვება. ორი რკინის ჯვრის გარდა (I და II კლასი), გერინგმა მიიღო ცარიგერის ლომის ორდენი ხმლებით, ფრიდრიხ ორდენი, მესამე კლასის ჰოენცოლერნის სახლის ორდენი ხმლებით, ხოლო 1918 წელს მან მიიღო Pour le Mériteჰერმან დალმანი, რომელიც იცნობდა გერინგს და ლორცერს, ამტკიცებს, რომ გერინგის დაჯილდოება ლორცერის ლობიში მოხდა.  პირველი მსოფლიო ომი გერინგმა 22 სამხედრო გამარჯვებით დაასრულა. ომის შემდეგ მოკავშირეების მიერ ჩატარებული დანაკარგების აღრიცვის მიხედვით, გერინგის ორი გამარჯვება საეჭვოა, სამი შესაძლოა, დანარჩენი 17 კი ნამდვილი, ან კიდევ, თითქმის დადასტურებულია.

1918 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა წითელი ბარონისმანფრედ ფონ რიხტჰოფენის მემკვიდრე, ვილჰელმ რაინჰარდი, რის შედეგადაც 7 ივლისს გერინგი სათავეში ჩაუდგა მფრინავ ცირკ Jadgeschwader 1-ს. მისი ქედმაღლობის გაო, ესკადრონის პილოტებს შორის იგი არაპოპულარული იყო.

ომის ბოლო დღეებში, გერინგს უბრძანეს მოეხსნა ესკადრონი ფრონტის ხაზიდან და გადასულიყო ჯერ ტელანკორტის აეროდრომზე, შემდეგ კი დარმსტადში. საბოლოოდ, მან მიიღო ბრძანება გადაეცა თვითმფრინავები მოკავშირეებისთვის, რაზეც მან უარი განაცხადა. ესკადრონის არაერთმა პილოტმა განზრახ გაანადგურა თავისი თვითმფრინავი, რათა ისინი მტრის ხელში არ გადასულიყვნენ.

ბევრი სხვა გერმანელი ვეტერანის მსგავსად, გერინგი იზიარებდა ზურგში დანის ჩარჭობის თეორიას, რომლის მიხედვითაც გერმანულ ჯარს ომი არ წაუგია. სინამდვილეში, დამარცხების მიზეზი გახდა სამოქალაქო ლიდერობა: მარქსისტები, ებრაელები და განსაკუთრებულად რესპუბლიკელები, რომლებმაც გერმანული მონარქია დაამხეს.

                                                               

მოტინგზე (1927)

                                        პირველი მსოფლიო ომის შემდეგ

ომის შემდეგ, გერინგი ავიაციაში დარჩა. იგი ცდილობდა თვითმფრინავით გასართობი წარმოდგენები ჩაეტარებინა. ხანმოკლე პერიოდი მუშაობდა კომპანია Fokker-ში. 1919 წელს დანიაში ცხოვრების შემდეგ, იგი გადავიდა შვედეთში, სადაც მუშაობა დაიწყო Svensk Lufttrafik-ში. გერინგს ასევე ხშირად ქირაობდნენ ხოლმე პირადი ფრენებისთვის. ასე, 1920-1921 წლის ზამთარში, იგი დაიქირავა კოუნტ ერიკ ფონ როზენმა და გერინგი ღამის გასათევად დაპატიჟა. დამქირავლების სახლში მომავალმა რაიხსმარშალმა პირველად ნახა სვასტიკა, რომელიც როზენს ოჯახის სიმბოლო.[20]

შვედეთშივე გერინგი პირველად შეხვდა თავის მომავალ ცოლს: როზენმა. სტუმარს წარუდგინა თავისი მული, ბარონესა კარინ ფონ კანცოუ, რომელიც ქმარს დაშორებული იყო და რვა წლის შვილი ჰყავდა. გერინგი მაშინვე დაინტერესდა და ბარონესას სტოკჰოლმში შეხვედრა სთხოვა. ისინი ფონ კანცოუს მშობლების სახლში შეხვდნენ, 1921 წელი კი ერთად გაატარეს. როდესაც გერინგი მიუნხენში უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების შესასწავლელად გაემგზავრა, მისმა შეყვარებულმა განქორწინება მოიპოვა და გერინგს გაჰყვა. ისინი 1922 წლის 3 თებერვალს დაქორწინდნენ. მათი პირველი სახლი მდებარეობდა მიუნხენიდან 80 კილომეტრში. 1922 წელს, ადოლფ ჰიტლერთან შეხვედრის და ნაცისტურ პარტიაში გაწევვრიანების შემდეგ, ისინი მიუნხენის გარეუბან ობერმენცინგში (Obermenzing) გადავიდნენ საცხოვრებლად.

                              ადრეული კარიერა ნაცისტურ პარტიაში

გერინგი ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში 1922 წელს, ჰიტლერის გამოსვლის მოსმენის შემდეგ გაწევრიანდა. 1923 წელს, პარტიის ნახევრად სამხედრო ორგანიზაციაში, SA-ში გერინგს ჯერ Oberster SA-Führer-ის, შემდეგ კი გრუპენფიურერის ჩინი მიანიჭეს, რომელიც მან 1945 წლამდე შეინარჩუნა. ამავე დროს, მისი ცოლი, რომელსაც ჰიტლერი მოსწონდა, ხშირად აწყობდა ნაცისტთა ლიდერების შეხვედრას. მათ შორის იყვნენ თვითონ გერინგი, ჰიტლერირუდოლფ ჰესიალფრედ როზენბერგი და ერნსტ რემი.  მოგვიანებით, ჰიტლერმა გაიხსენა ადრეული კავშირი გერინგთან:

მე ის მომწონდა. მე ის ჩემი SA-ს მეთაურად დავნიშნე. მათ შორის იგი იყო ერთადერთი, რომელიც SA-ს სწორად გაუძღვა. მე მას დაფლეთილი ბრბო მივეცი, მოკლე დროში კი მან 11,000-კაციანი დივიზია შექმნა.

1920-იანი წლების დასაწყისში ჰიტლერი და ნაცისტური პარტია პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნით მიუნხენში ყრილობებს და მასობრივ შეხვედრებს ატარებდნენ. ბენიტო მუსოლინის მიერ განხორციელებული რომზე მარშით შთაგონებულმა ნაცისტებმა 1923 წლის 8-9 ნოემბერს მოაწყვეს თავიანთი პუტჩი, ცნობილი როგორც ლუდის პუტჩი. მთავრობის ერთგულ დანაყოფებთან ბრძოლის დროს ჰიტლერთან ახლოს მყოფი გერინგი ფეხში დაიჭრა. გარდა ამისა, დაიღუპა 14 ნაცისტი და 4 პოლიციელი. დააპატიმრეს ჰიტლერიც. ცოლის დახმარებით, გერინგი გადაიმალა ავსტრიულ ინსბრუკში, სადაც ქირურგიული ჩარევა და მორფინი მიიღო. იქიდან დაიწყო გერინგის დამოკიდებულება მორფინის მიმართ. ჰოსპიტალში გერინგი იმ წლის 24 დეკემბრამდე იმყოფებოდა. ამავე დროს, მიუნხენის ხელისუფლებამ მასზე ძებნა გამოაცხადა. გერინგს, რომელსაც დიდი ფინანსები არ ჰქონდა, ნაცისტების მიმართებაში სიმპატიით განწყობილ ადამიანებზე მოუწია დაყრდნობა. 1924 წლის მაისს იგი ეწვია იტალიას, რომში კი შეხვდა იტალიელი ფაშისტების ლიდერ ბენიტო მუსოლინის, რომელმაც დაპატიმრებულ ჰიტლერთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

                                                                იხ. ვიდეო





Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...