ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შარლოტ ბრონტე
(დ. 21 აპრილი, 1816 — გ. 31 მარტი, 1855) — ინგლისელი მწერალი. იგი დაიბადა 1816 წელს თორნტონში (იორკშირი), მღდვლის სახლში.
შარლოტმა და თავისმა ორმა დამ — ემილიმ და ენმა ადრეულ ასაკში დაიწყეს ლექსებისა და რომანების წერა. შარლოტის სამწერლო სარბიელი წარუმატებლობით აღსავსე გამოდგა, მაგრამ მწერალი ამ დაბრკოლებებმა სულიერად ვერ გატეხა. მისი პირველი რომანი იყო „მასწავლებელი“ რომელიც მწერალს ყველა გამომცემლობამ უკანვე დაუბრუნა. რობერტ საუთიმაც შარლოტის ლექსები უკან დააბრუნა და თან წერილში დიდაქტიკური დარიგებებიც დაურთო: მწერლობა ქალის საქმე არ არისო.
მაგრამ ამ დარიგებამაც რომანების წერაში მწერალს ხელი ვერ შეუშალა. 1847 წელს მან გამოაქვეყნა ახალი რომანი „ჯეინ ეარი“, რომელმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანა. 1850 წელს წიგნი დაიბეჭდა რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, რამაც რუსი მკითხველი საზოგადოება აღაფრთოვანა, მაგრამ მათაც არ გამორჩენიათ წიგნის ნაკლოვანებები.
ჯეინ ეარი
„ჯეინ ეარი“ (ინგლ. Jane Eyre) დაწერილია შარლოტ ბრონტეს (Charlotte Brontë) მიერ. პირველად გამოქვეყნდა 1847 წელს ლონდონში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინგლისურ რომანს. თავიდან ბრონტემ მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია, რომელიც მან კურერ ბელის (Currer Bell) ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტორისათვის უცაბედი წარმატება აღმოჩნდა. რომანის მეორე გამოცემა შარლოტმა ინგლისელ ნოველისტს, ვილიამ მეიკპის ტეკერეის (William Makepeace Thackeray) მიუძღვნა. ”ჯეინ ეარის” პერსონაჟ მისტერ როჩესტერის მსგავსად უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა. თეკერეის შარლოტ ბრონტე ყოველთვის თავის მასწავლებლად თვლიდა, იქნებ, რაღაც სიმპათიებიც ჰქონდა მის მიმართ. თუმცა, ბრონტე 1854 წელს ცოლად გაჰყვა მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს, 1855 წელს კი გარდაიცვალა.
Комментариев нет:
Отправить комментарий