ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
უდმურტები
(უდმ. удмурт, удморт[1], მრ. რ. удмуртъёс; მოძველებული რუსული სახელი — вотяки) — ფინურ უგორული ერი, რომელიც ძირითადად სახლობს უდმურტის რესპუბლიკაში და რუსეთის მეზობელ რეგიონებში. XIV-XVI სს. რუსეთის წერილობით წყაროებში იხსენიებიან „არების“, „ოტიაკების“ სახელწოდებით. ცხოვრობენ უდმურტეთში, ასევე მცირე ჯგუფები ცხოვრობენ ბაშკირეთში, თათრეთში, მარეთში, პერმის, სვერდლოვსკისა და კიროვის ოლქებში, ყაზახეთში, ბელარუსში, უზბეკეთსა და უკრაინაში. 2002 წლის აღწერის მიხედვით რუსეთში ცხოვრობს 637 ათასი უდმურტი. მორწმუნეები მართლმადიდებლები არიან.
იხ. ვიდეო - КТО ТАКИЕ УДМУРТЫ? ПРОИСХОЖДЕНИЕ УДМУРТСКОГО НАРОДА!უდმურტების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ძველმა ტომებმა. I ათასწლეულის დასასრულსა და II ათასწლეულის დასაწყისისათვის მათზე დიდი გავლენა მოახდინეს ვოლგა-კამის ბულგარებმა. XI-XIII სს-ში შეინიშნება უდმურტების კავშირი რუსებთან. 1236 წლიდან მოექცნენ მონღოლ-თათართა უღელქვეშ. ჩრდილოეთის უდმურტები შედიოდნენ ვიატკის ქვეყნის (1489 წლიდან ნაწილი მოსკოვის სამთავროს) შემადგენლობაშია, სამხრეთისა — ყაზანის სახანოში, რომლის დაშლის შემდეგ (1552) შევიდნენ რუსეთის სახელმწიფოში (1558). ამ დროიდან დაიწყო მათი ხალხად ჩამოყალიბება. ძველთაგანვე მისდევენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას და ნადირობას.
იხ. ვიდეო - UDMURT - RUSSIA'S PEOPLE OF THE MEADOW | The Udmurt Republic -In this video I'm talking about the place where I was born - the Udmurt Republic, Russia. Disclaimer: I'm not Udmurt :) I was born in this region and find the Udmurt culture fascinating. That's why I've decided to film this video!
Udmurtia by Udmurts - the indigenous people of this region who speak Udmurt language and have a rich culture and history. I've noticed that there are almost no videos on youtube on this topic and thought that this information is worth sharing
Комментариев нет:
Отправить комментарий