среда, 22 декабря 2021 г.

შარლ დე გოლი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                                        რუბრიკა   ციკლიდან  

         გამოჩენილი სახელწიფო  და სამხედრო    მოღვაწეები

                            შარლ დე გოლი  

შარლ დე გოლი მეორე მსოფლიო ომისას

(ფრანგ. Charles André Joseph Marie de Gaulle; დ. 22 ნოემბერი1890 — გ. 9 ნოემბერი1970) — ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი (1958-69). საფრანგეთში მას ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც „გენერალი დე გოლი“.

მეორე მსოფლიო ომამდე მან სახელი გაითქვა, როგორც სატანკო ტაქტიკოსმა და მძიმე ტექნიკისა და ავიაციის კონცენტრირებულად გამოყენების მომხრე სტრატეგმა. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო თავისუფალი საფრანგეთის მოძრაობის ლიდერი და დროებითი მთავრობის მეთაური 1944-1946 წლებში. 1958 წელს მისი მოწოდებით შეიქმნა ახალი მთავრობა, მნიშვნელოვანი წვლილი გაიღო ახალი კონსტიტუციის შექმნაში და იყო მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1958-69 წლებში. მისი პოლიტიკური იდეოლოგია ცნობილია, როგორც გოლიზმი, და მან დიდი გავლენა იქონია ფრანგული პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე.

                                                                        

სახლი ლილეში სადაც დაიბადა დე გოლი
შარლ დე გოლი დაიბადა მორწმუნე კათოლიკეთა ოჯახში. 1912 წელს დაამთავრა სან-სიროს სამხედრო კოლეჯი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას იგი მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში და ძალიან მალე, 1914 წლის 15 აგვისტოს იგი პირველ საბრძოლო ჭრილობას იღებს და მხოლოდ ოქტომბერში ბრუნდება მწყობრში. 1915 წლის 10 მარტს იგი კვლავ დაიჭრება და გამოჯანმრთელების შემდეგ, ახალგაზრდა დე გოლი კვლავ უბრუნდება ბრძოლის ველს. 1916 წელს იგი მესამედ დაიჭრება. ამ დროისათვის ოფიციალურ პარიზს იგი უკვე გარდაცვლილად მიაჩნია, მაგრამ დე გოლი სიცოცხლეს გერმანელების ტყვეობაში აგრძელებს. 1918 წლის 11 ნოემბერს მას ტყვეობიდან ათავისუფლებენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებას დე გოლი პოლკოვნიკის რანგში ხვდება. 1940 წლის 15 ივნისს იგი ემიგრაციაში მიდის დიდ ბრიტანეთში, რისი მიზეზიც გახდა მისი უთანხმოება მთავრობის წარმომადგენლებთან. დიდ ბრიტანეთში ის აყალიბებს ლეგენდარულ ორგანიზაციას „თავისუფალ საფრანგეთს“. 1958 წლის 21 დეკემბერს, მრავალწლიანი უკომპრომისო პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ, ფრანგი ერი გენერალ შარლ დე გოლს საკუთარ ლიდერად აღიარებს და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ქვეყნის ბედს ანდობს ადამიანს, რომელმაც არაერთი წელი შესწირა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მისი ძალისხმევით მრავალი ფრანგული კოლონია გათავისუფლდა და მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1965 წელს მას ხელმეორედ ირჩევენ საფრანგეთის პრეზიდენტად. 1966 წლის 21 თებერვალს დე გოლის გადაწყვეტილებით, საფრანგეთი გამოდის ნატოს სამხედრო სტრუქტურებიდან (მაგრამ დარჩა ორგანიზაციის შემადგენლობაში) და ამ მომენტიდან ოფიციალური პარიზი აღარ ერიდება საკუთარი ანტიამერიკული პოზიციის გამოხატვას. 1968 წლის 2 მაისს საფრანგეთში იფეთქა სტუდენტთა ამბოხებამ, რომელიც ძალიან მალე სერიოზულ უწესრიგობაში გადაიზარდა. ამბოხებულებს უერთდება პროფკავშირები და საფრანგეთის მოსახლეობის გარკვეული, არც თუ მცირე რაოდენობა. 1969 წლის 28 აპრილს დე გოლი იძულებული გახდა გადამდგარიყო პრეზიდენტის პოსტიდან. შარლ დე გოლი გარდაიცვალა 1970 წლის 9 ნოემბერს
იხ. ვიდეო შარლ დე გოლი ემი სამყარო 
წარმოგიდგენთ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტს - ჟურნალ „ჩემი სამყაროს“ სტატიებზე დაფუძნებულ აუდიოვიზუალურ პროდუქტს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი 2013 წლიდან გამოსცემს ახალგაზრდობისთვის განკუთვნილ ქართულენოვან შემეცნებით-საგანმანათლებლო ჟურნალს „ჩემი სამყარო“. ეს არის უფროსკლასელებისთვის განკუთვნილი კლასგარეშე საკითხავი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემასა და სფეროს. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები შეეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, ლიტერატურას, მეცნიერებას, ხელოვნებას, საინტერესო ამბებსა და მოვლენებს, ქვეყნებისა თუ კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან დიდ ადამიანებს. ჟურნალი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ვიდეომასალა, დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

1905 წლის 21 მარტს საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმად სამხედრო აკადემიაში უშუალოდ სწავლის დაწყების წინ ახალწვეულებს ერთი წლის განმავლობაში უნდა ემსახურათ ჯარში. შესაბამისად, 1909 წელს დე გოლი საფრანგეთის ჯარის 33-ე ქვეითი პოლკის რიგებში ჩაეწერა. ეს სამხედრო დანაყოფი ქალაქ არასში (Arras) მდებარეობდა.

ეს პოლკი ისტორიული მნიშვნელობის იყო, რადგან სწროედ ის იბრძოდა აუსტერლიცისვაგრამისა და ბოროდინოს ბრძოლებში. 1910 წელს შარლმა კაპრალის წოდება მიიღო. მისმა მეთაურმა გააპროტესტა მისთვის სერჟანტის წოდების მინიჭება, რაც მოსალოდნელი დაწინაურება იქნებოდა, იმ მიზეზით, რომ შარლს თავი საფრანგეთის კონეტაბლეთ ეჭირა და ფიქრობდა რომ სწორედ ეს თანამდებობა იყო მისი საკადრისი. წინააღმდეგობის მიუხედავად, დე გოლმა სერჟანტის წოდება იმავე წლის სექტემბერში მაინც მიიღო.

დე გოლი სან-სირიში 1910 წლის ოქტომბერში დაბრუნდა. 221 ადგილიან კოლეჯში ის 119-ე იყო რეიტინგში ჩარიცხვის დროს, თუმცა უკვე პირველი სასწავლო წლის დასასრულისკენ მან 45-ე ადგილზე გადაინაცვლა. 1912 წელს, როცა ის ამთავრებდა აკადემიას, უკვე მე-13 იყო კლასში. ზოგადად აკადემიის პერსონალი მას დადებითად ახასიათებდა როგორც სწავლის, ისე მისი მანერებისა და ხასიათის გამო. ასევე გამოჰყოფდნენ მის სამხედრო დისციპლინასა და დაღლილობის გამძლეობას. შარლს სასწავლებელში ზედმეტსახელად „დიდ სატაცურს“ („the great asparagus“)ეძახნენ მისი სიმაღლის (196 სმ), მაღალი შუბლისა და დიდი ცხვირის გამო.

აღსანიშნავია, რომ ალფონს ჟუანი (Alphonse Juin), საფრანგეთის მარშალი, დე გოლთან ერთად სწავლობდა ერთ კლასში და სწორედ ის იყო რეიტინგში პირველი. თუმცა, ამ ორ ადამიანს შორის იმ პერიოდში მეგობრობა ან განსაკუთრებული კომუნიკაცია არ დასტურდება.

დე გოლის პრიორიტეტი იყო საფრანგეთში და არა მის შორეულ კოლონიებში მსახურება. სწორედ ამიტომ, 1912 წლის ოქტომბერში ის შეუერთდა საფრანგეთის ჯარის 33-ე ქვეით პოლკს, სწორედ იმ პოლკს სადაც იწყებოდა მისი სამხედრო კარიერა, როგორც უმცროსი ლეიტინანტისა. პოლკის პოლკოვნიკი (მომავალში მარშალი) ანრი ფილიპ პეტენი იყო. სწორედ პეტენის ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშავა შარლმა შემდეგი 15 წელი და თავის მემუარებში მას მიაწერა მისთვის მეთაურობის ხელოვნების სწავლება. 1913 წლის ოქტომბერში დე გოლი დაწინაურდა და უფროსი ლეინტინანტის წოდება მიიღო

1914 წლის აგვისტოში, პირველმა მსოფლიო ომმა საფრანგეთშიც შეამოაღწია, ხოლო 33-ე პოლკი ჯარის საუკეთესო ქვედანაყოფად იყო მიჩნეული. შესაბამისად, სწორედ ეს პოლკი შეებრძოლა გერმანელებს ქალაქ დინანთან (Dinant) ბელგიაში. ასე შედგა შარლ დე გოლის დებიუტი რეალურ ბრძოლაში, სადაც ის მოწინავეთა რიგებში იბრძოდა და მუხლის არეში ჭრილობაც მიიღო, რის გამოც ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი. ბრძოლის თეატრს ის ოქტომბერში დაუბრუნდა როგორც მე-7 ასეულის მეთაური. უკვე დეკემბერში ის პოლკის ადიუტანტი გახდა.

დე გოლის მეთაურობის ქვეშ მყოფმა ქვედანაყოფმა გაითქვა სახელი მოწინააღმდეგეთა სანგრებთან ახლოს მისვლით, ინფორმაციის მოსმენითა და შემდგომ ამ ტაქტიკურად მნიშვნელოვანი მონაცემების გაზიარებით. ამისთვის, მან 1915 წლის 18 იანვარს „ომის ჯვარი“ (Croix de Guerre, War Cross) მიიღო. უკვე 10 თებერვალს კი გამოსაცდელი ვადით კაპიტნად დაინიშნა. თუმცა ერთ თვეში, 10 მარტს, შარლმა ჭრილობა მარცხენა ხელში მიიღო, სადაც შემდგომში ინფექციაც შეიჭრა და ოთხი თვით ჩამოშორდა საბრძოლო მოქმედებებს. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ქორწინების შემდგომ, შარლი იძულებული იყო ქორწინების ბეჭედი მარცხენა ხელის ნაცვლად მარჯვენა ხელზე ეტარებინა, კათოლიკეთა ტრადიციების საწინააღმდეგოდ. სანამ ის ადიუტანტობას დაუბრუნდებოდა, აგვისტოში მე-10 ასეულის მეთაურად განმწესდა ჯარში. ძალიან მალე, 3 სექტემბერს, მას კაპიტნის წოდება მიენიჭა და ოქტომბერში მე-10 ასეულს დაუბრუნდა მეთაურად.

1916 წლის 2 მარტის ვერდენის ოპერაციის დროს დე გოლმა ჯერ ხიშტით ჭრილობა მარცხენა ბარძაყში მიიღო, შემდგომ ყუმბარა აფეთქდა მის სიახლოვეს და მომწამლავი გაზის ეფექტის გასვლის შემდეგ ის ტყვედ აიყვანეს. ის იყო ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტა ჯარისკაცთაგანი, რომელიც ცოცხალი გადარჩა ბატალიონიდან.

აღსანიშნავია, რომ შემდგომში ეს ინციდენტი სპეკულაციის საგანი გახდა და ე.წ. ანტიგოლისტები ამტკიცებდნენ, რომ დე გოლი გამოუვალი სიტუაციის გამო თავად ჩაბარდა ტყვედ, თუმცა შარლი ამ ფაქტს შემდგომში არ ადასტურებდა. შარლმა გერმანელების ტყვეობაში 32 თვე დაჰყო. მან გერმანული სკოლიდან და გერმანიაში გატარებული საზაფხულო არდადაგებიდან იცოდა, ამიტომაც მას არ უჭირდა გერმანული გაზეთების კითხვა.

ის თავის მოსაზრებებს აქტიურად უზიარებდა ტყვეობაში მყოფ სხვა ადამიანებს, ხოლო მისი პატრიოტული განწყობის გამო მას „კონსტებლი“ (Le Connétable/The Constable) შეარქვეს. სწორედ იმ პერიოდში დე გოლმა მიხეილ ტუხაჩევსკიწითელი არმიის მომავალი ხელმძღვანელი, გაიცნო. მათი ხედვები სწრაფად გადაადგილებადი და მექანიკის თვალსაზრისით დახვეწილი ჯარის შესახებ დაეთმხვა ერთმანეთს. ამას გარდა, დე გოლმა ტყვეობაში ყოფნის დროს დაწერა თავისი პირველი წიგნი, „უთანხმოება მტრების ბანაკში“ (Discorde chez l'ennemi), რომელიც 1924 წელს გამოქვეყნდა.

დე გოლმა 5-ჯერ სცადა გამოქცევა, თუმცა ხუთივეჯერ წარუმატებლად. შედეგად, ის უფრო ძლიერად დაცულ იზოლირებულ ნაგებობაში გადაიყვანეს და პრივილეგიები გაზეთებისა და თამბაქოს სახით ჩამოართვეს. გაქცევის სტრატეგიად მან სცადა გასარეცხი ტანსაცმლის ყუთში დამალვა, ტუნელის გათხრა, კედელში ხვრელის გათხრა, ექთნად გადაცმაც. მშობლებთან მიწერილ წერილებში ის აღნიშნავდა, რომ განიცდიდა, რომ ომი მის გარეშე მიდიოდა, რაც „სამარცხვინო უბედურებად“ (a shameful misfortune) მიაჩნდა. მისი მცდელობების მიუხედავად, დე გოლი ტყვეობიდან მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ, 1918 წლის 1 დეკემბერს გამოვიდა. იქიდან ის მამის სახლში, დორდონში, გაემგზავრა სადაც მას მისი სამი ძმა დახვდა, სამივე ომგამოვლილი და ომს გადარჩენილი.

ომებს შორის

პირველი მსოფლიო ომის ზავის შემდეგ, დე გოლი საფრანგეთის სამხედრო მისიის თანამშრომლის რანგში პოლონეთში გაემგზავრა. ის იქ სამხედრო ინსტრუქტორად მუშაობდა პოლონეთის საქვეითო დანაყოფში პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის დროს (1919-1921). ამის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა და ალმა მატერ კოლეჯში სამხედრო ისტორიას ასწავლიდა. ის სწავლას 1922 წლის ნოემბრიდან 1924 წლის ოქტომბრამდე კვლავ დაუბრუნდა და პარიზის სამხედრო სკოლაში მიიღო განათლება. ჩვეული კონფრონტაცია პედაგოგებთან და უფროსებთან არც ახლა იყო გამონაკლისი. სკოლის დამთავრების შემდეგ ის მაინცში, რაინლანდის ფრანგული საოკუპაციო ჯარისთვის საკვებისა და მომარაგების ზედამხედველად დაინიშნა.

რამდენიმე წლის განმავლობაში დე გოლი იყო მარშალ პეტანისთვის საჯარო გამოსვლების დამწერი (ghostwriter). თუმცა, მათ სერიოზული კამათი მოუვიდათ ერთ-ერთი გამოსვლის ტექსტთან დაკავშირებით („ჯარისკაცი“/Le Soldat), რის შემდეგაც შარლმა ეს საქმიანობა შეწყვიტა.

1927 წლის 25 სექტემბერს დე გოლმა მაიორის წოდება მიიღო. ამავე წლის ნოემბრიდან კი გაუძღვა საოკუპაციო ძალებს ტრირში1929 წელს მას სურდა პედაგოგობას დაბრუნებოდა, თუმცა ფაკულტეტზე საქმეები სტაბილურად არ მიდიოდა და პეტანის რჩევის გათვალისწინებით შარლმა ორ წლიან პოსტზე ლიბანსა და სირიაში განაცხადა თანხმობა.

1930-იანი წლებიდან, დე გოლი დაბრუნდა საფრანგეთში და სახელმწიფო აპარატში მუშაობდა, ჯერ უმაღლეს სამხედრო საბჭოში, ხოლო 1936 წლიდან ომის სამინისტროში. 1932 წლის დეკემბერში ის დააწინაურეს და ვიცეპოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს.

დე გოლმა პროფესიული ინსპირაცია ყოფილ ფრანგ ვიცეპოლკოვნიკში ემილ მაიერის (Émile Mayer, 1851–1938) სახით იპოვა და პეტანისგან განსხვავებით ტანკების გამოყენებასა და სწრაფ მანევრებს ანიჭებდა უპირატესობას სანგართან შედარებით. სწორედ ამ მეთოდის პოპულარიზაციას ეხებოდა მისი წიგნი „პროფესიონალური ჯარისკენ“ (Vers l'Armée de Métier/ Towards a Professional Army). სამხედრო ელიტის საგულისხმო ნაწილი არ ეთანხმებოდა დე გოლის მიერ განვითარებულ ტანკების გამოყენების სტრატეგიის თეორიას. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამის გამო ეთქვა მას უარი 1936 წელს პოლკოვნიკის წოდების მიღებაზე. თუმცა, მისი მესვეურის, პოლ რეინოს (Paul Reynaud) ჩარევამ შეცვალა ვითარება და მან ეს ტიტული 1927 წლის 24 დეკემბერს მაინც მიიღო.

მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას დე გოლი დაინიშნა საფრანგეთის მე-5 არმიის ტანკების მეთაურად ელზასში. 1939 წლის 12 სექტემბერს მან იერიში მიიტანა ქალაქ ბიჩზე (Bitche), რომელიც იმ პერიოდში იყო გერმანიის კონტროლის ქვეშ. დე გოლმა განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი საფრანგეთის კამპანიის დროს, რასაც მოჰყვა პოლ რეინოს (Paul Reynaud), რომელიც იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი იყო, მხრიდან მისთვის შეიარაღებული ძალების სამინისტროში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შეთავაზება. დე გოლის ძირითადი მიმართულება ბრიტანელებთან კოორდინაცია იყო.

1940 წლის 9 ივნისს დე გოლი ჩაფრინდა ლონდონში და პირველად შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, უინსტონ ჩერჩილს. დე გოლი ეწინააღმდეგებოდა ნაცისტურ გერმანიასთან დაზავებას და ლობირებდა ბრძოლის გაგრძელებას. მას ასევე სურდა, რომ პარიზი ყოფილიყო დაცული, თუმცა ის გამოცხადდა ღია ქალაქად და რეინომაც და დე გოლმაც ის 11 ივნისსდატოვეს.

1941 წლის 11-დან 13 ივნისის ჩათვლით რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრა შედგა ბრიტანელებსა და ფრანგებს შორის. ამ კონფერენციების დროს სხვადასხვა საკითხი განიხილებოდა. პეტანისა და ვეიგანდის (Weygand) დუეტის ლობირება ზავთან დაკავშირებით უფრო და უფრო არტიკულირებული ხდებოდა.

14 ივნისს დე გოლმა მიიღო ახალი დავალება - ჩასულიყო ლონდონში და საფრანგეთის ჯარების პოტენციური ევაკუაცია ჩრდილოეთ აფრიკაში შეეთანხმებინა. ორი დღის შემდეგ ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტის ოფისში პოტენციური ანგლო-ფრანგული ერთიანობის შესახებ მოლაპარაკებას მართავდა. შეხვედრაშეთანხმებით დამთავრდა, თუმცა საფრანგეთში ამ დროისთვის პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. კერძოდ, რეინოს ნაცვლად პეტანი გახდა პრემიერ-მინისტრი და დაუმორჩილებლობისთვის დე გოლს ციხე ემუქრებოდა.

შარლი ლონდონში 17 ივნისს ჩავიდა (არის მოსაზრება რომ ის რეინომ ძალდატანებით ჩასვა თვითმფრინავში და ასე ერთგვარად გადაარჩინა იგი). ჩერჩილმა მას რადიოში (BBC) გამოსვლა შესთავაზა, თუმცა ამას ზოგიერთი მინისტრი წინ აღუდგა, რადგან პეტანის მთავრობასთან ბრიტალებს გარკვეული ოფიციალური კომუნიკაცია მაინც ჰქონდათ და ეს ცუდად აისახებოდა ამ ურთიერთობაზე. საბოლოოდ, დე გოლი გამოვიდა რადიოში 18 ივნისს და საფრანგეთს მოუწოდა არ ყოფილიყოდემორალიზებული. მეორე დღეს ის კვლავ გავიდა რადიოს ეთერში და ამჯერად საფრანგეთის ოფიციალური მთავრობის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა.

ნაცისტურმა გერმანიამ და ბორდოში მყოფმა ფრანგულმა მთავრობამ ზავს 1940 წლის 21 ივნისს მოაწერეს ხელი, რაც მეორე დღეს დე გოლმა საჯაროდ რადიოს ეთერში გააკრიტიკა. 23 ივნისს კი ბრიტანეთმა დაგმო ეს შეთანხმება და განაცხადა დევნილობაში მყოფი ფრანგული ეროვნული კომიტეტის (French National Committee) ჩამოყალიბების აუცილებლობაზე.

ბუნებრივია, მის ხელმძღვანელად დე გოლი მოიაზრებოდა, თუმცა მისი სახელი ასე ღიად ბრიტანელების განცხადებებში არ ფიგურირებდა. 26 ივნისს დე გოლმა ჩერჩილისგან მოითხოვა საფრანგეთის კომიტეტის აღიარება, რაც 28 ივნისს დააკმაყოფილეს. ის თავისუფალი საფრანგეთის (Free French) ლიდერად აღიარეს. თუმცა, პეტანის მთავრობა აღიარეს საბჭოთა კავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა გავლენიანმა ქვეყნებმა, რაც დე გოლის მომხრეთა სიას ამცირებდა. 1940 წლის 2 აგვისტოს დე გოლს დაუსწრებლად 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ვიშის მთავრობამ.

ოპერაცია ტორჩის შემდეგ დე გოლმა შტაბ-ბინა ალჟირში გადაიტანა, რომელიც ჯერ კიდევ საფრანგეთის კოლონია იყო, რათა საფრანგეთის ტერიტორიაზე ემოქმედა და არა ბრიტანეთის1944 წელს ანგლო-საქსონების სურვილის საწინააღმდეგოდ, დე გოლმა გაერთიანებული თავისუფალი საფრანგეთის (Free France) ჯარი ჩრდილოეთ აფრიკიდან დასავლეთის ფრონტზე გადაანაცვლა.

ხოლო 19 აგვისტოდან 25 აგვისტომდე პარიზის გათავისუფლების ოპერაციის ინიციატორი იყო, რაც წარმატებით დაგვირგვინდა. ამ გამარჯვებას სტრატეგიულზე უფრო მეტად ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. ეს მოვლენა გახდა დიდი სიხარულის საბაბი და ოტელ-დე-ვილშისაფრანგეთის მესამე რესპუბლიკის გაგრძელების გამოცხადების საფუძველი. 29 აგვისტოს აშშ-მ და ბრიტანეთმა ოფიციალურად აღიარეს თავისუფალი საფრანგეთის წარმომადგენლობა.

თანამდებობის პირის რანგში

სექტემბერში ჩამოყალიბდა საფრანგეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობა და დე გოლმა საფრანგეთის გარშემო დიდ ქალაქებში ტური დაიწყო, რათა თავისი საჯარო პროფილი აემაღლებინა და უფრო ცნობადი გამხდარიყო, რასაც მის მიმართ ნდობა უნდა გაეზარდა.

1944 წლის ბოლოს დე გოლში საბჭოთა კავშირში ჩავიდა სტალინთან შესახვედრად. ზოგადად მას არ მოსწონდა წითლების მზარდი დომინაცია. ის ასევე ძალიან განაწყენებული იყო იმის გამო, რომ ის ანტიჰიტლერული კოალიციის მიერ გამართულ არცერთ კონფერენციაზე არ მოიწვიეს. მას უსამართლოდ მიაჩნდა რუზველტი-ჩერჩილი-სტალინის ქმედებები საფრანგეთთან მიმართებაში. საბოლოოდ, 1945 წლის მაისში ნაცისტური გერმანია დანებდა ამერიკელებსა და ბრიტანელებს რაიმთან, ხოლო საფრანგეთსა და ბერლინს შორის ცალკე ზავს მოეწერა ხელი.

საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკა 1946 წლის 13 ოქტომბერს ჩამოყალიბდა. იქამდე თითქმის ერთი წლით ადრე დროებითი მთავრობის თავმჯდომარედ ერთსულოვნად შარლ დე გოლი აირჩიეს, რომელიც მოულოდნელად 1946 წლის 20 იანვარს გადადგა თანამდებობიდან. ის რამდენიმე წლით ჩამოშორდა დიდ პოლიტიკას. თუმცა, 1958 წლის მაისში მეოთხე რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, ის კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკურ საქმიანობას და საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მთავრობისთვის წარადგინა თავისი კანდიდატურა. 1958 წლის დეკემბერში, შარლ დე გოლი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

                                                              

დე გოლი 1961წ

დე გოლის პრეზიდენტობის წლებს დაემთხვა ალჟირის ომი (1954-1962) და საბოლოოდ ალჟირის დამოუკიდებლობის აღიარება. ასევე, 1962 წლის შემოდგომაზე დე გოლის თანხმობით და შემდგომ რეფერენფუმის შედეგების საფუძველზე საფრანგეთის პრეზიდენტის ასარჩევად პირდაპირი არჩევნების ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში. დე გოლი ანთებული იყო იდეით საფრანგეთი გამხდარიყო მსოფლიოში მეოთხე ატომური ძალა (აშშსაბჭოთა კავშირისა და ბრიტანეთის შემდეგ). ამ მიზნით 1945 წელს მან ჩამოაყალიბა საფრანგეთის ალტერნატიული ენერგიებისა და ატომური ენერგიის კომისარიატი (Alternative Energies and Atomic Energy Commission), რამაც 1960 წლის 13 თებერვალს სასურველ შედეგს მიაღწია.

1965 წლის დეკემბერში დე გოლი პრეზიდენტობის მეორე შვიდწლიანი ვადით აირჩიეს, თუმცა მისი გამარჯვება არ იყო თავდაჯერებული, რადგან პირველ რაუნდში მან ხმათა მხოლოდ 45 % აიღო. 1966 წელს კამბოჯაში ვიზიტისას მან დაგმო ამერიკის ჩართულობა ინდოჩინეთის მეორე ომში. 1967 წლის 2 ივნისს (ექვსდღიან ომამდე 3 დღით ადრე) დე გოლმა იარაღების ემბარგო დაადო ისრაელს.

მისი პრეზიდენტობის პერიოდში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში საფრანგეთი არაბების მხარეს იხრებოდა, რაც არ იყო ჩვეული პოზიცია იქამდე ბრიტანეთი-საფრანგეთის თანამშრომლობის გათვალისწინებით ამ საკითხში. 1967 წლის 30 მაისს აღმოსავლეთ ნიგერიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ბიაფრას რესპუბლიკის სახით მოჰყვა ნიგერიის სამოქალაქო ომი. ბრიტანეთს, როგორც ამ ქვეყნის კოლონიზატორს, ჰქონდა თავისი ინტერესი, ხოლო დე გოლმა დამოუკიდებლობის მომთხოვნელებისთვის იარაღის მიწოდებით პრინციპში მათი მხარე დაიჭირა და ბრიტანეთს დაუპირისპირდა, რაც ასევე მოულოდნელი პოზიცია იყო მისი მხრიდან.

სკანდალის გარეშე არც მის ვიზიტს კანადაში 1967 წლის ივლისში ჩაუვლია. კვებეკში ყოფნისას ოფიციალურ ღონისძიებაზე დე გოლმა წარმოთქვა შემდეგი სიტყვები:


„„გაუმარჯოს თავისუფალ კვებეკს! გაუმარჯოს ფრანგულ კანადას! და გაუმარჯოს საფრანგეთს!“
Vive le Québec libre! Vive le Canada français! Et vive la France!“

ამ სიტყვებმა ოტავაში და არა მხოლოდ, უარყოფითი რეაქცია გამოიწვიეს, დე გოლი დაუყოვნებლივ დაბრუნდა საფრანგეთში და კანადაში აღარასდროს აღარ ჩასულა.

უსაფუძვლო ნაციონალიზმის გაღვივებად, ამჯერად ბრეტანის ნაციონალიზმის, მას ჩაუთვალეს 1968 წელს ბრიტანეთში ვიზიტისას მის მიერ წარმოთქმული ლექსი ბრეტანულ ენაზე. 1967 წლის შემოდგომაზე დე გოლი პოლონეთში ჩავიდა და კონსულტაციების გარეშე 1945 წელს გერმანიის ყოფილი აღმოსავლეთი ტერიტორიების ადგილას ჩამოყალიბებული პოლონეთი ოფიციალურად აღიარა.

1968 წლის მაისში საფრანგეთში დე გოლის მთავრობის წინააღმდეგ უკმაყოფილება იზრდებოდა და საბოლოოდ დემონსტრაციების სახე მიიღო. ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. მართალია, ივნისში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. გოლისტებმა 352-დან 487 ადგილი მოიპოვეს პარლამენტში, თუმცა თავად დე გოლის რეიტინგი საგრძნობლად დავარდა. ამის მიზეზად სახელდებოდა მისი ეგოცენტრულობა, ავტოკრატულობა, კონსერვატიულობა, ხნიერი ასაკი და გადაჭარბებული ანტიამერიკელობა. თითქმის ერთ წელიწადში, 1969 წლის 28 აპრილს ის პრეზიდენტობიდან გადადგა. შარლ დე გოლი თითქმის 90 წლის ასაკში 1970 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა.

იხ. ვიდეო შარლ დე გოლი




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...