пятница, 18 февраля 2022 г.

ჰერტა მიულერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ჰერტა მიულერი

 (გერმ. Herta Müller; დ. 17 აგვისტო1953, ნიცკიდორფი, რუმინეთი) — რუმინეთში დაბადებული გერმანულენოვანი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (2009). პრემია მიულერს მიენიჭა ნიკოლაე ჩაუშესკუს კომუნისტური მმართველობისა და ტოტალიტარიზმის პირობებში ცხოვრების აღწერისთვის.

ჰერტა მიულერი დაიბადა 1953 წელს რუმინეთის გერმანულენოვან რეგიონ ბანატში მცხოვრებ შვაბური წარმოშობის ოჯახში. მეორე მსოფლიო ომის დროს მამამისი გერმანიის სამსახურში ჩადგა. ომის შემდეგ დედამისი გერმანელობის გამო დეპორტირებული იყო საბჭოთა კავშირის იძულებითი შრომის ერთ-ერთ ბანაკში (1945-1950). ჰერტა მიულერი სწავლობდა ტიმიშოარას უნივერსიტეტში და სტუდენტობაშივე გაერთიანებული იყო მწერალთა ჯგუფში, რომელიც ტოტალიტარულ რუმინეთში სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1977 წლიდან 1979 წლამდე თარჯიმნად მუშაობდა სამანქანო ქარხანაში, საიდანაც გააძევეს რუმინეთის საიდუმლო პოლიციასთან („სეკურიტატე“) თანამშრომლობაზე უარის გამო. მისი პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „ცხოვრების ბნელი მხარეები“ (ორიგინალში: Niederungen, 1982) რუმინეთის მთავრობამ ცენზურას დაუქვემდებარა, თუმცა მისმა სრულმა, არაცენზურაგავლილმა ვერსიამ დასავლეთ გერმანიაში შეაღწია და პოპულარობა მოიპოვა. მოთხრობათა მეორე კრებული „მოტმასნილი ტანგო“ (Drückender Tango, 1984) ასევე დაუფარავად აღწერდა რუმინეთის პატარა სოფლის ცხოვრების სიდუხჭირეს. ამის შემდეგ მიულერს რუმინეთის მთავრობამ წიგნების გამოცემა აუკრძალა. 1987 წელს მიულერი მეუღლესთან, მწერალ რიხარდ ვაგნერთან ერთად ემიგრაციაში წავიდა დასავლეთ გერმანიაში.

იხ. ვიდეო - Landscape of the Dispossessed: Reading and Conversation with Nobel Laureate Herta Müller - Herta Müller is the 2009 winner of the Nobel Prize for Literature. She was born in 1953 in a German-speaking town in Banat, Romania, where her parents were members of the German-speaking minority. Herta Müller speaks in German with translation, moderated by founding and senior editors of AGNI: Askold Melnyczuk and William Pierce.





მიულერის პირველი რომანი „პასპორტი“ (ორიგინალში: Der Mensch ist ein grosser Fasan auf der Welt) გერმანიაში 1986 წელს გამოიცა. მიუხედავად მწერლის საცხოვრებელი პირობების ცვლილებისა, მისი ნაწარმოებები კვლავ ასახავდა მიულერის ცხოვრების ადრეულ განცდებს, ტოტალიტარიზმის დამანგრეველ ზეგავლენას ადამიანის ცხოვრებაზე და ემიგრაციასთან დაკავშირებულ ემოციებს. მისი ლიტერატურული სტილი, რუმინელი ჟურნალისტ ემილ ჰურეზეანუს დახასიათებით, იყო „ცოცხალი, პოეტური და მწვავე“. მიულერის შემდგომდროინდელი რომანებია: „მოგზაურობა ცალი ფეხით“ (Reisende auf einem Bein, 1989), „მელა მაშინ უკვე მონადირე იყო“ (Der Fuchs war damals schon der Jäger, 1992), „გულის მხეცი“ (Herztier, 1994), „ნეტავ დღეს საკუთარ თავს არ შევხვედროდი“ (Heute wär ich mir lieber nicht begegnet, 1997) და რეზონანსული „სუნთქვის საქანელა“ (Atemschaukel, 2009).

გარდა მხატვრული პროზისა, მიულერი არის ავტორი ლექსებისა და ესეების კრებულებისა. ამ უკანასკნელს განეკუთვნება: „შიმშილი და აბრეშუმი“ (Hunger und Seide, 1995), „მეფე დაიხრება და კლავს“ (Der König verneigt sich und tötet, 2003), „მუდამ იგივე თოვლი და მუდამ იგივე ბიძა“ (Immer derselbe Schnee und immer derselbe Onkel, 2011), ასევე ავტობიოგრაფიული ხასიათის „ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა“[11] (Mein Vaterland war ein Apfelkern, 2014).

მიულერს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული და საზოგადოებრივი ჯილდო, მათ შორის დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია (1998, რომანისთვის „გულის მხეცი“) და ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში (2009). პრემიის გადაცემისას შვედეთის აკადემიამ მიულერი დაახასიათა, როგორც მწერალი, რომელიც „ინტენსიური პოეზიითა და გულახდილი პროზით აღწერს უპოვართა სამყაროს“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად

იხ. ვიდეო ჩემი ოჯახი | ჰერტა მიულერი




Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...