вторник, 15 февраля 2022 г.
სუნ ძი
понедельник, 14 февраля 2022 г.
შარლოტ ბრონტე
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შარლოტ ბრონტე
(დ. 21 აპრილი, 1816 — გ. 31 მარტი, 1855) — ინგლისელი მწერალი. იგი დაიბადა 1816 წელს თორნტონში (იორკშირი), მღდვლის სახლში.
შარლოტმა და თავისმა ორმა დამ — ემილიმ და ენმა ადრეულ ასაკში დაიწყეს ლექსებისა და რომანების წერა. შარლოტის სამწერლო სარბიელი წარუმატებლობით აღსავსე გამოდგა, მაგრამ მწერალი ამ დაბრკოლებებმა სულიერად ვერ გატეხა. მისი პირველი რომანი იყო „მასწავლებელი“ რომელიც მწერალს ყველა გამომცემლობამ უკანვე დაუბრუნა. რობერტ საუთიმაც შარლოტის ლექსები უკან დააბრუნა და თან წერილში დიდაქტიკური დარიგებებიც დაურთო: მწერლობა ქალის საქმე არ არისო.
მაგრამ ამ დარიგებამაც რომანების წერაში მწერალს ხელი ვერ შეუშალა. 1847 წელს მან გამოაქვეყნა ახალი რომანი „ჯეინ ეარი“, რომელმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანა. 1850 წელს წიგნი დაიბეჭდა რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, რამაც რუსი მკითხველი საზოგადოება აღაფრთოვანა, მაგრამ მათაც არ გამორჩენიათ წიგნის ნაკლოვანებები.
ჯეინ ეარი
„ჯეინ ეარი“ (ინგლ. Jane Eyre) დაწერილია შარლოტ ბრონტეს (Charlotte Brontë) მიერ. პირველად გამოქვეყნდა 1847 წელს ლონდონში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინგლისურ რომანს. თავიდან ბრონტემ მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია, რომელიც მან კურერ ბელის (Currer Bell) ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტორისათვის უცაბედი წარმატება აღმოჩნდა. რომანის მეორე გამოცემა შარლოტმა ინგლისელ ნოველისტს, ვილიამ მეიკპის ტეკერეის (William Makepeace Thackeray) მიუძღვნა. ”ჯეინ ეარის” პერსონაჟ მისტერ როჩესტერის მსგავსად უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა. თეკერეის შარლოტ ბრონტე ყოველთვის თავის მასწავლებლად თვლიდა, იქნებ, რაღაც სიმპათიებიც ჰქონდა მის მიმართ. თუმცა, ბრონტე 1854 წელს ცოლად გაჰყვა მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს, 1855 წელს კი გარდაიცვალა.
რუსეთი აცხადებს, რომ მის ტერიტორიულ წყლებში ამერიკული წყალქვეშა ნავი შევიდა. პენტაგონი ამას უარყოფს.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - რუსეთი აცხადებს, რომ მის ტერიტორიულ წყლებში ამერიკული წყალქვეშა ნავი შევიდა. პენტაგონი ამას უარყოფს.
პარაცელსუსი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აღორძინების ეპოქის ექიმი, ბოტანიკოსი, ალქიმიკოსი, ასტროლოგი და ოკულტისტი უდიდესი მისტოკოსი მეცნიერი
პარაცელსუსი
суббота, 12 февраля 2022 г.
ელონ მასკის პრეზენტაცია 2022: რა თქვა მილიარდერმა Starship-ზე
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ელონ მასკის პრეზენტაცია 2022: რა თქვა მილიარდერმა Starship-ზე
მჟაუნმჟავა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მჟაუნმჟავა
ორგანული ნაეთი. ქიმიური ფორმულაა C2H2O4. სახელი მომდინარეობს მცენარე მჟაველასაგან, რომელიც მას შეიცავს. არის უფერო, კრისტალური, მყარი ნივთიერება, რომელიც წყალში გახსნისას წარმოქმნის ასევე უფერო ხსნარს. მჟაუნმჟავას მარილებს ეწოდებათ ოქსალატები. მისი ნახევრად გაშლილი ფორმულა არის , სადაც ორი ნახშირბადის ატომები უკავშირდება ერთმანეთს, შეიცავს ორ კარბოქსილის ფუნქციურ ჯგუფს, ამიტომაც მჟაუნმჟავა არის უმარტივესი დიკარბოქსილ მჟავა.
მჟაუნმჟავა არის უფრო ძლიერი მჟავა ვიდრე ძმარმჟავა. არის აღმდგენი აგენტი. შედის ბევრი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში. კონცენტრირებული მჟაუნმჟავა საშიშია კანზე მოხვედრის დროს და იწვევს დამწვრობას
იხ. ვიდეო 2.5% მჟაუნმჟავა.
პირველად მჟაუნმჟავას მარილი 1745 წელს მიიღო ბოტანიკოსმა და ფიზიკოსმა ჰერმან ბურჰავესმა. მან მარილის გამოყოფა მოახერხა მცენარე მჟაველასაგან.
1776 წელს შვედმა ქიმიკოსებმა, კარლ ვილჰელმ შეელემ და ტორბერნ ბერგმანმა მიიღეს მჟაუნმჟავა საქაროზას მოქმედებით კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან.
1824 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ ვიოლერმა მჟაუნმჟავა მიიღო ციანოგენის მოქმედებით ამიაკის წყალხსნართან[. ეს ექსპერიმენტი შესაძლოა იყოს პირველი ექსპერიმენტი, როდესაც მიიღეს ნატურალური პროდუქტი.
მიღება
მჟაუნმჟავას წარმოებაში იღებენ კარბოჰიდრატების დაჟანგვით. მიღების თანამედროვე მეთოდი არის სპირტების კარბონილაცია, რის შედეგადაც მიიღება მჟაუნმჟავას დიესტერი:
4 ROH + 4 CO + O2 → 2 (CO2R)2 + 2 H2O
ამ მეთოდით ყოველწლიურად დაახლოებით 120 000 ტონა მჟაუნმჟავა იწარმოება.
მიღება ლაბორატორიაში
ლაბორატორიაში მას იღებენ საქაროზას დაჟანგვით კონცენტრირებული აზოტმჟავათი. კატალიზატორად იყენებენ მცირე რაოდენობით ვანადიუმის პენტოქსიდს. ასევე ღებულობენ აზეოტროპული დისტილაციით.
რეაქციები
pKa — მჟავის დისოციაციის კონსტანტა.
C2O4H2 ⇌ C2O4H− + H+ pKa = 1.27
C2O4H− ⇌ C2O42− + H+ pKa = 4.27
მას ახასიათებს ისეთი რეაქციები, რომლებიც ახასიათებთ ჩვეულებრივ კარბონმჟავებს. მჟაუნმჟავა წარმოქმნის ესტერებს, როგორიცაა, მაგალითად, დიმეთილის ოქსალატი. მჟაუნმჟავა და ოქსალატები იჟანგებიან პერმანგანატით ავროკატალიზატორული რეაქციისას
პირველად მჟაუნმჟავას მარილი 1745 წელს მიიღო ბოტანიკოსმა და ფიზიკოსმა ჰერმან ბურჰავესმა. მან მარილის გამოყოფა მოახერხა მცენარე მჟაველასაგან.
1776 წელს შვედმა ქიმიკოსებმა, კარლ ვილჰელმ შეელემ და ტორბერნ ბერგმანმა მიიღეს მჟაუნმჟავა საქაროზას მოქმედებით კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან.
1824 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ ვიოლერმა მჟაუნმჟავა მიიღო ციანოგენის მოქმედებით ამიაკის წყალხსნართან. ეს ექსპერიმენტი შესაძლოა იყოს პირველი ექსპერიმენტი, როდესაც მიიღეს ნატურალური პროდუქტი.
იხ. ვიდეო
მიღება
მჟაუნმჟავას წარმოებაში იღებენ კარბოჰიდრატების დაჟანგვით. მიღების თანამედროვე მეთოდი არის სპირტების კარბონილაცია, რის შედეგადაც მიიღება მჟაუნმჟავას დიესტერი:
4 ROH + 4 CO + O2 → 2 (CO2R)2 + 2 H2O
ამ მეთოდით ყოველწლიურად დაახლოებით 120 000 ტონა მჟაუნმჟავა იწარმოება.
მიღება ლაბორატორიაში
ლაბორატორიაში მას იღებენ საქაროზას დაჟანგვით კონცენტრირებული აზოტმჟავათი. კატალიზატორად იყენებენ მცირე რაოდენობით ვანადიუმის პენტოქსიდს. ასევე ღებულობენ აზეოტროპული დისტილაციით.
რეაქციები
pKa — მჟავის დისოციაციის კონსტანტა.
C2O4H2 ⇌ C2O4H− + H+ pKa = 1.27
C2O4H− ⇌ C2O42− + H+ pKa = 4.27
მას ახასიათებს ისეთი რეაქციები, რომლებიც ახასიათებთ ჩვეულებრივ კარბონმჟავებს. მჟაუნმჟავა წარმოქმნის ესტერებს, როგორიცაა, მაგალითად, დიმეთილის ოქსალატი. მჟაუნმჟავა და ოქსალატები იჟანგებიან პერმანგანატით ავროკატალიზატორული რეაქციისას
იხ. ვიდეო Щавелевая Кислота ! Творит ли она чудеса? Чистим Находки!!!
იოჰან გოტფრიდ ჰერდერი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
იოჰან გოტფრიდ ჰერდერი
(გერმ. Johann Gottfried Herder; დ. 25 აგვისტო, 1744 — გ. 18 დეკემბერი, 1803) — გერმანელი კულტურის ისტორიკოსი, სოციოლოგი, კრიტიკოსი და პოეტი. საფუძველი ჩაუყარა ხელოვნებისა და კულტურის ისტორიულ გაგებას.
დაიბადა 1744 წლის 25 აგვისტოს აღ. პრუსიაში, მორუნგენში, მექანიკოსების ოჯახში. დაამთავრა კენიგსბერგის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. მშობლიურ ქვეყანაში იოჰანს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომაც 1764 წელს რიგაში გაემგზავრა, სადაც სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა. გოტფრიდმა ლიტერატურული მოღვაწეობაც რიგაში დაიწყო. 1766 წელს, გოეთეს დახმარებით, ვაიმარში დამკვიდრდა, სადაც კარის მოძღვრის თანამდებობა მიიღო. 1788 წელს იმოგზაურა იტალიაში. იოჰანი 1803 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა ვაიმარში.
- „იდეები კაცობრიობის ისტორიის ფილოსოფიისათვის“.
- ადამიანი კონკრეტული სოციალური გარემოს (ნაციის) ნაწილია.
- ლიტერატურა და, მთლიანად, კულტურა დამოკიდებულია ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე: კლიმატზე, ენაზე, ზნე-ჩვეულებებზე, ცხოვრების წესზე, კონკრეტული ისტორიული პერიოდის სპეციფიკურ პირობებზე.
- კაცობრიობა, ინდივიდის მსგავსად, გადის ახალგაზრდობისა და სიბერის საფეხურებს.
- „ოქროს საუკუნე“ მომავალშია საძიებელი.
- ადამიანი, როგორც ცოცხალი არსება, ბუნების კანონზომიერებებს ექვემდებარება, თუმცა დანარჩენი ცოცხალი არსებებისაგან მას განასხვავებს გონიერება, საზოგადოებრივი ურთიერთობანი და ენა, რომლებიც წმინდა ადამიანური არსებობის ფორმებს წარმოადგენენ.
- ისტორია ადამიანთა ძალისხმევით იქმნება, ადამიანი ბუნების ძალების ნაწილი და გაგრძელებაა. ეს ძალები, გარემო პირობების სახით, გავლენას ახდენენ ისტორიასა და კულტურაზე, მაგრამ საზოგადოებრივი განვითარება მაინც შინაგან კანონზომიერებებზე, კერძოდ, კულტურის უფრო ადრეული ფორმების ათვისებაზეა დამოკიდებული. ადამიანები ითვისებენ და ამდიდრებენ წინა თაობების გამოცდილებას.
- კულტურის ელემენტებს შორის უმნიშვნელოვანესი ენაა.
- ადამიანთა საზოგადოებისა და კულტურის განვითარება არ ექვემდებარება არავითარ საბოლოო მოზანს, მაგალითად, სახელმწიფოს შექმნას. არსებობს მრავალი ხალხი, რომლთაც არ ჰქონიათ სახელმწიფო, მაგრამ ამის გამო სულაც არ არიან უბედურნი.
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...